Featured

2. სტუმრად

სახლში დავბრუნდი და გაბრაზებულმა საჭიროზე მეტად მოვიჯახუნე კარები. უნივერსიტეტი ძალიან მღლიდა და გაუთავებელი დედლაინები, ისედაც უაზრო ფიქრებისგან დაღლილ ტვინს, კიდევ უფრო მიღლიდა. არ მეგონა, თუ ბოლო სასწავლო წელი ასეთი რთული იქნებოდა. იმას არ ვნანობდი, რომ ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. რეალურად სხვა ვარიანტი არც არასდროს მქონია. ფსიქოლოგი მეთვითონ მჭირდებოდა და გადავწყვიტე საკუთარი თავის ფსიქოლოგი მე ვყოფილიყავი. მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამომდის.

საერთოდ კარგად არაფერი გამომდის. ცოტა ზარმაციც ვარ და მოტივაციაც არ მაქვს საკმარისი, რომ უფრო დიდ საქმეებს შევეჭიდო. ნორტფორდში ჩამოსვლისას ერთადერთი ის შეიცვალა, რომ დილას ადგომა ისე აღარ მიჭირდა როგორც ადრე და შესაბამისად ლექციებზე შედარებით უფრო იშვიათად ვაგვიანებდი. არ მინდა ამ მიზეზის საკუთარ თავთან აღიარება, მაგრამ ნაწილობრივ ესეც ჯეიმის უნდა დავაბრალო. მომწონდა, როცა უნივერსიტეტში წასვლამდე შემთხვევით ქუჩაში მას ვეჩეხებოდი. ჯეიმი ახალ საცეკვაო სტუდიაში სავარჯიშოდ მიდიოდა. ხშირ შემთხვევაში სპორტულ ფორმაში გამოწყობილი, ეს ფორმა კი ყველა ჩემ ერთად აღებულ ტანსაცმელს ასჯერ ჯობდა. მშურდა, რომ ასეთი გემოვნებიანი იყო.

ჩაცმულობაზე ეტყობოდა, რომ ბევრს არც ინდომებდა, უბრალოდ კარგი სტილი ჰქონდა და თითქმის ყველაფერს იხდენდა. მგონი ერთადერთი ადამაინი იყო, ვინც დილის 9 საათზეც ისეთივე მხიარულ განწყობაზე იყო, როგორც დღის დანარჩენ საათებში. ხან უკნიდან მეპარებოდა, ხელებს თვალებზე მაფარებდა და ხითხითს ვერ იკავებდა, მე კი ცხადია, ერთი შეხებითაც ვხვდებოდი ვინ უნდა მდგარიყო ჩემ უკან. ხან გადაღმა ქუჩიდან დამიძახებდა ხოლმე, მერე სწრაფი ნაბიჯებით მომიახლოვდებოდა, ხელს გადამხვევდა და ხასიათს მიუმჯობესებდა, როგორც ყოველთვის. ნამდვილად დიდი პოზიტივი შემოვიდა მისი სახით ჩემს ცხოვრებაში და ნაცრისფერი დღეები ცისარტყელას დაამსგავსა. არ ვიცოდი რამდენ ხანს გაჩერდებოდა ნორტფორდში, მაგრამ დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენი მეგობრობა ნებისმიერ შემთხვევაში დიდხანს გასტანდა და რომ ჩემს დღეებს ისევ ისე გააფერადებდა როგორც ახლა.

შუადღის 4 საათი იყო, ცოტა ციოდა და მალე წვიმის წვეთებიც დაეცა ჩემი სახლის ფანჯრებს. ჩაიდანი დავადგი გაზქურაზე და ცხელი ლიმონიანი ჩაი დავისხი. გარეთ გავიხედე, ჯეიმის სახლში შუქები ჩამქვრალი იყო, შესაბამისად ჯერ ისევ სტუდიაში იმყოფებოდა. 4 თვე გავიდა ჩვენი გაცნობიდან მე კი ჯერ ერთხელაც არ მინახავს მისი ცეკვა. დარწმუნებული ვიყავი თვალისმომჭრელი იქნებოდა და იმედი მქონდა, რომ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით მალე ვიხილავდი.

ტელეფონი ხელში ავიღე, ჯეინს ვიდეოთვალით ველაპარაკე და მის მიერ მიტოვებულ ნორტფორდში მომხდარი ამბები მოვუყევი. მითხრა, რომ ძალიან ენატრებოდა აქაურობა და შემპირდა, რომ ბენთან ერთად აუცილებლად ჩამოვიდოდა ცოტახნით თავის სამშობლოში.

დიდ ოთახში სავარძელზე მოვკალათდი, ლეპტოპი მოვიმარჯვე და ტვინი დავძაბე, რომ მომდევნო კვირისთვის ჩასაბარებელი რეფერატის წერა დამეწყო. წერის დაწყება მიჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ სამი წინადადების დაწერა მოვახერხე. მეგონა აზარტში შესული მალე დავამთავრებდი აღნიშნულ დავალებას, მაგრამ ტელეფონზე შემომავალმა ზარმა ისევ გამიფანტა ფიქრები.

ეკრანს დავხედე და გულში ისევ ნემსების ჩხვლეტა ვიგრძენი. ჯეიმი მირეკავდა და მიუხედავად იმისა, რომ იმ გოგოსთან დანახვის შემდეგ თავს დავაჯერე, რომ ჯეიმის მსგავსად მეც მხოლოდ მეგობრობა მინდოდა მასთან, გულის ცემა მაინც თავის აჩქარებულ რიტმს უბრუნდებოდა, თუნდაც მისი სახელის ეკრანზე დანახვისას.

-ჰოუ. – ვუთხარი და ჩაი მოვსვი, რომ ხმა არ წამსვლოდა ლაპარაკის დროს.

– როგორ ხარ ელის? – ჩაეცინა და ზუსტად წარმოვიდგინე როგორი სახეც ჰქონდა.

– ელის?

– ჰო დღეიდან ელისს გეძახი.

– და შეიძლება გავიგო რატომ?

– იმიტომ, რომ საყვარელია. ელის. – ისევ ჩაეცინა და გული უკვე მერამდენედ შემეკუმშა. ხანდახან მავიწყდებოდა, რომ 23 წლის ბიჭს ვემეგობრებოდი, იმდენად ცანცარა იყო.

– როგორც იტყვი მინმინ. – მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელით ხშირად მოვიხსენიებდი და რომ ეს სახელი თავად დაირქვა ჩემს ტელეფონში, მაინც შემიწითლდა ლოყები, როცა ხმამაღლა წარმოვთქვი მისი ზედმეტსახელი.

– დავიღალე. ეხლა გამოვედი სტუდიიდან და სახლში მოვდივარ.

– ჰო, დღეს მეც დავიღალე. – ვუთხარი და თან ფანჯარას მივუახლოვდი, მინდოდა ჩუმად დამენახა, როგორ მოისეირნებდა სახლამდე.

– მესიჯზე არ მიპასუხე, მაგრამ ვიცი, რომ წაიკითხე. – ცოტა სერიოზული ტონით მითხრა.

– ლექციაზე ვიყავი და ვერ გიპასუხე.

– მოკლედ, 8 ზე ჩემთან გელოდები.

– ამმ…არ ვიცი მოვახერხებ თუ არა სამეც-

– ჰო და თუ ნახევარი საათით ადრე გადმოხვალ გამიხარდება, თან სახლის მილაგებაში მომეხმარები.

– ჯეიმი, არ ვიც-

– კარგად, ელისსს. – მითხრა და უცბად გათიშა ტელეფონი. თითქოს არც გაუგია ჩემი პასუხი.

ოხ ეს ბიჭი. უარს არასდროს არაფერზე იღებს და ეს თვითნაც კარგად იცის. ჯერ 6-ის ნახევარი იყო და იმედი მქონდა, რომ 8 საათამდე აზრზე მოსვლას მოვასწრებდი.

სარკეში საკუთარი თავი ავათვალიერე და ისევ უკმაყოფილო დავრჩი, როგორც ყოველთვის. აჰ, ხანდახან როგორ მინდოდა თავზე რაიმე უჩინმაჩინის ქუდი ჩამომეცვა და ისე მემოძრავა ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმი საჭიროზე მეტად მომწონდა, მასთან ურთიერთობისას თავს უფრო სრულყოფილად ვგრძნობდი. არ ვიცი რაში იყო საქმე, ალბათ აურა ჰქონდა ისეთი, რომ მის გვერდით თავს ავტომატურად კომფორტულად გრძნობდი. ნეტა ყველა მისნაირი იყოს, გავიფიქრე ჩემთვის და ღრმად ამოვისუნთქე.

დღეს არ მქონდა ხალხმრავლობის თავი. ჯეიმისთან მარტო ურთიერთობას ვიყავი მიჩვეული, ახლა კი … არ ვიცოდი საერთოდ რა დამხვდებოდა მასთან სტუმრობისას. დარწმუნებული ვიყავი კარგი მეგობრები ეყოლებოდა.. ისედაც საკმარისზე მეტი ისტორია მოვისმინე მათ შესახებ, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მიმიღებდნენ ან საერთოდ რა წარმოდგენა შეექმნებოდათ ჩემზე.

ნეტა ჯეიმი ჩემზე ესაუბრებოდა თუ არა მათ, ან თუ ესაუბრებოდა რას უყვებოდა. ამ ყველაფერზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა, ისედაც ყველაფერს მივხვდებოდი მათთან შეხვედრის შემდეგ.

ტელეფონმა ისევ დაიზუზუნა. კვლავ ჯეიმის სახელი ამოხტა ეკრანზე.

Minmin : ” ელიისსს 😦 მეგონა დამეხმარებოდი სახლის მილაგებაში.

მესიჯის წაკითხვისას გამეღიმა. წარმოვიდგინე როგორი სახით მომწერა აღნიშნული ტექსტი. წუწუნიც კი უხდებოდა. რეებს ვფიქრობ. ისევ გაბრაზდი საკუთარ თავზე და სანამ ტვინს კიდევ უფრო ავიტკივებდი, ჯეიმისთან წასვლა გადავწყვიტე.

სავარაუდოდ 10 წუთი გავიდა მისი პირველი მესიჯის მოსვლის შემდეგ, როცა ტელეფონი მეორეჯერ აზუზუნდა.

Minmin : “ბიჭები მოვიდნენ, ყველა შენ გელოდებით.”

ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ტვინში უკვე სხვადასხვა სცენარის წარმოდგენა დავიწყე და მინდოდა რამე ჭკვიანური მომეფიქრებინა, რომ მათთან შეხვედრა შემდეგისთვის გადამედო.

ფარდა ნელა გადავწიე და დავინახე რომ ჯეიმის სახლის ყველა ოთახში შუქი იყო ანთებული. გამბედაობა მოვიკრიბე და თავს დავაჯერე, რომ სანერვიულო არაფერი იყო. ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, თუ სიტუაცია არ მომეწონებოდა, თავის ტკივილს ან რამე უფრო უაზრობას მოვიმიზეზებდი და ორ წუთში ისევ ჩემს სახლში ამოვყოფდი თავს.

ნეტა წინასწარ მცოდნოდა რა მელოდებოდა იმ საღამოს…

***

არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ფაქტია, ჯეიმის სახლის კარებთან ატუზული ვიდექი და გამბედაობას ვერ ვიკრებდი, რომ ზარი დამერეკა. „მიდი ელ, შენ ამას შეძლებ. არაფერი გაქვს სანერვიულო” ვცდილობდი მხოლოდ ამ ფიქრებისთვის დამერთო ჩემს ტვინში შემოღწევის უფლება, მაგრამ რამდენიმე წამში იმის გააზრებაც მოვასწარი, რომ ახალი ადამიანების გაცნობა და უცხო გარემოში თავის ამოყოფა არასდროს ყოფილა ჩემი საყვარელი აქტივობა. როცა ვამბობ ინტროვერტი ვარ-მეთქი, ამაშიც უნდა მენდოთ. შესაბამისად ჩემი ნერვიულობა არ იყო გასაკვირი ასეთ სიტუაციებში.

მალევე მივხვდი, რომ კარებთან დგომა და ლოდინი არაფერს შეცვლიდა, რომ ბოლოს მაინც ჯეიმის სახლში ამოვყოფდი თავს და უმჯობესი იქნებოდა, თუ ჩემს ტანჯვას მალევე დავასრულებდი. ამიტომ გამბედაობა მოვიკრიბე და ზარი დავრეკე..

გულის ცემა უკვე კისერში მესმოდა და თავს ძალიან, ძალიან დაუპატიჟებელ სტუმრად ვგრძნობდი. ისიც კი დამავიწყდა, რომ ჯეიმის ძალიან დავუახლოვდი ამ 4 თვის განმავლობაში. პირიქით, თითქოს მისი არსებობა კიდევ უფრო ართულებდა ამ სიტუაციას. „იმიტომ, რომ ჯეიმი ძალიან მოგწონს” – შემახსენა ჩემმა ქვეცნობიერმა.

რამდენიმე წამი გავიდა, როცა კარების სახელური ჩამოიწია, ადამიანების ლაპარაკისა და მუსიკის ხმამ გარეთ გამოაღწია, მე კი ჯეიმის მაგივრად უცნობ ბიჭს შევეჩეხე სახეში. ვაღიარებ, მასზე არანაკლებ მომხიბვლელი იყო, მაგრამ ჯეიმისგან განსხვავებით, ერთი შეხედვით, უფრო ცივი აურა ჰქონდა.

– ჯეიმი, მემგონი შენთან არიან. – ბიჭმა კარები უფრო ფართოდ გააღო და ადგილი გამითავისუფლა, რომ შიგნით შევსულიყავი.

ჰო, მას ნამდვილად უფრო ცივი აურა ჰქონდა და პირველივე სიტყვებით დამარწმუნა ამაში. სანამ დაბნეული ნაბიჯს შიგნით შევდგამდი, უცბად ბედნიერი ღიმილით ჯეიმი შემომეგება. მის დანახვაზე თვალები გამიფართოვდა. რაც დროც არ უნდა გასულიყო, მასთან შეხვედრისას, სავარაუდოდ, ყოველთვის ასეთი რეაქცია მექნებოდა.

– ჰეი ელის. ცოტა დიდი ხანი დაგჭირდა მოპირდაპირე სახლამდე მოსაღწევად. – გამიღიმა, მაგრამ მარტივი შესამჩნევი იყო, რომ რაღაც ეწყინა. მალევე თავით მანიშნა, რომ შეიგნით შევსულიყავი. უცნობმა ბიჭმა უსიტყვოდ დაგვტოვა და სადღაც გაუჩინარდა.

შემოსასვლელ ოთახს დიდი ოთახისგან პატარა ტიხარი ყოფდა, ამიტომ ჯერ წარმოდგენაც არ მქონდა რა სიტუაცია დამხვდებოდა შიგნით. მუსიკის ხმა ახლა უფრო მკაფიოდ მესმოდა და ჯეიმის მეგობართან შეხვედრამ კიდევ უფრო გადამაფიქრებინა აქ ყოფნა.

სანამ მე გაშტერებული და გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას ჯეიმი მომიახლოვდა და ქურთუკი გამხადა, მე კი კარგად შევიგრძენი მისი თავბრუსდამხვევი სუნი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა. როცა ჩემი ქურთუკი დააბინავა ჩემკენ შემოტრიალდა და თავისი ტკბილი ხმით მითხრა :

– წამოდი, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ. – ისევ თავისი ლამაზი ღიმილი მომაპყრო და მეც ტრანსიდან გამოვედი. ან პირიქით იქნებ ეხლა შევედი კიდეც. იმდენად მომხიბვლელი იყო, არ ვიცოდი რამდენი ხანი დამჭირდებოდა იმისთვის, რომ მის გვერდით ყოფნისას მუცელი ასჯერ არ შემკუმშვოდა. ერთდროულად მაბნევდა, და თან სიმშვიდეს მგვრიდა მასთან ერთად ყოფნა. სანამ ჯეიმი ზურგს მაქცევდა და დიდი ოთახისკენ გამიძღვებოდა, ჩემდა უნებურად მაჯაზე ხელი მოვკიდე და ჯეიმი დაბნეული ჩემკენ შემობრუნდა.

რატომღაც მომეჩვენა, რომ შეცბა ჩემს შეხებაზე, მაგრამ ჩემმა კითხვამ ყურადღება სხვა თემაზე გადაატანინა.

– ბევრნი არიან? – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვერ ვიტანდი ჩემს თავს ესეთ მომენტში. არ მინდოდა ჩემი სუსტი მხარე სხვისთვის დამენახებინა, მაგრამ მის გვერდით რატომღაც არ მრცხვენოდა ჩემი თავის… სამწუხაროდ, ვიღაცისთვის უმარტივესი ამოცანა, მე ურთულესად მეჩვენებოდა. ჯეიმის მეგობრების გაცნობა, უცხო გარემოში თავის წარდგენა და კონტაქტი კი უფრო ამძაფრებდა ჩემს დაძაბულობას. ჯეიმის ჩემს კითხვაზე ჩაეცინა. ხელი გადამხვია, რაზეც გულის ცემა კიდევ უფრო ამიჩქარდა და მითხრა:

– კარგი რა ელის, თუ ჩემს მეგობრებთან შეხვედრაზე ნერვიულობ, შემიძლია დაგამშვიდო და გითხრა, რომ ჩემსავით ცანცარა, 2 წლის ბავშვები არიან. ნუ დინის გარდა..შეიძლება ითქვას. – ამაზე საყვარლად ჩაეცინა და დიდი ოთახისკენ გამიძღვა.

კითხვის დასმაც ვერ მოვასწარი იმის შესახებ თუ ვინ იყო დინი, მაგრამ დიდი ალბათობით, ის ბიჭი იქნებოდა, ვინც კარები გაყინული მზერით გამიღო და არც კი მომესალმა. ჯეიმის ნაბიჯებს ფეხი ავუწყვე, მუსიკის ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამესმა ყურებში და ჩემ წინ გადაშლილი ხედის დანახვაზე კიდევ უფრო მეტად მომინდა უკან გაბრუნება.

ოთახში შესვლისთანავე თვალი მოვკარი დიდ სავარძლებზე მოკალათებულ 4 ბიჭსა და 2 გოგოს…. ერთერთი გოგო ჯეიმის მეგობრართან ძალიან ახლოს იჯდა და სანამ მე მომაქცევდნენ ყურადღებას მხოლოდ ერთმანეთით იყვნენ დაკავაებული, ამიტომ ჩავთვალე, რომ შეყვარებულები იყვნენ. მეორე გოგო კი … მისი დანახვა გამოგიტყდებით და ძალიან არ მესიამოვნა. ნაცნობ წითელ თმას მოვკარი თვალი და მაშინვე ნაცნობი სცენა ამომიტივტივდა თავში.

დიდი ალბათობით, ის გოგო იყო, რომელთან ერთადაც ჯეიმი იმ საღამოს თავის სახლამდე მისეირნობდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვეცადე ნაკლებად დამტყობოდა სახეზე იმედგაცრუება. მაგიდაზე უამრავი სასმელი და საჭმელი იყო მოთავსებული და თან სიგარეტის ბუღი იდგა, რაც ძალიან არ ესიამოვნა ჩემს ფილტვებს. ყველას ათვალიერება ვერც მოვასწარი, რადგან როგორც კი ჯეიმიმ ჩემი თავი წარუდგინა თავის მეგობრებს, ჩემკენ გამოიხედეს და ზუსტად ის მოხდა, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანტი – ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი და ერთი სული მქონდა ეს ყურადღება რაც შეიძლება მალე მიემართათ სხვა რაღაცისკენ.

რაღაცნაირად მოვახერხე მეც „გამარჯობის” თქმა. ჯეიმიმ ხელით მანიშნა, რომ სავარძელზე მოვკალათებულიყავი. არ მინდოდა ყველას შეეტყო, როგორ უხერხულად ვგრძნობდი თავს ამიტომ სწრაფადვე დავჯექი თავისუფალ ადგილას, შეყვარებული წყვილისგან ოდნავ მოშორებით. მეგონა ჯეიმი ჩემ გვერდით დაიკავებდა ადგილს, მაგრამ, სამწუხაროდ, წითელ თმიან გოგოს გვერდით მოკალათდა, ჩემ მოპირდაპირე მხარეს. არ მსიამოვნებდა მათი ერთად ყურება, ამიტომ ჯეიმის, რომელიც მე მაკვირდებოდა, მზერა ავარიდე და მის მეგობრებს გადავავლე თვალი. ნამდვილად ძალიან სიმპატიური მეგობრები ჰყავდა, მაგრამ სანამ ოთხივეს გარეგნობას კარგად შევისწავლიდი, ჩემს გვერდით მჯდომმა უცნობმა ფიქრებიდან გამომარკვია.

როგორც კი ხმა ამოიღო, მაშინვე მივხვდი, რომ ჯეიმის მსგავსად საყვარელი და დადებითი პიროვნება იქნებოდა.

– მიხარია, რომ გაგიცანით ელის. ჯეიმი ჩვენთან ხშირად ახსენებდა თავისი საყვარელი მეზობელის სახელს. – ჰაჰ, რა თქმა უნდა, უბრალოდ საყვარელი ელი. კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ჯეიმი მხოლოდ როგორც მეგობარს ისე მიყურებდა. უცნობმა თბილად გამიღიმა და დაამატა :

– შეგიძლია ნოა დამიძახო, ეს კი ჩემი შეყვარებული სტეისია.

– სასიამოვნოა შენი გაცნობა ელის. იმედია, რომ ბევრ საერთოს გამოვნახავთ ერთმანეთთან. – მითხრა ნოას შეყვარებულმა სტეისიმ, რომელმაც ხელში ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა მოიმარჯვა და გემრიელად მოწრუპა.

– მეც მიხარია, რომ გაგიცანით. – გავუღიმე და ვიგრძენი, რომ ჩემმა ნერვიულობამ ცოტა იკლო.

ნოასთან საუბრის შემდეგ ჯეიმის დანარჩენი სამი მეგობარიც გამომელაპარაკა. თუ სწორად დავიმახსოვრე მათი სახელები, ოლივერი, მეთი და მესამე… სებასტიანი გახლდათ. სამივეს, ნოასა და ჯეიმის მსგავსად, ისეთი გარეგნობა ჰქონდა, რომ ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მათ მიერ მოხიბლული დარჩენილიყავი. სამივეს გამოველაპარაკე და ვგრძნობდი, რომ უხერხულობა ნელნელა სადღაც ქრებოდა. ჯეიმის თქმით, 2 წლის ცანცარა ბიჭები იყვნენ, მე კი მათთან საუბრისას სხვა შთაბეჭდილება დამრჩა. საინტერესო და ჭკვიანი ბიჭები ჩანდნენ. მეთი რაღაც ისტორიებს ყვებოდა და მინდოდა კიდევ უფრო დიდხანს მომესმინა მისთვის. სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდა, რაც მის მონათხრობს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. იმ საღამოს მივხვდი, რომ ამ ბიჭებთან მეგობრობა ძალიან მინდოდა. არცერთი არ ჰგავდა იმ უაზრო თინეიჯერ ბიჭებს (მიუხედავად იმისა, რომ გამოვედი თინეიჯერობის ასაკიდან), რომლებთანაც ოდესმე შეხება მქონია.

ოლივერმა ამჯერად დამიყოლია დალევაზე, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზების პირველ ჯერზე უარით გამოვისტუმრე. ჭიქებში სასმელს ასხავდა, მე კი ჯეიმისკენ გახედვა მოვასწარი. წითელთმიან გოგოსთან რაღაცაზე ლაპარაკში იყო გართული, თითქოს ჩემი არსებობა საერთოდ დავიწყებოდა. არ მეგონა, ეგეთი რაღაცები თუ ეშლებოდა, მაგრამ ფაქტია, უცნობმა გოგომ მისი ყურადღება განსაკუთრებით დაიმსახურა. გოგოს ერთი ხელი მის ბარძაყზე ედო, მეორეთი კი მის თმის ბოლოს ათამაშებდა თითებში. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, და სანამ მართლა მოქმედებაში არ განვახორციელებდი ამ ყველაფერს, ჭიქა ხელში მოვიმარჯვე და დასალევად გავემართე.

– ჰეი ჯეიმი… ვენდი..კაი იქნება თუ ყურადღებას ჩვენც მოგვაქცევთ. – ძლივს სებასტიანმა წარმოთქვა სიტყვები, რომლის თქმაც ამდენ ხანს მინდოდა. ვენდი…ზუსტად შეეფერებოდა ეს სახელი ჯეიმიზე მიწეპებულ გოგოს. სწრაფი კვების ობიექტი „ვენდის” წითელ თმიანი გოგო გამახსენდა. ალბათ, ვენდიმაც მაგიტომ შეიღება თმები წითლად. გავიფიქრე ჩემთვის და გაუაზრებლად ჩამეცინა, რაზეც ჯეიმიმ მზერა უცბად ჩემზე გადმოიტანა და წარბები შეჭმუხნა. უფს..ალბათ, ცუდად გამომივიდა, მაგრამ… ვის ადარდებს.

ჭიქა ტუჩებთან მივიტანე და რამდენიმე ყლუპის დალევის შემდეგ ვიგრძენი, როგორ ჩამწვა ყელი ალკოჰოლმა.

ვენდის გამარჯობაც არ უთქვამს ჩემთვის, არც თავისი თავი გამაცნო, უბრალოდ მაგნიტივით ეკვროდა ჯეიმის სხეულს და ალკოჰოლური სასმლის თითოეული ყლუპის დალევის შემდეგ კიდევ უფრო მაღიზიანებდა ეს ყველაფერი.

სებასტიანმა თავისი სასმელი ჩაცალა და თქვა :

– რამე არ ვითამაშოთ?

– ჩვენ თანახმა ვართ. – თქვა ნოამ და სტეისის ხელი გადახვია.

– მე უარს არაფერზე ვამბობ. – თქვა ოლივერმა და თვალი ჩამიკრა, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე. სასაცილო და საყვარელი იყო.

– რამე საინტერესოს თუ მოვიფიქრებთ, მეც თანახმა ვარ. – თქვა მეთმა და გემრიელად გაიზმორა.

– მე მეზარება. – ვენდიმ თვალები აატრიალა და კიდევ უფრო მეტად მიეკრო ჯეიმის.

– მეც თანახმა ვარ. – ჯეიმიმ თქვა და ჩემკენ გამოიხედა. სერიოზული სახით მაკვირდებოდა და ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე.

– ჯეი, ამათმა ითამაშონ და ჩვენ მერე შევუერთდეთ. – გავიგე როგორ უთხრა ვენდიმ ჯეიმის„ჯეი. ესეიგი ზედმეტსახელებით ჩემ გარდა მას ვენდიც მოიხსენიებს. რა მშვენიერია” გავიფიქრე და ისევ მოვწრუპე სასმელი. ყოველ ჯერზე, როცა ვენდი გამაღიზიანებდა თუ სასმელს დავლევდი, სახლამდე მშვიდობით, დიდი ალბათობით, ვერ მივაღწევდი.

ის იყო ჯეიმის პასუხი უნდა გაეცა, როცა ყველამ ყურადღება ოთახის მარჯვენა მხარეს გადავიტანეთ, როცა ნოამ სიცილით შემდეგი სიტყვები წარმოთქვა :

– დინ, აღიარე რომ ისევ მოგიგო.

სწორად გამოვიცანი, დინი ჯეიმის ის „არამეგობრული” მეგობარი გახლდათ, რომელმაც სახლში შემიპატიჟა. გაყინული მზერით გვიახლოვდებოდა, და მისი გამოჩენით ისევ დაძაბულობა ვიგრძენი. რაღაცნაირად მეგონა, რომ ჩემი აქ ყოფნა მას არ სიამოვნებდა.

– რა თქმა უნდა, რომ წააგო. – უცბად მეორე ბიჭიც გამოვიდა ოთახიდან და ჩემი ყურადღებაც სწორედ მან მიიპყრო. დინს ზურგზე ხელი დაარტყა და ჯეიმისა და ვენდის გვერდით ზუსტად ჩემს მოპირდაპირე მხარეს მოკალათდა.

-მაიკლ, გაიცანი ეს ელია. – ჯეიმიმ უთხრა და მხოლოდ მისი თქმის შემდეგ შემამჩნია უცნობმა ბიჭმა. ალბათ, ძალიან შეუმჩნეველი ვიყავი, როგორც ყოველთვის.

– ოუ..გამარჯობა ელის. – მითხრა და თბილად გამიღიმა. ჯეიმის ყველა მეგობარი მომხიბვლელი იყო, მაგრამ მისმა დანახვამ გულის ცემა სხვანაირად ამიჩქარა. მეც გავუღიმე და სანამ ისევ ჩემს ჭიქას მოვიყუდებდი მაიკლმა ისევ მე შემომხედა და მითხრა :

– დინი კარგი ბიჭია უბრალოდ უკვე მე4 ხელი მოვუგე და ამიტომაა უხასიათოდ. – ჩაეცინა და მეც სიცილით ვუპასუხე. მერე ჯეიმის გავხედე რომელიც ვენდის უკვე ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევდა და უბრალოდ ჩვენ გვიყურებდა. ესეთი სერიოზული აქამდე არ მინახავს. არ მეგონა თუ მეგობრების გარემოცვაში სხვანაირი ხდებოდა.

– ჩაიჯვი. – მეორე მხრიდან დინმა წამოიძახა და ყველას გაგვეცინა.

– აბა რას ვთამაშობთ? – მაიკლმა ჯეიმის გახედა რომელმაც ჯერ მე გამომხედა, მერე ვენდის და თქვა :

– ჩვენ არ ვთამაშობთ, დაგტოვებთ და ცოტახანში შემოგიერთდებით. – თქვა, ხელი თმაში შეიცურა, ვენდისთან ერთად წამოდგა და სხვა ოთახისკენ გადაინაცვლა. გული კისერში ამომივიდა და ძალიან ცოტა მაკლდა, რომ ყველას თანდასწრებით იმედგაცრუება არ შემემჩნია. ყველაზე მეტად მინდოდა არ მეგრძნო ეს ემოციები, ამიტომ ისევ ჭიქას დავავლე ხელი, რომ ალკოჰოლს როგორმე ჩემი ტკივილი განექარვებინა.

***

მას შემდეგ, რაც ჯეიმიმ ვენდისთან ერთად დატოვა ოთახი ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომ მეტი ყურადღება მოექცია ჩემთვის, იმ მომენტში მაინც განზე მდგომ პიროვნებად ვიგრძენი თავი. გული მეტკინა, როცა ისე გაუჩინარდა, რომ ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, კარგად იცოდა, რომ არ მსიამოვნებდა უცხო გარემოში უცხო ადამიანებთან კონტაქტი, რომ უფრო ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი დანარჩენებთან შედარებით, მაგრამ ამის მიუხედავად, მარტო დამტოვა და არ უფიქრია იმაზე, რომ დიდი დისკომფორტი შემექმნებოდა ამით. ეს საქციელი ჯეიმისას არ ჰგავდა და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, კიდევ უფრო იმედები მიცრუვდებოდა.

იმედები მიცრუვდებოდა არა მასში, არამედ საკუთარ თავში. უნდა ვაღიარო, რომ გულის სიღრმეში მისგან უფრო მეტ ყურადღებას ველოდი და მეგონა, რომ მისი მეგობრების გაცნობა და მის სამყაროში კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა მეტად დამაახლოვებდა მასთან. წარმოდგენა არ მქონდა რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ჯეიმის ვენდისთან, მაგრამ ფაქტია, მსგავს ყურადღებას მისგან მე ვერასდროს დავიმსახურებდი. იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ ასეთ ადამიანთან მეგობრობის ბედინერება მხვდა წილად და ჩემი პრეტენზიები მის მიმართ ძალიან უადგილო იქნებოდა… ისედაც არასდროს არ მჯეროდა იმის, რომ მეგობრობას შანსი ჰქონდა სიყვარულში გადაზრდილიყო. ადამიანი ან თავიდანვე მოგწონს, ან არ მოგწონს. ჯეიმი მე თავიდანვე მომეწონა, ან როგორ შეიძლებოდა ის არ მოგწონებოდა? ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ საკუთარი თავის დარწმუნების მიუხედავად, რაც უფრო ახლოს ვიცნობდი მას, კიდევ უფრო ძლიერდებოდა ჩემი სიმპატია მის მიმართ და იმასაც ვხვდებოდი, რომ უკან დასახევი გზა არ მქონდა.

საჭიროზე მეტი ალკოჰოლი ჩავუშვი ჩემს ორგანიზმში, რასაც მაშინ მივხვდი, როცა სახესთან ხელები ნოამ დამიქნია და ფიქრების ღრუბლებიდან მიწაზე დამაბრუნა.

– ელის, დაბრუნდი აქ ვართ. – საყვარლად ჩაეცინა და სიცილში სტეისიც აჰყვა.

– ჰო, ბოდიში გავშტერდი. რას ამბობდით? – ამჯერად მზერა სებასტიანზე გადავიტანე, რომელსაც თმები აჩეჩილი ჰქონდა და ტუჩები და ლოყები ოდნავ შეუწითლდა, სავარაუდოდ ალკოჰოლის გამო.

– იმას, რომ თამაშს ვიწყებთ.

– რა თამაშს? – გულის ცემა ისევ გამიხშირდა, არ მინდოდა უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდნილიყავი.

– მე არასდროს. ალბათ, იცი ჰო? – ცალი წარბი ამიწია და ჩაეცინა.

– პფფ, რა თქმა უნდა, უკეთესის მოფიქრება ვერ გაქაჩა შენმა ტვინმა. – დინის ხმამ მისკენ გადამატანინა მზერა და სანამ თვალებში შევეჩეხებოდი კვლავ სებასტიანს გავხედე. რაღაცნაირად მაბნევდა დინი და არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ ამხელა გავლენა ჰქონდა ჩემზე.

– თუ არ მოგწონს, შენ შემოგვთავაზე. – დუმილი მაიკლმა დაარღვია და მისი ხმის გაგონება ჩემს ყურებს ძალიან ესიამოვნა. უაზროდ გამეღიმა, როცა მას გავხედე, სანამ სახის გასწორებას შევძლებდი მაიკლმა შემომხედა და ჩაეცინა, რადგან გამომიჭირა როგორ მივაშტერდი მის უნაკლო სახეს. თვალები გამიფართოვდა და ხელები მაგრად ჩავჭიდე ერთმანეთს.

– ისე ვილაპარაკოთ, რა დროს თამაშებია. – თქვა მეთმა.

– ნუ ჩაკლავ განწყობას, გართობა ეხლა იწყება. – მკაცრად შეუტია ოლივერმა და ამ სცენაზე ძალიან გამეცინა. მივხვდი, რომ ყველაზე მარტივად კონტაქტს მასთან დავამყარებდი.

– ჰმმ, მაშინ სურვილებზე ვითამაშოთ. – მოულოდნელად ეს სიტყვები წარმოთქვა დინმა და ყველამ მას გავხედეთ.

– სხვა რამე მოვიფიქროთ. – თქვა სტეისიმ. ნოას ჩაეცინა ხელი გადახვია და ჩუმად, მაგრამ ყველას გასაგონად წარმოთქვა :

– ისეთს არაფერს გაგაკეთებინებ, შენ რომ არ მოგეწონოს.

– ესეიგი ვთამაშობთ. – მაიკლი სავარძელში გასწორდა, ოდნავ წინ გადმოიხარა და მე შემომხედა. ჯეიმი მალე თუარ დაბრუნდებოდა, ცოტა ხანში მოწონების ობიექტს შევიცვლიდი.

– ჯერ დაწერეთ ფურცელზე თქვენი სახელები, მერე ამ ფურცლებს სხვა, ცარიელ ფურცლებთან ერთად რამე პატარა ყუთში ჩავყრით. თითოეული ჩვენგანი თითო ფურცელს ამოიღებს. თუ ამ ფურცელზე სახელი ეწერება, ის ადამიანი ვალდებული იქნება ერთი სურვილი შეუსრულოს იმას, ვინც მის სახელს ამოიღებს. თუ არ გაგიმართლათ და ცარიელი ფურცელი შეგხვდათ, სურვილის გარეშე დარჩებით. – თამაშის წესები გაგვაცნო ოლივერმა და რამდენიმე წუთში ყუთში ბევრი პატარა დაკეცილი ფურცელი მოთავსდა.

საათის ისრის მიხედვით მივყევით ფურცლების ამოღებას.. პირველი მეთი იყო, რომელსაც ცარიელი ფურცელი შეხვდა. გულის სიღრმეში სავარაუდოდ ეწყინა არავინ რომ არ შეასრულებდა მის სურვილს, მაგრამ როგორც კი ცარიელი ფურცელი შემოატრიალა თქვა, რომ ისედაც არ იყო თამაშის განწობაზე და მალე მაინც სახლში წასვლას აპირებდა. რატომღაც მეგონა ყველა ჯეიმის სახლში იცხოვრებდა,მეთის სიტყვების შემდეგ კი დავინტერესდი ვინ იქნებოდნენ ან ვინ იქნებოდა ის, ვინც ჩემს მეზობლად ჯეიმისთან ერთად იცხოვრებდა.

მეთის შემდეგ სტეისიმ ამოიღო ფურცელი, რომელიც კვლავ ცარიელი აღმოჩნდა. ენთუზიაზმი დაიკარგა და ყველას დაგვეზარა თამაში, სანამ ნოამ არ ამოიღო და ღიმილით არ შემოატრიალა ჩვენკენ ფურცელი, რომელზეც სტეისის სახელი ეწერა. სტესიმ თვალები აატრიალა და გაეცინა, ალბათ, იცოდა რა სახის სურვილიც ექნებოდა ნოას.

– შეიძლება, რომ სურვილი მოგვიანებით შევასრულებინო? – თქვა ნოამ და თვალი სტეისის ჩაუკრა. სტეისის სიწითლე დაეწყო სახეზე და ამის დასაფარად, მხარზე ხელი დაარტყა.

– კაი ჰო, ვხუმრობ. – ძლივს იკავებდა სიცილს ნოა შერცხვენილი სტეისის დანახვაზე. – მაშინ, ჩემი სურვილია….- ორი წამით დაფიქრდა და დაასრულა – ჩემი სურვილია, რომ მეცეკვო.

– რა? არა. – სტეისიმ თავი გააქნია.

– ისედაც ყველამ ვიცით, რომ კარგად ცეკვავ – თქვა მეთმა.

– უარის თქმა არ შეიძლება, რა სურვილიც არ უნდა იყოს. – დაამატა დინმა. მისმა სიტყვებმა კი კვლავ დამძაბეს. მე, რა თქმა უნდა, რომ ხმას არ ვიღებდი და უბრალოდ გარშემომყოფებს ვაკვირდებოდი. შიგადაშიგ ვამჩნევდი, მეც როგორ მიყურებდა ხან დინი, ხან კი მაიკლი. ერთმანეთთან ჩვენ სამნი ყველაზე ახლოს ვისხედით და ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი.. გავიფიქრე ჩემთვის.

რამდენიმე წუთში მუსიკის ხმა გაისმა და დავინახე ნოამ ხელი როგორ გაუწოდა სტეისის, რომელიც ყოყმანის შემდეგ მაინც დაჰყვა შეყვარებულის ნებას და ფეხზე წამოდგა. წყვილმა ცეკვა დაიწყო და ვერავინ თვალს ვერ ვწყვეტდით მათ. პირველ რიგში ნოას მოძრაობებმა დამაღებინა პირი და ვერ ვიაზრებდი ესე კარგად როგორ შეიძლებოდა ადამიანს ეცეკვა. სტეისის ნაზი და ამავდროულად გაბედული მოძრაობები არანაკლებ მომხიბლავი იყო. ერთმანეთს იმდენად უხდებოდნენ და ისეთ სინქრონში ცეკვავდენ, არ მიკვირდა, რომ ბედნიერება ერთმანეთში იპოვეს.

ცეკვა ჩვენი ტაშითა და შეძახილებით დასრულდა. გარემო განიმუხტა, მათ შორის მეც და როცა ყურადღება სხვაზე ამ დოზით იყო გადატანილი, მეც ავტომატურად მშვიდად ვგრძნობდი თავს.

თამაში ორი წუთით ყველას გადაგვავიწყდა, მაგრამ სებასტიანის ხმამ დამაბრუნა რეალობაში :

– ელის, შენი ჯერია.

ეს სიტყვები გავიგე და ხელის გულები გამიოფლიანდა, არ ვიცოდი ვინ შემხვდებოდა და ისიც არ ვიცოდი, რა სურვილი უნდა მეთქვა მისთვის. ესეთ თამაშებში ყველაზე უნიჭო ვიყავი, რადგან იდეები საჭირო მომენტში ყოველთვის მეწურებოდა ხოლმე.

ხელი ფურცლებით სავსე ყუთში ჩავყავი, და შვება ვიგრძენი, როცა წარწერა ვერსად ვიპოვე. კიდევ მოვსვი ალკოჰოლური სასმელი და ერთი სული მქონდა ეს თამაში მალე დასრულებულიყო, რომ მალე სახლისკენ ამეღო გეზი.

ჩემს შემდეგ მაიკლის ჯერი იყო, ვცდილობდი ნაკლებად შემეხედა მისთვის და ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან, რომ ყურადღება ეკრანზე გადამეტანა.

– ელისი. – თქვა ოლივერმა და თავი სასწრაფოდ მაღლა ამოვწიე. მაიკლს ხელში პატარა ფურცელი ეჭირა, რომელზეც გარკვევით ეწერა ჩემი სახელი.

ვიგრძენი ლოყები შემიწითლდა, ორ წამში კი დინის ჩაცინების ხმა გავიგე, რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს მანაც შეამჩნია და სანამ კიდევ უფრო შევრცხვებოდი ჩავახველე და ვთქვი :

– გისმენ მაიკლ.

– ამმ… არ ვიცი.. – ხელით კისერი მოისრისა მაიკლმა და მერე თავის მეგობრებს გახედა.

– რა უნდა, მოიფიქრე რამე. დრო აღარ იცდის. – თქვა ოლივერმა.

– ჩემი სურვილია…- კიდევ რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა, ჩემს ტანჯვას კი ვფიქრობ ბოლო არასდროს მოეღებოდა.. – … რომ ერთი წუთის განმავლობაში მოგვიყვე შენი თავის შესახებ. – დაასრულა წინადადება და ვერ ვიტყვი, რომ დაძაბულობა მომეხსნა. თითქოს მარტივი ამოცანა ჩემთვის ურთულესი იყო. რა უნდა მეთქვა საკუთარ თავზე? აჰ, მეზიზღებოდა ჩემი თავი ესეთ მომენტებში. საკუთარ თავზეც კი არაფერი მქონდა სათქმელი!

– კაი რა, მოსაწყენია. – თქვა დინმა და გვერდული ღიმილით მე შემომხედა. ეს ბიჭი მაშინებდა.

– ჩემი სურვილი ეს არის და შენ უკეთესი მოიფიქრე. – შეუტრიალდა მაიკლი რაზეც დინის პასუხმა არ დააყოვნა.

– ეჭვიც არ შეგეპაროს.

– ამმ..ესეიგი ერთი წუთი მაქვს მარტო? – ხმა ამოვიღე, რომ როგორმე მალე მომეშორებინა მოცემული დავალება.

– ჰო. – მაიკლმა თბილად გამიღიმა და მეც უფრო თავდაჯერებულად ვიგრძენი თავი.

– მე ელი ვარ, არ ვიცი ელისს რატომ მეძახით, მაგრამ ალბათ, ჯეიმიმ ესე გაგაცნოთ ჩემი თავი…ამმ.. რა სისულელეებს ვამბობ.. მოკლედ მე ელინეარი ვარ, ან უბრალოდ ელი.. ვარ 21 წლის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ… ბოლო კურსზე ვარ და მიხარია უნივერსიტეტის დამთავრება… ამმმ.. არ ვიცი მომავალში რას ვაპირებ, არ მიყვარს წინასწარ რაღაცების დაგეგმვა და უბრალოდ დინებას მივყვები…მიყვარს სუში და… ნაყინი.. პრინციპში ნაყინი დიდად აღარ, სანაყინეში მუშაობამ გადამაყვარა.. ამმ… ჰო მგონი სულ ესაა. – წინადადება დავასრულე და ღრმად ამოვისუნთქე. მაიკლმა თავი დამიქნია და გამიხარდა როცა მივხვდი, რომ ყურადღება ამჯერად დინზე გადაიტანეს, რომელმაც ყუთი მიიხუტა და ფურცლის ამორჩევა დაიწყო.

ცოტახანში დინის ღიმილი ყურებამდე აუვიდა და ვიცოდი, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ფურცელი შემოატრიალა, რომელზეც მაიკლის სახელი ეწერა.

– მაიკლ… ჩემი სურვილია, რომ….- თავი მოაჩვენა ვითომ დაფიქრდა, მერე ჩემკენ გამოიხედა და დაამატა – …რომ ელისს აკოცო.

ყურებში ვიგრძენი გულის ფეთქვა, როცა ჩემი სახელი გავიგე. შევატყვე მაიკლმაც უხერხულად იგრძნო თავი, მაგრამ დიდად არ იმჩნევდა. ხმას ვერ ვიღებდი, უარის თქმა ჩემს ლუზერობას გაუსმევდა ხაზს. გამოჩნდებოდა, რომ ყველაზე მიამიტი, გამოუცდელი და თავდაუჯერებელი არსება ვიყავი, რისი სურვილიც, ვაღიარებ, საერთოდ არ მქონდა. მაგრამ შევძლებდი ხალხის თანდასწრებით მისთვის კოცნას? ან რაც ყველაზე მთავარია, მქონდა ამის სურვილი? ჩემი ფიქრები მაიკლმა დაარღვია :

– არა, სხვა მოიფიქრე.

– ეგრე არასამართლიანია. რა მოხდა, უბრალოდ კოცნაა, არა ელის? – დინმა მე გამომხედა და სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდი დავინახე, რომ ჯეიმი და ვენდი გვიახლოვდებოდნენ. მისი სილუეტის დანახვაზე, კვლავ სუნთქვა შემეკრა. ენით აღუწერლად ლამაზი იყო და მიუხედავად იმისა, რომ თმები აჩეჩილი ჰქონდა, რასაც მხოლოდ ვენდის ხელებს თუ დავუკავშირებდი, მაინც ბედნიერების გრძნობა დამეუფლა მის დანახვისას.

– რა არის არასამართლიანი? – ჯეიმიმ წარბები შეჭმუხნა, დინს ფურცელი გამოართვა და როცა მაიკლის სახელი წაიკითხა, მას გახედა.

– მაიკლი ჩემ სურვილს არ ასრულებს.

– ჰაჰ, ეგ როგორ შეიძლება მერე? – ვენდის წრიპინა ხმა ისევ გავიგე და მინდოდა სახეში ხელი გამერტყა. პირველად გამიჩნდა ესეთი ძალადობრივი აზრები თავში.

– ელისი მემგონი თანახმაა და მაიკლმა უარი მითხრა. – დინი გასწორდა სავარძელში და ჩემი სახელის ხსენებაზე ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი ორგანიზმში სიმხურვალე, როცა ჯეიმიმ მე შემომხედა, ოდნავ გაბრაზება დაეტყო თვალებში და ორი წამის შემდეგ კითხვა დასვა, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა.

– ელისი რა შუაშია? – მიწეპებული ვენდი ოდნავ მოიშორა და მაიკლის მხარეს, სავარძლის კუთხეში, ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით დადგა. შევატყვე ვენდის უკმაყოფილება დაეტყო სახეზე, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებდა.

– ვუთხარი, რომ ელისისთვის ეკოცნა, ამან კიდე…

– ელის შეგიძლია ორი წუთით გამოხვიდე, საქმე მაქვს. – დინს არც აცადა წინადადების დამთავრება ჯეიმიმ. გაშტერებულმა მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავიაზრე მისი სიტყვები, ხმის ამოუღებლად ფეხზე წამოვდექი და მასთან ერთად გვერდითა ოთახში გადავინაცვლე.

***

ვაღიარებ, ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა, როცა მოულოდნელად ჯეიმიმ ჩემთან დასალაპარაკებლად რაღაც „საქმე” მოიმიზეზა.. შეიძლება მე მომეჩვენა ასე და ამაში უცნაურიც არაფერი იყო, უბრალოდ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ჯეიმისთან ერთად მისი მეგობრების დატოვება და სალაპარაკოდ გასვლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დინმა ჩემი და მაიკლის მოსალოდნელი კოცნის შესახებ განცხადება გააკეთა, ცოტა უცნაური იყო… ინტერესით ვკვდებოდი თუ რა უნდა ეთქვა ჯეიმის ჩემთვის. მიღებული ალკოჰოლი ცოტა უფრო თამამად მადგმევინებდა ნაბიჯებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან ერთად განმარტოვება ბევრად უფრო ამაღელვებდა. მართალია, ჯეიმისთან ერთად ყოფნას მარტო უფრო მიჩვეული ვიყავი ვიდრე მისი მეგობრების გარემოცვაში, მაგრამ ამის მიუხედავად, ამჯერად რაღაც ნაწილი მკარნახობდა, რომ ეს განმარტოვება არც თუ ისე სახარბიელო იქნებოდა.

ჯეიმის ნაბიჯებს ფეხი ავუწყვე და რამდენიმე წამში მასთან ერთად დიდ სამზარეულოში აღმოვჩნდი. უხერხულად ვგრძნობდი თავს და არ მინდოდა ხმა პირველად მე ამომეღო. სიჩუმეს ვინარჩუნებდი და თან მას ვაკვირდებოდი. ყოველ ჯერზე უფრო სიმპატიური მეჩვენებოდა. მის იდეალურ გარეგნობას, სიარულის მანერას, გამოხედვას ვერასდროს შევეგუებოდი. ყოველ ჯერზე ისეთივე გაოცებულს დამტოვებდა, როგორც ამ წუთებში, როცა სამზარეულოს ცენტრში მდგარ მრგვალ მაგიდას ხელებით დავეყრდენი და მისი გარეგნობა კიდევ ერთხელ შევისწავლე. ჯეიმი ხმას არ იღებდა, მაცივრის კარები გამოაღო და ისე, რომ ჩემ მხარეს არც შემოუხედავს მითხრა :

– წვენს დალევ?

წარბები შევჭმუხნე, მეგონა უფრო სერიოზული საქმე ექნებოდა ჩემთან, ვიდრე უბრალოდ წვენის შემოთავაზება.

– არა, მადლობა. – ხელები უხერხულად ერთმანეთს ჩავჭიდე, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მისთვის. საქმე მას ჰქონდა და არა მე.

ჯეიმიმ ჭიქაში ფორთოხლის წვენი ჩამოასხა, ჩემ მხარეს შემოტრიალდა და ზურგით მაცივარს მიეყრდნო. როგორც კი თვალებში შემომხედა, ისეთი მწველი იყო მისი მზერა, რომ ვერ გავუძელი და ჩემს ხელებს დავხედე. ძალას ვერ ვპოულობდი ჩემში, რომ ეს აუტანელი დუმილი დამერღვია. ჯეიმი კვლავ ჩუმად იყო, მაკვირდებოდა და როცა მეგონა, რომ ხმას არასდროს ამოიღებდა, მისი ტკბილი ხმა კიდევ ერთხელ მომესმა.

– არ მინდოდა, რომ უხერხულად გეგრძნო თავი…ამიტომ გამოგიყვანე. – მითხრა და კვლავ წვენი მოსვა თავისი ჭიქიდან.

მზერა ამჯერად მასზე გადავიტანე, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და გაურკვეველი მიზეზის გამო გული მეტკინა ამ სიტყვების მოსმენისას…

– უხერხულად რომ არ მეგრძნო? – მისი სიტყვები გავიმეორე და მინდოდა უფრო მეტი განმარტება მოეცა ჩემთვის.

– ჰო, თამაშის გამო… საკმარისად გიცნობ იმისთვის, რომ მივხვდე ესეთი თამაშები საშენო არ არის. – ჭიქა მაგიდაზე დადო და ჩემ გასწვრივ, მაგიდის მეორე მხარეს დადგა, სკამს ხელებით დაეყრდნო და შემომხედა.

მინდოდა ამომეცნო რაიმე ემოცია მის სახეზე, მაგრამ როცა თვალებში შევხედე დავრწმუნდი იმ ემოციას, რომელსაც მე ვეძებდი, ვერ დავინახავდი. სისულელე იყო იმის გაფიქრება, რომ ჯეიმიმ ჩემზე და მაიკლზე იეჭვიანა. პფფ, ან საერთოდ რას ნიშნავს ეჭვიანობა? ჩემთვის ჩამეცინა და თავი გავაქნიე, როცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს მიამიტობაში. არა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა – ჩემს სიშტერეში. ჯეიმი ჩემი ახლო მეგობარი გახდა, ვიცოდი მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი, როგორც ის იყო ჩემთვის. კარგად იცოდა, რომ მორცხვი და ჩაკეტილი პიროვნება ვიყავი და რომ უცხო ადამიანებთან კონტაქტს სხვებთან შედარებით უფრო რთულად ვამყარებდი… იმ დღეს გაცნობილი ბიჭის კოცნა, რაც არ უნდა თამაშის ფარგლებში ყოფილიყო ეს, რომ არ მესიამოვნებოდა ამას ბევრი მიხვედრა არ სჭირდებოდა. ჯეიმიმაც მიხსნა ამ დაძაბულობისგან და როგორც კარგი მეგობარი ისე მოიქცა.

– რა იცი, რომ საჩემო არ არის? – არ ვიცოდი რატომ ვუთხარი ეს სიტყვები, მაგრამ რაღაც ძალამ მაიძულა შევწინააღმდეგებოდი.

– ანუ მაიკლს აკოცებდი? – სერიოზული სახით მკითხა და რამდენიმე წამში გამიღიმა. არ ვიცოდი გულწრფელი იყო ეს ღიმილი თუ მოჩვენებითი, მაგრამ მარტივი შესამჩნევი იყო, რომ ჯეიმი რაღაცას მალავდა. ყოველ შემთხვევაში დიდად რომ არ ესიამოვნა ამ წინადადების წარმოთქმა, ეს ფაქტი იყო.

– არ ვიცი, ალბათ..

– ალბათ? ანუ კი? – ხელით თმები აიჩეჩა და ჩაახველა.

– ჰო, თამაშის წესების გათვალისწინებით. – ვუთხარი და დავინახე ნესტოები ოდნავ გაებერა, ალბათ, სიბრაზის ნიშანი იყო.

– და ზუსტად ეგ რომ არ მინდოდა, მაგიტომ გამოგიყვანე. – მზერა მომაშორა და ფანჯრისკენ გაიხედა. მეგონა უფრო მეტი რამ იდგა ამ სიტყვების უკან, მაგრამ როცა კითხვა დავუსვი, მალევე ვინანე.

– რა არ გინდოდა? – თვალები გამიბრწყინდა, მეგონა მეტყოდა, რომ არ უნდოდა მისი მეგობრისთვის თუნდაც თამაშის გამო მეკოცნა, რადგან მას მოვწონდი და არ ესიამოვნებოდა, რომ მისი თანდასწრებით გამეკეთებინა ეს.

– არ მინდოდა, რომ დაცინვისგან თავის არიდების მიზნით შეგესრულებინა სურვილი.

– ჰაჰ, დაცინვისგან? – გულში მეგონა ნემსები ჩამარჭეს.

– ჰო, როგორც ხდება ხოლმე. სურვილს თუ არ ასრულებ, მერე ბანძი ტიპი იჩითები ხო იცი? – უხეშად წარმოთქვა ეს სიტყვები და პირველად ამდენი ხნის მანძილზე ჯეიმის სხვანაირი სახე დავინახე. ეს არ იყო ის მზრუნველი ჯეიმი რომელიც ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე იყო ჩემ მიმართ. ალბათ, ალკოჰოლის ბრალი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი უხეში საუბარი ძალიან გულს მტკენდა.

– ანუ მარტო ეს გადარდებს? ის, რომ შენს მეგობრებთან არ შევრცხვე და პატარა, მორცხვი, გამოუცდელი და ჩაკეტილი გოგო გამოვჩნდე? ანუ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ? – თვალებზე ცრემლები მომადგა. მეც არ ვიცი, რამ მათქმევინა ეს სიტყვები ან საკმარისი გამბედაობა როდის მოვიკრიბე, მაგრამ ფაქტია, ნათქვამის უკან დაბრუნება აღარ შემეძლო. ღრმად ამოვისუნთქე, როგორღაც შევძელი ემოციების მოთოკვა და საბედნიეროდ, მის თვალწინ არ ამეტირა. სახლში რომ ბევრს ვიტირებდი ძილის წინ, ეს კარგად ვიცოდი. ჯეიმიმ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, გულზე მოხვდა ჩემი სიტყვები და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ მოახერხა პასუხის გაცემა.

– ელ… კარგად იცი, რომ ეგ არ მიგულისხმია. – მომიახლოვდა, სახეზე ნაღვლიანი თვალებით ამათვალიერა და ჩემს პასუხს დაელოდა

– აბა რა იგულისხმე? – სევდიანად ჩამეცინა, – ჯეიმი… რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, ვენდისნაირი გოგო ვერასდროს ვიქნები… სოციალიზაციის მეშინია და მართალი ხარ, ესეთი თამაშებიც საჩემო არ არის. უბრალოდ არ მინდა…. არ მინდა, რომ ეს გასართობი იყოს შენთვის.

– გასართობი? – წარბები შეჭმუხნა, ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი.

– ჰო გასართობი, შენთვის და შენი მეგობრებისთვის. ხოიცი გამოუცდელი, მორცხვი გოგოები ხშირად ბიჭების დაცინვისა და მანიპულირების მსხვერპლნი ხდებიან….

– ელ, საკმარისია. – მხარზე მჭიდროდ მომიჭირა ხელი,- სისულელებს ლაპარაკობ და ეს შენც კარგად იცი.

– არა ჯეიმი, სისულელეს არ ვლაპარაკობ. სულელი არ ვარ და დინის მიერ მოცემული დავალება, თუ სურვილი, რაც გინდა ის უწოდე, კარგად ვიცი საიდან გამომდინარეობდა. მიხვდა, რომ ჩემთვის რთული ამოცანა იქნებოდა ამ სურვილის შესრულება და იფიქირა ცოტას გავერთობიო. შენ არ ფიქრობ ეგრე? – ჩამეცინა, ვცდილობდი ხუმრობაში გამეტარებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ის ტკივილი, რასაც იმ წამებში განვიცდიდი, ენით აღუწერელი იყო.

– მე მარტო იმას ვფიქრობ, რომ გული მტკივა, როცა გგონია, რომ შენ რაიმე დოზით მაინც შეიძლება ჩემი გასართობი იყო. – ხელს არ მიშვებდა და მწველი მზერით მიყურებდა. მუცელში უცნაური შეგრძნება დამეუფლა და მინდოდა უფრო მეტი მომესმინა მისი ჩემდამი დამოკიდებულების შესახებ.. ვიცოდი, ამ მომენტში გულწრფელი იყო.

– არა, მაგას არ ვფიქრობ უბრალოდ… უბრალოდ არ მინდა ესეთ სიტუაციებში ვინმეს დახმარება მჭირდებოდეს.

– ანუ არ გინდოდა, რომ გამომეყვანე?

– არა. – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და როცა ეს პასუხი გავეცი, მივხვდი, რომ ძალიან გაბრაზდა. გაბრაზებული ჯეიმი დღეს პირველად ვნახე, თითქოს გარეგნობითაც სხვანაირი იყო ამ დროს. გაბრაზებასთან ერთად იმედგაცრუებაც ამოვიკითხე მის თვალებში, ჩემი ფიქრები კი მას შემდეგ დადასტურდა, რაც მხარზე ამდენი ხნის შემდეგ ხელი გამიშვა და ჩვენ შორის დისტანცია გაზარდა. კვლავ ვგრძნობდი მისი შეხებისგან გამოწვეულ სიმხურვალეს და უდიდესი სურვილი მქონდა ეს კიდევ ერთხელ განმეცადა..

– მაშინ როგორც ვხდები პრობლემა არ ყოფილა.. – ხელი ჯიბეებში ჩაიწყო და გაყინული, უემოციო მზერა მომაპყრო.

– არა. – კიდევ ერთხელ გავიმეორე.

– ანუ…. მე რომ არ გამომეყვანე, მართლა აკოცებდი მაიკლს? – ეს კითხვა ოდნავ ჩუმად წარმოთქვა. ვერ ვხვდებოდი ამაში რა იყო ასეთი დაუჯერებელი.

– რამე პრობლემა იქნებოდა, პასუხი, რომ ამ კითხვაზე კი იყოს? – გულის ცემა გამიხშირდა და კიდევ ერთი შანსი მივეცი იმისთვის, რომ თავისი ფიქრები უკეთ გადმოეცა ჩემთვის.

ჯეიმი ყოყმანობდა, ტუჩები ენით დაისველა, ვატყობდი პასუხის გაცემა უჭირდა, ჩემი გულის ცემა კი ალბათ, მისთვის კარგად გასაგები იქნებოდა იმ წუთებში. მალევე თითქოს საკუთარ თავს სძლია, ტუჩები დააშორა ერთმანეთს პასუხის გასაცემად, მაგრამ ამ დროს გვერდიდან ნაცნობი ხმა მომესმა.

– ელის… – ხმა გავიგე თუ არა, კარების მხარეს გავიხედე და მასთან მდგარი მაიკლი დავინახე, რომელსაც აღელვებული გამომეტყველება ჰქონდა.

– მაიკლ? – ნერწყვი მძიმედ გდავყლაპე, ჯეიმის მხარეს გახედვას ვერ ვბედავდი…

მაიკლმა ჯერ მე, მერე ჯეიმის შეხედა და მოგვიახლოვდა.

– ელის, ბოდიშის მოხდა მინდოდა…

– მე გავალ, დაგტოვებთ. – ჯეიმიმ უცბად თქვა და უკან მოუხედავად გავიდა სამზარეულოდან. მზერა გავაყოლე მის სხეულს და გული ნაფლეთებად დამეშალა. მეც არ ვიცოდი რა მაწუხებდა ასე ძალიან, მაგრამ სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნების სურვილი რომ მქონდა ეს კარგად ვიცოდი.

– არაფერი გაქვს ბოდიშის მოსახდელი მაიკლ. – ყურადღება მასზე გადავიტანე და მინდოდა თავი მომეჩვენებინა თითქოს ყველაფერი რიგზე იყო.

– არა მართლა… რაღაც, უხერხული სიტუაცია შეიქმნა და.. –  მაიკლი ხელით კისერს ისრესდა და ეტყობოდა, რომ დაძაბული იყო.

– დაივიწყე, მართლა ყველაფერი რიგზეა. – გავუღიმე და სანამ პასუხს გამცემდა საათს დავხედე. – უი საკმაოდ გვიანი გამხდარა, ამმ.. სახლში უნდა წავიდე. – ვუთხარი და კარებისკენ დავიძარი.

– გაგაცილებ. – მაიკლი უკან გამომყვა, ქურთუკი მომაწოდა და სანამ ჯეიმის სახლიდან გავუჩინარდებოდი ვუთხარი :

– ჩემ მაგივრად დაემშვიდობე ბავშვებს. – თბილად გავუღიმე და მის ერთდროულად საყვარელ და სიმპატიურ სახეს დავაკვირდი.

– აუცილებლად. – თავი დამიქნია და სანამ ზურგს ვაქცევდი დაამატა : – ამმ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ელის…რომ იცოდე მეც აქ ვიცხოვრებ და…. იმედია, რომ ხშირად შევხვდებით.

– იმედია. – გავუღიმე და თან ჩემი გულის ცემა კისერში გავიგე. არ ვიცი მახარებდა თუ მაშინებდა ის ფაქტი, რომ ჯეიმისთან ერთად მაიკლიც ჩემი მეზობელი იქნებოდა.

12. სხვანაირი

იატაკი და მასთან ერთად ჩემი ორივე ფეხსაცმელი ტკბილი ფერადი სითხით გაიჟღინთა.

-ამის დედაც. – ჩავილაპარაკე ჩემთვის და ცალი ხელი ქვედაბოლოზე შევიწმინდე.

– აუ, ბოდიში. – უცნობი ბიჭი, რომელიც ცოტახნისწინ მთელი ძალით დამეჯახა უკნიდან, სიცილით მეუბნება და თან თავის გზას აგრძელებს. ვუყურებ, მის ცინიკურ ტონზე ვბრაზდები, მაგრამ ამდენი ხალხის თანდასწრებით სცენის გამართვის თავი არ მაქვს.

– არაუშავს. – ვპასუხობ და სანამ ანაბელისკენ შემოვტრიალდები, ზურგს უკან ნაცნობი და შესამჩნევად გაბრაზებული ხმა მესმის:

– ჰეი! შენი აზრით სად მიდიხარ? – ადგილზე შევხტი. ჯეიმის ხმის გაგონებასთან ერთად მეგონა მუსიკა გაჩუმდა. უცნობი ბიჭი ჩემკენ შემოტრიალდა, ცალი წარბი ასწია და სანამ რამის გააზრებას მოვასწრებდი, ჯეიმიმ ჩემ წინ გადმოინაცვლა, ერთი ხელით ნაზად უკან გამწია და ჩემი დაპატარავებული სხეული თავისი მხრებით მთლიანად გადაფარა.

-უკაცრავად?- უცნობ ბიჭს ეცინება და თან ჯეიმის უახლოვდება. ვგრძნობ, რომ ტვინი მტკივდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მოვიქცე.

– ბოდიში მოუხადე. – ჯეიმის ორივე ხელი ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და ვხვდები, რომ მთლიანი სხეული დაძაბული აქვს. არ ვიცი ნასვამია თუ არა, მაგრამ აგრესია ხმაში მკაფიოდ ეტყობა.

– ჯეიმი,- მხარზე ხელს ვკიდებ,- უკვე მომიხადა. – ოდნავ ჩემკენ ვქაჩავ, რომ როგორმე მოსალოდნელი ჩხუბი თავიდან ავირიდო, თუმცა ჯეიმი ჩემკენ არც იხედება ისე მპასუხობს:

– შენ არ გელაპარაკები.

– რა პრობლემა გაქვს, მეგობარო? – უცნობი ბიჭიც ტონს უწევს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გული წამი წამზე ამომივარდება.

– ნწ, ნწ ეგრე ნუ მომმართავ. – ჯეიმის ეცინება და თან თავს აქნევს- ძირს დაიხედე რა გააკეთე.

არ ვიცი მისმა ტონმა შეაშინა, თუ არა, მაგრამ უცნობმა ბიჭმა მართლაც იატაკს მიაპყრო თვალები.

-მემგონი, წეღან სასაცილო არ ყოფილა არაფერი. ხო მართალი ვარ?- სიტუაცია თავიდან იძაბება, მგონია, რომ ყველა ჩვენ გვიყურებს და შიშისგან სუნთქვა მეკვრება.

– ეხლა კიდევ ბოდიში მოიხადე. ისე, როგორც საჭიროა. – ჯეიმი ისევ ადგილზეა გაშეშებული, უცნობ ბიჭს თვალებით ვემუდარები, რომ თქვას ეს თავისი „ბოდიში“, რომელიც სინამდვილეში არაფერს ნიშნავს ჩემთვის.

– ბოდიში. – მწარედ ჩაილაპარაკებს და საპირისპირო მხარეს ტრიალდება. ჯეიმი შედეგით ისევ არ არის კმაყოფილი, მაგრამ სანამ ერთ ნაბიჯს კიდევ წინ გადადგავს, უცბად მხარზე დინი კიდებს ხელს.

-ოპაა, ეხლა გაჩერდი. გაჩერდი! – ჯეიმის ცალი მუშტი ძლიერად აქვს შეკრული. კისერზე ძარღვები შესამჩნევად ეტყობა და ორი წამით შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვა ადამიანია. ესეთი აგრესიული არასდროს მინახავს. დინის უკან ვდგები, ანაბელი ხელს მიჭერს და ჩემ დამშვიდებას ცდილობს.

– ჩემი დაბადების დღეა, ხო გახსოვს? – დინი მხარზე ხელს ხვევს ჯეიმის, მერე მე მიყურებს, დამშვიდების მიზნით თავს მიქნევს და ჯეიმისთან ერთად ვერანდაზე გადის.

რა იყო ეს?! გული ხელით მიჭირავს, მგონია თავი აქამდე წყალში მქონდა ჩაყოფილი და ვერ ვსუნთქავდი. მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ, ცუდი იდეა იყო დინის ფართიზე მოსვლა, ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ წვეულება, სასმელი და ზოგადად მთვრალი სხეულების გარემოცვაში ყოფნა საჩემო გასართობი არ არის.

ანაბელს ყურში ვეუბნები, რომ ცოტახანში დავბრუნდები, დამსხვრეული ჭიქის ნაწილებს ფეხს ვაბიჯებ და ვერანდაზე გავდივარ.

***

გარეთ ახლა უფრო მეტი ხალხია, ვიდრე მაშინ, როცა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის მიზნით მაიკლთან ერთად გამოვედი. ჩვენი საუბრის გახსენებაზე თავს ვაქნევ, თითქოს ამით მოგონების ტვინიდან ამოშლას ვცდილობ. გარეთ შედარებით სიბნელეა და ხალხმრავლობაში უცნობი სახეების გარჩევა ძალიან მიჭირს. დინის სახლს ძალიან დიდი ეზო აქვს, გაშლილი ვერანდის კიბეების დასასრულთან დაყრილი პუფები და ქვის მაგიდა მოჩანს, სადაც მე და მაიკლი…. ისევ მაიკლი. გონებას ვძაბავ და სანამ ტელეფონით ჯეიმისთან დარეკვას დავაპირებ, მოაჯირის კუთხეში დინს და.. ჯეიმის ვხედავ.

ორივე ზურგით დგას, დინი სიგარეტს ეწევა და ცალი ხელი ჯეიმის მხარზე აქვს გადახვეული. არ მინდა ლაპარაკში ჩავეჭრა, მაგრამ დიდხანს აქ გაჩერებას აღარ ვაპირებ, ჯეიმისთან კი აუცილებლად სალაპარაკო მაქვს.

ფეხაკრეფით ვუახლოვდები ორივეს. ისიც არ ვიცი მისი მეგობრების თანდასწრებით ჯეიმისთან როგორ უნდა მოვიქცე, ამიტომ სანამ მასთან მისვლას გადავიფიქრებ ყურადღების მიპყრობის მიზნით, ჯერ ვახველებ და შემდეგ ხმაჩახლეჩილი ვეუბნები:

-ამმ.. ჯეიმი.- ჩემი ხმის გაგონებაზე ჯერ დინი ტრიალდება ჩემკენ, სიგარეტს მოაჯირზე აწვავს და ცალ თვალს მიკრავს. ხელები უხერხულად ზურგს უკან მაქვს წაღებული და დისტანციას ვინარჩუნებ.

საბედნიეროდ ჯეიმი არ მაიგნორებს და მალე ისიც მისწორებს მზერას. თავიდან სერიოზული გამომეტყველებით მიყურებს, მაგრამ როცა ერთი ნაბიჯით კიდევ ვუახლოვდები, ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად ეღიმება.

-ორი წუთით საქმე მაქვს. – ვეუბნები, პასუხად ჯეიმი თავს მიქნევს, დინს რაღაცას ეუბნება და ჩემკენ მოდის.

– ჰეი. – მეუბნება და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი ზუსტად ჩემ წინ დგება. მის ფაიფურივით სახეს ახლა უფრო მეტი სინათლე ეცემა, ჩემი შინაგანი ორგანოები მუცელში წრიალს იწყებს და სანამ მისი არსებობა მთლიანად მშთანთქავს, ვპასუხობ:

-სადმე…სიმშვიდეში ვილაპარაკოთ..

ჯეიმი თავს მიქნევს, შენობისკენ მანიშნებს და თავისი ხავერდოვანი ხმით მეუბნება:

-ჩემს ოთახში გადავინაცვლოთ.

***

ოთახში პირველი მე შევდივარ, ნაცნობ კუთხეს ვათვალიერებ და ვამჩნევ, რომ ჯეიმის ნივთებისგან უკვე თითქმის ბოლომდე დაცარიელებულია. მხოლოდ საწოლი, საწერი მაგიდა და დიდი ტელევიზორი დგას თავის ადგილზე. მახსენდება დღე, როცა ფეხმოტეხილი ჯეიმი მოვინახულე. მაშინაც დაძაბული ვიყავი, მაგრამ… ახლა კიდევ ასმაგად.

ჯეიმი კარებს კეტავს და საკეტის გადატრიალების ხმაც მესმის. უკნიდან მიახლოვდება. კისერზე მის ცხელ სუნთქვას და მომაჯადოვებელ სუნს ვგრძნობ. თვალები მეხუჭება, როცა ერთი ხელით ჩემს ხელს ეხება და ყურში მეუბნება.

-მომენატრე.

სუნთქვა გახშირებული მაქვს, პირი მიშრება და როცა მის შეხებას ვეღარ ვუძლებ, ჯეიმისკენ ვტრიალდები.

მისი სავსე ტუჩები მარწყვისფერია, ვერცხლისფერი თმა გადაწეული აქვს და რამდენიმე ღერი მის სახეზე ლამაზად ეშვება. ტუჩებს ენით ისველებს და თვალების მაგივრად ამჯერად მზერა ჩემს ტუჩებზე გადააქვს. ცალი ხელი ნაზი მოძრაობით ჩემს წელამდე მოაქვს და მინიმალური ძალისხმევით მისკენ უფრო ახლოს მწევს. მუცელში უცნაური შეგრძნება მეუფლება, მთლიანი სხეული მის შეხებას პასუხობს და როცა მზერას ვუსწორებ, ვხედავ, რომ თვალებში მასაც ნაპერწკლები უთამაშებს. სავსე ტუჩები ჩემს კისერთან მოაქვს, სველ კოცნებს მიტოვებს და როცა მისი ენის შეხებას ვგრძნობ თვალები მეხუჭება და უცბად ადგილზე ვკრთები. ერთდროულად პატარა, უცნაურ ტკივილსა და ჟრუანტელს ვგრძნობ.  არ ვიცი ძალა რანაირად მყოფნის, მაგრამ ერთი ხელით მის თბილ მკერდს ვეხები, ჩემგან შორს ვწევ და ვეუბნები:

-სად იყავი?

ჯეიმი ყურადღებას არ მაქცევს მეორე ხელსაც წელზე მხვევს და ისევ მკოცნის, ოღონდ კისრის მაგივრად ტუჩებზე და ამჯერად უფრო ვნებიანად ვიდრე ოდესმე. ჩემი ტუჩები დაუკითხავად შორდება ერთმანეთს და მის სითბოს უფრო მკაფიოდ ვგრძნობ. მისი გახშირებული სუნთქვა მელოდიასავით ჩამესმის ყურებში და ორმაგად სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ჩემ შეხებაზე მასაც იგივე განცდა ეუფლება, რაც მე. მგონია, რომ კოცნით სულს მაცლის, მთელ ძალას ვკარგავ, მაგრამ, ვიცი, თუ არ გავაჩერებ და კიდევ უფრო ღრმად შევტოპავ, უკან დასახევი გზა აღარ მექნება.. ძირს ჩამოშვებულ ხელებს სახეზე ვკიდებ და კოცნას ვაწყვეტინებ.

-ჯეიმი…

– რატომ აფუჭებ მომენტს.- ჯეიმი ნებდება და უკვე შეწუხებული სახით მიყურებს. ტუჩები კიდევ უფრო მარწყვისფერი აქვს და სიცოცხლეზე მეტად მინდა, რომ მათი შეხება კიდევ ერთხელ ვიგრძნო.

– შენთან ლაპარაკი მინდა.- ვეუბნები და თან დისტანციას ვზრდი იმისთვის, რომ საღად ვიაზროვნო.

– გისმენ. – ხელით აბურდულ თმას ისწორებს და გაყინული მზერით მაშტერდება.

– წეღან არასწორად მოიქეცი. – ძალას ვიკრებ და ჩუმად ვეუბნები.

-ჰმ?- წარბები შეჭმუხნული აქვს.

– არასწორად..

-არა, გავიგე რაც მითხარი და რომ იცოდე, ის სირი უფრო მეტს იმსახურებდა. – სხეული ისევ ეძაბება და ვერ ვხვდები ასე რატომ ბრაზდბა.

– შემრცხვა, ყველა ჩვენ გვიყურებდა და ვერ ვიტან…

– ბოდიში ელის თუ შეგარცხვინე- დისტანციას ჩვენ შორის ისევ ამცირებს,- მაგრამ ის ნაბიჭვარი ბოდიშის მოხდის მაგივრად იცინოდა.

– კარგი, დამშშვიდდი.. უბრალოდ, ვერ ვხვდები. -საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობდი და ჯეიმისთან ლაპარაკი თავს მატკივებდა.

– რას ვერ ხვდები?

– ვერაფერს! ძალიან… ძალიან სხვანაირი ხარ. – წინადადების ბოლოს ხმა მიწყდება.

– რას ნიშნავს სხვანაირი? – მოთმინებას კარგავს, ხელები კეფასთან მიაქვს და ჩემს პასუხს ელოდება.

– არ ვიცი, სხვანაირი.. გუშინდელი საღამოს მერე, მთელი დღე არ ჩანხარ…

-მემგონი აქ ვარ. – მაწყვეტინებს და ცინიკურად მპასუხობს.

-კი, ეხლა ნამდვილად აქ ხარ, მაგრამ როცა საჭიროა, არასდროს.

– ნუ აპრობლემებ იმას, რაც პრობლემა არ არის.

– სად იყავი დღეს მთელი დღე?

– საქმეებზე, შეხვედრა მქონდა ჩემს ქორეოგრაფთან. – სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ გახშირებულ სუნთქვაზე ეტყობა, რომ მოთმინებას კარგავს.

მინდა ვკითხო რა გადაწყვიტა წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთ მტკივნეულ თემას აღარ მინდა შევეხო.

– ხო, მაგას რა მნიშვნელობა აქვს… მთელი დღე არ გახსენდები, მერე მოდიხარ და ისე, რომ წესიერად არც კი მესალმები ვიღაცასთან ჩხუბს იწყებ.

– რა მნიშვნელობა აქვს?! – ტონს უწევს და კიდევ ერთხელ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სხვა ადამიანს ველაპარაკები.

– ზუსტად ამას ვამბობ! – ხელებს ჰაერში ვწევ- შენ თავს შეხედე, ძალიან შეიცვალე, მგონია სხვა ადამიანი ხარ.

– იმიტომ რომ უკვე სხვანაირადაა ყველაფერი! – ტონს კიდევ უფრო უწევს და ადგილზე ვხტები- მე უბრალოდ შენი მეგობარი აღარ ვარ! გითხარი, რომ მომწონხარ! ჩემს თავს გადავაბიჯე, ჩვენს მეგობრობასაც გადავაბიჯე, ამის დედაც და იმაზე ახლოს მოგიშვი, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც ცხოვრებში ურთიერთობა მქონია! ამიტომ ბოდიში, თუ უფრო ემოციური ან იმპულსური ვარ!

-თუ მართლა ესე ფიქრობ….შენს მეგობრებს რატომ არ ეუბნები არაფერს? ყოველთვის დისტანციას რატომ ინარჩუნებ? – კისერში ბურთი მეჩხირება და მგონია მალე ვიტირებ.

– მეღადავები ხო? – ეცინება, მიყურებს და მართლა ეცინება. მინდა მაიკლის ამბავი ამ წამსვე მოვუყვე, რომ აღარ გაეცინოს, მაგრამ არ ვაპირებ, არ შემიძლია.

– არა, არ გეღადავები.

– რატომ მიშლი ნერვებს?- ღრმად ამოისუნთქავს და უკვე სევდიანი თვალებით მიყურებს.

-ჩემთან ერთად ყოფნის გრცხვენია?- უკანასკნელ ენერგიას ვიკრებ და ბოლო დარტყმისთვის ვემზადები.

-რამდენი დალიე? – თემიდან უხვევს და ჩემს ნერვებზე თამაშობს.

-ჩვენს საუბართან ეგ არაფერ შუაშია. მიპასუხე.- ხელებს ერთმანეთზე ვაჯვარედინებ და თვალებში მზერას ვუსწორებ.

– ალბათ, შუაშია, იმიტომ, რომ არ ვიცი ესეთი აბსურდული აზრები საიდან მოგდის.

– ძალიან რთულია შენთან ლაპარაკი. აზრი არ აქვს. – ვეუბნები და კარებისკენ მივდივარ. ჯეიმი გზას მიღობავს, მაჯაზე ხელს მკიდებს და მპასუხობს:

-არ არის რთული! შენ ართულებ, ყველაფერს! ურთიერთობა წესიერად არც დაგვიწყია და უკვე მთხოვ, რომ ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოვდო? – ისევ ცინიკური საუბარი, ვეღარ ვუძლებ და თვალები მიცრემლიანდება. წარმოდგენა არ აქვს რაზე ველაპარაკები ან რას ვგულისხმობ. ვერც ჩემ გულისტკივილს ხვდება და უბრალოდ გიჟ შეყვარებულ გოგოდ გამოვყავარ, რომელსაც ალოგიკური კითხვები აწუხებს.

– მეზიზღები. – მეც არ ვიცი ამას რატომ ვეუბნები, მაგრამ იმდენად მახრჩობს მოზღვავებული ემოციები, რომ სხვა უკეთეს სიტყვას ჩემი მდგომარეობის აღსაწერად ვერ ვპოულობ. გაბრაზებული კარებს ვაღებ, მაგრამ ჯეიმი ერთი ხელით კეტავს.

– ზურგი არ მაქციო.

– ვფიქრობ, ზუსტად ამას ვიზამ. – კარების სახელურს ვაწვალებ და როცა ვხვდები, რომ ძალა არ მყოფნის, ვნებდები. მისკენ ვტრიალდები და თვალის კუთხეებში შემაწუხებელ სისველეს ვგრძნობ. ერთი ხელით სწრაფად ვიწმინდავ ცრემლს, სანამ ლოყას დამისველებს და ჩემი სისუსტე უფრო შესამჩნევი გახდება.

-ჯეიმი, გამიშვი. – ამჯერად ვთხოვ, ვიცი, მალე ემოციებს ვეღარ მოვთოკავ, ამეტირება და ძალიან არ მინდა, რომ ასეთ მდგომარეობაში მნახოს.

-რატომ ართულებ ყველაფერს,- ერთი ხელით ისევ კარები უჭირავს და ზემოდან ჩემს სახეს დაყურებს- რატომ ართულებ ყველაფერს ზუსტად მაშინ, როცა იმის სათქმელად მოვედი, რომ…. შემიძლია გამგზავრება ზაფხულამდე გადავდო და მერე… მე და შენ ერთად წავიდეთ.

11. გაორება

სახლის კარები ზურგს უკან მოვიჯახუნე. ქურთუკი გავიხადე, საკიდზე შემოვკიდე და სანამ ჩემს ოთახში გადავინაცვლებდი სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი. ძალაგამოცლილი და უფერული ვიყავი. ემოციურად იმდენად დავიღალე, რომ ბევრი ფიქრის თავი აღარც მქონდა. საძინებელ ოთახში შევედი, გამოვიცვალე, შუქი ჩავაქრე და დიდ ფუმფულა ბალიშში პირდაპირ თავით ჩავემხე.

როგორ მძულს ეს მომენტი… როცა დაღლილი, ძალიან დაღლილი ხარ, გეძინება, მაგრამ ყველანაირი პოზის შეცვლის მიუხედავად, მაინც ვერ იძინებ… ბევრს წრიალებ, შემაწუხებელი ფიქრები კი წამის მეასედში იცვლის მიმართულებას.. შენი ცხოვრების ყველაზე უხერხულ ან მტკივნეულ მომენტებს გადასწვდება და მაშინ, როდესაც ყველას ძინავს შენ გარდა, გაცილებით მძაფრად გრძნობ ამ ყველაფერს.. ტკივილს, უხერხულობას და დანაკლისს. ჩემ შემთხვევაში ჯეიმის დანაკლისს.. უცნაურია, ახლა მოპირდაპირე სახლში რომ არ ძინავს მას.. მალე კი იმდენად შორს იქნება, რომ ჩვენი საათის ისრები საპირისპირო მიმართულებით დაიწყებენ ტრიალს.

საწოლში მოვიკუნტე, ბალიშს მაგრად ჩავჭიდე ხელები და სანამ ტირილის მეორე ტალღა შემომიტევდა, ჩამეძინა.

***

თვალები დახუჭული მქონდა… თბილი ტუჩები ეხებოდა ჩემს კისერს, თავი კედელზე მქონდა მიდებული და მოზღვავებული ემოციების გამო სუნთქვა მიჭირდა. ხელი თმაში შევუცურე, მინდოდა მისი თავი მაღლა ამეწია და თვალებში ჩამეხედა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მისი ხმამაღალი სუნთქვის მოსმენა გულის ცემის რიტმს მიჩქარებდა. მეორე ხელი კისერზე მოვკიდე, ძალიან თბილი იყო… თვალი გავახილე და…. შავგვრემანი ბიჭი შემრჩა ხელებში. ნაცნობ შრამს მოვკარი თვალი და მის თვალებს, რომელშიც ნაპერწკლები თამაშობდა. მაიკლი იყო.

ჩემს ოთახში ვიყავით… ყველაფერი ძალიან რეალურს ჰგავდა, მისი შეხებაც, მისი სახეც და თვალებიც. ვერ ვიტყვი რას ვგრძნობდი იმ წამს, თუმცა როდესაც ჩემი ოთახის შეღებულ კართან შავი ჩრდილი დავინახე, შიში ვიგრძენი. მაიკლს ხელი ვკარი და როცა შავ სხეულს მივუახლოვდი, ქერა, გრძელ თმიანი გოგონა დავინახე. ცისფერი კაბა ეცვა, ლამაზი იყო და თეთრი, ძალიან თეთრი. წარბები შევჭმუხნე, ვერ მივხვდი ვინ იყო ან აქ რას აკეთებდა.. მინდოდა მეკითხა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.. გოგონამ დამინახა და უცბად სახე შეეცვალა, თითქოს გამომეტყველება გაუმკაცრდა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სანამ ლამაზ და სავსე ტუჩებს ერთმანეთს დააშორებდა, მეორე ოთახიდან ბიჭის ხავერდოვანი ხმა გაისმა :

„ეველინ, აქ რას აკეთებ?“

***
ინსტინქტურად შევხტი და თავი კედელს მივარტყი… ტკივილისგან უფრო ფართოდ გავახილე თვალები და მივხვდი, რომ კედლის მაგივრად საწოლს მივეჯახე, რომ მაიკლი საერთოდ არ იყო აქ და რომ ეს ყველაფერი სიზმარში, ძალიან ცუდ და უცნაურ სიზმარში ხდებოდა.

მთლიანად გაოფლიანებული ვიყავი, სუნთქვა გახშირებული მქონდა და სანამ ოთახში შუქი არ ავანთე, იქამდე ვერ დავმშვიდდი.

სადგამიდან წყლით სავსე ჭიქა ავიღე და ბოლომდე ჩავცალე… დრო დამჭირდა იმისთვის, რომ სული მომეთქვა. დიდი ხანია ასეთი მძაფრი და რეალური სიზმარი არ მინახავს… ემოციური გადაღლის ბრალია, ალბათ, გავიფიქრე და თან საათის შესამოწმებლად ტელეფონი ავიღე ხელში…  07:44 წუთი იყო… ძილის შებრუნება გადავწყვიტე, მაგრამ როცა თითებზე გაღვიძებამდე დარჩენილი საათები გადავთვალე, მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა. თუ დავიძინებდი, დიდი ალბათობით, უნივერსიტეტში წასვლასაც გადავიფიქრებდი, ამიტომ გადავწყვიტე დილა უფრო ადრე და შედარებით უფრო პროდუქტიულად დამეწყო.

ცხოვრებაში პირველად უნივერსიტეტში წასვლამდე ვარჯიში გადავწყვიტე. დინამიკებში მუსიკა ჩავრთე, სპორტულები ჩავიცვი და იმისთვის, რომ ჩემი უხერხული მოძრაობები მეზობლებს არ დაენახათ, ფარდები ბოლომდე გადავწიე.

ვარჯიში კარგი რამე ყოფილა, მხოლოდ ჩემს სხეულზე ვიყავი კონცენტრირებული და ასე თუ ისე  ტვინი ცოტახნით მართლაც გათავისუფლდა უაზრო ფიქრებისგან. თავს დავაჯერე, რომ ცხოვრებაში კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა, ვიდრე ჯეიმისთან განშორება.. რომ ჯერ არ გვქონდა ისეთი სერიოზული ურთიერთობა დაწყებული, რომ მისი დამთავრების შემშინებოდა. საკუთარი სიძლიერის ნაკლებად მჯეროდა, მაგრამ ვიცოდი, თუ საჭირო გახდებოდა ადრე თუ გვიან გრძნობებს გამოვრთავდი და ცხოვრებას ზუსტად ისეთ რეჟიმში გავაგრძელებდი, როგორიც ჯეიმის გაცნობამდე მქონდა…

არ მინდა უიმედობის განცდა მქონდეს ან ვინმეზე ვიყო დამოკიდებული.. ჯეიმისთან განშორება ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ყველანაირად მზად უნდა ვიყო მოულოდნელი ან ძალიან მოსალოდნელი დარტყმისთვის.. თუ ასე მოხდება, არ ვიცი, რას მოვუხერხებ თავს, მაგრამ იმედია, რომ შავი, უფროსწორად ფერებისგან დაცლილი ორმოდან ნელ-ნელა ამოვძვრები.

***

პირველ ლექციაზე მაინც დამაგვიანდა. მეგონა მარტო მომიწევდა აუდიტორიის კარის შეღება, თუმცა საბედნიეროდ, თალისას და ანაბელს შენობის შესასვლელთან მოვკარი თვალი. ერთმანეთის მოშორებით იდგნენ, თალისა სიგარეტს ეწეოდა და სადღაც შორს იყურებოდა. მივხვდი, რომ დიდი უხერხულობა ჩამოწვა მათ შორის და რომ ჩემ ლოდინში სალაპარაკო თემაც გამოელიათ, ამიტომ ნაბიჯებს ავუჩქარე და ორივეს ბოდიში მოვუხადე დაგვიანებისთვის.. ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ თალისას დიდად მაინც არ მოსწონდა ანაბელი, უფრო სწორად ვერ ხვდებოდა ასე მალე როგორ ან რატომ დავუახლოვდი მას.. არ ვიცი, იქნებ ეჭვიანობდა კიდეც, მაგრამ ფაქტია, მისგან განსხვავებით ანაბელი ნაკლებს ფიქრობდა თალისაზე და… ზოგადად არც აინტერესებდა სხვა რას ფიქრობდა მასზე..

საერთო, ჩემ გარდა, მათ მართლაც არაფერი ჰქონდათ და ალბათ, უნივერსიტეტის მოუხერხებელ მერხზე ყოველ ჯერზე ზუსტად ამიტომ ვჯდებოდი მათ შორის.. ჩანთიდან პასტა და რვეული ამოვიღე, რომელშიც იშვიათად ვინიშნავ ლექციის მსვლელობისას მოსმენილ ვითომდა ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას, თუმცა, როგორც საკუთარ თავს შევპირდი დღეს პროდუქტიული დღე უნდა მქონოდა, ამიტომ ყურადღება მაქსიმალურად დავძაბე და ლექტორის მონოტონური საუბრის მოსმენა დავიწყე…დავიწყე მანამ, სანამ ისევ არ ჩამეძინა.

***

უსიზმრო ძილიდან ვიღაცის შეხებამ გამომაფხიზლა, თავი მაგიდიდან ავწიე და შუბლი მეტკინა როცა მივხვდი, რომ ნახევარი ჩანთა სახეზე მეხატა. დილაადრიან ვარჯიში არც თუ ისე კარგი იდეა ყოფილა. მართალია, პირველ ლექციაზე გემრიელად გამოვიძინე, მაგრამ ჩემს ნიშნებზე ეს გამოძინება კარგად ნამდვილად არ აისახებოდა.

კაფეტერიაში ჩასვლამდე თალისას და ანაბელს ბოლო 45 წუთის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად მოვაყოლე. როგორც აღმოჩნდა, ორი სტუდენტი სერიოზულ კამათში შესულა ერთმანეთთან, მე კი ისე ღრმად ჩამძინებოდა, ალბათ, ბომბის აფეთქებასაც ვერ გავიგებდი. სიმართლე ვთქვა, დიდად არ მაინტერესებდა ამ დისკუსიის დეტალები, მაგრამ ცხოვრებაში პირველად ანაბელი და თალისა ერთნაირი ენთუზიაზმით მიყვებოდნენ რაღაცას, მე კი ამ ჰარმონიულ მომენტს ნამდვილად არ გავაფუჭებდი.

კაფეტერიაში ვისხედით და სხვადასხვა თემაზე ვლაპარაკობდით, მე კი ბევრი მცდელობის მიუხედავად, ფიქრებით ყოველ ჯერზე ჯეიმისთან ვბრუნდებოდი. დრო მალე გავიდა და მეორე ლექციაზე შესვლის დროც მოახლოვდა. მეზარებოდა, რაღაცნაირად არსებობა მეზარებოდა და ისიც არ ვიცოდი, ვისთვის უნდა დამებრალებინა ეს ყველაფერი. თალისას თავი ატკივდა და სახლში წასვლა გადაწყვიტა. ანაბელი ყოყმანობდა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ლექციაზე ჩემი დასწრების ალბათობაც 0-ს გაუტოლდა, შემომთავაზა, რომ სახლამდე ერთად გაგვესეირნა.

თალისას მისმა ახალმა მეგობარმა ბიჭმა, უილმა, მანქანით მოაკითხა, მე და ანაბელს ხელი დაგვიქნია და ბედნიერმა მოიჯახუნა კარები.
გზაში მინდოდა ანაბელისთვის ჯეიმის ამბები მომეყოლა, მაგრამ გადავიფიქრე.. ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და იგივე სცენარის მეორეჯერ გათამაშება ნამდვილად ბოლოს მომიღებდა.

***


სახლამდე კაფეში შესვლა გადავწყვიტეთ და სხეულის კარგი ფორმის შენარჩუნების მიზნით ჯანსაღი სალათა შევუკვეთეთ, მაგრამ როცა მივხვდით, რომ არ გვეყო, პირობა ორივემ დავარღვიეთ და ხორცითა და ექსტრა ყველით გატენილი ორი დიდი ბურგერი დავამატეთ. ესეც ელის პროდუქტიული დღე.

პირი ჯერ კიდევ ბურგერით მქონდა გამოტენილი, როცა ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა. გამიხარდა, რომ ზარი იქამდე არ გაითიშა, სანამ ლუკმა ბოლომდე არ გადავყლაპე. დაფარული ნომერი რეკავდა, ამიტომ მეც ფორმალურად ვუპასუხე :

– გისმენთ.

-როგორ ხარ? – ბიჭის ხმა გაისმა მეორე ხაზიდან, მე კი წარმოდგენა არ მქონდა ვის ველაპარაკებოდი.

-რომელი ხარ?

-ესეიგი საუკეთესო მეგობარს უკვე ვეღარც ცნობ.- ჩაეცინა და მგონი მივხვდი, ვინც იყო.

-დინ? – წარბები შევჭმუხნე, ანაბელი კი მისი სახელის გაგონებისას სკამიდან წამოიწია.

-კაი, ამჯერად გაპატიებ.

– რა გინდა? – წარმოდგენა არ მქონდა რატომ მირეკავდა.. იმ საუბრის მერე დინთან აღარ მილაპარაკია.. ჩემთვის ამოუცნობი მიზეზის გამო კი მისი რჩევის გაუთვალისწინებლობისთვის თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.

-ვაუ, ესე უხეშად რატომ?- ხმა უფრო დაუბოხდა, მე კი სიტუაციის გამოსწორების მიზნით ვიცრუე:

-ლექციაზე მეჩქარება და თუ რამე გინდა უცბად მითხარი.

– აი მანდ შეგეშალა, არაფერი შენგან არ მინდა.. ან შეიძლება მინდა კიდეც. – თვალწინ დამიდგა მისი სახე, მისთვის დამახასიათებელი გამოცანებით ლაპარაკი კი უკვე ალერგიას მაძლევდა.

-დინ…

-კაი, შენთან გართობას აზრი არ აქვს. დღეს საღამოს ჩვენთან გელოდები და შენი ლამაზი მეგობარიც წამოიყვანე. – ერთი ამოსუნთქვით მითხრა ეს წინადადება.

-ანაბელი?- თან ანაბელს გავხედე, რომელსაც ლოყები უცბად კეტჩუპის ფერი გაუხდა.

– თუ სხვა ლამაზი მეგობარიც გყავს, ეგეც.

-და რა ხდება შეიძლება გავიგო?

-შეიძლება. დინ გრანდ ფართიზე გეპატიჟები.

-დინ გრანდ რაზე? – ვერ შევიკავე და გამეცინა.

-ჰო, თუ სახელი არ მოგწონს, სხვას დავარქმევ.

-არა, სახელი მომწონს, უბრალოდ… მე რატომ მეპატიჟები აი ეგ მიკვირს.

-ჩემი ანკესი ხარ და მაგიტომ.

-ჰა? – დინთან ლაპარაკი უკანასკნელ ენერგიას მაცლიდა.

-შენი მეგობარი-მეთქი, ხო გახსოვს.. კაი დაიკიდე, ზედმეტად ნელი ხარ. – იმედგაცრუებული ხმით წარმოთქვა. მე კი ძლივს გავიაზრე რაც იგულისხმა.

-ოქეი.

-ესეიგი დაგელოდოთ? – ხმაზე ეტყობოდა, რომ გაუხარდა.

– არ ვიცი… ბევრი ხალხი იქნება? – ვკითხე.

– კი, გრანდ ფართი აბა, შენი აზრით, რატომ დავარქვი.

-კარგი, ვნახოთ..

-მოდი, ხო იცი, მე არ მოგაწყენ.

-კი, მაგაში დარწმუნებული ვარ.- თვალები ავატრიალე და ტელეფონი გავთიშე.

ანაბელი თვალს არ მაშორებდა, მიხვდა, რომ თვითონაც იყო გარეული ამ ამბავში, ამიტომ სანამ მილიარდ შეკითხვას მომაყრიდა, ვუთხარი, რომ ჯეიმის მეგობარ დინს ანაბელი მოსწონდა და რომ საღამოს „დინ გრანდ ფართიზე“ ორივეს ერთად გვეპატიჟებოდა.

***

-რას ფიქრობ, ძაან მოტკეცილია? – ანაბელი ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში სარკეში ათვალიერებდა საკუთარ თავს და იმის მიუხედავად, რომ უკვე 20-ჯერ ვუთხარი თუ რა კარგად გამოიყურებოდა, მაინც არ სჯეროდა.

დინთან ლაპარაკის შემდეგ სახლებში დავიშალეთ, მე კი მთელი გზა ტელეფონს ვამოწმებდი იმის იმედით, რომ ჯეიმი დამირეკავდა. რამდენჯერმე მეთვითონ ავკრიფე მისი ნომერი, დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე და საღამომდე მოცდა გადავწყვიტე.

აღარ მინდოდა ჯეიმიზე დამოკიდებული ვყოფილიყავი, უნდა შევგუებოდი იმ ფაქტს, რომ მალე ჩვენი სატელეფონო ზარები დიდი ალბათობით კიდევ უფრო შემცირდებოდა.

აჰ, ამის დედაც, ესეთი სიმპატიური მაინც არ იყოს…

-ელის!- ანაბელის ხმამ დამაბრუნა რეალობაში,

-ბოდიში, რაღაცაზე ვფიქრობდი.. ძალიან გიხდება, მართლა. – ავდექი და მივხვდი დრო იყო მეც დამეწყო გამზადება.

– აჰ არ ვიცი, რაც არის არის.

– დინს ყველანაირად მოეწონები, დარწმუნებული ვარ. – ვუთხარი და ოთახში გადანაცვლების მაგივრად მაცივარს მივუახლოვდი და ღვინის ბოთლი გამოვიღე. ჯეიმისთან შეხვედრამდე ცოტა ალკოჰოლის მიღება არ მაწყენდა.

-ვის ატყუებ. არ გავს ეგეთ ბიჭს.. – ანაბელი მომიახლოვდა და ღვინით სავსე ჭიქა გამომართვა.

-როგორ ეგეთს? – გამეცინა.

– აი ყველანაირად რომ მოეწონები.

– ანუ?

– ანუ ის, რომ თუ ბოლომდე კარგ ფორმაში არ ვიქნები, მგონია მაშინვე დამიკიდებს.

– ჰოდა თუ ეგრე ფიქრობ, ეგეთი ბიჭი არ გჭირდება. – პირდაპირ მოვუძებნე გამოსავალი.

– ჰო, მაგრამ, ძალიან სიმპატიურია… თან ხმაც როგორი ბოხი აქვს? – ანაბელი გაბრწყინებული სახით ლაპარაკობდა დინზე.. აშკარად ძალიან მოსწონდა ჩემი კარის მეზობელი, მე კი სხვა გზა არ მქონდა… დინის სულელურ ფართიზეც სწორედ ანაბელის გამო მივდიოდი. მთავარია, დინს ანაბელთან არაფერი შეეშალოს, თორემ ჩემი სახით აუცილებლად დიდ შარში გაყოფს თავს.

***

შავი როლინგი, შავი ქვედაბოლო და გძელი შავი ჩექმები ჩავიცვი. მრგვალი ვერცხლისფერი საყურეები გავიკეთე და თმა მაღლა ავიწიე. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და როცა სარკეში საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე მივხვდი, რომ ასეთი თმებით თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი და ისევ გავიშალე. ახალი სტილის მორგება ყოველთვის ურთულესი გამოწვევა იყო ჩემთვის.

ღვინის მეორე ჭიქაც ჩავცალე, დინამიკებში ჩართულმა მუსიკამ კი კარგ ხასიათზე დამაყენა და ჩემდა გასაკვირად, ანაბელის მსგავსად, მეც ერთი სული მქონდა, რომ დინის ფართიზე წავსულიყავი.

ტელეფონი 100 პროცენტით დაიტენა თუ არა, გამოვაერთე და სანამ ჩანთაში ჩავდებდი კიდევ ერთხელ დავხედე ეკრანს. ჯეიმისგან ერთი შეტყობინებაც არ მომსვლია. გუშინდელი საუბრის შემდეგ, კი ვფიქრობ, პირველი სწორედ ის უნდა შემხმიანებოდა.. მითუმეტეს, რომ მისი უახლოესი ძმაკაცი რაღაც ფართიზე მეპატიჟებოდა. ფართიზე, სადაც დიდი ალბათობით ჯეიმიც დამხვდებოდა.

***

დინის სახლიდან გამომავალი მუსიკის ხმა ჩემს სახლამდეც აღწევდა. ამიტომ უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ ხვალ დილით სერიოზული თავის ტკივილით გავიღვიძებდი. ზარის დარეკვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ როდესაც დინის სახლის კარებს მივუახლოვდით, ყოველგვარი შემოპატიჟების გარეშე პირდაპირ შიგნით ამოვყავით თავი.

ანაბელი ზურგს უკან მორიდებულად მომყვებოდა, მე კი თვალებით ნაცნობ სახეებს ვეძებდი.

სახლში ბუღი იდგა, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი ერთმანეთში ირეოდა და უამრავი სხეულით იყო გადატენილი აქაურობა.. მუსიკა იმდენად ხმამაღლა იყო ჩართული, რომ ანაბელის ხმა საერთოდ არ მესმოდა. მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდი რას მეუბნებოდა და მისი შემდეგი კითხვაც სწორედ ასე ამოვიკითხე: „ეხლა რა ვქნათ?“

კიდევ კარგი, რომ აქ მოსვლამდე ორი ჭიქა ღვინო დავლიე, თორემ ნამდვილად არ მეცოდინებოდა რა უნდა გვექნა, უხერხულობისგან კი აუცილებლად სახლში გავბრუნდებოდი.

ზურგზე მოულოდნელად ხელის შეხება ვიგრძენი და როცა შემოვტრიალდი სტეისის შევეფეთე.

-ელის, როგორ ხარ?- სტეისი გადამეხვია და სასმლით სავსე ჭიქიდან რამდენიმე წვეთით ჩემი როლინგი და ქვედაბოლო დაასველა.

– ვაიმე! ძალიან დიდი ბოდიში, დავლიე და წონასწორობას უკვე ვეღარ ვინარჩუნებ.- ტუჩზე იკბინა და შეწუხებული სახით შემომხედა.

– რას ამბობ, რა პრობლემაა.- ვუთხარი, არადა უკვე ერთი სული მქონდა დასვრილი ზედა გამომეცვალა.

– რას შვები აბა, მომიყევი.. შენს მეგობარს მგონი ვიცნობ უკვე. – ანაბელს შეხედა და მერე მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა.

-ხო, იმ დღეს კოცონზე ერთად ვიყავით..

– მგონი ჯობია დალიოთ, თორემ ორი წუთიც და თავი საშინლად აგტკივდებათ. – სტეისი მუსიკის გადაფარვის მიზნით ყურში ჩამყვიროდა და სანამ რამეს ვუპასუხებდი დაამატა :

-დინს მიულოცეთ უკვე?

-მივულოცეთ? – მეც ყვირილით ვუპასუხე.

– ჰო, დინს დაბადების დღე აქვს. – გვითხრა და უცბად ადგილზე შეხტა, რადგან უკნიდან ნოა მოეხვია. აშკარად ნასვამი იყო, რადგან სანამ სტეისიმ ჩემზე არ მიანიშნა, იქამდე ვერ მიცნო.

-ეეე ელის, როგორ გამიხარდა შენი დანახვა. – მაგრად მომეხვია და ალკოჰოლის სუნი კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი.

– ესეიგი ვსვამთ? – სტეისი ნოას მოშორებაში დამეხმარა და სიცილით სასმლის კუთხისკენ გადავინაცვლეთ.

***

არ მახსოვს არყის მერამდენე ჭიქა გადავკარი, მაგრამ სანამ მომდევნოს მოვიყუდებდი, უკნიდან ვიღაცამ ყურში ჩამყვირა.

-ვაა, ჩემი საუკეთესო მეგობარიც მოსულა. – დინი იყო, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ზემოდან დამყურებდა. იმდენად ნასვამი ვიყავი, შემოვტრიალდი თუ არა ხელები მოურიდებლად გავშალე, ჩავეხუტე და ვუთხარი:

– თურმე რა მნიშვნელოვანი დღე ყოფილა დღეს! ჩემი უსაყვარლესი დინის დაბადებას გაუმარჯოს! – დინს წელზე ხელი შემოვხვიე და მის სახელზე არყის მომდევნო ჭიქა ჩავცალე.

-ესეთი უფრო მომწონხარ, – დინმა ხელით თმები ამიჩეჩა და მალე ყურადღება ანაბელზე გადაიტანა.

თავბრუ მეხვეოდა და ისეთი ხმაური იყო, წარმოდგენა არ მქონდა დინი რას ეუბნებოდა ანაბელს. ჩემს მეგობარს ეღიმებოდა, ერთდროულად დაბნეული და ძალიან გახარებული ჩანდა. თვალებ მოჭუტული ვაკვირდებოდი შორიდან, მაგრამ როგორც კი დინმა წელზე ხელი შემოხვია, სანამ ნაბიჯს გადადგავდნენ, ჭიქა მაგიდაზე დავდგი და დინი ჩემკენ შემოვატრიალე.

-დინ, ხომ იცი, როგორც მიყვარხარ, მაგრამ იცოდე, ჩემს მეგობარს რამე რომ აწყენინო…- ვუთხარი, უფროსწორედ ავძახე (რადგან ჩემზე გაცილებით მაღალი იყო) დინს კი ჩაეცინა და ზუსტად ის პასუხი დამიბრუნა, რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად არ მინდოდა :

– ჰმმ.. ჩემი რჩევა შენ არ გაითვალისწინე, ამიტომ… თავს ვერც მე დავდებ ელის. – თვალი ჩამიკრა და სანამ უკეთეს პასუხს მოვიფიქრებდი, ანაბელთან ერთად სხვა ოთახში გაუჩინარდა.

მაინც არ მომწონს ეს ბიჭი, სულ ჩემს ნერვებზე რატომ თამაშობს? ან საერთოდ ვინ ჰგონია თავი?! მისი რომელი რჩევა უნდა გამეთვალისწინებინა? ის, რომ მასთან შედარებით ჩემთვის გაცილებით ახლობელი ადამიანი აღარ მენახა? ჯეიმი… მხოლოდ ეხლა გამახსენდა მისი არსებობა და გულში ნემსების ჩხვლეტა ვიგრძენი.

სტეისი და ნოა ერთად ცეკვავდნენ, მე კი ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს, კისერში ბურთი მეჩხირებოდა და სახლში დაბრუნების სურვილი ნელ-ნელა მიმძაფრდებოდა. როცა სასმლის კუთხეში საჭიროზე მეტი ადამიანი მოგროვდა, სახლის უკანა ეზოში გასვლა გადავწყვიტე. სუფთა ჰაერი იმედია გამომაფხიზლებდა… ან პირიქით.

***

ვიტრინებიანი გასასვლელისკენ ნელ-ნელა მივდივარ და მთვრალი სხეულების ჩამოშორებით წონასწორობის შენარჩუნებას ვცდილობ. თავი მისკდება, მუსიკა ორმაგად უფრო ხმამაღლა მესმის და თუ ცოტახნით სიმშვიდეში არ განვმარტოვდები, აუცილებლად გული ამერევა. თავბრუ მეხვევა და ტვინში გაუჩერებლად ვიმეორებ ტყუილით გაჟღენთილ სიტყვებს – „ოღონდ ეხლა კარგად გავხდე და არასდროს აღარ დავლევ“

ალბათ, ზედმეტად გავერთე ფიქრებში ან უბრალოდ ძალიან ნასვამი ვიყავი, რადგან ზუსტად მაშინ, როდესაც წვალებით დიდ თეთრ კარებს მივუახლოვდი, მესამე ან მეოთხე ნაბიჯის გადადგმის დროს წავბორძიკდი და იატაკზე პირდაპირ თავით დანარცხებისთვის მოვემზადე. საბედნიეროდ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, უცბად ვიღაცამ მხარზე ძლიერად მომკიდა ხელი და ერთ ადგილზე გამაჩერა.

-ვაუ, – ვამბობ და შავი მარტენსებიდან, ჯერ შავ შარვალზე, შემდეგ კი შავ მაისურზე გადამაქვს მზერა და ნაცნობი შრამის დანახვის შემდეგ თვალები მიფართოვდება. არც მეტი, არც ნაკლები, მაიკლი დგას ჩემ წინ.

მართალია, ყველაფერს სასმელს ვაბრალებ, მაგრამ ჩემი უადგილო სიცილიც მხოლოდ ალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნას შეიძლება მივაწერო. შევხედე თუ არა სიცილი ამიტყდა. თან ისე გულიანად მეცინებოდა, რომ თვალების კუთხეები ცრემლებით დამისველდა. ვუყურებ, მეცინება და თან ჩემი უცნაური სიზმარი მახსენდება. იმდენად რეალური იყო ყველაფერი, რომ ახლა როდესაც მის სახეს მოურიდებლად ვაკვირდები, წარმოდგენა მრჩება, რომ ისიც ჩემს სიზმარზე ფიქრობს.

– მგონი საჭიროზე ბევრი დალიე. – მაიკლი ხელს არ მიშვებს, მასაც ეღიმება, მაგრამ, რადგან ასეთ არაადეკვატურ მდგომარეობაში მხედავს, ჩემი გამოფხიზლების მიზნით ცოტა დამრიგებლური ტონით მომმართავს.

– რა გაცინებს, კინაღამ პირდაპირ თავით წაიქეცი. – ხელს ძლიერად მიჭერს მხარზე. არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ მისი  შავი თვალები დღეს განსაკუთრებით ლამაზი მეჩვენება.

– ვაუ, ზუსტად ისე დამიჭრე, როგორც… როგორც ფილმებშია ხოლმე. – ყველაზე სულელური პასუხი დავუბრუნე, თან დამასლოკინა და მომენტალურმა უხერხულობის შეგრძნებამ ცოტა გამომაფხიზლა.

– მეტი აღარ დალიო. – სახეზე მაკვირდება, მე კი სანამ სიცილის მომდევნო ტალღა შემომიტევს, სერიოზული სახის შენარჩუნებას ვცდილობ და ვპასუხობ.

– აუცილებლად გავითვალისწინებ, ბოს. – გამართული ხელის მტევანი საფეთქელთან მიმაქვს და თან თავს ვუქნევ. ჩემს მოძრაობაზე მაიკლსაც ეცინება, თვალები ოდნავ ეჭუტება და ლოყაზე საყვარელი ღრმული უჩნდება.

– აქ მარტო ხარ? – ხელს მიშვებს და მისი შეხების დანაკლისს ვგრძნობ..ისევ ალკოჰოლს თუ დავაბრალებ ჩემ ემოციურ მდგომარეობას.

-აჰამ… უფროსწორად, არა.. მეგობართან ერთად მოვედი. – ანაბელის არსებობა კინაღამ დამავიწყდა.

– ანაბელთან?- მაიკლს გვერდულად გაეღიმა და წარმოვიდგინე დინს უკვე რამდენი რამ ექნებოდა ნათქვამი ანაბელთან დაკავშირებით.

– მჰმ…სუფთა ჰაერზე მინდა…გასვლა. – ენის ბორძიკით წარმოვთქვი სიტყვები, ხალხმრავლობა და მუსიკა უკვე ზედმეტად მაწუხებდა.

– გავიდეთ. – წელზე ხელი მომხვია და გასასვლელისკენ გამიძღვა. მის შეხებაზე შევკრთი, უცნაური შეგრძნება დამეუფლა და თითქოს სახეზე გაყინული წყალი შემასხესო, გამოვფხიზლდი, მაშინვე გამოვფხიზლდი და ჯეიმის სახე დამიდგა თვალწინ. ნამუსმა შემაწუხა, უცბად მაიკლის ხელი მოვიშორე და დისტანცია გავზარდე ჩვენ შორის.

–  ნუ გეშინია, აღარ წავიქცევი. – სიცილით ვუთხარი და ეზოში გასვლისთანავე სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.

***

გარშემო ბევრი პუფი ეყარა, ძალიან დაღლილი ვიყავი, დაჯდომა მინდოდა, მაგრამ როცა ერთ-ერთ კუთხეში ბიჭის კალთაში მოკალათებული გოგონა და მათი გადახლართული სხეულები დავინახე, გადავიფიქრე. თან ისიც ვიცოდი, თუ დავჯდებოდი დიდხანს ვეღარც ავდგებოდი იქიდან.

მე და მაიკლი ქვის მაღალ მაგიდას მივუახლოვდით, იდაყვით დავეყრდენი და სიმშვიდე ძალიან მესიამოვნა. მაიკლს მარჯვენა ხელი მაგიდაზე აქვს ჩამოდებული, მოურიდებლად მაკვირდება და  უხერხულობას საერთოდ არ გრძნობს იმის მიუხედავად, რომ ხმას არც ერთი არ ვიღებთ. არ ვიცი ახლა რას ფიქრობს, არც ის ვიცი ახლა მასთან ერთად აქ რას ვაკეთებ, მაგრამ როდესაც მზერას ვუსწორებ, დარწმუნებით მხოლოდ იმას ვხვდები, რომ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ჩემსა და ჯეიმის შორის.

-გაერთე? – დუმილს მაიკლი არღვევს. ხელით შავ თმებს იჩეჩავს და უკან იწევს. ლამაზი შუბლი აქვს, ვფიქრობ ჩემთვის და სანამ ვუპასუხებ ვახველებ.

-რავი, კი. მაგრამ ხალხმრავლობა დიდად არ მიყვარს…

-ჰო.. არც მე..ესეთი წვეულებები უფრო… დინის და ჯეიმის სტილია. – მპასუხობს. საბედნიეროდ მაგიდას ვეყრდნობი ხელით, თორემ აუცილებლად კიდევ წავბორძიკდებოდი.

-ჰმმ, მართლა?- ღრმად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს და გამოფხიზლებასთან ერთად ვხვდები, რომ ცუდი იდეაა მაიკლთან ერთად განმარტოვებით ყოფნა.

-ჰო,  ნებისმიერ რამეს მოიმიზეზებენ იმისთვის, რომ შემდეგ ეს რაღაც სასმლით ხელში აღნიშნონ.- ეცინება, თავს გვერდით ატრიალებს და სახლისკენ იყურება. შენობიდან გამომავალი ყვითელი შუქი მის თეთრ კანზე ირეკლება. კარგი ფოტო გამოვიდოდა, ვფიქრობ ჩემთვის და სანამ გააზრებას მოვასწრებ ვეკითხები:

-დინთან უფრო ახლოს ხარ, თუ… ჯეიმისთან?

-ცუდი შეკითხვაა. – კვლავ მე მისწორებს მზერას და მისი შავი, ნუშისებრი თვალების ყურებისას ყავის დალევა მინდება.

-მაინც..

-ორივესთან ერთნაირად. – იმდენად დამაჯერებლად მპასუხობს აღარ ვეძიები.

-ერთმანეთს ყველაფერს უყვებით? – არ ვიცი, რატომ ვერ ვაჭერ ენას კბილს.

-კი, თითქმის.

-კარგია… – ჩავახველე და თან ხელით კაბას ვისწრორებ.

-აჰამ.- ეღიმება და ნაცნობი ღრმული ისევ უჩნდება ლოყაზე.

-კარგი..ამმ.. მე შიგნით გადავინაცვლებ, ანაბელს…

-ელის, – ერთი ნაბიჯით მიახლოვდება, ტუჩებს აშორებს ერთმანეთს და მერე ისევ ჩერდება..

-ჰოუ. – გულის ცემა ბაგა-ბუგით მესმის ყურებში, ერთი სული მაქვს მალე დავემშვიდობო.

-ორი წუთით იყავი კიდე აქ…- თვალებით მთხოვს და უარის თქმა განსაკუთრებით მიჭირს.

-კარგი, ვიქნები. ოღონდ 2 წუთით. – მეცინება, ვცდილობ სიტუაცია გავანეიტრალო, მაგრამ დაძაბულობა ჰაერშიც კი იგრძნობა.

-გუშინ კარგი იყო შენთან ლაპარაკი.. და… კარგი იქნება თუ კიდევ გავიმეორებთ. – მეუბნება და ადგილზე ვშეშდები. რა უნდა ვუთხრა? არა, ვერ გემეგობრები იმიტომ, რომ მე და შენი ძმაკაცი ერთად ვართ-მეთქი? იქნებ თვითნ ჯეიმი არც ფიქრობს, რომ ერთად ვართ?

-კი, კარგი იყო. –  მოკლედ ვპასუხობ, განზე ვიხედები და იმედი მაქვს დანიშნული ორი წუთი მალე გავა.

-შემომხედე. – უცბად მეუბნება,  ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და მზერას ვუსწორებ.

-ლამაზი ხარ. ძალიან.- სახეზე მათვალიერებს, იმდენად მწველია მისი მზერა მგონია, რომ ადგილზე ჩავიფერფლები.

-მადლობა. – სიტუაციის გასანეიტრალებლად მაჯაზე არარსებულ საათს ვუყურებ და ვეუბნები – აი ორი წუთიც გავიდა, ბოდიში უნდა წავიდე. – ვუღიმი და როცა უნდა შემოვტრიალდე მაჯაზე ხელს მკიდებს და ადგილზე მაჩერებს. თბილია მისი შეხება.

-ყოველთვის გამირბიხარ. ასე ძალიან გაბნევ? – ეღიმება და მხოლოდ ამ წამს ვხვდები, რომ მაიკლი ძალიან, ძალიან მაბნევს. მაბნევს ჩემი უცნაური სიზმრებიც, მუცელში უცნაური შეგრძნებაც, რომელიც მაიკლთან შეხვედრისას ოდნავ, მაგრამ მაინც იგრძნობა. მაბნევს ჯეიმის საქციელიც და საერთოდ ყველაფერი, რაც ჩემ მოპირდაპირე სახლს და მის მაცხოვრებლებს უკავშირდება.

-ჰაჰ, არა, რა თქმა უნდა არა, უბრალოდ…- საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ და სუნთქვა მეკვრება, როცა მაიკლი მიახლოვდება, ყურზე თმას მიწევს და ცერა თითით ჩემს ყვრიმალს ნაზად ეხება.

– შენც… იმას გრძნობ… რასაც მე?- ცხელი სუნთქვა მეფერება სახეზე. მინდა ხელი ვკრა და უკან გავწიო, მაგრამ რაღაც ძალა ერთ ადგილას მაშეშებს.

-მითხარი. – ძალიან ახლოს არის და ფიქრის საშუალებას არ მაძლევს.

-ბოდიში, მართლა უნდა….უნდა შევიდე შიგნით. – ხელით მის დიდ ხელს ვეხები და ქვემოთ ვაწევინებ. სახე უსევდიანდება და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო მეც გული მტკივა, რომ ასე ვიქცევი. გაორება მჭირს და ალკოჰოლის გამო ბოლომდე საღად ვერ ვაზროვნებ. მინდა ისიც ვუთხრა, რომ არაფერს, საერთოდ არაფერს ვგრძნობ მის მიმართ, მაგრამ ამის მაგივრად ზურგს ვაქცევ და სწრაფი ნაბიჯებით სახლისკენ მივდივარ.

***

-ჰეი, რამდენი ხანია გეძებ, სად იყავი? – ანაბელს უცნაური ფერის კოქტეილი უჭირავს ხელში და ყურში ჩამყვირის.

-გარეთ. სახლში ვაპირებ წასვლას. – ვეუბნები და თან უკან ვიხედები, აღარ მინდა უხერხული საუბრის შემდეგ ისევ მაიკლს შევეფეთო.

-სახლში? ღადაობ ხო? ჯერ 10 საათია. – მოწყენილი სახით მიყურებს, მერე თავი უფრო ახლოს მოაქვს და ყურში მეუბნება:

-დინმა მაკოცა.

-ჰა? ესე მალე? როგორი იყო?- მხრებზე ხელს ვკიდებ და მის ბედნიერ სახეს ვაკვირდები.

-ელის! – ეცინება და ლოყები უვარდისფრდება.

-კარგი, მერე მომიყევი. სად არის დინი? – ვეკითხები და შეშინებული ისევ ჩემ უკან ვიყურები.

-მგონი…- შემოსასვლელი კარებისკენ გაიხედა და მითხრა- მგონი ჯეიმის ელაპარაკება, ეხლა მოვიდა.

ანაბელიდან მზერა შემოსასვლელი კარისკენ გადამაქვს და მას ვხედავ… გული რამდენიმე წამით მიჩერდება. დინზე ხელი აქვს გადახვეული და ყურში რაღაცას ეუბნება. ზოლიანი მაისური აცვია, მისი ვერცხლისფერი თმები კი ანათებს. ან უბრალოდ თვითონ ანათებს. მუცელი მიწრიალებს, ისევ ჯეიმის ვუყურებ და თან ანაბელს ვეკითხები:

-როგორ გამოვიყურები?

-იდეალურად, როგორც ყოველთვის. – ანაბელს ეცინება და ჩემ მზერას აყოლებს თვალს.

ჯეიმის მელოდიური სიცილი ამ ხმაურშიც აღწევს ჩემამდე, გულიანად ეცინება და წონასწორობას ძლივს იკავებს. გული მტკივა… ასე ძალიან რომ მიყვარს. გული მტკივა, ასე ძალიან მას რომ არ ვუყვარვარ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩემსავით ხშირად არ ვახსენდები მას და რომ მის უახლოეს მეგობრებს ჩემ შესახებ არც კი უყვება არაფერს…

-ელის? ხო კარგად ხარ? – ანაბელს ხელი ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს და ტრანსიდან რეალობაში მაბრუნებს.

-ამმ, კი.. კარგად ვარ. – ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ, მაგიდიდან ვიღაცის დატოვებულ წითელ ჭიქას ვიღებ და კოქტეილს ვსვამ.

ვცდილობ ანაბელის უკან აღარ გავიხედო, მაგრამ ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ორი სხეული ზუსტად ჩვენ გვიახლოვდება. ჯეიმი ჯერ ვერ მხედავს, ამჯერად დინი ეკიდება მას მხარზე, რაღაცას სიცილით ეუბნება და ეტყობა, რომ ძალიან ნასვამია. ჯეიმის ისევ ეცინება, დინს ზურგზე ხელს ურტყავს და როცა ფიქრებში გართულს, უკნიდან უცნობი ბიჭის სხეული მეჯახება და კოქტეილით სავსე ჭიქა ძირს მივარდება, დამსხვრევის ხმა მას მომენტალურად ჩემკენ ახედებს.

10. ეველინი

ბევრი დრო არ უნდა დამეკარგა, ამიტომ მაშინვე საპირფარეშოში გადავინაცვლე და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ტკბილეული მქონდა ნაჭამი, კბილები ორჯერ გამოვიხეხე. შემდეგ თვალზე უშნოდ გაფერმკრთალებული ლაინერი შევისწორე, თმა გადავივარცხნე და სუნამოც შევისხი. არ მინდოდა ძალიან მძაფრი სუნი მქონოდა, ამიტომ ჰაერში ხელების უცნაური მოძრაობით სუნამოს ეფექტის განეიტრალებას ვცდილობდი.

სარკეში კიდევ ერთხელ ავათვალიერე საკუთარი თავი და დასკვნა გამოვიტანე, რომ საშუალოზე უკეთ და ძალიან კარგზე ოდნავ ცუდად გამოვიყურებოდი. არ მინდოდა ჯეიმის დიდხანს ეცადა ჩემთვის, ამიტომ ოთახში შუქი ჩავაქრე, პატარა ჩანთა მხარზე გადავიკიდე და კარებს მივუახლოვდი. სახელურს ხელი მოვკიდე, ის იყო უნდა გადამეტრიალებინა,  როცა რატომღაც გადავიფიქრე, შემოვტრიალდი და ფეხაკრეფით ფანჯარას მივუახლოვდი…

არ მინდოდა ჯეიმიზე ადრე გავსულიყავი გარეთ, რაღაცნაირად უხერხულად მომიწევდა ერთ ადგილზე დგომა, ლოდინი და სანამ შევხვდებოდი შეიძლება გადამეფიქრებინა კიდეც, ამიტომ ფარდა ფრთხილად გადავწიე და მოპირდაპირე სახლისკენ გავიხედე.

და აი ისიც.

დავინახე თუ არა სუნთქვა შემეკვრა. ჩემი ფანჯრისგან ოდნავ მოშორებით იდგა. თავზე კაპიუშონი ეხურა და ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. ჩაფიქრებული ჩანდა… მე კი იმედი მქონდა, რომ იმ წამს ჩემზე ფიქრობდა…. რომ მასაც ერთი სული ჰქონდა ჩემი ნახვის.

ალბათ, კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი მის შორიდან ყურებას, თუმცა ახლა რომ ვინმეს დავენახე, აუცილებლად შეშლილი ვეგონებოდი.. ამიტომ ფარდა უკან გადავწიე, აჩქარებულ გულისცემას ყურადღება აღარ მივაქციე და სახლიდან გავედი.

კარები ზურგს უკან მოვიტოვე, ჯეიმის ვუახლოვდებოდი და თან ჩანთის შესაკრავს, ტელეფონის შიგნით ჩადების მიზნით, უაზროდ ვაწვალებდი.

– მიყურებდი? – მისი ხავერდოვანი ხმა მომესმა და ამჯერად ჩანთიდან მზერა მასზე გადავიტანე.

– ჰა? – ჩამეცინა და წარბები შევჭმუხნე. მგონი გამომიჭირა.

-არაფერი. – ჩაეცინა და გაღიმებული მომაშტერდა. ალბათ, ზუსტად იცოდა იმ მომენტში რა ეფექტსაც ახდენდა ჩემზე. არ ვიცი ჩემი დაძაბულობა ართობდა თუ არა, ან იმას ფიქრობდა თუ არა, რასაც მე, მაგრამ ფაქტია, როგორც კი მისი სახე ახლოდან დავინახე, პირველი, რაც გამახსენდა ჩვენი კოცნა იყო. სურათები ერთმანეთის მიყოლებით სწრაფად იცვლებოდა. ემოცია კი ყოველი წამის გასვლის შემდეგ უფრო მძაფრდებოდა. კიდევ კარგი სიბნელე იყო, თორემ ჩემი გაწითლებული ლოყები დაუკითხავად იტყოდნენ ყველაფერს.

– ამმ.. სად გავისეირნოთ? – ვუთხარი და ორივე ხელი ჩემს პატარა ჩანთას მოვკიდე. თითქოს ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს.

-წამომყევი…ერთი ადგილი უნდა გაჩვენო- თავით შავ მანქანაზე მიმითითა. მეც უკან გავყევი და სანამ ჩავსხდებოდით მივაძახე :

-არ ვიცოდი მანქანა თუ გყავდა…

-ჩემი არ არის. დინს გამოვართვი. – თქვა და საჭესთან მოკალათდა. მე მანქანის გარეთ დავრჩი და იქამდე ვიდექი გაუნძრევლად, სანამ ჯეიმის ხმამ არ დამაბრუნა რეალობაში.

-არ ჩაჯდები? – ფანჩარა ჩამოწია, ეღიმებოდა და თან სერიოზული სახის შენარჩუნებას ცდილობდა.

-მართვის მოწმობა გაქვს ხო? –  ვკითხე… პასუხად კი მანქანის დაქოქვისა და ძრავის ხმა გაისმა.

***

მანქანაში სიჩუმე იყო… სიმყუდროვის დარღვევა არ მინდოდა, ამიტომ ხმის ამოღება რამდენჯერმე გადავიფიქრე. ფანჯარაში ვიყურებოდი, მაგრამ მალე ცდუნებას ვერ გავუძელი და მისკენ გავიხედე.

ჩემი მეგობარი ჯეიმი… ვიცი, რომ ამას ხშირად ვამბობ, მაგრამ სიმპატიურია. ძალიან სიმპატიური. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად ლამაზი პროფილი აქვს. საჭეს მარცხენა ხელით მართავს, მეორე კი ჩემს სავარძელთან ახლოს უდევს.. გამბედაობა არ მყოფნის, თორემ აუცილებლად შევეხები. კაპიუშონი მოხდილი აქვს, მაგრამ ვერცხლისფერ-ჩალისფერი თმები მაინც ხელს მიშლის მისი თვალების დანახვაში.

წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება მის ფიქრებში.. იქნებ ნანობს თავის საქციელს? იქნებ მიხვდა, რომ ერთანეთის შესაფერსები არ ვართ? ამ კითხვაზე პასუხის მოსმენის ძალიან მეშინია.. ამიტომ ვცდილობ ისევ უბრალოდ მასზე ვიფიქრო. მხოლოდ მასზე და ჩვენზე არა.. ელი და ჯეიმი.. ეს ორი სახელი ერთად მაინც უცნაურად ჟღერს. თითქოს მე უნდა მიყვარდეს. მხოლოდ მე უნდა მიყვარდეს ისე ძლიერად, როგორც მიყვარს.. ამხელა გრძნობას ორივე მგონია ვერ შევეჭიდებით. ვერ გავიყოფთ… თუ მეტყვის, რომ შეცდომა დაუშვა და რომ საჭიროზე ადრე გადადგა ეს ნაბიჯი, გავუგებ…. გული, უფროსწორად მთელი ორგანიზმი, მეტკინება, მაგრამ მაინც გავუგებ. ჯეიმი პირველ რიგში ჩემი მეგობარია, მე კი არ მინდა, რომ ჩვენი მეგობრობა ნებისმიერი მიზეზის გამო ოდესმე დასრულდეს.

ჯეიმი ისევ გზას უყურებს, მშვიდად სუნთქავს, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ საჭეს ხელს ძლიერად უჭერს. ისეთი თავდაჯერებული არ არის, როგორც არის ხოლმე.

რატომ არაფერს მეუბნება? ან საერთოდ… სად მივყავარ? ეს ფიქრები ჩემ სიმყუდროვეს არღვევს და მალე უხერხულობას ვგრძნობ. მინდა უფრო დიდხანს ვუყურო და დავაკვირდე, მაგრამ მეშინია. მეშნია, რომ ყოველი წამის გასვლის შემდეგ იმაზე მეტად მიყვარდება, ვიდრე საჭიროა.

-რაზე ფიქრობ? – მოულოდნელად თავი ჩემკენ შემოატრიალა, ადგილზე გავშეშდი, თუმცა საბედნიეროდ სანამ ვუპასუხებდი მზერა ამარიდა და კვლავ გზას გახედა.

-ამმ… ბევრ რამეზე. – ვუთხარი და მარჯვენა ხელით საყურის წვალება დავიწყე.

-მაინც? – არ დანებდა.

-ჰმმ, მაგალითად იმაზე, რომ…. აჰ.. იმაზე, რომ.. – საჭირო სიტყვებს, სამწუხაროდ, ვერ ვპოულობდი.

-რომ?

-რომ ძალიან დამაკლდი ის ერთი კვირა… – ჩუმად, მაგრამ მაინც ვუთხარი.

-მეც… – ამჯერად ჩემკენ არ შემოუხედავს. ისევ უსასრულო გზას უყურებდა და ვატყობდი, რომ რაღაცის თქმისგან თავს იკავებდა.

-ჯეიმი… – სავარძელში გავსწორდი, ყველანაირ ძალას მოვუხმე და ვუთხარი.

-ჰოუ..

-რაღაც, რომ გკითხო.. შეიძლება?

-აქ არ მკითხო. – სერიოზული სახით მითხრა, ამოისუნთქა და დაამატა – აი მივედით თითქმის, ჯობია მანქანიდან გადავიდეთ და ისე დავილაპარაკოთ.

***

ჯეიმიმ მანქანა ჩემთვის უცნობ ქუჩაზე გააჩერა. ძრავა გამორთო და მითხრა, რომ შემეძლო მანქანიდან გადავსულიყავი. ღვედი შევიხსენი, კარები გავაღე და მაღალ აგურისფერ კორპუსთან ამოვყავი თავი.

-აქ რას ვაკეთებთ? -ვკითხე.

-ცუდს არაფერს.- გაღიმებულმა მითხრა და თვალი ჩამიკრა.

-წამო, ჩემი სახლი უნდა გაჩვენო. – დაამატა და ამჯერად ვერაფერს მიხვდი.

-ჰა?! – უკან ჩამოვრჩი და როცა მისი ნათქვამი წინადადება გადავხარშე, ნაბიჯებს ავუჩქარე და ჯეიმის შენობაში შევყევი.

***

ჩემი მეგობარი ჯეიმი, ჩემი კარის მეზობელი აღარ იყო. ტვინს ძალიან გაუჭირდა ამ სიახლის მიღება და გულმაც რაღაცნაირი სიცარიელე იგრძნო. სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება, მაგრამ მეგონა, რომ მთელი ჩვენი უცნაური და რომანტიული შეხვედრის ისტორია წარსულს ჩაბარდა. გამახსენდა ნორტფორდში ჩამოფრენისა და ჯეიმის გაცნობის დღე. ის პირველი ემოციები, რომელიც მისი დანახვისთანავე დამეუფლა. გამახსენდა ჩემი დიდი და უამრავი ტანსაცმლით გატენილი ჩემოდანი, რომელსაც აეროპორტის გასასვლელამდე ჯეიმი ელეგანტური მოძრაობით მიასრიალებდა, მე კი დაბნეული უკან მივყვებოდი ჩემთვის სრულიად უცნობ ბიჭს. გამახსენდა ტაქსიში ჩაჯდომის მომენტი და ჯეიმის ღიმილიანი თვალები, როდესაც გაიგო, რომ ამიერიდან ერთმანეთის მოპირდაპირე სახლებში ვიცხოვრებდით.

ახალმა აგურისფერმა შენობამ კი ჯეიმისთან ერთად ეს მოგონებებიც წამართვა. მასთან ერთად წაშალა ჩვენი ყოველდღიური, მოულოდნელი და დაუგეგმავი შეხვედრები. ფანჯრიდან გახედვისას ჯეიმის ვეღარ მოვკრავდი თვალს, ვერც სტუდიისკენ მიმავალს გადავეყრებოდი ქუჩაში შემთხვევით და ვერც იმის წარმოდგენით დავიძინებდი, რომ ჯეიმი ჩემგან მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო…. სიზმრების სამყაროში გადანაცვლებამდე ჩემსავით ღრმა ფიქრებში გართული…

როგორც აღმოჩნდა, იმ ერთი კვირის განმავლობაში, როცა ჯეიმის არ ველაპარაკებოდი, ის ახალი ბინის ძიებით იყო დაკავებული. გასაღები საბოლოოდ დღეს გადასცეს და ხვალიდან უკვე ოფიციალურად ამ აგურისფერი სახლის მაცხოვრებლების სიაში ჩაეწერებოდა. მითხრა, რომ იმ პერიოდში ძალიან სჭირდებოდა განმარტოვება, თან ეს სახლი ცეკვის სტუდიასთან უფრო ახლოს იყო და შესაბამისად გზაშიც დიდ დროს აღარ დაკარგავდა. როცა ვკითხე, თუ ბიჭებმა როგორ მიიღეს ეს სიახლე, მითხრა, რომ მხარი დაუჭირეს მის გადაწყვეტილებას, რომ თუ მას განმარტოვებით ერჩივნა ცხოვრება, მაშინ აუცილებლად ასე უნდა მოქცეულიყო.

ჯეიმის ახალი სახლი მყუდრო იყო, თანამედროვე სტილში, ხისფერი ავეჯით გაწყობილი. დიდ ოთახში ერთი კედელი აგურის იყო, დანარჩენი კედლები კი თეთრი. სახლი მყუდრო იყო, მაგრამ ამავდროულად უსიცოცხლო. მეპატრონის ხელი ჯერ არ ეტყობოდა, არც რაიმე პირადული იყო აქ გამოფენილი და ვერც არეულობას შეამჩნევდით. სრული ქაოსი და მიმოფანტული ნივთები კი ჩემ მოპირდაპირე, ჯეიმის უკვე ყოფილ, სახლში იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ იყო.

ქურთუკი გავიხადე, ჯეიმიმ გამომართვა და საკიდზე დაკიდა. ბედნიერი ჩანდა, მივხვდი, რომ მოსწონდა თავისი ახალი სახლი. მე არ მინდოდა იმედგაცრუება შემტყობოდა, ამიტომ უბრალოდ ვუთხარი, რომ არჩევანი კარგ ბინაზე შეაჩერა.

ვაკვირდებოდი დიდ ოთახს, სამზარეულოს და ვფიქრობდი რა მოგონებებს დააგროვებდა ეს სახლი… ვიქნებოდი თუ არა მეც ამ მოგონებების ნაწილი, თუ ეს იქნებოდა ჩემი პირველი და ბოლო მოგონებაც ამ სივრცეში…

სამზარეულოს კედელზე ერთადერთი ნახატი ეკიდა, ფიგურებს ფორმები არ ჰქონდათ, მაგრამ თვალისთვის სასიამოვნო ფერთა გამამ ჩემი ყურადღება მიიქცია და ჩაფიქრებული უცნობი ხელოვანის ნიმუშს ვათვალიერებდი. ამ დროს ზურგზე ჯეიმის სუნთქვა ვიგრძენი, უკნიდან ხელები წელზე შემომხვია და თავი მხარზე დამადო. გავშეშდი, ამერად მართლა გავშეშდი და როცა ჯეიმის ცხვირის შეხება კისერზე ვიგრძენი, შევიშმუშნე და სიცილი ამიტყდა.

-კისერზე კოცნა როგორც მივხვდი არ გიყვარს. – ჯეიმის კვლავ ჩემს წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული, მე კი უაზროდ ნახატს მივჩერებოდი.

-აჰამ. გამოიცანი.

-მოდი, რაღაც უნდა გაჩვენო. – ხელები გამიშვა, მისკენ შემომატრიალა და სანამ იმ რაღაცას მაჩვენებდა, თავისთან ახლოს მიმწია და ტუჩებში მაკოცა. ტვინში კვლავ განგაშის სიგნალები ჩაირთო, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რომ ის რაც ხდებოდა, ჩემ თავს ხდებოდა… კოცნა ცოტახნიანი, მაგრამ ვნებიანი იყო. ჩვენი სუნთქვა ერთმანეთში აირია და მეგონა ყველა ის ენერგია ავინაზღაურე, რაც მთელი კვირის განმავლობაში დავკარგე. მინდოდა მის თმებში შემეცურებინა ხელი, თუ მეტი გამბედაობა მექნებოდა შავი ჰუდიც კი გამეხადა მისთვის და კიდევ ბევრი, ბევრი რამე. მაგრამ ამის მაგივრად, ხელები ძირს მქონდა ჩამოშვებული და უბრალოდ ჯეიმის ვემორჩილებოდი. რომ სცოდნოდა რასაც ვფიქრობდი, დაახლოებით მაინც რომ წარმოედგინა რა ტრიალებდა ჩემს გონებაში, სავარაუდოდ უარს არ მეტყოდა და დამეხმარებოდა ჩემი ფიქრების განხორციელებაში.

იმდენად მიზიდავდა, რომ მეგონა დიდი შავი ხვრელი იყო, რომელიც ჩემ არსებობას თითოეულ შეხებასთან ერთად შთანთქავდა, მაგრამ საბედნიეროდ ჯეიმიმ კოცნა შეწყვიტა, თმა ყურზე გადამიწია და ჩემი გაფართოებული თვალებიდან მზერა აივნისკენ გადაიტანა.

მხოლოდ ეხლა შევამჩნიე, რომ დიდ აივანს სანთლების მბჟუტავი შუქი ანათებდა. აივნის ცენტრში პატარა მრგვალი მაგიდა იდგა, აქეთ იქით კი ხის ორი სკამი. ისედაც ემოციურად ვგრძნობდი თავს და ახლა როცა დავინახე და წარმოვიდგინე თუ როგორ იწვალა ჯეიმიმ ამ პატარა მაგიდის გაწყობისთვის, გული შემეკუმშა და მინდოდა ჩავხუტებოდი.

-აჰ, ეგრე ნუ უყურებ. – უცბად მითხრა და ჩაეცინა.

-როგორ ეგრე? – გამეცინა და მივხვდი, რომ ხმამაღლა წამოვიძახე.

-შედეგით არ ვარ კმაყოფილი, უკეთესად გაწყობაც შეიძლებოდა… მაგრამ… მგონი ყველაფერია, რაც შენ გიყვარს. – ხელით თმა აიჩეჩა, დაბნეული იყო, მგონი პირველად.

-საყვარელი ხარ. – ვუთხარი და ჩავეხუტე. არ მინდოდა ხელის გაშვება, მაგრამ შემწვარი ქათმის ფრთები ისე მიყურებდნენ, ვერ მოვითმინე და მაგიდასთან მოვკალათდი.

ჯეიმიმ წითელი ღვინო ჩამოასხა ჭიქებში, თან ტელეფონით აივნის კუთხეში მდგარ დინამიკს დაუკავშირდა და დაბალ ხმაზე მუსიკა ჩართო. თითოეულ მოძრაობას ღიმილით აკეთებდა, მეც ვერ ვიკავებდი თავს და რამდენჯერაც მას ვუყურებდი, მეღიმებოდა.

-ვგიჟდები. – ვუთხარი და პირი მოურიდებლად სუშით გამოვიტენე.

-ჰო, ვიცი. – ისევ ჩაეცინა, ღვინო მოსვა და უბრალოდ მიყურებდა.

-მარტო მე უნდა მიყურო? – ლუკმა გადავყლაპე და ძლივს ვუთხარი.

-ჰო, კარგი სანახავი ხარ. – გამიღიმა და მზერა ერთი წამითაც არ მომაშორა.

-ცუდია, ჩემი მეზობელი რომ აღარ იქნები. – ვუთხარი და მეც ღვინო მოვსვი.

-სამაგიეროდ, უფრო მეტი ვიქნები, ვიდრე მეზობელი. – მითხრა და მუცელში სითბო ვიგრძენი.

-ჯეიმი.. – თავს ძალა დავატანე, რომ მეთქვა.

-ჰოუ.

-მანქანაში გითხარი, რაღაცის კითხვა მინდა-მეთქი…

-მკითხე. – კისერი დაატკაცუნა და ამჯერად სერიოზული სახით შემომხედა.

-ხომ არ ფიქრობ… – ჩემს თეფშს დავხედე და ისე დავასრულე წინადადება – ხომ არ ფიქრობ, რომ ვიჩქარეთ?

-რას გულისხმობ?

-მე და შენ…ფიქრობ, რომ ესე… ერთად უნდა ვიყოთ? – სავარაუდოდ ღვინომ შემმატა თავდაჯერებულობა, თორემ ამას პირდაპირ ვერ ვკითხავდი.

-შენ არ ფიქრობ? – წარბები შეჭმუხნა. ეგონა მე ვიყავი წინააღმდეგი, სინამდვილეში კი იმის გაგების მეშინოდა, რომ ჩემთან ერთად ყოფნის გადაწყვეტილება იმპულსურად მიიღო.

-მე ვფიქრობ და… დიდი ხანია ვფიქრობდი. თითქმის ყოველთვის მომწონდი, ვერ ხვდებოდი ამას? – ჩამეცინა და მალე ენას კბილს თუ არ დავაჭერდი, კიდევ ბევრი სისულელე წამომცდებოდა.

-ჰო… არ ვიცი. ალბათ, ვერა. – გულახდილად მიპასუხა.

-ვერა? – ვერ შევიკავე და ვკითხე, როგორ ვერ ხვდებოდა, როცა ყოველი მისი ნათქვამი სიტყვა სახეზე მაწითლებდა.

-სულ რაღაცნაირ დისტანციას ინარჩუნებდი.. კონტაქტზე გამოსვლის ინიციატორიც ნაკლებად იყავი. – მითხრა და გამახსენდა, რომ იგივე ადრეც ჰქონდა ნათქვამი. აი იმ დღეს, ფეხ მოტეხილი საწოლში რომ იწვა.

-დისტანციას არ ვინარჩუნებდი… უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.

-ვიცი… მეც არ ვიცოდი.. არ მინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმით თავი უხერხულად გეგრძნო.

-დღეს მაიკლი იყო ჩემთან. – არსაიდან წამოვროშე და მინდოდა ჩემი თავისთვის მაგრად შემომელაწუნებინა ხელი.

-მაიკლი? – სახე გაუმკაცრდა, მაგრამ ვიცოდი ამ წუთას ჩემზე უფრო ბრაზდებოდა, ვიდრე მაიკლზე.

-მაღაზიაში დამპატიჟა, რაღაცებს ვყიდულობდი და მერე…. სახლში შემოვიპატიჟე.

-გასაგებია. უნივერსიტეტში რა ხდება, მომიყევი. – თემა მაშინვე შეცვალა და ღვინო ჩამოასხა თავის ჭიქაში.

-ვფიქრობ, აჯობებდა, რომ შენთვის მეთქვა.

-ელ, გასაგებია. – მოთმინებას კარგავდა და არ ვიცოდი ასე რატომ ბრაზდებოდა.

-ვფიქრობ, თუ უკვე დავიწყებთ რაღაც პრობლემებზე ლაპარაკისთვის თავის არიდებას, მერე უფრო ბევრი დაგროვდება. – საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, მაგრამ ვიცოდი ჯეიმისთან გულახდილად საუბარი ყოველთვის მიადვილდებოდა.

-და რომელ პრობლემას განვიხილავთ ამჯერად? – ჭიქა მაგიდაზე დადო და მწველი მზერით შემომხედა.

-ჯეიმი…

-ელინეარ, გისმენ. თუ პრობლემების განხილვის ხასიათზე ხარ, შეგიძლია დაიწყო. – ჩემი სრული სახელი წარმოთქვა და ვიგრძენი, რომ ჩემსავით ძალიან დაძაბული იყო.

-კარგად იცი რატომაც გეუბნები ამას… და მინდოდა, რომ გცოდნოდა. მეტი არაფერი. – ხელები მაგიდის ქვეშ წავიღე და ერთმანეთს მოვუჭირე.

-ჰო, მესმის…. ამის დედაც.. პრობლემა ბევრია ელ, ძალიან, ძალიან ბევრი. – ხელით თმა უკან გადაიწია და სადღაც შორს სივრცეში გაიხედა.

-ხოდა ვილაპარაკოთ. დრო ბევრი გვაქვს.

-შენ ვერც წარმოიდგენ დღეს…. როგორ ცუდად ვიგრძენი თავი.

-მაპატიე, თუ… – მეგონა ჩემი და მაიკლის შეხვედრას გულისხმობდა.

-არა, შენ რა უნდა გაპატიო… გული მწყდება, რომ დღეს ამ დრომდე ვერ გნახე, ვერც კი დაგირეკე… ხანდახან მინდა, რომ ორი სხეული მქონდეს, ერთი შენ დაგითმო, მეორე კი საქმეებს.

-ცეკვას გულისხმობ? – პირდაპირ ვკითხე.

-ჰო… დღეს.. დღეს ძალიან დატვირთული და მძიმე დღე იყო. – ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და სევდიანი თვალებით შემომხედა.

-მომიყევი, აქ მაგისთვის ვარ.

-არა…  ჯობია კარგ რაღაცებზე ვილაპარაკოთ. კარგი? – თვალებით მემუდარებოდა, რომ ამ თემისთვის გვერდი ამექცია, მაგრამ რაღაცნაირი ძალა მკარნახობდა, რომ ჯობდა აქვე მომესმინა მისი სადარდებელი.

-სანამ შენ რაღაც გაწუხებს და მე ვერ გავიგებ ეს რაღაც რა არის, იქამდე კარგ რაღაცებს ვერ მოვისმენ.

-ბევრი რაღაც მაწუხებს და ამაზე ლაპარაკი დიდ დროს წაიღებს.

-ჯეიმი…

-ისიც არ ვიცი რა უნდა გითხრა… უბრალოდ… ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს და არ მინდა, რომ ამის გამო ყურადღება მოგაკლო… უკვე მოგაკელი და ეს მაწუხებს.

-არაუშავს, დღეს ხომ გნახე, რაც მთავარია.

-იმის მაგივრად, რომ მთელი დღე შენთან ერთად გამეტარებინა სტუდიაში შევრჩი … ფეხის გამო ძალიან ჩამოვრჩი ბევრ რამეს და არ…

-ჯეიმი, მესმის… მართლა, ვერ ვხედავ ამაში პრობლემას.

-დღეს წესით მე უნდა გამეტარებინა შენთან ერთად საღამო…

-მერე.. ხომ ერთად ვატარებთ… – დამშვიდება ვცადე.

-არა, იცი რასაც ვგულისხმობ…

-ხოდა მეტჯერ აღარ განმეორდება, თუ ეს ფაქტი გაწუხებს…

-არ ვიცი… ტვინი არეული მაქვს… მგონია, რომ – რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამ დროს დინამიკებში მუსიკა ტელეფონის ზარმა შეცვალა, და ჯეიმიმ ეკრანს დახედა, ყურადღებით წაიკითხა ზარის ადრესანტის სახელი, მერე დაბლოკა და შემომხედა.

-უპასუხე. – ვუთხარი. ჯეიმი დაფიქრდა, მერე თავი დამიქნია და ტელეფონი ყურზე მიიდო.

-გისმენ. – თქვა, ფეხზე წამოდგა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო.

წარმოდგენა არ მქონდა ამ დროს ვინ ურეკავდა, ან რას ეუბნებოდა, მაგრამ ფაქტია, ჯეიმის დიდად არ ესიამოვნა იმის მოსმენა, რაც ჩემთვის უცნობმა ადამიანმა უთხრა.

-შენ საიდან გაიგე? …. ჰო, ეგ უკვე ჩავლილი ამბავია. – ისევ მოაჯირთან იდგა და მეორე ხაზის დაუსრულებელ ლაპარაკს უსმენდა.

-მერე დაგირეკავ კარგი? მე ვიღებ გადაწყვეტილებას და მორჩა. – ასე უხეშად საუბარი ჯეიმისგან პირველად მოვისმინე, ცხადია გამორიცხული იყო არ მეკითხა თუ ვის ელაპარაკებოდა, ამიტომ მორიდება და პირად სივრცეში შეჭრა გვერდით გადავდე და ვკითხე :

-ვინ იყო?

-ვენდი. – მიპასუხა და ისევ სკამზე მოკალათდა. გული ორ ნაწილად გამეყო. ვიცოდი, მათ არანაირი რომანტიული წარსული არ აკავშირებდათ, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა ღამის პირველ საათზე რომ ასე მოურიდებლად დაურეკა. ჩემი ინიციატივით ასე გვიან მეც კი არ დავურეკავდი ჯეიმის…

-გასაგებია. – ღვინო მოვსვი და სკამიდან წამოდგომა მომინდა..

-ვენდი ჩვენ კოპმანიაში ცეკვავს… ამასთან დაკავშირებით მკითხა რაღაც.

-აჰამ… რაღაც შემცივდა… შიგნით რომ გადავინაცვლოთ, შეიძლება? – მეც სხვა თემაზე გადავიტანე ყურადღება.

-შეიძლება, ოღონდ იცოდე, ჯერ არსად არ გიშვებ.  

***

მე და ჯეიმიმ დიდ ოთახში გადავინაცვლეთ, აივნის კარები ღია დავტოვეთ და ღვინის ჭიქით ხელში დიდ სავარძელზე ერთმანეთის პირისპირ მოვკალათდით. ჯეიმიმ პლედი მომახურა, სითბო მესიამოვნა და ცოტახანს ორივე გავჩუმდით. მინდოდა უფრო დეტალურად გამეგო ვენდიმ ჯეიმის რასთან დაკავშირებით დაურეკა, თუმცა  ვიცოდი, რომ საეჭვიანო არაფერი იქნებოდა. ვენდის არა, მაგრამ ჯეიმის ძალიან ვენდობოდი. ცნობისმოყვარეობის ამბავი უფრო იყო აქ, ვიდრე ეჭვიანობის, ამიტომ იმედი მქონდა ჩემს კითხვებს პასუხი დრო და დრო თავისით გაეცემოდა.

მალე დუმილი მე დავარღვიე და ვკითხე :

-მომიყევი რას შვებოდი, სანამ გაუჩინარებული იყავი… – ჯეიმი მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო, ღრმად ამოისუნთქა და მიპასუხა :

-ის ერთი კვირა მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს…ყველაფერი ერთად მოხდა… შენ, ფეხის ამბავი… მოკლედ არ მეგონა მალე თუ შევძლებდი ვარჯიშის გაგრძელებას ან შენთან დალაპარაკებას… შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მეგონა სულიერად გავნადგურდი. დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი, თითქოს ორი მთავარი ძალა დავკარგე, გესმის? – თავი ამოსწია და მე შემომხედა.

-კი, მესმის…

-ამის მიუხედავად, მაინც ბევრს ვვარჯიშობდი.. ვიცოდი არ შეიძლებოდა, მაგრამ სხეული თუ მოადუნე მერე ყველაფერს ჩამორჩები.. მე კი ჩამორჩენას ვერ ვიტან.

-ესეიგი ის ერთი კვირა თავი მაინც დაიტვირთე…

-კი.. ყველაფერი ცუდად გამომდიოდა, მაგრამ დანებება არ არის ჩემი ძლიერი მხარე. ღამე რამდენჯერმე გამეღვიძა კიდეც, მინდოდა შენ დაგლაპარაკებოდი, მაგრამ არ შემეძლო.. არ ვიცოდი ეს ენერგია სად წამეღო და სტუდიაში მივდიოდი. ერთხელ იმდენად დამეზარა უკან სახლში გამობრუნება, რომ იქ დავრჩი.

-ეგ არ ვიცოდი… უნდა დაგერეკა.

-ჰო, ალბათ… გიკვირს ხო, ამდენს ცეკვაზე რომ გელაპარაკები? – მკითხა და ჩაეცინა.

-არა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან გიყვარს შენი საქმე. – მუხლები მოვკეცე, ხელები მჭიდროდ შემოვხვიე და ყურადღებით ვუსმენდი. ვიცოდი რაღაცის თქმას ცდილობდა და არ მინდოდა ბევრი ლაპარაკით ეს მომენტი გამეფუჭებინა. ისედაც მსმენელი უკეთესი ვიყავი, ვიდრე მოლაპარაკე.

-კი, ძალიან. ცეკვა ბევრად უფრო მეტია ვიდრე საქმე… ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ ხანდახან ხელს მიშლის რაღაცებში.

-ბავშვობიდან ესე იყავი? – დავინტერესდი.

-კი.. როგორ აგიხსნა, ემოციების გადმოცემა ხანდახან მიჭიდა… განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. – ჩაახველა და განაგრძო – ცეკვა კი ამ ემოციებისგან განთავისუფლებაში მეხმარებოდა, ახლაც მეხმარება.. ხანდახან გინდა რაღაცები მარტო შენთვის შეინახო, ამას კი არც ლაპარაკი შველის, არც ბევრი ფიქრი ან წერა, მხოლოდ ცეკვა. მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, რომ ყველაფერი წესრიგში და თავის ადგილზეა… ყველანაირი დარდი მავიწყება და იმ მომენტით ვცხოვრობ. დამღლელი და დაუსრულებელი ვარჯიშებიც კომფორტის ზონაა ჩემთვის.

-შენი მშურს, მინდა მეც მიყვარდეს რამე ასე ძალიან.. ხანდახან მგონია, რომ მიზანი არ მაქვს და დინებას მივყვები. – მხრები ავიჩეჩე და ღვინო ჩავცალე.

-შეიძლება ეგრეც ჯობია… სამაგიეროდ მოულოდნელი ბედნიერებები შეგხვდება გზაზე, ამაში დარწმუნებული ვარ. – თბილად გამიღიმა და ისევ რაღაცაზე ჩაფიქრდა.

-ჰო, შეიძლება.

-ეველინს ჩემზე მეტად უყვარდა ცეკვა.. – ჯეიმი მე არ მიყურებდა, ერთ წერტილს მიაშტერდა და სანამ ვკითხავდი, თუ ვინ იყო ეველინი გააგრძელა :

-დიდი მიზნები ჰქონდა დასახული.. თანამედროვე ცეკვის ხელოვნებას ეუფლებოდა და ყველგან და ყველაფერში პირველი იყო. მისი შემყურე მეც მინდებოდა პირველობა, მინდოდა მეც იმდენ ადამიანს ვყვარებოდი, რამდენსაც ეველინი უყვარდა.. აუცილებლად სამყაროს დაიპყრობდა მეტი დრო რომ ჰქონოდა.. – უცბად ხმა ჩაუწყდა, ნესტოები ოდნავ გაებერა და სუნთქვა გაუხშირდა.

სკამიდან წამოვიწიე, მივუახლოვდი და ხელი მხრებზე შემოვხვიე, არ ვიცოდი ვისზე ლაპარაკობდა, მაგრამ ფაქტია, რაღაცას ძალიან განიცდიდა.. მთელი სხეული უკანკალებდა… არ მინდოდა უადგილო კითხვა დამესვა, ამიტომ მას დაველოდე.

-ეველინი ჩემი და არის.. ჩემზე 3 წლით უფროსია.. მაგრამ სამწუხაროდ, უკვე 10 წელია დაბადების დღის ტორტზე სანთლები არ ჩაუქვრია.. წელს 26 წლის გახდებოდა. – დავინახე თვალზე ერთი ცრემლი ჩამოუვარდა, ხელით სწრაფადვე მოიწმინდა და მზერას ისევ არ მისწორებდა.

-ჯეიმი…არ ვიცოდი…  ძალიან ვწუხვარ… – სახეზე ნაზად დავადე ერთი ხელი და ჩემკენ გამოვახედე. -არ მომწონს ასეთს, რომ გიყურებ. – ვუთხარი და წარმოდგენა არ მქონდა სხვა რა უნდა მეთქვა მისთვის. ჯეიმის სევდიანად გაეღიმა, თავი ქვემოთ ჩახარა და ვიცოდი, ემოციების მოთოკვა ძალიან უჭირდა.

-ბიჭების გარდა, არავინ იცის… მძიმეა ამ თემაზე საუბარი… მაგრამ, მინდოდა …. გცოდნოდა.

-თუ გინდა, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. – ამჯერად ხელი ჯეიმის თბილ ხელს ჩავკიდე, როგორ მინდოდა მისი ტკივილი ცოტახნით მაინც გამექრო….

-არა. მეტს ამაზე აღარ ვილაპარაკებ.. არ მინდა ჩემი ტკივილით ვინმე დავამძიმო… სახლში ეველინზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ. დედაჩემი თავს იტყუებს, რომ ყველაფერი ძველებურადაა.. არ უნდა იმის დაჯერება, რომ შვილი დაკარგა. ექიმებმა თქვეს, ეს დეპრესიული ფონი მალე გაივლისო, მაგრამ არაფერი შეცვლილა… მამაჩემი სახლიდან წავიდა… ვეღარ გაუძლო ამ რეალობაში ცხოვრებას…. დედაჩემთან სამუდამოდ მეც ვერ დავრჩებოდი, მაშინ მთელი ცხოვრება მძიმე წარსულში ჩარჩენილს უნდა გამეტარებინა და ეს აუცილებლად ბოლოს მომიღებდა. დაახლოებით 18 წლიდან უკვე დამოუკიდებლად ვცხოვრობ… ბიჭები ძალიან დამეხმარნენ ფეხზე წამოდგომაში.. განსაკუთრებით დინი და მაიკლი…. არ ვიცი როგორ შეძლეს, მაგრამ იმედი მომცეს და მიმართულება უკეთესი ცხოვრების დაწყებისთვის.. დედაჩემს დღემდე ხშირად ვაკითხავ ნაითვილში და ვნახულობ..მაგრამ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი…  თვითმფრინავში რომ შეგხვდი, იმ დღეს სწორედ სახლიდან ვბრუნდებოდი.. რომ დაგინახე როგორ მორიდებით იჯექი სავარძელში, ფანჯრის კუთხეში ჩამალული, შენთან დალაპარაკება მომინდა.. და არ შევცდი. იმდენად დადებითი აურა წამოვიდა შენგან, რატომღაც მაშინვე ეველინი გამახსენდა.. მასაც ძალიან ეშინოდა ფრენის, გასტროლების გამო ხშირად უწევდა მოგზაურობა, მაგრამ თვითმფრინავს მაინც ვერ შეეგუა… – ეს თქვა და ჩაეცინა, თითქოს თვალწინ გადაურბინა წარსულის მოგონებებმა.

-თქვენი სახელებიც რაღაცნაირად ერთმანეთს ჰგავდა… ეველინიც შენსავით სუფთა ადამიანი იყო.. მე კი მგონია, რომ ასეთ ადამიანებს იშვიათად ვხვდებით ცხოვრებაში. მინდოდა უკეთ გამეცანი.. თავიდანვე გეტყობოდა ზედმეტად მორიდებული და მორცხვი რომ იყავი… იმასაც მივხვდი, რომ ლაპარაკს მარტივად არ გამიბავდი და  ამან კიდევ კიდევ უფრო გამიმძაფრა შენთან დაახლოების სურვილი. – ამჯერად ცერა თითი ნაზად გადაუსვა ჩემ ხელს… ჩემ თითებს აკვირდებოდა და თავის გაკონტროლებას ცდილობდა, რომ ლაპარაკი მშვიდად გაეგრძელებინა.

-ეველინი ყოველთვის ჩემზე ზრუნავდა. ყველას უკვირდა ასე ჰარმონიულად როგორ ვცხოვრობდით. თითქმის არაფერზე არ ვჩხუბობდით და თუ ვინმე მკითხავდა ჩემი საუკეთესო მეგობარი ვინ იყო, აუცილებლად ეველინს ვუპასუხებდი. მეამაყებოდა ასეთი და რომ მყავდა..   ცეკვას მასწავლიდა და სულ იმას მეუბნებოდა, რომ მასზე დიდი მომავალი მე მელოდებოდა. თითქოს შინაგანად იცოდა, რომ ბევრი დრო არ ჰქონდა დარჩენილი. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემზე გაცილებით ნიჭიერი იყო და უბრალოდ მანუგეშებდა… მაგრამ იმდენს ნიშნავდა მისი თითოეული სიტყვა ჩემთვის, რომ მერე მეც დავიჯერე და უფრო სერიოზულად მოვეკიდე ცეკვას.

ბევრი რამე დავგეგმეთ ერთად, ვთქვით, რომ ბევრ ფულს ვიშოვიდით და უკეთეს სახლში გადავიდოდით საცხოვრებლად. მეც მინდოდა სამაგალითო ძმა ვყოფილიყავი მისთვის. მინდოდა, რომ ჩემი იმედი ჰქონოდა და ისიც კარგად სცოდნოდა, რომ თუ მას ვინმე ოდესმე ცუდად მოექცეოდა, პასუხს ჩემ წინაშე აუცილებლად აგებდა.

სამწუხაროდ, ბევრი რამე ვერ შევძელი… თითქმის ვერაფერი მოვასწარი.. კიდევ რამდენ რამეზე უნდა გველაპარაკა… შენზე აუცილებლად მოვუყვებოდი… – თვალებში შემომხედა… ვუყურებდი და ვხედავდი რამდენ რამეს იტევდა ეს თვალები, რამდენი რამე ექნებოდა უკვე ნანახი… ვიცოდი, ძალიან უჭირდა ამ თემაზე ლაპარაკი, ამიტომ უბრალოდ თავს ვუქნევდი და ველოდებოდი, როდის გააგრძელებდა საუბარს.

– 16 წლის ვიყავი ეველინი ავარიაში რომ მოყვა. ცეკვა მთელი არსებით უყვარდა, მაგრამ ერთი ბიჭი ცეკვაზე მეტად შეუყარდა. დასახული მიზნები გვერდით გადადო და დედას უმტკიცებდა, რომ მისთვის ეს ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ოქროს მედლები და ჯილდოები…

დედა ძალიან ბრაზდებოდა, ამ ბიჭთან შეხვედრებს უკრძალავდა და სულ იმას ეუბნებოდა, რომ დრო ასეთ სისულელეებში არ უნდა დაეკარგა. ერთ დღეს ისევ იჩხუბეს, ეველინი ძალიან გაბრაზდა, ასეთი გაბრაზებული არასდროს მახსოვს, ჩემ დაძახებულზეც კი არ მოიხედა უკან, სახლის კარები მოიჯახუნა და იმ ბიჭის მანქანაში ჩაჯდა.

ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე როგორ მიეფარა თვალს შავი მანქანა და მასთან ერთად ეველინიც. იმის მერე აღარ მინახავს და ხანდახან დედასავით მეც მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვერასდროს ვეღარ ვნახავ….

***

მე და ჯეიმი ასე კიდევ დიდხანს ვისხედით.. ვიზიარებდი მის გულის ტკივილს და წარსულს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი მსმენოდა. თვალზე ცრემლი ხშირად მადგებოდა, მაგრამ არ მინდოდა მასთან ამის შემჩნევა. ჯეიმი გამომიტყდა, რომ ცეკვის მიმართ მისი ასეთი დიდი სიყვარული ეველინის დამსახურება იყო.. რომ ეს ერთადერთი გზა იყო, რომელიც მას საკუთარ დას ახსენებდა და წარსულის ბედნიერ მოგონებებს აცოცხლებდა. უნდოდა ეველინის იმედები გაემართლებინა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოევლინა.. ეველინის ტრადიცია ჯეიმიმ გააგრძელა და ყოველ ახალ ქვეყანაში მოგზაურობის დასრულების შემდეგ სახლში ახალი სუვენირი დედასთვის მიჰქონდა.. ჯეიმის დედას კი დღემდე ჰგონია, რომ ამ სუვენირებს ეველინი გზავნის და მათ გარდაცვლილი გოგონას ოთახში, დამტვერილ თაროებზე ათავსებს.

ჯეიმიმ იცის, თუ ცეკვას თავს დაანებებს განადგურდება. მასშიც ჩაკვდება ის მთავარი ნაპერწკალი, რომელიც სიცოცხლის სურვილს უღვიძებს. ჯეიმის კი ძალიან უყვარს სიცოცხლე, იმდენად უყვარს, რომ ცეკვის საშუალებით ეველინის მაგივრადაც აგრძელებს სიცოცხლეს.

ძალიან სუფთა ადამიანია ჯეიმი. მგონია, რომ თუ ადამიანის სული არსებობს, მისი განსაკუთრებით კაშკაშა და ფერადი იქნება.. ისეთ დადებით ენერგიას ასხივებს, ვინც არ უნდა შეხედოს ან დაელაპარაკოს, აუცილებლად კარგ ხასიათზე დადგება. მეგონა ბევრი რამე ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ თურმე რამდენი არ მცოდნია…. ჩემი ვარსკვლავით კაშკაშა ჯეიმი სინამდვილეში განადგურებული იყო. არ უნდოდა ამის აღიარება საკუთარ თავთან, მაგრამ ვიცოდი, დედამისის მსგავსად მასაც დღემდე თან დაჰყვებოდა ეს დიდი ტრაგედია. ძნელია წარსულს სამუდამოდ დაემშვიდობო ან ის ტკივილი დაგავიწყდეს, რომელმაც მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.. მოულოდნელი ტკივილი კი, ალბათ, ყველაზე მწარეა. ახალ რეალობასთან შეგუება ასეთ დროს განსაკუთრებით გვიჭირს და რამდენადაც არ უნდა ეცადო, რეალურად ვერასდროს შეეგუები.

არასდროს მჯეროდა იმის, რომ დრო ყველაფრის მკურნალია.. ჯეიმის ისტორიის მოსმენამ კი ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. დრო არაფერს კურნავს, უბრალოდ სიმძაფრეს აკარგვინებს მოვლენებს… ტკივილი დროსთან ერთად ზოგჯერ გვავიწყდება, მაგრამ რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხანდახან ეს განცდაც გვენატრება და მის გაცოცხლებას წარსულის მოგონებებში ზედმეტი ხელის ფათურით ვცდილობთ. განსაცდელს ყველა სხვანაირად უმკლავდება, ჯეიმიმ კი მთავარ იარაღად ცეკვა აირჩია. ეს უდიდესი ტკივილი შთაგონების წყაროდ ექცა, ნიჭი უფრო გაღვივდა და დანიშნულება მიეცა.

ძალიან მიყვარდა ჯეიმი.. იმ საღამოს კი მივხვდი, რომ სიცოცხლის ბოლომდე მეყვარებოდა.

***

-შემოთავაზებაზე უარი ვთქვი… ვენდიმ ამიტომ დამირეკა. – ჯეიმის სიტყვებმა გამომაფხიზლა, თავი მისი მხრიდან ავწიე და ვკითხე :

-რა შემოთავაზებაზე?

-რამდენიმე კვირის წინ… სტუდიაში ერთი სახელგანთქმული კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ.. მოცეკვავეებს აფასებენ და თუ რომელიმე მოეწონებათ მთელი წლით უფინანსებენ თანამედროვე ცეკვის აკადემიაში სწავლებას..

-მერე? – ამჯერად სავარძელში გავსწორდი და ვგრძნობდი გული თავიდან მიჩქარდებოდა.

-მე ამარჩიეს. დღეს დამიკავშირდნენ… მაგრამ უარი ვუთხარი.

-რატომ? – მეტის თქმა ვერ შევძელი.

-არ ვიცი… არ მინდა ბიჭებმა ცუდად მიიღონ ეს ამბავი… შენი დატოვებაც არ შემიძლია.

-ვენდიმ საიდან გაიგო? – გაშლილი თმები მარცხენა მხარეს გადმოვიგდე და ჭიქაში დარჩენილი ღვინის წვეთები ჩავცალე.

-სტუდიაში მისულა დღეს და იქ უთქვამთ, რომ …. მე ამარჩიეს.

-მერე? ამხელა შესაძლებლობას ხელიდან ესე მარტივად გაუშვებ? – მიჭირდა ამ წინადადების წარმოთქმა, მაგრამ მისთვის აუცილებლად უნდა მეთქვა.

-უკვე გავუშვი.. გადაფიქრებას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, ვენდიმ რატომ დამირეკა…

-ალბათ, გითხრა, რომ სისულელეს აკეთებ, ხო? – ვუთხარი და პლედი გვერდით გადავდე.

-ჰო, დაახლოებით. – ჩაეცინა, სავარაუდოდ საუბრის დროს ბილწ სიტყვებსაც არ დაიშურებდა ვენდი.

-ვეთანხმები. – ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.

-ვენდის ეთანხმები? – ჯეიმის გაეცინა, ისიც ფეხზე წამოდგა და აივნის კარები მიხურა.

-კი, ამჯერად ვეთანხმები.

-კარგი, ეს თემა გავატაროთ. არ გინდა, დარჩი ჩემთან. – მომიახლოვდა და ხელები ჩამკიდა. მომაჯადოვებელი სუნი ჰქონდა და იმდენად სიმპატიური იყო, მეც მიკვირს როგორ შევძელი წონასწორობის შენარჩუნება და შემდეგი სიტყვების წარმოთქმა :

-ჯეიმი, უნდა დათანხმდე.

-რა? – წარბები შეჭმუხნა.

-ჰო, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა… მერე ძალიან ინანებ.

-მე იმას უფრო ვინანებ, შენ, რომ დაგკარგო, ამიტომ ამ თემაზე მოვრჩით ლაპარაკს. – მხრებზე ხელი დამადო, ცდუნება ძალიან დიდი იყო… მინდოდა მისი ნათქვამი მართლა დამევიწყებინა და ამის მაგივრად საერთო მომავლის გეგმები შემეთავაზებინა, მაგრამ არ შემეძლო.. ჩემს თავს ამის უფლებას ვერ მივცემდი.

-სანამ გვიანი არ არის უნდა დათანხმდე. – ხელები წელზე მოვკიდე, მინდოდა დამერწმუნებინა, რომ შეცდომას უშვებდა.

-ელ, – თავზე შუბლი მომადო, ღრმად ამოისუნთქა და ისევ შემომხედა – ისედაც გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება… ნუ გაართულებ სიტუაციას.. მეგონა გაგიხარდებოდა აქ რომ ვრჩები. – ხელები ძირს ჩამოუშვა და გაბუტული ბავშვივით მოეღუშა სახე.

-შენი აქ ყოფნა გამიხარდება, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენ… მაგრამ… ეს შენი მომავალია ჯეიმი.. ამ შანსზე უარი არ უნდა თქვა.

-ბიჭებიც ვერ გაიგებენ.. – თვითონაც დაბნეული იყო. გულის სიღრმეში უნდოდა, რომ ჩემი დახმარებით სხვა, უკეთესი გამოსავალი ეპოვნა…

-ჯეიმი, – ორივე ხელი ჩავკიდე, მთელი ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი : – ნანახი მაქვს როგორც ცეკვავ… ბევრი არაფერი გამეგება ამ სფეროში, მაგრამ ვიცი, რომ დროა მსოფლიომ გაგიცნოს.. იმდენი ადამიანის გულს შეეხები და გაათბობ…. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა. ნორტფორდი შენ ვერ დაგიტევს, ზედმეტად პატარაა შენი პოტენციალისთვის.. ხომ გახსოვს, სხვების იმედები უნდა გაამართლო და იცი კარგად, ვისაც ვგულისხმობ.. ბიჭები კი აუცილებლად გაგიგებენ.. მთელი ცხოვრება გადაბმულები მაინც ვერ იქნებით, ერთ გზას სამუდამოდ ვერ აირჩევთ.. ესეთი შანსი კი შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში. უნდა გამოიყენო, აუცილებლად უნდა გამოიყენო. – ღრმად ამოვისუნთქე და ვგრძნობდი, რომ მუხლებში ძალა მეცლებოდა. არ ვიცოდი რატომ ვიქცეოდი ასე, არ ვიცოდი რატომ თავიდანვე მხარი არ ავუბი მის გადაწყვეტილებას… რატომ ვწევდი განზე ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და რაც მთავარია, ჩემი ხელით რატომ ვანადგურებდი საკუთარ თავს..

თითქოს მე უნდა მიყვარდეს. მხოლოდ მე უნდა მიყვარდეს ისე ძლიერად, როგორც მიყვარს.. ამხელა გრძნობას ორივე მგონია ვერ შევეჭიდებით. ვერ გავიყოფთ… ვიცი, რომ ასეა… იმდენად მიყვარს ჩემი მეგობარი ჯეიმი, რომ თანახმა ვარ ჩემი ინტერესები გვერდით გადავდო. საუკეთესო მემეტება მისთვის, იმიტომ რომ თვითონ საუკეთესო ადამიანია. ნაცრისფერი დღეები გამიფერადა, ახლა კი სადაც არ უნდა წავიდეს, რამდენი ხნითაც არ უნდა წავიდეს, ვიცი, ეს მოგონებები ყოველთვის გამიფერადებს ცხოვრების გზას.

-მართლა ესე ფიქრობ? – მეკითხება და ვხვდები, რომ თვითონაც ორჭოფობს.

-კი, მართლა ესე ვფიქრობ. – ვეუბნები და სანამ ამეტირება, ვეხუტები. თავს თბილ მკერდზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ. ვიცი, რომ დათანხმდება. დათანმხდება და უკვალოდ გაუჩინარდება ჩემი ცხოვრებიდან.. ეს სახლი კი ამ მოგონებას სამუდამოდ შეინახავს. თვალებიდან გაუაზრებლად ცრემლები ჩამომდის და მის მაიკასაც ვასველებ.. ჯეიმი ხელებს მხვევს, თავზე მკოცნის და ნიკაპით მეყრდნობა. სიკვდილის ტოლფასია იმაზე ფიქრი, რომ ეს ბოლო მშვიდი საღამოა, რომელსაც მე და ჯეიმი ერთად ვატარებთ..

9. გიშრისფერი თმები

შემოსასვლელი კარები დავკეტე, საკეტი ორჯერ გადავატრიალე და სანამ მაიკლისკენ შემოვტრიალდებოდი, ღრმად ამოვისუნთქე.

ჩემგან ოდნავ მოშორებით, უხერხულად იდგა, ხელები კვლავ ჯიბეებში ჩაეწყო და ჩემ მითითებას ელოდებოდა.

– ქურთუკი შეგიძლია აქ დაკიდო. – შემოსასვლელთან განთავსებულ საკიდზე მივუთითე და თან ერთ პარკს დავავლე ხელი, რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე დავდე.

უხერხული სიჩუმე იყო. მხოლოდ ქურთუკის ელვის გახსნის ხმა და პარკის შემაწუხებელი ჭრაჭუნი ისმოდა.

საკუთარ თავზე გავბრაზდი. მე რომ არა, არც მაიკლს ჩავაყენებდი უხერხულ მდგომარეობაში და რაც მთავარია, არც საკუთარ თავს. მისი სახლში შემოპატიჟებით თითქოს მადლობის გადახდა და ერთდროულად ბოდიშის მოხდა მინდოდა წინა კვირას მისი უხეშად დაიგნორების გამო.

ერთი მხრივ, ჩემი საქციელით დინსაც ვუწევდი წინააღმდეგობას. თითქოს ამით იმის დამტკიცება მინდოდა, რომ მისი მითითებების გარეშეც შევძლებდი ადამიანებთან ადეკვატურ კომუნიკაციას. ადეკვატურში იმას ვგულისხმობ, რომ ჩემი კარის მეზობელ მაიკლთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებით სასიყვარულო სამკუთხედის ჩამოყალიბებას ხელს ნამდვილად არ შევუწყობდი.

მაიკლთან ზუსტად იმიტომ მინდოდა დაახლოვება, რომ შემდეგ უხერხული სიტუაცია ნაკლებად ჩამოვარდნილიყო მაიკლსა და ჯეიმის შორის. მერჩივნა მეთვითონ მიმეხვედრებინა, თუკი მართლა მოვწონდი მას, რომ მე და მაიკლს შორის არაფერი გამოვიდოდა. რომ ჯეიმის არ არსებობის შემთხვევაშიც კი მასთან მეგობრობაზე მეტი არაფერი მომინდებოდა… ასე ვფიქრობდი იმ დღეს, მაგრამ ეს ფიქრები ცოტა ჩუმი და ნაკლებად დამაჯერებელი იყო.

– ჩაის ან ყავას შემოგთავაზებ, იქამდე ტელევიზორთან შეგიძლია მოკალათდე. – კვლავ საკიდთან მდგომ მაიკლს მივმართე, რომელიც საყვარელ ღიმილს ვერ იკავებდა თითოეული ჩემი სიტყვის მოსმენის შემდეგ.

– ყავას დავლევ… საყვარელი სახლი გაქვს. – მითხრა და ტელევიზორის სავარძელთან მიახლოვების მაგივრად, მე მომიახლოვდა და სამზარეულოს მაგიდას ცალი ხელით დაეყრდნო.

– ჰო, მიყვარს ეს სახლი. – ზურგი ვაქციე და ჩაიდანში წყალი ჩავასხი.

– დიდი ხანია აქ ცხოვრობ? – მაიკლი ადგილს არ იცვლიდა და უკნიდან მაკვირდებოდა, რაც ჩემს მოძრაობებს კიდევ უფრო უხერხულს ხდიდა.

– კი, თითქმის 4 წელია…

– მერე მარტო არ იწყენ? – ამჯერად მისკენ შევტრიალდი, სამზარეულოს ამაღლებულ სკამზე მივუთითე და მე მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი.

– რას გულისხმობ? – ჩამეცინა და თვალები გავუსწორე. კვლავ მის სახეს და უცნაურად ლამაზ შრამს ვაკვირდებოდი.


– იმას, რომ ძირითადად სახლში მარტო ხარ.. მე ბიჭების გარეშე მარტო ცხოვრება გამიჭირდებოდა. – თქვა და თმები ხელით აიჩეჩა. გიშრისფერი თმა ჰქონდა, ძალიან ბზინავდა და სურვილი გამიჩნდა მეკითხა, რაიმე კონკრეტულ თმის მოვლის საშუალებას ხომ არ იყენებდა ამ ეფექტის მისაღებად..

– ჰო, რავიცი.. სკოლის ბოლო წელს მე და ჩემი მეგობარი ჯეინი ერთად ვგეგმავდით აქ გადმოსვლას. უნივერსიტეტიც ერთი გქვონდა არჩეული და დანარჩენი ცხოვრებისეული გეგმებიც ერთად დავაწყვეთ. მაგრამ ჯეინი სასწავლებლად ნაითვილში წავიდა. მშობლებმა იქაურ უნივერსიტეტში ურჩიეს ჩაბარება, მერე ბენი გაიცნო და… – რაღაცნაირად დავსევდიანდი… ბენი, რომ გამახსენდა. უკეთესი ბიჭი შეეფერებოდა ჩემს საუკეთესო მეგობარს და გული მწყდებოდა ამას თვითონ რომ ვერ ხვდებოდა.


– და? – მაიკლმა წარბები შეჭმუხნა, ეგონა რაიმე შემაძრწუნებელი უნდა მეთქვა მისთვის.

– გათხოვდა. შესაბამისად ამ სახლში მარტო შევრჩი და შეძლებისდაგვარად შევეგუე მარტოობას. – ვუთხარი და ჩაიდნის შემაწუხებელმა ხმამ შემახსენა, რომ წყალი ადუღდა.

– მარტოობა არ არის ცუდი რამე. – უკნიდან მაიკლის ხმა მომესმა. ჩაი ჩამოვასხი ორივე ჭიქაში და პარკიდან პეჩენიები ამოვიღე, რომლის ფულიც მაიკლმა გადაიხადა. მაგიდაზე დავაწყვე ორ პატარა თეფშთან ერთად და კვლავ ჩემს ადგილას მოვკალათდი.

– ვითომ?

– ჰო, ხანდახან საჭიროა მარტო ყოფნაც. ვფიქრობ, ესეთი ადამიანები გაცილებით უკეთ იცნობენ საკუთარ თავებს.

– ისინი ვინც მარტო ცხოვრობენ?

– ჰო. ისინი, ვისაც მეტი დრო რჩებათ საკუთარ თავთან.. ისინი, ვინც სხვების გავლენის ქვეშ არ ექცევიან. დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. – კარგად ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა, ამიტომ მოურიდებლად ჩავეძიე :

– ფაქტობრივად შენც დამოუკიდებლად ცხოვრობ.. მშობლების მაგივრად მეგობრებთან ერთად, ეგეც ხო დიდი თავისუფლებაა?

– კი, ეგრეა და ისიც გითხარი, რომ ბიჭების გარეშე მარტო ცხოვრება გამიჭირდებოდა-მეთქი… მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, აქ სრულიად მარტო რომ ვცხოვრობდე შეიძლება უფრო შემდგარ პიროვნებად აღმექვა საკუთარი თავი… მოკლედ რთულია, ესე მარტივად ვერ აგიხსნი. – საყვარლად გაეღიმა და ცხელი ყავა მოსვა.

– არა, კარგად მესმის. შეიძლება ჯეინი და მე ერთად რომ ვყოფილიყავით ბევრი რამე სხვანაირად მომხდარიყო…

– მაგალითად?

– მაგალითად ის, რომ ჩემს კურსელ ანაბელს არ დავუმეგობრდებოდი.. არც თალისას, მათ შორის.

– რატომ ფიქრობ ეგრე? – კვლავ ინტერესიანი თვალები მომაპყრო, კარგი მსმენელი ჩანდა და მეც სიამოვნებით ვუზიარებდი თეორიებს ჩემი ცხოვრების განვითარების შესაძლო ვარიანტების შესახებ.

– მე და ჯეინი გადაბმული მეგობრები ვიყავით… მის გარდა სამყაროში ვერავის ვხედავდი, შეიძლება ასეც ითქვას… არ გამოვირჩევი კომუნიკაბელურობით და ჯეინთან ურთიერთობა სრულებით საკმარისი იყო ჩემთვის. ვფიქრობ, უნივერსიტეტშიც ერთად რომ გვესწავლა, სხვისკენ ნაკლებად გავიხედავდი.

– ერთგული მეგობარი ყოფილხარ. – ჩაეცინა და ერთი პეჩენია თეფშზე დაიდო.

– არა, ეგ ერთგულებაზე მეტად უფრო შიშია. შიში ადამიანების..

– ადამიანების?- გაკვირვებულმა მკითხა. ისე ჩავუღრმავდი ამ თემას, იმედია წარმოდგენა არ შეეცვლებოდა ჩემზე და ზედმეტად უცნაურ ადამიანად არ შემრაცხავდა.

– ჰო.. ახალ ადამიანებთან შეხვედრის, მათთან ურთიერთობის. ყოველთვის რაღაცნაირად შებოჭილად ვგრძნობდი თავს. მეგონა უცხო ადამიანისთვის ერთი არასწორად ნათქვამი სიტყვა მას მთლიანად შეაცვლევინებდა ჩემზე წარმოდგენას.

– ანუ ადამიანების იმედგაცრუების გეშინია? – ნელნელა ხვდებოდა რასაც ვგულისხმობდი.

– ჰო, ნაწილობრივ. არ მინდა ვინმემ ცუდი გაიფიქროს ჩემზე. ცოტა ბავშვურად ჟღერს, მაგრამ რაღაცნაირად მაშინებს ის ფაქტი, რომ შეიძლება ვიღაცას გულზე არ ვეხატებოდე.

– ჯეიმის გავხარ. – მითხრა და გული მუცელში ჩამივარდა. მისი სახელის მოსმენაც უცნაურ შეგრძნებებს აღძრავდა ჩემში.

– ისიც პერფექციონისტია, ყველანაირი გაგებით – გააგრძელა მაიკლმა – ადამიანების იმედგაცრუების ძალიან ეშინია. ზედმეტად უფრთხილდება სხვების გრძნობებს და ამით საკუთარ თავს განზე წევს. აი ერთხელ გითხარი, დედამისის ცუდად ყოფნის ამბავი კონცერტის დაწყებამდე არავის გვითხრა მეთქი, ხომ გახსოვს?

– კი, მახსოვს.

– ჰოდა ეგრე ზუსტად იმიტომ მოიქცა, რომ ჩვენ გაგვიფრთხილდა. არ უნდოდა ამის გამო კონცერტი ჩაგვეშალა.

– ჰო… ამ თემაზე მასთან არ მილაპარაკია. – ვუთხარი და ჩემს ჩაის ჭიქას დავხედე.

– მგონი ჯობია არ დაელაპარაკო, გაბრაზდება რომ გაიგოს მე გითხარი.

– კარგი. – თავი დავუქნიე და გამეღიმა.

– კარგია შენთან ლაპარაკი. – მოულოდნელად მითხრა.

– შენთანაც.

ამის შემდეგ კიდევ ვისაუბრეთ ცოტა ხანს… ღამის პირველი საათი გახდა, როცა მაიკლი კარებამდე მივაცილე და დავემშვიდობე.

დიდი მადლობა გადავუხადე დაპატიჟებისთვის, ვუთხარი, რომ სასიამოვნო იყო მასთან ლაპარაკი და როცა მაიკლმა მითხრა ასეთი შეხვედრა კიდევ უნდა გავამეოროთო, სხვა პასუხი ვერ მოვიფიქრე და ვუთხარი “კი, აუცილებლად”.

კარები გადავკეტე და ზურგით მივეყრდენი. ტვინი დამძიმებული მქონდა და არ ვიცოდი რა მიტოვებდა ასეთ უსიამოვნო შეგრძნებას. ჯეიმი მთელი საღამო არ გამოჩენილა, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა მანამ, სანამ ტელეფონს არ დავხედე და ჯეიმის 2 გამოტოვებული ზარი არ დამხვდა ეკრანზე.

12:30- ზე და 12:45- ზე მირეკავდა. გული ამიჩქარდა, წნევა ამივარდა ან დამივარდა და რაც ყველაზე მთავარია, ნამუსმა შემაწუხა.

მაიკლი უკვე სახლში მიბრუნდებოდა და თუ ჯეიმი კითხავდა სად იყო, პასუხად აუცილებლად ერთ სახელს მოისმენდა “ელისთან”.

არ მინდოდა ეს ცუდად მიეღო ჯეიმის. მაგრამ არც დავადანაშაულებდი ასე რომ ყოფილიყო.. თვითონ ჯეიმი გამომიტყდა იმაში, რომ მაიკლს მოვწონდი. მისი სახლში იმ საღამოს შემოპატიჟება, როცა ჯეიმის პირველად ვაკოცე, არც თუ ისე სწორი საქციელი იყო.



არადა ყველაფერი სხვანაირად იყო…მადლობის გადახდისა და ბოდიშის მოხდის კომბინაციამ შემომაპატიჟებინა მაიკლი სახლში. შეიძლება სხვა რაღაცამაც, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ ეს მოტივი მამოძრავებდა. ბევრი არ მიფიქრია და ამიტომ მოვიქეცი ასე.

მაღაზიაში რომ არ შემხვედროდა და ჩემს საყიდლებში ფული მას არ გადაეხადა, ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. საერთოდ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ჯეიმის დროზე ადრე რომ ეღიარებინა საკუთარი ჭეშმარიტი გრძნობები ჩემთან დაკავშირებით.. ჯეიმიმ ბოდიში მომიხადა დაგვიანებისთვის და….იქნებ მართლა დააგვიანდა?

****

ტელეფონი ორჯერ ავიღე ხელში, ორჯერვე დავბლოკე. ჯეიმისთან გადარეკვის მეშინოდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და სხეულის ორად გაყოფა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ჩემს მეორე ნახევარს აუცილებლად სახეში შემოვულაწუნებდი.

საკუთარმა თავმა გამაღიზიანა და ამის გააზრებამ კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრა სინანულის შეგრძნება.

ჯეიმი გრძნობებში გამომიტყდა და მე საღამო მის მეგობართან ერთად გავატარე. ეს იყო ისტორიის ჰედლაინი. ვინმეს სტატიად რომ დაეწერა ეს ამბავი აუცილებლად ამ ფრაზას გამოიტანდა ლიდად. ჩემი ვარიანტი კი ეს იქნებოდა :

ჯეიმი გრძნობებში გამომიტყდა, მთელი საღამო გაუჩინარდა, 11 საათამდე ველოდი მის ზარს, ერთი სული მქონდა მეტი გველაპარაკა ჩვენს შესაძლო ურთიერთობაზე, ის კი იმდენ ხანს შერჩა თავის სულელურ სტუდიაში, რომ ღამის პირველის ნახევრამდე არც გავახსენდი. კარგი ვქენი, რომ მაიკლი სახლში შემოვიპატიჟე.

ეს სიტყვები ტვინში ხმამაღლა წარმოვთქვი და სანამ გაორება დამეწყებოდა ტელეფონს ბლოკი მოვხსენი და ჯეიმისთან თავდაჯერებულად გადავრეკე. ორი ზარი გავიდა, სამი, ოთხი… გათიშვას ვაპირებდი, მაგრამ სადაც ოთხი იქ მეხუთე ზარსაც გავუშვებ-მეთქი გავიფიქრე და ჯეიმიმაც მეხუთე ზარზე მიპასუხა.

– გცალია?

– ჰა? – დავიბენი, მე ვურეკავდი და რა თქმა უნდა, რომ მეცლებოდა.

– გცალია-მეთქი, გკითხე. – ხმა ცოტა ჩახლეჩილი ჰქონდა, ყურებს და მთლიან ჩემს ორგანიზმს იმდენად სიამოვნებდა მისი საუბრის მოსმენა, იმ წამს ვიცოდი, რომ ჯეიმიზე მეტად ცხოვრებაში არავინ მომეწონებოდა.

– კი, მცალია… ბოდიში, რომ ვერ გიპას- წინადადება არ დამამთავრებინა ისე მითხრა :

– თუ არ წევხარ, შეგიძლია გამოხვიდე? გავისეირნოთ. – მუცელი ისევ შემეკუმშა და იმდენად სასიამოვნოდ და თან შემაძრწუნებლად ჟღერდა ეს მოსალოდნელი შეხვედრა, რომ ადრენალინის მოზღვავებამ ფიქრის საშუალება არ მომცა და მაშინვე ვუპასუხე :

– გავისეირნოთ. 

8. გაურკვევლობა

თვალები დახუჭული მქონდა… თბილი ტუჩები ეხებოდა ჩემს კისერს, თავი კედელზე მქონდა მიდებული და მოზღვავებული ემოციების გამო სუნთქვა მიჭირდა. ხელი თმაში შევუცურე, მინდოდა მისი თავი მაღლა ამეწია და თვალებში ჩამეხედა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მისი ხმამაღალი სუნთქვის მოსმენა გულის ცემის რიტმს მიჩქარებდა. მეორე ხელი კისერზე მოვკიდე, ძალიან თბილი იყო… თვალი გავახილე და…. შავგვრემანი ბიჭი შემრჩა ხელებში. ნაცნობ შრამს მოვკარი თვალი და მის თვალებს, რომელშიც ნაპერწკლები თამაშობდა. მაიკლი იყო.

ინსტინქტურად შევხტი და თავი კედელს მივარტყი… ტკივილისგან უფრო ფართოდ გავახილე თვალები და მივხვდი, რომ კედლის მაგივრად საწოლს მივეჯახე, რომ მაიკლი საერთოდ არ იყო აქ და რომ ეს ყველაფერი სიზმარში, ძალიან ცუდ და უცნაურ სიზმარში ხდებოდა.


****

ჯეიმი გრძნობებში გამომიტყდა.. ამდენ ხნიანი ლოდინის შემდეგ ოცნება რეალობად იქცა და ჩემი მეგობარი ჯეიმი, რომელიც სიგიჟემდე მომწონდა და ჩემი გაგებით უკვე მიყვარდა კიდეც, დაახლოებით იგივეს გრძნობდა ჩემ მიმართ. დაახლოებითს იმიტომ ვამბობ, რომ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, თუ რამდენად ძლიერი იყო მისი გრძნობები. წარმოდგენა არ მქონდა მასაც ისევე მძაფრად მოვწონდი თუ არა, როგორც მე…

იმ დღეს, ცეკვის სტუდიაში დიდხანს აღარ გავჩერებულვარ. ემოციები უჭარბესად მქონდა მოზღვავებული, თუ კი შეიძლება, რომ ასე ითქვას. იმდენად ბედნიერი ვიყავი, ვიცოდი ერთი სიტყვაც და მაშინვე სიხარულისგან ამეტირებოდა. მე კი არ მინდოდა ჯეიმის ასეთი ვენახე. არ მინდოდა სცოდნოდა თუ როგორ ძალიან, ძალიან მომწონდა ის. ამიტომ ჩემი პირველი, მისი არ ვიცი მერამდენე, კოცნის შემდეგ, ჯეიმის დავემშვიდობე.

ზუსტად არც მახსოვს რა ვუთხარი ან რამდენად უხერხული მოძრაობებით გამოვიარე გრძელი დერეფანი მასთან ერთად, სანამ კარებამდე არ მიმაცილა და დამემშვიდობა.

სიტყვები არც იყო საჭირო. მისთვისაც ემოციური იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, იქიდან გამომდინარე, რომ ახლო მეგობრები ვიყავით. ამ ბარიერის გადალახვა მეგონა რთული არ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.. იმდენად მომწონდა და უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ მგონი მიყვარდა კიდეც ჩემი მეგობარი ჯეიმი, რომ მეგონა, როგორც კი მისგანაც იგივეს ვიგრძნობდი, ყველანაირი უხერხულობა მომეხსნებოდა.

თითქოს აქამდე სულ იმის მალვაში ვიყავი, რომ ჩემი გრძნობები და ჩემი დამოკიდებულება ჯეიმის მიმართ სააშკარაოზე არ გამომეტანა… ახლა კი ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა… ან მე მეგონა ასე.

***
აუცილებლად სიზმარში ვარ. პირველი ეს გავიფიქრე, როცა სტუდიას რამდენიმე მეტრით გამოვცდი და უნივერსიტეტისკენ ავიღე გეზი. გზად პატარა მაღაზიასთან გავჩერდი, ჩანთიდან ძლივს ამოვიღე გაცრეცილი ხაკისფერი საფულე და წყლის საყიდლად შევედი.

გული ჯერ კიდევ აჩქარებული მქონდა. უცნაური ყოფილა პირველი კოცნა. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა… რადგან ამ ემოციას, სანამ არ იგრძნობ ვერც წარმოიდგენ.

წყლის ბოთლი თითქმის ბოლომდე ჩავცალე, სული მოვითქვი და დარჩენილი მანძილი უნივერსიტეტის შენობამდე უფრო თავდაჯერებულად გავიარე.

თითოეული წუთის გასვლა კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა დილით მომხდარ ამბავს. მეგონა სხვის რეალობაში გადავინაცვლე… რეალობაში, რომელიც ოცნებაზე გაცილებით უკეთესი იყო და რომელიც ძალიან, ძალიან შორს იყო რეალობისგან.


მეორე ლექციაზე დავაგვიანე, ლექტორს ბოდიში მოვუხადე და თალისას გვერდით მოვკალათდი. ალბათ სახეზე მეწერა, რომ ყველაფერი არ იყო ისე, როგორც არის ხოლმე და რომ ცოტახნისწინ ან ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი რამე მოხდა. თალისას უნდოდა გაეგო რა მოხდა ჩემს თავს, მაგრამ პასუხი ლექციის დასრულებამდე ვერ გავეცი.


სახლში როცა დავბრუნდი 5 საათი იყო. დრო უცნაურად გაიწელა. თითქოს ვიღაცას ჩემი ცხოვრების სამართავი პულტი აეღო და კადრის შენელებაზე დაეჭირა. პირველად ამდენი ხნის განმავლობაში ჯეიმის სახლისკენ არ გამიხედავს. უხერხულად ვგრძნობდი თავს და მეც არ ვიცოდი რატომ..

მაგალითად, დინი რომ შემხვედროდა, სავარაუდოდ ხმის ამოღებაც არ დამჭირდებოდა, ისე მიხვდებოდა ყველაფერს. მიხვდებოდა იმას, რომ მისი რჩევა საერთოდ არ გავითვალისწინე და რომ იმდენი ვქენი, ჯეიმი გრძნობებში გამოვტეხე.

ვიცოდი ჩემი უაზროდ მოწყობილი ტვინი ართულებდა ყველაფერს, მაგრამ შინაგანად რაღაც არ მასვენებდა და ჯერ ვერ გამერკვია თუ რა იყო ის.

მეშინოდა ჯეიმის. მეშინოდა იმიტომ, რომ თუ მალე მოვბეზრდებოდი, ამ ფაქტის გადატანა გაცილებით გამიჭირდებოდა. ახლა, როცა უკვე 0.1 პროცენტით მაინც ვიცოდი და გემო გავუგე იმას თუ რას ნიშნავდა ჯეიმისთან ურთიერთობა.

მეშინოდა ამ ახალი გრძნობის. ვიცოდი თუ იმაზე მეტად შევიყვარებდი, ვიდრე მე ვეყვარებოდი, ეს ძალიან, ძალიან მატკენდა გულს.

****

საღამოს ანაბელი მესტუმრა. ბრაუნის ჭამა მოგვინდა ძალიან და კაფეში ფულის გაფლანგვას მისი სახლში გამოცხობა ვამჯობინეთ. ჯეიმისთან დაკავშირებით აქამდე არაფერი მომეყოლა მისთვის. ჯეიმის შესახებ საერთოდ თითქმის არასდროს არავისთან ვსაუბრობდი. მხოლოდ მაშინ მომინდა ბედნიერების გაზიარება, როცა უგემრიელესი ბრაუნი ნაყინთან ერთად ჩავკბიჩე და სიამოვმებისგან თვალები დავხუჭე.

ამ მომენტშიც ჯეიმი და მისი სახე დამიდგა თვალწინ. ლუკმა მძიმედ გადავყლაპე და ყოველგვარი შესავლის გარეშე ანაბელს პირდაპირ ვუთხარი.

– დღეს ჯეიმის ვაკოცე.

– ჰა, რა? – წარბები შეჭმუხნა და მიუხედავად იმისა, რომ ემოციების მკაფიოდ გამოხატვა არ ახასიათებდა, ამჯერად ვერ მოზომა და სრული შოკი დაეწერა სახეზე.

– ჰო. ტადაამ. – გამეცინა და როცა ხმამაღლა წარმოვთქვი ეს ყველაფერი, ფაქტის ჭეშმარიტებაში უფრო მეტად დავრწმუნდი და ღიმილი ყურებამდე ამივიდა.

– შენ და ჯეიმი? დინის მეგობარი, აქ, წინ რომ ცხოვრობს?

– ჰო, ეგ და დინი ერთად ცხოვრობენ. ძალიან ახლო მეგობრები ვართ.

– იმ დღეს… კოცონზე რომ გადავედით, იმდენად არ შეიმჩნიე, მეგონა არ იცნობდი….


– ჰო… რაღაც გაურკვევლობა იყო. – ჩანგლით ბრაუნის მორიგი ლუკმა ჩამოვჭერი.

– შენი მეგობარი… აი სულ თავიდან რომ მითხარი ხშირად მსტუმრობს ხოლმეო…

-ჰო…

– ეგ მაიკლი მეგონა რატომღაც. – ანაბელმა ალუბლის წვენი მოსვა და თეფში გვერდით გასწია. ძალიან ყურადღებით ჩაერთო საუბარში და მიუხედავად ჩემი მისდამი დამოკიდსბულებისა, გავიფიქრე, საჭიროზე ადრე ხომ არ ვუთხარი ეს ყველაფერი-მეთქი.


– ააჰ, არა. ჯეიმი და მე დიდიხნის მეგობრები ვართ.. ნუ არც თუ ისე დიდი ხნის, მაგრამ ვფიქრობ, საკმარისი მოგონებები გვაკავშირებს ერთმანეთთან.


– აქამდე არასდროს გისაუბრია მასზე. – ცოტა მოწყენილი სახით მითხრა. იქნებ ეწყინა კიდეც ესეთი მნიშვნელოვანი რამ რომ გამოვაპარე.

– ხოდა მგონი შემიძლია უკვე ვისაუბრო. – გავუღიმე და ღრმად ამოვისუნთქე.

– სად გაიცანი? – ანაბელი სკამით უფრო ახლოს მოჩოჩდა და სახე გაუბრწყინდა. ესიამოვნა, რომ ჩემს სამყაროში უფრო ახლოს შემოვუშვი.

*****


ანაბელი სახლში 11 საათისთვის წავიდა. ბევრი ვისაუბრეთ. თითქმის ყველაფერზე.. მაგრამ უფრო მეტად ჩემსა და ჯეიმის ურთიერთობაზე. გამოვუტყდი იმაშიც, რომ ვნერვიულობდი. ანაბელმა კი დამამშვიდა და მითხრა, რომ ეს ბუნებრივი იყო. კარგი ყოფილა გულის გადაშლა და შენი გრძნობების სხვისთვის გაზიარება. პირად ურთიერთობებზე საუბარი, ალბათ, არასდროს მეყვარებოდა. მაგრამ ანაბელთან ურთიერთობა ბევრ რამეზე წარმოდგენას მიცვლიდა და ხანდახან საპირისპიროშიც მარწმუნებდა ხოლმე. ზედმეტად პირად ცხოვრებაში არავინ უნდა ჩაახედო. ხანდახან ჩვენ თვითონაც გვეშინია საკუთარ ცხოვრებაში ორივე თვალით ჩახედვის… მაგრამ ფაქტების გაზიარებაზე მეტად, ემოციების გაზიარებაა მნიშვნელოვანი.. ანაბელთან საუბრის შემდეგ კი თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა ზურგიდან და დავრწმუნდი, რომ თუ რამე ისე არ წავიდოდა, როგორც მე მქონდა წარმოდგენილი, ჩემი მეგობრის იმედი აუცილებლად მექნებოდა..


ერთი ორი სიტყვა ანაბელმა დინზეც ჩამოაგდო და აღიარა, რომ მოეწონა…. და რომ ეწყინა, კოცონის შემდეგ რომ აღარ შეხვედრია მას.


საუბრის პარალელურად ტელეფონს ვამოწმებდი. ყოველ 5 წუთში ეკრანს ვანთებდი იმის მოლოდინში, რომ ჯეიმის მესიჯი დამხვდებოდა. ფანჯრიდან არ გამიხედავს. არ მინდოდა შემთხვევით ქუჩაში დამენახა და თვალებში შევფეთებოდი. ვიცოდი, რომ დღეს დიდხანს ივარჯიშებდა. დაკარგული დრო უნდა აენაზღაურებინა და ამაში ხელს არ შევუშლიდი.


ანაბელი კარებამდე მივაცილე, მადლობა გადავუხადე და ხვალამდე დავემშვიდობე. სახლში სიჩუმე იყო, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი და მარტო დარჩენიდან ნახევარი საათის შემდეგ, ჩანთა მხარზე მოვიკიდე და გარეთ გავედი. ფილმის ყურება გადავწყვიტე, რისთვისაც სასუსნავები აუცილებლად უნდა მომემარაგებინა.
დღეს მეპატიებოდა, ბედნიერი და აღელვებული ვიყავი, ამიტომ სავარაუდოდ შოკოლადების შეკვრით დავბრუნდებოდი სახლში.

****

მარკეტში შევედი, პატარა ურიკას მაგრად ჩავჭიდე ხელი და მთელ გაყოლებაზე რაც კი რამ გემრიელობა მხვდებოდა, შიგნით ვყრიდი. ყურსასმენები მეკეთა და ზუსტად ის მომენტი იყო, თავი რომელიმე მუსიკალურ კლიპში რომ გგონია. ოღონდ ამ კლიპში მთავარი გმირი ხარ, რა თქმა უნდა…

ტელეფონს კიდევ ერთხელ დავხედე, ჯეიმი ჯერ ისევ არ ჩანდა, მაგრამ ვიცოდი, როცა სახლში დაბრუნდებოდა აუცილებლად შემეხმიანებოდა.

სალარომდე ჩემს ურიკასთან ერთად მივგორდი და როცა ბარათი გავუწოდე ახალგაზრდა მოლარეს, მარჯვენა მხრიდან ვიღაცამ ხელი შემოაცურა და თავისი ბარათი დაადო წამკითხველს.
მოლარე დაბნეული იყო, უცბად მოვიხსენი ყურსასმენი და როცა მოვტრიალდი შავგვრემან ბიჭს, მაიკლს, შევეფეთე.

ლოყები გამიხურდა, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი.. წამის მეასედში მოხდა ყველაფერი და ვერც გავიაზრე, რა უნდა მეთქვა მისთვის.


– მაიკლ..ძალიან მერიდება….რატომ შეწუ….

– არ შევწუხებულვარ, არანაირად. დამშვიდდი. – თბილად გამიღიმა, პარკებს ხელი დაავლო და შოკიდან როცა გამოვედი, მეც მის ნაბიჯებს ავუწყვე ფეხი.

– კაი რა… ძალიან მერიდება, მართლა. არ მიყვარს ესეთი რაღაცები. – ვუთხარი და თან ერთ პარკზე ვეჯაჯგურებოდი.

– ამას მაინც წამოვიღებ. – არ ვნებდებოდი.

– კაი, ეს წამოიღე. – მელოდიურად ჩაეცინა.

სახლამდე მოვისეირნეთ, რატომღაც მშვიდად ვგრძნობდი თავს.. ვარკვირდებოდი და სახეზე რომ ავათვალიერე კიდევ ერთხელ დავინტერესდი მისი შრამით… ნეტავ საიდან გაუჩნდა?… ათას რამეზე ვფიქრობდი ერთდროულად და თან ნამუსი მაწუხებდა, ბოლო შეხვედრაზე უარით რომ გამოვისტუმრე, ჩემი ყავაზე დაპატიჟება რომ უნდოდა. კარგი ადამიანი იყო მაიკლი.. ძალიან კარგი ადამიანი.

როცა სახლამდე მოვედით პარკები კარებთან დამიდო, ხელი ჯიბეებში ჩაიწყო და საყვარლად გამიღიმა. არ უნდოდა ეთქვა სახლში შეგატანინებო, ალბათ, იფიქრა, ამით პირად სივრცეს დამირღვევდა.

უნდა დავმშვიდობებოდი.. ვიცოდი და თან ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა სწორი საქციელი. მეთქვა მადლობა და უბრალოდ დავმშვიდობებოდი.

მაგრამ ხანდახან სანამ რამეს გაიფიქრებ, მანამდე იწყებ ლაპარაკს.. ჰოდა მგონი მეც ეგ დამემართა.

– არ გინდა, შემოდი. – ვუთხარი და თან გასაღები გადავატრიალე.

7. ჯეკპოტი

მის სამყაროში დარჩენა ცოტა ხნით კიდევ მინდოდა.. დაუსრულებლად შევისწავლიდი მის ჰაეროვან მოძრაობებს, დავაკვირდებოდი და უბრალოდ დავტკბებოდი იმ ბედნიერი წამებით, რომელიც ცხოვრებამ, შეიძლება ითქვას, დაუმსახურებლად მაჩუქა. 

მართალია, პირველი ორი ლექცია გავაცდინე, მაგრამ ვითომ გრძნობების გვერდზე გაწევითა და ოდნავ თავის დაფასების მიზნით, ბოლო ორზე მისვლა გადავწყვიტე. ჯეიმი ჩემ წინ იდგა, ვერცხლისფერ-ჩალისფერი თმები ცეკვისგან აბურდული ჰქონდა.. ჯერ კიდევ ხმამაღლა სუნთქავდა და ღიმილიანი თვალებით მიყურებდა…  ბედნიერებისგან გაქვავეული ვიდექი. მეგონა მთელი სხეული გრძნობების მოზღვავების გამო მეწვოდა… და სანამ ჯეიმი დამატებით რამეს მეტყოდა ან ჩვენ გულახდილ საუბარს სხვა მიმართულებით წაიყვანდა, მომენტი გავაფუჭე და…. დავემშვიდობე.

შემეშინდა.. რისი მეც არ ვიცი, მაგრამ ჯეიმისთვის გულის კარების ოდნავ გაღებაც კი მძაბავდა, მბოჭავდა და ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა, თითქოს ამით საკუთარ თავს ვკარგავდი. მინდოდა უფრო მარტივად ყოფილიყო ყველაფერი…. ვფიქრობდი თითოეულ უმნიშვნელო, ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე. ჩემს ტვინში სრული ქაოსი იყო, თანაც დაუსრულებელი, ემოციურად დამღლელი ქაოსი :  „მასაც მოვწონვარ?“ „ისე მიყურებს, მგონი კი… მგონი კი არა, აუცილებლად მოვწონვარ“ „მაგრამ, რომ გადამიწონოს?“ „გადაწონება საერთოდ რა სიტყვაა…“ „სიმპატიურია“ „მარწყვისფერი ტუჩები აქვს“ „მისი ტატუ?“ „ნეტა, მართლა მოვწონვარ?“ „თუ აღარ მოვეწონები, გული მეტკინება.“ „აუ, ძალიან, ძალიან მაგრად მეტკინება გული“ „მერე ვეღარ ვიმეგობრებთ“ „ამას ვერ გადავიტან“ „ამდენ ხანს ჩუმად რატომ არის?“ „ეხლა…. ამ წამს….რას ფიქრობს?“ „იქნებ ვკითხო…“ „თუ უხერხულია…“ „კი, გიჟი ვეგონები“ „ჯობია, წავიდე“…..

– უნდა წავიდე. – ვუთხარი.

– უკვე? – ღრმად ამოისუნთქა და ხელი ჯიბეებში ჩაიწყო.

– ჰო, ლექციები მაქვს. – უხერხული მოძრაობით გრძელი სკამისკენ მივბრუნდი, დავიხარე, ჩანთა ავიღე და სარკეებიანი ოთახიდან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გამოვიძურწე.

ჩემი ფეხსაცმლის ჭრაჭუნის ხმა უხერხულად მიუყვებოდა დერეფნის მოსუფთავებულ იატაკს. შემაწუხებელი ხმის გადაფარვის მიზნით, ნაბიჯებს ავუჩქარე, ხმა გაძლიერდა და მაშინვე ვინანე, რომ მარტენსები ჩავიცვი. რა თქმა უნდა, მთელ სამყაროს უნდა გაეგო, რომ თავდაუჯერებლად მე მივაბოტებდი ამ დერეფანში.

მოულოდნელად ზურგს უკან კარების დაკეტვის ხმა გავიგე. მერე ნაბიჯების ხმაც…. ნაბიჯების, რომელიც თავდაჯერებული იყო და ზუსტად იცოდა რისთვის და რა მიმართულებით მიდიოდა. აქამდე ეს არასდროს გამომიცდია, მაგრამ იმ მომენტში, ზუსტად, ასი პროცენტით ვიცოდი რაც მოხდებოდა. ალბათ, ადამიანის გონება ასე არის მოწყობილი. ხანდახან, მოულოდნელი ბედნიერებისთვისაც კი ქვეცნობიერად მზად ხარ. ან უბრალოდ რაღაცის იმხელა სურვილი გაქვს, რომ გულის სიღრმეში იცი – სხვა შანსი არ არსებობს. ის, რაც ასე ძალიან გინდა, აუცილებლად მოხდება.

-ელ, – მისი ხმა გავიგე, მე მეძახდა. გავჩერდი, შემოვტრიალდი და ჯეიმის შევეჩეხე.

-ჰოუ? – ვუთხარი და თან ხელით პარალელურად ჩანთა შევამოწმე. იმედია ოთახში არ დამრჩა და მის მოსაწოდებლად არ გამომყვა უკან.

-იცი რას ვფიქრობ? – თმა შუბლიდან გადაიწია, ღრმად ჩაისუნთქა და ახლოს მოვიდა.

-რას? – პულსი აჩქარებული მაქვს, ხელის გულები გაოფლიანებული, მუხლებში კი სისუსტეს ვგრძნობ. იმედია მალე მეტყვის.

-იმას…- ჩაახველა, – რომ, ძალიან კარგი მეგობარი ხარ..

-მადლო…

-არ შემაწყვეტინო.. არ მითქვამს შენთვის და მინდა იცოდე, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი იყო თვითმფრინავის ბილეთი და ადგილი, რომელიც შენ გვერდით დავიკავე. ყველაზე კარგი მსმენელი ხარ და სხვანაირად მიყვარს შენთან ლაპარაკი. მგონია, ძალიან ახლოს ხარ ჩემ სამყაროსთან, ფიქრებთან და ემოციებთან, რომელსაც ვიცი, რომ ჩემნაირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ. – სწრაფად ამბობდა ამ წინადადებებს, სწრაფადვე სუნთქავდა და მზერას ერთი წამით არ მაშორებდა. ხელები ზურგს უკან წავიღე, თითებს მაგრად ვუჭერდი ერთმანეთს, თითქოს ამით ვამოწმებდი, ეს ყველაფერი რეალობა იყო თუ სიზმარი.

დღეს რომ სიმღერა მოგასმენინე, შენი გაცნობის დღეს დავწერე. Serendipity ესე დავარქვი იმიტომ, რომ შენი გაცნობა ზუსტად ის იშვიათი ბედნიერი შემთხვევა იყო, რომელიც ჯეკპოტს გავს. ან გაგიმართლებს, ან არა. თუ არა, ვერასდროს გაიგებ იმ მოულოდნელი დიდი ბედნიერების ფასს, მაგრამ თუ გაგიმართლა – ჯეკ პოტ. მოიგე, თან ისე მაგრად მოიგე, რომ ხანდახან გგონია, შეცდომაა და შენ თავს არ ხდება ეს ყველაფერი. ამას ეხლა იმიტომ გეუბნები, რომ ჩემ თავზე გაბრაზებული ვარ. ჩემი უახლოესი, ყველაზე საყვარელი მეგობარი ხარ და…. ხშირად უნდა გეუბნებოდე იმას, რასაც ვგრძნობ. – ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, კიდევ ღრმად ამოისუნთქა, მე კი გულახდილად რომ გითხრათ, იმ წამს არ ვარსებობდი.

-ბევრი ლაპარაკი მიყვარს, მაგრამ გრძნობებზე ნაკლებად… მართალია, ბოლო დროს არც ისე ხშირად, მაგრამ იქამდე სულ შენ და მარტო შენ გელაპარაკებოდი.. მეგონა ყველაფერს გეუბნებოდი, მაგრამ თურმე… არაფერს. ეხლაც არ ვიცი ამდენს რატომ გელაპარაკები.. უბრალოდ… ოთახიდან რომ გახვედი, არ ვიცი.. ვერ მოვითმინე.. ვერც ეხლა ვითმენ.. მინდა იცოდე, რომ მომწონხარ. ძალიან. – ახლოს არის, მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ და მგონია მალე გავითიშები.

-შენი აზრით, ეს პრობლემას შეუქმნის ჩვენ მეგობრობას? – მეკითხება, მე უბრალოდ თავს ვაქნევ, სხვას ვერაფერს ვეუბნები.

-კიდევ იცი რას ვფიქრობ? – უცბად შეხება ვიგრძენი, ჩვენი თითები ნაზად გადააჯვარედინა ერთმანეთზე,  ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე… მემგონი თავბრუ მეხვეოდა.

-არ ვიცი…

-იმას, რომ მე და შენ ერთად უნდა ვიყოთ. – მერე თმა ყურზე გადამიწია, ნიკაპი ნაზად მაღლა ამაწევინა, სხვა მიმართულებით გახედვის საშუალებას არ მაძლევდა. თეთრი დერეფანი კიდევ უფრო გათეთრდა, ემოციები იმდენად მოზღვავებული მქონდა, მეგონა უხილავ ფერებს ვხედავდი.

პასუხი არც ამაზე გავეცი, ჩემი თავი იმ მომენტში არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ჯეიმი და მისი შეხება. ლოყაზე ნაზად მაკოცა, გულის ცემა გაორმაგდა, მერე კისერზე სველი კოცნები დამიტოვა, გულის ცემა გასამმაგდა, მერე ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა, გული კინაღამ გასკდა, ცხელი სუნთქვა კიდევ ერთხელ ვიგრძენი და ზურგში მეგონა ჭიანჭველები დადიოდნენ.. მასაც აუცილებლად ესმოდა ჩემი გულის ცემა, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებდა. სავარაუდოდ გავწითლდი კიდეც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყურში ჩამჩურჩულა :

-რა ლამაზი ხარ…. მგონი ჯერ ესეც არ მითქვამს.

ვერ ვიჯერებდი, რომ ჯეიმი მეუბნებოდა ამ სიტყვებს. სამყაროს აუცილებლად ზურგს ვაქცევდი, ეს ყველაფერი სიზმარი რომ ყოფილიყო.. მზერა გამისწორა, ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ მე და ჯეიმის შორის რაღაც გამოსულიყო. თუნდაც დროებით, თუნდაც ერთი დღით…დაე ისეთი ჯეკპოტი ყოფილიყო, რომელსაც ერთ დღეში დავხარჯავდი. რამდენად ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს და რაც არ უნდა სხვებმა შემისწორონ და მითხრან, რომ ადამიანი შენი საკუთრება არ არის, მაინც ვიტყვი : მთელი არსებით მინდოდა ეს ბიჭი ჩემი ყოფილიყო.

 იმდენად დიდი იყო სურვილი, ბედნიერება და ვნება, რომ ვერც გავიაზრე, როგორ ავიწიე ფეხის წვერებზე, როგორ მოვიქციე მისი ლამაზი სახე ხელებში, და როგორ… ვაკოცე. თბილი ტუჩები ჰქონდა, მაშინვე თვალები დავხუჭე, თან მეღიმებოდა. ტვინში შინაგანი მე სიხარულისგან კიოდა და მეუბნებოდა რომ ეს შევძელი. ჯეიმიმ ერთი ხელი ზურგზე, მეორე კი კისერზე მომხვია. სუნთქვა გაუხშირდა, მე კი ეიფორიისგან სიცილი ამიტყდა, თავი უკან გამოვწიე, ჯეიმი გაკვირვებული სახით მიყურებდა, მერე გაეცინა, თავი შუბლზე მომადო და მითხრა :

-ბოდიში..

-რისთვის? – ამდენი ხნის განმავლობაში ხმა პირველად ამოვიღე.

-დაგვიანებისთვის.

ჩავეხუტე, თავი მის მკერდზე მედო… ჯეიმი ჩემს თმებს ათამაშებდა.. ძალიან თბილი იყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მკაფიოდ მესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა, რომელიც სინქრონში იყო ჩემს გულისცემასთან და სიჩუმეში სასიამოვნო მელოდიას ქმნიდა. მინდოდა ეს წამი გამეჩერებინა, ცოტახნით მაინც… მაგრამ საათის ისრები დაუკითხავად მოძრაობენ, წინ, უკანმოუხედავად მიდიან და საუკეთესო რეალობასაც მოგონებად აქცევენ. ვიცოდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს წუთები ყოველთვის მემახსოვრებოდა. ამ მოგონებას კი ძლიერად ჩავეჭიდებოდი, ჩემს გონებაში სამუდამოდ ჩავიბეჭდავდი და საკუთარ თავზე მეტად გავუფრთხილდებოდი…

6. გადაშლილი კარტები და ცხოვრება, როგორც ატრაქციონი

თვალები გავახილე. სახლში ვიყავი და უაზროდ ჭერს მივშტერებოდი. გუშინდელი საღამოს გახსენების სურვილი ნაკლებად მქონდა, მაგრამ დინთან დათქმულ შეხვედრაზე ფიქრი თავიდან ვერ ამოვიგდე.

გუშინ, როდესაც შეშით დატვირთულები მე და დინი ბავშვებს შევუერთდით, მალევე ყველა მიხვდა, რომ მაინც და მაინც კარგ განწყობაზე არ ვიყავი. ზოგმა გულის სიღრმეში დაახლოებით იცოდა ჩემი უხასიათობის ნამდვილი მიზეზი, უმეტესობას კი ეგონა, რომ უბრალოდ დაღლილი ვიყავი. სწორედ ამიტომ დაახლოებით ნახევარ საათში მე და ანაბელი სახლში დავბრუნდით. ერთი სული მქონდა მალე დამეძინა და ტვინი გამომერთო..

ანაბელს არაფერი უკითხავს. იცოდა, რომ თუ რამის თქმა მომინდებოდა, ისედაც ვეტყოდი. მე კი სწორედ ეს მომწონდა მასში. ზედმეტი კითხვების დასმა არ უყვარდა ანაბელს და ამის გამო ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს მის გარემოცვაში.

გაღვიძებისთანავე შევამოწმე ელექტროენერგია დაბრუნდა თუ არა ჩვენს ქალაქში, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი მობილური დასატენად შევაერთე და მხოლოდ ეკრანის განათებისას გავიგე, რომ 10 საათი გამხდარიყო. თავისით ასე ადრე არასდროს მეღვიძება.. ალბათ, ფიქრებმა ძილშიც არ მომასვენეს და სწორედ ამიტომ დავყურებდი ახლა მძინარე ანაბელს ზემოდან.

სამზარეულოში გადავინაცვლე, არ მშიოდა, ამიტომ მხოლოდ ყავა დავისხი გამოფხიზლების მიზნით. მალე ანაბელიც შემომიერთდა და როცა უკვე წასასვლელად გამზადებული დავინახე, გამიკვირდა.

ანაბელმა მომიბოდიშა და მითხრა, რომ ჩემთან ერთად ვერ ისაუზმებდა. როგორც ჩანდა, დედამისი ელოდებოდა სახლში და ვერ დააგვიანებდა. მეც მადლობა გადავუხადე ჩემთან დარჩენისთვის, გადავეხვიე და ვუთხარი, რომ გამზადებულ პრეზენტაციას მეილზე გადავუგზავნიდი.

დამშვიდობების ბოლო წამამდე ვფიქრობდი მეთქვა თუ არა მისთვის ის, რომ დღეს 12 საათზე დინს ვხვდებოდი პარკში დასალაპარაკებლად. თავი ცუდ მეგობრად მივიჩნიე, როცა დუმილის შენარჩუნება გადავწყვიტე, მაგრამ მეორეს მხრივ, საერთოდ არ ვიცოდი დინს რა თემაზე უნდა ელაპარაკა ჩემთან.. იქნებ რაიმე პირადულიც იყო, ამის ჩემი მეგობრისთვის გაზიარება კი, ვფიქრობ, ცუდი საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან.

ანაბელი გავაცილე, კარები გადავკეტე და დიდ ოთახში დივანზე მოკალათებულმა ტელეფონში ძრომიალი დავიწყე. თალისას მესიჯები დამხვდა, უნდოდა გაეგო ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. მეც ვუპასუხე, რომ ანაბელი დარჩა ჩემთან და რომ საღამოს შევეხმიანებოდი.

თალისას მაინც და მაინც გულზე არ ეხატებოდა ანაბელი, რაც ვაღიარებ, დიდად არ მიკვირდა. სანამ უკეთ გავიცნობდი, მანამდე მეც ასეთი დამოკიდებულება მქონდა ანაბელის მიმართ, ახლა კი ძალიან ვნანობდი, რომ წინასწარ შევაფასე ადამიანი, რომელსაც რეალურად არც კი ვიცნობდი. სამომავლოდ გეგმაში მქონდა, რომ ჩემი ორი ახლო მეგობარი ერთმანეთთანაც დამეახლოვებინა.. იმედია, ეს მაინც გამომივიდოდა კარგად…

ცოტა ხანში ჯეინმა დამირეკა ფეისთაიმით. შევატყვე, რომ ცუდ ხასიათზე იყო. არ მინდოდა ზედმეტად ჩაძიება, მაგრამ მისი საუბრის ტონიდან გამომდინარე, მარტივად მიხვდი, რომ აქაც ბიჭის ამბავი იყო და დიდი ალბათობით ბენს რაღაც შეეშალა. ხომ ვამბობდი, ჩემი დაქალის ქმარი არ მომწონს-მეთქი.

როცა ჯეინთან საუბარს მოვრჩი 11 საათი გამხდარიყო. დინთან შეხვედრამდე მხოლოდ ერთი საათი რჩებოდა, მე კი ვაღიარებ, ძალიან ვღელავდი. არ ვღელავდი იმაზე, რომ განმარტოვებით ვხვდებოდი მას, მაღელვებდა ის ფაქტი, რომ წარმოდგენა არ მქონდა რა თემაზე დასალაპარაკებლად მიბარებდა.

საპირფარეშოში გადავინაცვლე, მოვწესრიგდი და გამზადება დავიწყე. მომენტებში იმასაც ვფიქრობდი, რომ დინი საერთოდ არ მოვიდოდა, არ გამოჩნდებოდა დათქმულ ადგილზე და მე კიდევ უფრო სულელად ვიგრძნობდი თავს. ამასთან ერთად არც მისი ნომერი მქონდა, სახლში მიკითხვას კი ნამდვილად არ ვაპირებდი.

ერთადერთი რაც დამრჩენოდა მხოლოდ ის იყო, რომ სიტყვაზე მივნდობოდი მას და პირდაპირ ცენტრალურ პარკში შევხვედროდი.

ღია ფერის ჯინსის შარვალი ჩავიცვი, ზემოდან შავი როლინგი გადავიცვი და თმები ორ კიკინად დავიწენი. იშვიათად ვატარებდი სამკაულებს, მაგრამ ამჯერად დიდი მრგვალი საყურეები გავიკეთე და მინიმალური მაკიაჟი დავიტანე სახეზე. ფეხზე შავი მარტენსები ამოვიცვი და სანამ ცენტრალური პარკისკენ გავეშურებოდი სარკეში კიდევ ერთხელ ავათვალიერე ჩემი თავი.

კარები გარედან ჩავკეტე, ორი წამით გავჩერდი და ჯეიმის სახლისკენ გავიხედე. შეიძლება დინიც ეხლა გამოდიოდა სახლიდან და ამ შემთხვევაში ერთად გავისეირნებდით დანიშნულების წერტილამდე. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ დიდხანს ამ ადგილას დგომა არ მსიამოვნებდა, ამიტომ ნაბიჯებს ავუჩქარე და პარკისკენ დავიძარი.

* * * * *

ნოემბერი ყოველთვის სიცივით გამოირჩეოდა ნორტფორდში, მაგრამ დღეს საკმაოდ კარგი და მზიანი ამინდი იყო, რაც მაშინვე დაეტყო პარკში მოსეირნე წყვილების რაოდენობას.

თვალი მოვკარი ველოსიპედით მოსეირნე ბავშვებს და რაღცნაირად ნოსტალგია მომაწვა… ჩემი ბავშობა გამახსენდა და მშობლებიც მომენატრა. მე და მამაჩემი ყოველ შაბათ-კვირას ერთად ვსეირნობდით ხოლმე პარკში. მამაჩემი გაზეთით ხელში მყუდრო ადგილას რომელიმე სკამზე მოკალათდებოდა, მე კი ჩემი ვარდისფერი ველოსიპედით ამაყად ვარტყამდი წრეებს ნაცნობ ქუჩებს.

მოულოდნელად ეს სურათი თვალებიდან გაქრა, რადგან მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და შემოტრიალებისას სერიოზულ დინს შევეფეთე.

კვლავ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. სხვანაირი აურის მატარებელი იყო და ერთი შეხედვისთანავე იგრძნობოდა, რომ საინტერესო და ღრმა ადამიანი იყო.
ჰო, არ ვიცი სიტყვა ღრმა რას ნიშნავს, მაგრამ ვფიქრობ, ზედაპირულად არაფერს უყურებდა და ბევრ რამეში დაინახავდა იმ დეტალებს, რასაც სხვა ვერასდროს შეამჩნევდა. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მასთან მეგობრობის სურვილი ყოველთვის მქონდა.

– არ მეგონა თუ მოხვიდოდი. – გულახდილად ვუთხარი.

– იმ ადამიანს ვგავარ ვინც პირობას არღვევს? – წარბი ამიწია და მის მიმიკაზე ჩამეცინა. პირველად მომეჩვენა, რომ საყვარელი იყო.

– არა, მაგრამ იმ ადამიანს ნამდვილად გავხარ, ვისაც ჩაეძინებოდა.

– გეტყობა, რომ არ მიცნობ. გვიანობამდე ძილი არ მიყვარს.

– ჰმმ, კარგია. ამიერიდან მეცოდინება. – გვერდით გავიხედე, რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა.

– წამო, ყავაზე დაგპატიჟებ. – ფიქრებიდან გამომაფხიზლა დინმა.

– თუ გინდა… აქ ვილაპარაკოთ. – მორიდებულად ვუთხარი.

– დამიჯერე, ყავა დაგჭირდება. – სერიოზული ტონით მითხრა და მუცელში უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ერთი სული მქონდა მომესმინა მისი სათქმელი.

* * * * * *

მე და დინმა პარკის ცენტრში მდებარე პატარა საყვარელ კაფეში გადავინაცვლეთ. გარედან და შიგნიდან შენობა ვარდისფერ და ყვითელ ფერებში იყო შეღებილი და შესვლისთანავე ის გავიფიქრე, რომ დინი თავისი ჩაცმულობითა და გარეგნობით ძალიან ამოვარდნილი იყო ამ ადგილიდან.

შინაგანად იმ ფაქტზეც მეცინებოდა, რომ დინი უკვე ჯეიმის მეორე მეგობარი იყო, რომელთან ერთადაც ყავის დასალევად კაფეში წავედი. ცოტახნით ადრე ჩემ ეხლანდელ ცხოვრებაში ცალი თვალით მაინც რომ ჩამეხედა, ვერ დავიჯერებდი. ყველაზე არაკომუნიკაბელური ადამიანი მეგონა საკუთარი თავი, ახლა კი არც ისე ახლობელ ადამიანთან ერთად გემრიელ ყავას მივირთმევდი. მართალია, როცა ამბობენ – არასდროს თქვა არასდროსო.

მე და დინი შენობის კუთხეში, მრგვალ მაგიდასთან მოვკალათდით. ჩემ პირისპირ დაჯდა და ვაღიარებ, თავდაპირველად ცოტა არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, ამიტომ მეც არ მინდოდა უხერხულობის განმუხტვის მიზნით უაზრო თემებზე დამეწყო ლაპარაკი.

– ბევრ დროს არ წაგართმევ.- მითხრა, რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ.

– არ მეჩქარება… – ვუპასუხე და ყავა მოვსვი. ძალიან ცხელი იყო, რის გამოც ენა დავიწვი, მაგრამ არ შევიმჩნიე.

– მგონი უკვე გითხარი თუ რამდენს ნიშნავს ჩემი მეგობრები ჩემთვის. – ხავერდოვანი ხმით ჩაილაპარაკა.

– კი, მითხარი. – ცხელი ჭიქა მაგიდაზე დავდე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში თითებიც დამეწვებოდა.

– ჩემი მეგობრები ჩემი ოჯახია, ამას გადაჭარბებით არ ვამბობ და სანამ ჩემს სათქმელს არ დავასრულებ მინდა, რომ ეს კარგად გახსოვდეს.

როგორც კი ეს წინადადება დაასრულა, დაახლოებით მაშინვე მივხვდი რაზეც დამელაპარაკებოდა. ავღელდი და სავარაუდოდ ლოყებიც გამიწითლდა, მაგრამ ეს უკვე ნაკლებად მადარდებდა, რადგან უფრო მეტად დინის სათქმელი მინდოდა გამეგო.

დუმილს არ ვარღვევდი, არ მინდოდა სისულელეები წამომეროშა, ამიტომ ველოდებოდი დინს, თუ როდის გააგრძელებდა საუბარს.

– ჯეიმი ცუდად არის. – თვალებში მწველი მზერით მიყურებდა და დიდი ალბათობით, ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ჩემს გაფართოებულ თვალებში მარტივად ამოიკითხავდა შიშს, სევდასა და აღშფოთებას.

– ცუდად ყოფნაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ფიზიკურად რამე უჭირს. ჰო… ფეხის ამბავი აწუხებს, მაგრამ არაფერია, გაივლის.

– დარწმუნებული ხარ? – ვერ მოვითმინე და საუბარში მაინც ჩავეჭერი.

– კი, დარწმუნებული ვარ. – თავდაჯერებულად მითხრა.

– ბოდიში, გააგრძელე.

– ჯეიმი ცუდად არის იმიტომ, რომ გაურკვევლობაშია. მენტალურად ამ ეტაპზე არ არის კარგ მდგომარეობაში, რასაც ძალიან ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს.

პირველ რიგში უნდა იცოდე, რომ ჯეიმი პერფექციონისტია. გიჟდება და ალბათ, სიცოცხლეზე მეტად უყვარს თავისი საქმე. ყველას გვიყვარს რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ჯეიმი სხვანაირად მთელ გულს და სულს დებს ამ საქმეში. ვარჯიშობს, ყოველთვის ვარჯიშობს და მისი ტვინის ყველაზე დიდი ნაწილი საკუთარი თავის გამოსწორებისკენ არის მიმართული.

უნდა, რომ იდეალური იყოს, იდეალურად ასრულებდეს ყველა მოძრაობას. უნდა, რომ ხალხს მოსწონდეს, რაღაც კარგს ქმნიდეს მათთვის და თავდაუზოგავად შრომობდეს. ეს ჯეიმის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თავადაც ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ცეკვისა და მუსიკის გარეშე არ იარსებებდა.

თმის ღერიდან დაწყებული, თითოეული ამოსუნთქვით დამთავრებული ვიცნობ მას. ეგრევე ვხვდები როდის უჭირს და რა უჭირს, მაგრამ თვითონ თავის გასაჭირზე არასდროს ლაპარაკობს. თითქოს გრძნობები ყოველთვის გვერდზე აქვს გადადებული და არ უნდა თავისი სისუსტეები ჩვენ დაგვანახოს.

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს ჯეიმი ძალიან ჩაკეტილი ადამიანია. შეიძლება გარედან კომუნიკაბელური და მხიარული ბიჭი ჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველას დარდს იზიარებს, ყველას კარგად ყოფნაზე ზრუნავს, მაქსიმალურად ცდილობს დანარჩენებს კომფორტი შეუქმნას, მაგრამ ის თუ რა ხდება მის თავში, ამას თითქმის არასდროს გვაგებინებს. ერთ დღეს დედამისი გახდა ცუდად, ჩვენი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და ჩვენთვის შოუს დასრულებამდე ამის შესახებ არაფერი უთქვამს. 
მახსოვს, ძალიან გავბრაზდი, ვუთხარი, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ ჯეიმის პასუხი მხოლიდ ეს იყო – გვითხრა, რომ არ უნდოდა შოუს დაწყებამდე ყველასთვის ხასიათი გაეფუჭებინა.
ახლა კი… ახლა ფეხი იტკინა, ჩვენთან ერთად ეს ერთი კვირაა ვერ ვარჯიშობს და შეიძლება კიდევ ცოტახანს ასე უმოქმედოდ მოუწიოს ყოფნა. მისთვის კი ვარჯიშის გარეშე გატარებული ყოველი დღე დაკარგულია. ამ დანაკლისს კი ვერაფერი უვსებს. სულ ერთად ვართ და გვერდში ვუდგებით ერთმანეთს, მაგრამ მშობლების გარეშე მუდამ დამოუკიდებლად ცხოვრება და თავის მოჩვენება, რომ თითქოს ყველაფერი მუდამ რიგზეა, ძალიან ძნელია. ჯეიმის ამ გასაჭირს კი მთავარი გასაჭირი ემატება და შენ ზუსტად ამაში უნდა დამეხმარო…

დინის ამდენი ლაპარაკი არასდროს მომისმენია, ტვინში მილიარდმა ფიქრმა შემოაღწია ერთდროულად, არ ვიცოდი რას ვგრძნობდი ან რა უნდა მეთქვა მისთვის… აზროვნების უნარი ჯერ დაკარგული მქონდა, ამიტომ მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე :

– მითხარი.

– ჯეიმის მოსწონხარ და თუ ამას აქამდე ვერ მიხვდი, მაშინ დავიჯერებ, რომ მართლა ისეთივე შტერი ხარ, როგორიც ჩემი ძმაკაცია. – უკანასკნელ სიტყვაზე ოდნავ ჩაეცინა, მე კი სისხლი ამივარდა თავში. ვერაფერს ვამბობდი, მეგონა ენა გადამეყლაპა. იქნებ ასე იყო კიდეც.

– ჯერ არაფერი მითხრა, მომისმინე, მერე წადი სახლში, კარგად იფიქრე და მერე მიხვდები როგორ მოიქცე.

– როგორ უნდა მოვიქცე? – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.

– გითხარი, რომ ჩემი მეგობრები იგივე ჩემი ოჯახია. ოჯახის წევრებს კი არ ასხვავებენ.. ჯეიმი ზუსტად ისე მიყვარს, როგორც სებასტიანი, ოლივერი და მეთი როგორც… მაიკლი…  ჯეიმისაც ზუსტად ასევე უყვარს მაიკლი და მის გამო ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს დათმობს, მათ შორის შენც.

ჯეიმიმ როცა შენ გაგიცნო, სანამ ჩვენ ნორტფორდში ჩამოვიდოდით, ძალიან ხშირად გახსენებდა, თითქმის სულ შენზე ლაპარაკობდა, მე კი იმ წამიდანვე მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ჯეიმი ამდენს არავიზე ლაპარაკობს, მითუმეტეს გოგოზე.

შეიძლება ვენდიზე და ჯეიმიზე რაღაც გიფიქრია, მაგრამ აქვე გეუბნები, რომ ჯეიმი თავისი საქმისთვის თავდადებულობის გამო ყველაზე ნაკლებს ასეთ თემებზე ფიქრობს. შენ კი…შენზე სულ ლაპარაკობდა, ცხადია, როგორც ახალშეძენილ მეგობარზე, მაგრამ მაინც უფრო მეტს საუბრობდა, ვიდრე უბრალოდ მეგობრებზე საუბრობენ ხოლმე.

როცა ჩამოვედით ერთ საღამოს მაიკლმა ჯეიმის კითხა… შენ შესახებ. ჯეიმიმ კი იმდენად იუარა და იმდენად ამტკიცებდა, რომ უბრალოდ როგორც მეგობარს ისე გუყურებდა, მეც დავიჯერე. შეიძლება ასეც იყო და მის რაღაც ნაწილს მართლა არ ჰქონდა გააზრებული შენი მოწონების ფაქტორი. მე კი ჯეიმის საუბრის მოსმენისას, იმ დღესვე გამიჩნდა რაღც იდეა, მაგრამ…. არც თუ ისე კარგი იდეა.

ვიცოდი, რომ ჯეიმი სახლში გეპატიჟებოდა და რომ უნდოდა ჩვენთვის გაეცნო შენი თავი. მე კი ცოტა გართობისთვის და … იმისთვის, რომ გამეგო მას მართლა მოსწონდი თუ არა, მაიკლი გამოვიყენე…
ჯეიმი მაშინ ვენდისთან ერთად გავიდა, მაგრამ მინდოდა იმ მომენტში შემოსულიყო როცა თქვენ ერთად დაგინახავდათ. რატომღაც მეგონა თამაშის წესებიდან გამომდინარე უსიტყვოდ აკოცებდი მაიკლს, მაგრამ სხვანაირი აღმოჩნდი, მორცხვი… ჯეიმისნაირი მორცხვი.

მერე კი, როცა ეს ჯეიმიმაც გაიგო, გაბრაზდა, იეჭვიანა… მე კი მხოლოდ ეს ნიშანი მაკლდა იმისთვის, რომ ჩემი ეჭვები დამედასტურებინა. ჩემ იდეას კი იმიტომ ვნანობ, რომ აღნიშნულმა სიტუაციამ, ვფიქრობ მაიკლი უფრო დააფიქრა შენზე. სიტუაციურად მოეწონე.. იმას არ ვამბობ, რომ სხვა შემთხვევაში არ მოეწონებოდი, მაგრამ ეს მოწონება უფრო სწრაფი, ბავშვური იყო. 
ჯეიმის სხვანაირად მოსწონხარ, შენ მოსწონხარ, ელი და არა როგორც მეზობელი, ლამაზი და საყვარელი გოგო.
იმ საღამოს მაიკლი ჯეიმის გამოუტყდა თავის გრძნობებში, უთხრა, რომ შენ ძალიან მოეწონე. ჯეიმის პასუხი კი ამ დროს რა იყო? ის, რომ მოხარული იქნებოდა თუ ერთად იქნებოდით. გესმის? მოხარული იქნებოდა. მატყუარა, სულელი ჯეიმი. ფეხიც მეორე საღამოს ვარჯიშის დროს იტკინა… არ ვიცი რა მოუხერხა თავს, მაგრამ ესეც უცნაურად დაემთხვა ამ ამბავს. 
მოკლედ ჯეიმის რაღაც ბიძგი ჭირდებოდა იმისთვის, რომ საკუთარ გრძნობებში დარწმუნებულიყო. ეს ბიძგი კი სამწუხაროდ, მისი უახლოესი ძმაკაცი, ფაქტობრივად, მისი უმცროსი ძმა აღმოჩნდა. 
მაიკლს შენი ნომრის გაგება უნდოდა. იმ საღამოს, როცა შენი ჩანთა იპოვა სავარძელზე. ვიცოდი, ჯეიმისთვის რომ ეკითხა, უსიტყვოდ მისცემდა შენს ნომერს და ამით კიდევ უფრო მეტად გადაუსმევდა ხაზს თავის ნამდვილ გრძბობებს. სწორედ ამიტომ, ჯეიმის ტელეფონში შენი ნომერი ჩუმად ვნახე და მე მივეცი მაიკლს… არ მინდოდა ამ ორს ხშირად ელაპარაკა შენ შესახებ. გოგოების გამო ბევრი მეგობრობა დანგრეულა და ამის უფლებას არც მათ და მითუმეტეს შენ არ მოგცემდი.

ორივე ძალიან მიყვარს, ორივე ჩემი ოჯახის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ერთერთის განადგურებას ვერ შევეგუები და ვერც მათ დაპირისპირებას ავიტან. – დინმა პაუზა გააკეთა, ცხადია, მე კვლავ უსიტყვოდ ვუსმენდი.. გავითვალისწინე მისი რჩევა და გადავწყვიტე, სანამ კარგად არ ვიფიქრებდი არაფერი მეთქვა მისთვის. ყველაფერი უფრო მარტივად მეჩვენებოდა მანამ, სანამ დინმა უკანასკნელი წინადადება არ დაამატა :

-თუ ჯეიმი მართლა გიყვარს, ცოტახნით თავი ორივეს აარიდე. ნუ დაუახლოვდები მაიკლს, ნუ შეაყვარებ თავს და მერე ნუ ატკენ გულს… თუ დარწმუნებით იცი, რომ ეს ის არ არის, ვინც გჭირდება. ჯეიმი უკეთ გახდება თუ ცოტახნით გაუჩინარდები. არ იფიქრებს, რომ არასწორედ იქცევა, რომ მეგობარს ართმევს სასიყვარულო ობიექტს…არ ინერვიულებს, რომ შენ და მაიკლს შორის რამე ხდება..

– როგორ უნდა მოვიქცე? – უკანასკნელად ვკითხე.

– ისე, როგორც მეგობრები იქცევიან. გული არ ატკინო… არც ერთს..

***

არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რა განვიცადე იმ დღეს, დინთან საუბრის დროს, და რას განვიცდი ახლა, ამ წუთებში, როცა სახლში საწოლზე მუხლებ მოკეცილი ვზივარ და ტელეფონში დღიურს ვწერ…

ამის მიუხედავად, მაინც ვწერ, რადგან წერა ფიქრების დალაგებაში მეხმარება… ან უფროსწორად რომ ითქვას, ემოციების დალაგებაში. ნორტფორდში დაბრუნებამ ჩემი ცხოვრება ნამდვილ ატრაქციონს დაამსგავსა, ოღონდ აი ისეთს, თავდაყირა რომ ეკიდები და კივილ-წივილიც არ გეხმარება ემოციის ბოლომდე გათავისუფლებაში… ან კიდევ ატრაქციონ “გემს”, როდესაც სულ ზემოთ, კიდეში ზიხარ და დიდი სიჩქარით დაშვებისას გრძნობ გული როგორ გივარდება მუცელში…სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მოკლედ რომ აგიხსნათ, ეს იყო ის, რასაც განვიცდიდი მთელი კვირის განმავლობაში. მოზღვავებულ ემოციებს, ადრენალინს, გაურკვევლობას და რაც ყველაზე მთავარია სიბრაზეს.

არ ვიცი, ახლა, როცა ამას კითხულობ, (დღიურო, შენ მოგმართავ და არავინ სხვას) გიკვირს თუ არა ჩემი რეაქცია.. მაგრამ გულახდილად გეუბნები, რომ ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ.

გაბრაზებული ვარ მეგობარ ჯეიმიზე, რომელსაც ამდენი ხანია უკვე ვიცნობ, რომელთან ერთადაც განმარტოვებით უამრავი დრო მაქვს გატარებული, ამის მიუხედავად კი სანამ მან თავისი მეგობრები არ გამაცნო, იქამდე ვერ გაერკვია თავის გრძნობებში.

დინის თქმით, ჯეიმის მოვწონდი და დამიჯერეთ, მასზე გაცილებით, გაცილებით მეტჯერ მიფიქრია ამ საკითხზე.. მაგრამ ამ ამბის რეალობაში ვერასდროს ვრწმუნდებოდი. ჯეიმის მხრიდან თითქმის არასდროს მოდიოდა მსგავსი სიგნალები და ინიციატივა.. ყოველ დღე ვხედავდი და ვხვდებოდი მეზობელ და უახლოეს მეგობარ ჯეიმის, მაგრამ ეს შეხვედრები, თითოეული გამარჯობა და ნახვამდის იყო წრფელი მეგობრობის გამომხატველი და მეტი არაფერი… ან იქნებ ეს მე მეგონა ასე.

ყოველთვის, როდესაც ჩემს სამომავლო შეყვარებულს წარმოვიდგენდი ხოლმე (ხშირად მიყვარდა ამ გამოგონილ პერსონაჟზე ფიქრი, რადგან იგი რეალურად არ არსებობდა) მეგონა, რომ ჩემი ურთიერთობა შემდეგნაირად დაიწყებოდა:  გავიცნობდი ბიჭს, რომელსაც ერთი დანახვისთანავე შევუყვარდებოდი, მაშინვე ეცდებოდა ჩემთან ურთიერთობის დაწყებას, დაახლოვებას და სადღაც ერთ კვირაში უკვე ორივე მივხვდებოდით, რომ ერთად ყოფნისთვის დავიბადეთ. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მე მომიწევდა ინიციატივის გამოჩენა და ჩემი გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა, მანამ სანამ ამას ბიჭის მხრიდან არ ვიგრძნობდი.

ჰო, ეს იყო მოკლე სურათი იმისა, თუ ჩემ წარმოსახვაში ბიჭს და გოგოს ერთანეთი როგორ მოეწონებოდათ და არასდროს, მართლა არასდროს მჯეროდა ისეთი სიყვარულის, რომელიც ახლო მეგობრობიდან გადაიზრდებოდა ამ ძლიერ გრძნობაში.

ჯერ არ შემეწინააღმდეგოთ. იმას არ ვამბობ, რომ სიყვარულში პირველ რიგში მეგობრობა არ არის მთავარი. რა თქმა უნდა, მეც ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ შენი მეორე ნახევარი პირველ რიგში შენი უახლოესი მეგობარი უნდა იყოს. აი რაც მე არ მჯერა არის ის, რომ თუ ვნება და მოწონება არსებობს, ამას ვერც მეგობრობის ფაზაში დამალავ.

მგონია, რომ თუ ადამიანთან ყოფნის შანსი გაქვს, მაშინ თითოეულ გამარჯობაში და გაღიმებაში უნდა იგრძნო ეს. უნდა დაინახო, რომ გულის სიღრმეში ორივეს მოგწონთ ერთმანეთი და ჯერ ეს ბოლომდე გააზრებული არ გაქვთ. მაგრამ მოწონება ნებისმიერ ვარიანტში, ნებისმიერ ეტაპზე უნდა არსებობდეს, თუ ამ ურთიერთობიდან რაიმე სიყვარულის მსგავსი უნდა მივიღოთ.

არ ვამბობ, რომ ჩემი მოსაზრება მაინც და მაინც ჭეშმარიტია, ამას უბრალოდ იმიტომ ვამბობ, რომ სულელი არ გეგონოთ და არ გაგიკვირდეთ ის ფაქტი, რომ რეალურად არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ჯეიმისაც მოვწონდი.

ტვინში ყოველთვის ერთი აზრი მიტრიალებდა. თუ მოვწონვარ, ამას მისი პირით მალევე გავიგებ. ეს მალევე ჯერ კვირებად იქცა, შემდეგ თვეებად, ჯეიმისგან წამოსული ინიციატივა კი 0.

ამიტომ თავს გადავუწყვიტე, რომ ამ მეგობრობისგან სასიყვარულო ურთიერთობას ვერასდროს მივიღებდი… მანამ სანამ მე და ჯეიმი ლუდის ჭიქებით ხელში არ განვმარტოვდით, ბევრი არ ვისაუბრეთ და მერე უხერხულად არ შევეფეთეთ ერთმანეთს მისი სახლის დერეფანში.

მანამ სანამ მის თვალებში არ ამოვიკითხე ის ვნება და სურვილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვეძებდი და ვცდილობდი, რომ დამენახა.. ის იყო პირველი და უკანასკნელი დღე, როცა რეალობად დამესახა ჩვენი სამომავლო ურთიერთობა, რადგან ჯეიმი საკუთარი გრძნობების მაგივრად, თავისი მეგობრის გრძნობებში გამომიტყდა.

სასაცილო და საწყენია, არა? ჯეიმიზე გაბრაზებული ვარ კიდევ ერთი მიზეზის გამო. ვფიქრობ, ის ახლაც არ არის გარკვეული საკუთარ თავში, გრძნობებში და ეს მაბრაზებს.

დინის სიტყვები მახსენდება, მისი მონათხრობი და კარგად ვაანალიზებ, რომ ჩემთან საუბრისას ბოლომდე გულახდილი იყო. ყველაფერი, რაც ჯეიმის შესახებ მომიყვა გარკვეულწილად ბუნებრივს ხდიდა მის საქციელს. ჰო, რატომ უნდა გაგიჟებულიყო ჯეიმისნაირი ბიჭი ჩემნაირ გოგოსთან პირველივე შეხვედრიდას? აჰ, მაგრამ არა… როცა უკვე ეს შეხვედრები თვეების მანძილზე გრძელდება და შენ არაფერს აკეთებ ურთიერთობის დაწყებისთვის… ჰო აი ეს ნაღდად არ მესმის და მომიტევოს იმან, ვისაც ჯეიმის საქციელი სწორად მიაჩნია.

ვიღაც იფიქრებს, რა საჭიროა ამ თემაზე ამდენი ლაპარაკი.. მაგრამ როცა საქმე გრძნობებთან გვაქვს, მანდ ყველა ადამიანს ერხევა. მათ შორის მეც, გოგოს, რომელსაც ძალიან უყვარდა მეგობარი ჯეიმი და რომლის გულიც დღეში მინიმუმ ორჯერ ტყდებოდა, მეგობრული გამარჯობითა და მეგობრული ნახვამდით.

დინის ჩართულობაც ამ საკითხში მეუცნაურებოდა. მე ხომ არც ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება ვიყავი მისი სამეგობროსთვის, მაგრამ ფაქტია, მას უბრალოდ არ უნდოდა ვიღაც გოგოს გამო მის უახლოეს მეგობრებს ეჩხუბათ.. (მართალია, ჩემი აზრით, ეს ასე არც მოხდებოდა, მაგრამ ბიჭების ფსიქოლოგია სხვა თემაა და თუ დინმა ასე იფიქრა, ვერ შევედავები)

დინისგან განსხვავებით, მე ვფიქრობ, რომ ეს რეალური სამყაროა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შენც ცხოვრობ ჩემო დღიურო და კარგად მოგეხსენება, რომ სასიყვარულო სამკუთხედები, რომელსაც რომანებში და ფილმებში აწყდები ნამდვილ ცხოვრებაში იშვიათად ან უფრო განსხვავებული სცენარით გვხვდება.

ახლაც, მეცინება როცა ამ თემაზე ვმსჯელობ და ღამის ორ საათზე საწოლზე წამომჯდარი წერას არ ვამთავრებ.

ბიჭი არასდროს მომწონებია, არც მე მოვწონებივარ ვინმეს (ნუ ყოველშემთხვევაში ჩემთვის ეს არავის უთქვამს) დღეს კი 21 წლის ასაკში ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მოვქცეულიყავი საიმისოდ, რომ ორი ბიჭი გულნატკენი არ დამეტოვებინა.

დინთან შეხვედრის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ერთი შავი.. არა უფრო ნაცრისფერი (არ ვიცი ამ ფერს რატომ ვერჩი) და მოსაწყენი კვირა…

მეორე დღეს, როცა უნივერსიტეტში მივდიოდი, ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან მაიკლმა ხელი დამიქნია. დავიბენი, ავტომატურად ტვინმა მაიძულა დამეიგნორებინა, მაგრამ ცხადია, ასე ვერ მოვიქცეოდი.

მაიკლი თბილი ღიმილით მომესალმა, ორი წუთი გამომელაპარაკა და როცა ისევ ყავის დალევა შემომთავაზა მინდოდა მიწას ჩავეყლაპე და ისე გავმქრალიყავი ადგილიდან.

უარის თქმას ვაპირებდი და ვუთხარი კიდეც, მაგრამ ვერც წარმოიდგენთ როგორ ცუდად ვიგრძენი თავი.
ზოგადად ჩემი ბუნება ასეთია, უარის თქმა ყველაფერზე მიჭირს. (არა, ცუდად ნუ გაიგებთ) უბრალოდ არ მიყვარს ადამიანების უარით გასტუმრება და შემდეგ მთელი დღე იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცას სურვილი არ შევუსრულე.

დინის სიტყვები კი ტვინში მთელ ხმაზე ჩამესმოდა : გული არ ატკინო. არც ერთს.

მე კი ვიცოდი, თუ მაიკლთან დავახლოვდებოდი არა მარტო მას, არამედ საკუთარ თავსაც ვატკენდი გულს, რადგან უნდა ვაღიარო, მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი და…. სწორად მიმიხვდით, შანსი ნამდვილად არსებობდა იმისა, რომ მაიკლი უფრო მეტად მომწონებოდა ვიდრე როგორც მეგობარი.

წეღან ვთქვი, სასიყვარულო სამკუთხედების არ მჯერათქო, მაგრამ მეორე წამს სხვა რამეს ვამბობ. ვფიქრობ, მაიკლის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ჯეიმის დამოკიდებულებას ჰგავს ჩემდამი.

მაიკლთან დაახლოვება არ მინდოდა, იმიტომ რომ შეიძლება სხვანაირად მომწონებოდა.. ჯეიმის კი ვფიქრობ, ზუსტად ეს დაემართა ჩემთან მიმართებაში. ეგონა მემეგობრებოდა, მაგრამ ბოლოს სიმპატიები გაუჩნდა ჩემ მიმართ.. დაუგეგმავი სიმპატიები და ალბათ, სწორედ ამან შეაშინა.

რაც არ ვიცით და რაზეც ტვინში საკმარისად ბევრი არ გვაქვს ნაფიქრი, ხშირ შემთხვევაში გვაშინებს და უკან დახევის სურვილი გვიჩნდება. არ ვიცი, რატომ ვცდილობ ჯეიმის ფსიქოლოგიის შესწავლას, მაგრამ რას ვიზამთ, ძილის წინ ფიქრისთვის ბევრი დრო მაქვს…

წერას ვაგრძელებდი, მაგრამ ტელეფონზე მესიჯის მოსვლამ შემაწყვეტინა. გული ოდნავ ამიფრთხიალდა, ველოდებოდი ვინმე სხვას, კარგად იცით ვისაც, მაგრამ მის მაგივრად ჯეინის მესიჯი დამხვდა :

Jane: ელ, თუ გცალია დამირეკე.

მინდოდა დღიურში კიდევ ცოტა რამ დამეწერა, მაგრამ მეგობარს უარი ვერ ვუთხარი ( ხომ ვთქვი, უარის თქმა არ მიყვარს-მეთქი) და დაძინებამდე ნახევრი საათი ჯეინს და მისი დაოჯახებული ყოველდღიურობის ამბებს დავუთმე.

* * * *

ანაბელის ტელეფონიდან შემოსულმა მესამე ზარმა გამაღვიძა. ცალი თვალი ძლივს გავახილე და მივხვდი, რომ ჩამეძინა. პირველ ლექციაზე მისვლას ვერ ვასწრებდი, ამიტომ ანაბელს ვუთხარი, რომ მოგვიანებით ვნახავდი.

უხ, ეს დილის ლექციები. ვინ მოიფიქრა საერთოდ, რომ სწავლა განათლება დილის 9 საათზე უნდა იწყებოდეს? გაბრაზებული და ნახევრად მძინარე ფეხზე წამოვდექი. აბაზანაში გადავინაცვლე, კბილები გამოვიხეხე და მერე გაუნძრევლად ორი წუთი ისევ საწოლზე მივეგდე.

უნივერსიტეტში წასვლის არც თავი და არც ხალისი მქონდა. ყველანაირი მოტივაცია გამიქრა და მინდოდა  სახლში უმოქმედოდ ვყოფილიყავი მთელი დღე.

მალევე მივხვდი, ასე უფრო მეტი დრო დამრჩებოდა ფიქრისთვის, უაზრო და უსარგებლო რაღაცებზე ფიქრისთვის, ამიტომ გამზადება დავიწყე და თავი იმით გავიმხნევე, რომ ლექციების მერე მე და ანაბელი სადმე საჭმელად გადავინაცვლებდით.

ციოდა. მე კი თბილად ჩაცმას ვერ ვიტან. შავი შარვალი, შავი მარტენსები და შავი გრძელსახელოებიანი ზედა ჩავიცვი, რომელსაც კუთხეში წითელი ვარდი ეხატა. ალბათ, მიხვდით, რომ შავი ფერი ძალიან მიყვარს.

თმა გავიშალე, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და სარკეში ზედმეტი თავის ათვალიერების გარეშე ზურგს უკან გამოვიხურე კარები.

უკვე ჩვევად მექცა, უნივერსიტეტში წასვლამდე ჯეიმის სახლის შორიდან კარგად შეთვალიერება და შესწავლა. ცუდად ნურც ამას მიიღებთ. არავის ვუთვალთვალებდი, უბრალოდ მისი სახლის ყურებით ვივსებდი თავად მეპატრონის დანაკლისს. ამის მიუხედავად, დიდხანს ქუჩაში გაჩერება არ მიყვარდა, რადგან მეშინიდა, რომ ვინმეს შევეფეთებოდი.

შემოვტრიალდი, ვიფიქრე კვლავ ცარიელ სახლს შევავლებდი თვალს, მაგრამ ამის მაგივრად ჩემსავით მთლიანად შავ ფერებში გამოწყობილ ჯეიმის შევეფეთე.

არ ვიცი, ალბათ, წნევამაც ამიწია, რომელიც აქამდე არასდროს მქონია, თავბრუ დამეხვა, ხელები გამიოფლიანდა, მუხლებმა კანკალი დაიწყეს, პირი გამიშრა, ნერწყვი ყელში გამეჩხირა, თვალები გამიფართოვდა და… მოკლედ ყველა ის ფაზა გამოვიარე, რასაც, ჩემი დასკვნებით,  ადამიანი გარდაიცვლებამდე გადის.

გადავრჩი. არ მოვკვდი, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან ცოტა მაკლდა. ჯეიმის ნახვას დიდ ხნიანი შუალედებით მიჩვეული არ ვიყავი… ახლა კი, როცა რაღაცები შეიცვალა და სააშკარაოზე გამოვიდა, მისი დანახვა ჩემთვის ერთდროულად სიკვდილის და სიცოცხლის ტოლფასი იყო.

დავინახე და მივხვდი, რომ ეს იყო და ალბათ, მუდამ დარჩებოდა იმ ადამიანად, რომელთან ერთადაც ყოფნა სიცოცხლეზე მეტად მინდოდა. მისი შემყურე ახლა ამდენ ემოციას განვიცდიდი…. და მასაც რომ მოვწონებოდი, ვყვარებოდი, ჩავხუტებოდი, მასთან ერთად დამეძინა, გამეღვიძა და გამეზიარებინა ჩემი გრძნობები… არ ვიცი… ალბათ, ამხელა ბედნიერებას ვერ გავუძლებდი.

ისიც კარებს კეტავდა და ჩემთან პირისპირ შეხვედრამდე რამდენიმე წამი აშორებდა. შეიძლება ამასობაში გაქცევა მომესწრო, დღესაც ამერიდებინა თავი მისთვის. მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა და ვაღიარებ, მისგან გაქცევის სურვილი ყველაზე ნაკლებად მქონდა.

მზე იყო ჩემი მეგობარი ჯეიმი, ნორტფორდის სუსხიან ამინდებში კი ყველაზე მეტად ის დამაკლდა. შორიდან ვუყურებდი და მეგონა, რომ ამინდიც შეიცვალა… თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრინდა.

შემოტრიალდა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პირველი მანაც ჩემი სახლისკენ გამოიხედა. ერთი ქუჩა გვაშორებდა ერთმანეთს, მაგრამ ცუდი მხედველობის მიუხედავად დავინახე, რომ ისიც არ ელოდა ჩემთან შეხვედრას.

შავი შარვალი, შავი მარტენსები და შავი ჰუდი ეცვა, მაგრამ მისი ვერცხლისფერი თმები, რომელიც უკვე ღია ჩალისფერში გადადიოდა, არღვევდა ამ სიმუქეს.

გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. მისკენ წავსულიყავი? ზურგი მექცია? სახლში შებრუნებულიყავი?
სანამ ტვინში ამ და ათას სისულელეზე ვფიქრობდი, ჯეიმიმ ნელი ნაბიჯებით, ამჯერად ყავარჯნის გარეშე, ქუჩა გადმოჭრა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მომიახლოვდა.

ახლა უკვე ერთმანეთის პირისპირ ვიდექით. თმა ყურის უკან გადავიწიე, ვერ ვბედავდი პირველი დუმილის დარღვევას. არც ვიცოდი საერთოდ რა უნდა მეთქვა მისთვის. ჯეიმიმ ხმის ამოღებამდე ქვედა ტუჩზე ნაზად იკბინა, თვალებში შემომხედა და თავისი ხავერდოვანი ხმით, რომლის მოსმენაც ასე ძალიან მომნატრებოდა, მითხრა :

– სტუდიაში მარტო მივდივარ. წამოხვალ? 

**

ტელეფონის ეკრანმა 9 საათი და 30 წუთი მიჩვენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეორე ლექციის დაწყებამდე მხოლოდ ნახევარი საათი რჩებოდა. მართალია, ანაბელს ცოტახნისწინ შევატყობინე, რომ სახლიდან გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ახლა ლექციაზე გამოცხადება ჩემს უკანასკნელ სადარდებელს წარმოადგენდა.

ერთადერთი რამ, რასაც ჩემი ფიქრები და ჩემი მთელი არსება მოეცვა ჯეიმი იყო. ჯეიმი, რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ჩაფიქრებული მიუყვებოდა ქუჩას, მე კი ბედნიერი და ოდნავ დაბნეული მის ნელ ნაბიჯებს ვუწყობდი ფეხს, ღიმილი ყურებამდე ამდიოდა და წარმოდგენა არ მქონდა სად მივყვებოდი. ერთი კვირა გავიდა, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მე კი ყველაზე მეტად მინდოდა მისთვის გულახდილად მეთქვა, რომ მომენატრა და ძალიან, ძალიან დამაკლდა.

ორივე ჩუმად ვიყავით, მაგრამ ამის მიუხედავად, უხერხულობა ნაკლებად იგრძნობოდა. ჯეიმისთან ერთად ყოფნისას თავი სახლში მეგონა.. უცნაური შეგრძნებაა და სიტყვებით არ ვიცი როგორ გადმოვცე, მაგრამ ვიცოდი, რომ იგივე განცდა ვერავისთან დამეუფლებოდა.

– ფეხი როგორ გაქვს? – დუმილი მე დავარღვიე.

– ბევრად უკეთ… – ჩემკენ არ გამოუხედავს ისე მიპასუხა.

– ანუ ვარჯიში უკვე შეიძლება? – ვკითხე, ჯეიმიმ კი პასუხი არ გამცა.

– არ შეიძლება და მაინც ვარჯიშობ, ჰო? – გამოვიჭირე. ჯეიმის ჩემს კომენტარზე ჩაეცინა, თვალები საყვარლად მოეჭუტა და მივხვდი, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად მომენატრა..

– ნუ გეშინია, არალეგალურს არაფერს ვაკეთებ.

– ჰო, მაგრამ …

– ელის, კარგად ვარ. მართლა. -ამჯერად თვალებში შემომხედა. ჩემი გული მუცელში ჩავარდა.

– ამმ..დანარჩენები სად არიან? – ვკითხე და თან პატარა ქვას ფეხი მივკარი.

– დღეს ოფიციალური ვარჯიში არ გვაქვს. მინდა, რომ ავანაზღაურო ყველაფერი, რაც გამოვტოვე.

– სტუდია შორს არის? – მართალია, სიარულით ცოტა დავიღალე, მაგრამ საცეკვაო დარბაზში ჯეიმისთან ერთად განმარტოვებაზე ფიქრი უფრო მაღელვებდა.

– არა, ეს შენობაა. – მითხრა და ხელით მიმითითა მოპირდაპირე ქუჩაზე მდგარ მაღალ სერ შენობაზე.

– ვაუ. – აღფრთოვანება ვერ დავმალე, როცა კიბეებს ავუყევით და შენობის შიგნით ამოვყავი თავი. ვერც ვიფიქრებდი, რომ ბიჭები თავიანთი ყოველდღიურობის ძირითად ნაწილს ასეთ მაგარ ადგილას ატარებდნენ.

ჯეიმი თავაზიანად მიესალმა დაცვას, კიდევ ორ კაცს და ერთ ახალგაზრდა ბიჭს. გოგოებისთვის თვალი ჯერ არ მომიკრავს, რაც გულს ესიამოვნა. გაოცებული ვდგამდი თითოეულ ნაბიჯს და სავარაუდოდ პირდაღებული ვაკვირდებოდი შენობის თითოეულ დეტალს. თვითშეფასება მთლიანად დამივარდა, რადგან გავიაზრე, რომ მინიმუმ 10 წელი მაინც გიჟივით, თავდაუზოგავად უნდა მეშრომა, რომ მსგავს დაწესებულებაში დამეწყო მუშაობა. ამისთვის კი საკმაოდ ზარმაცი ვიყავი.

გოგოებისთვის თვალი არ მომიკრავს, მანამ სანამ თვალის მომჭრელი წითელი, უფროსწორად ალის ფერი თმები არ შემეჩეხა თვალებში. ვენდი იყო. ლიფტის კარებთან ატუზული იდგა, მე კი მაშინვე ბედნიერების ტალღა მომაწვა, როცა გავიაზრე, რომ ჩვენც ამ მიმართულებით მივდიოდით.

სავარაუდოდ, სახეზე დამეტყო ესოდენ დიდი ბედნიერება, მაგრამ იმ მომენტში ეს ნაკლებად მადარდებდა. მეც არ ვიცი ასე რატომ მაღიზიანებდა ჩემთვის უცნობი გოგო, რომელიც სულ ორჯერ მყავდა ნანახი..(უკვე მესამედ) მაგრამ იმ დღეს იმდენად ეწეპებოდა ჯეიმის, რომ გამორიცხული იყო კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა ჩემზე.

სავარჯიშო ფორმაში იყო გამოწყობილი..მაღალწელიანი შარვალი და მოკლე ტოპი ეცვა. ვაღიარებ, ძალიან კარგი ტანი ჰქონდა და ასევე ძალიან კარგი სახის კანი. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ვაღიარებ, მეც მომეწონებოდა.. ჯეიმის კი რა დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ, ჩემთვის უცნობი იყო.

მხოლოდ ახლა გავიაზრე რა კავშირში იყო ვენდი ბიჭებთან. გამახსენდა მისი სიტყვები, ჯეიმის მონახულების დროს რომ თქვა : ჯგუფს ძალიან აკლიხარო. როგორც აღმოჩნდა, ვენდიც იგივე კომპანიაში ცეკვავდა… მისი ჯეიმისთან შეხვედრები კი ცხადია არც თუ ისე იშვიათი იქნებოდა.

– ჯეი! – ვენდიმ სიხარულით მთელ ხმაზე შეჰკივლა მისი დანახვისთანავე და ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს, პირდაპირ ხელები გაშალა და ჯეიმის მთელი ძალით ჩაეხუტა. ჯეიმი გულგრილი არ ჩანდა მის მიმართ, ხელები წელზე მოხვია წითელთმიან გოგოს, მაგრამ ვენდი იმდენად ეკვროდა დასუსტებული ბიჭის სხეულს, რომ საწყალმა კინაღამ წონასწორობა დაკარგა და თავიდან იტკინა ფეხი.

ხუთი წამი. მთელი ხუთი წამი ჩაეხუტა. გაუაზრებლად ტვინში წამზომი ჩამერთო.. ამდენ ხანს საერთოდ რატომ უნდა ჩაეხუტო ადამიანს? სანამ ამაზე ვფიქრობდი, ვენდი მოშორდა ჯეიმის და მზერა ჩემკენ გადმოიტანა.

– ეს ელია. თუ არ ვცდები, უკვე იცნობთ ერთმანეთს. – ჯეიმიმ გამომხედა, მივხვდი საკმაო დისტანციაზე ვიდექი და მალევე მათ მიუახლოვდი.

– გამარჯობა ელის.. აქ რას აკეთებ? შენც იწყებ ცეკვას? – ამათვალიერა და თავი დაუპატიჟებელ სტუმრად ვიგრძენი.

– არა. უბრალოდ..

– ამჯერად ჩემთან ერთად არის, მაყურებლის როლში, მაგრამ თუ მოუნდება ვასწავლი. – ჯეიმიმ სერიოზულად წარმოთქვა ეს სიტყვები, რაღაცნაირი მასწავლებლური ტონით, მე კი ემოცია ვერ დავმალე და ლოყებში სიმხურვალე მაშინვე ვიგრძენი.

ამ დროს ლიფტის კარები გაიღო და სამივე ამ პატარა სივრცეში აღმოვჩნდით. ვენდიმ მე-5 სართულის ღილაკს მიაჭირა თითი. იმედი მქონდა, ჩვენც იგივე სართულზე არ ვაპირებდით ყოფნას.

ლიფტის კარები დანიშნულების ადგილას გაიღო ვენდიმ კი გასვლამდე ჯეიმის მხარზე ხელი დაადო და უთხრა :

– გამიხარდა, რომ დაბრუნდი. კარგ სავარჯიშო სესიას გისურვებთ. – თვალი ჩაუკრა ჯეიმის და მოსახვევში გაუჩინარდა.

თვალები ავატრიალე, გვერდიდან კი ჯეიმის ხითხითი ჩამესმა. ვერ მივხვდი ამ ბიჭს რა აცინებდა. გავხედე, ჯეიმიმ მზერა ამარიდა, მალევე დასერიოზულდა და მე-8 სართულის ღილაკს თითი მიაჭირა.

ლიფტში ყოფნა ვინმესთან ერთად არ მიყვარს. ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს და არ ვიცი ამ დროს დუმილის შენარჩუნება ჯობია თუ რაიმეს თქმა. მე-5 სართულიდან დან მე-8 სართულამდე მეგონა თითქოს ორი წელი ავდიოდით. ჯეიმი დუმდა, ამიტომ მეც გავჩუმდი და ღრმად ამოვისუნთქე, როდესაც ძლივს ერთ-ერთი ოთახის დიდ თეთრ კარებს მივუახლოვდით.

– კარგი გოგოა. – ჯეიმიმ ჩაილაპარაკა და ჯიბიდან ბარათი ამოიღო, რომლის მეშვეობითაც კარები უნდა გაეღო.

– ჰმ? – ვითომ ვერ გავიგე.

– კარგი გოგოა ვენდი. ცოტა თავისებური, მაგრამ ახლო მეგობარი. – უკანასკნელი სიტყვა გამოკვეთილად წარმოთქვა, კარების სახელური ჩამოწია და დიდ თეთრ ოთახში შევდგით ფეხი. ჯეიმის სიტყვები საერთოდ დამავიწყდა, როდესაც ჩემ წინ გაშლილ სანახაობას მოვკარი თვალი.

დიდი ფანჯრები, რომელიც იატაკიდან იწყებოდა ჭერს უერთდებოდა და გავიფიქრე, რომ სავარაუდოდ ნორტფორდის ყველაზე ლამაზი ხედი სწორედ აქედან იშლებოდა. კარების მარცხენა მხარეს უზარმაზარი სარკეები იყო, მარჯვენა კუთხეში კი დიდი, ძალიან დიდი დინამიკები და გრძელი თეთრი ხის სკამი. მთელი ოთახი კაშკაშებდა. ცეკვას აუცილებლად მოგანდომებდა ისეთი გარემო იყო.

– მოგწონს? – ჯეიმის ჩემი შემხედვარე ეღიმებოდა. ამაყი იყო და მეც არ შემეძლო, რომ არ დავთანხმებულიყავი.

– ძალიან. ეხლა მესმის ფეხის ამბავს ასე რატომ განიცდიდი. – გამეცინა, მაგრამ ჯეიმის ნაკლებად. ეტყობა მტკივნეული საკითხი იყო მისთვის და ამას მე ბოლომდე კარგად ვერ გავიგებდი.

– მაგრამ….მთავარია ეხლა კარგად ხარ. – სიტუაცია შევუმსუბუქე. ჯეიმიმ თავი დამიქნია, მერე მხრიდან ჩანთა მოიხსნა, კუთხეში სკამის ქვეშ დადო და მომიახლოვდა.

სიმპატიური იყო, როგორც არასდროს. ერთი სული მქონდა მენახა, როგორც ცეკვავდა. მიხაროდა, რომ ახლა მის სამყაროში ვიყავი, მინდოდა მისი ყველაფერი მცოდნოდა, ბოლომდე გამეზიარებინა მისი სიხარული და ბედნიერების მომნიჭებელი დეტალები. იმედის მომცემი იყო მასთან დღევანდელი შეხვედრა და გული მწდებოდა, რომ სიტყვიერად მასთან ჩემს გრძნობებზე ლაპარაკს ვერ ვახერხებდი.

– მინდა, რომ შემაფასო. – პირდაპირ მითხრა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.. უხერხულად ვიყავი.

– ჰო, თან მე ცნობილი ექსპერტი ვარ. – ხუმრობაში გატარება ვცადე.

– მუსიკა რომ იგრძნო ექსპერტობა არ გჭირდება. – თქვა და დინამიკს მიუახლოვდა.

– მუსიკა? – მეგონა უნდა ეცეკვა.

– მინდა ჩემ დაწერილ სიმღერაზე დადგმული ცეკვა გაჩვენო. – ისე თავდაჯერებულად ლაპარაკობდა, მეგონა თქვენობით უნდა მიმემართა მისთვის.

– მუსიკასაც წერ? – თვალები გამიფართოვდა, არ მეგონა თუ ესეთ ნიჭიერ ადამიანს ვემეგობრებოდი.

– ჰო.. ხანდახან. ეს ნორტფორდში ჩამოსვლის დღეს დავწერე. – დღეს როცა მე გამიცანი, გავიფიქრე ჩემთვის.

– არ ვიცოდი…

– ბევრი რამე არ იცი, ელ. – ჩაახველა და ისე მითხრა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ სიტყვებში სხვა რამეც იგულისხმებოდა.

– ჯერ. – ვუპასუხე.

– მართალია, ჯერ. – ჩაეცინა და თვალები მოეჭუტა. უხერხულად ვიდექი, მაგრამ თითოეული წინადადების თქმის შემდეგ ყინული ლღვებოდა და ძველი დრო მახსენდებოდა. დრო, როდესაც მასთან ერთად თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი, ყოველგვარი უხერხულობისა და დაძაბულობის გარეშე.

ჯეიმიმ მიმითითა, რომ სკამზე დავმჯდარიყავი. თვითონ დინამიკში დისკი შეაცურა, მე ფეხი ფეხზე გადავიდე და შოუს დასაწყებად მოვემზადე.

– ამმ…ფეხი ცოტა ისევ მტკივა… ამიტომ შეიძლება კარგად არ გამომივიდეს. – თავდაჯერებულობის მიუხედავად ახლა ცოტა დაბნეული მომეჩვენა.

– დარწმუნებული ვარ გამოგივა. – გავამხნევე. სინამდვილეში კი გამხნევება მე მჭირდებოდა. მიხაროდა, რომ მუსიკის ხმა დაფარავდა ჩემი გულის ცემას.

ჯეიმი საწყის პოზიციაში დადგა, მუსიკა ჩაირთო და მე სამყაროს გამოვეთიშე. პირველივე ნოტი გულზე მომხვდა, ვფიქრობ, ასეთი კარგი მელოდია ჯერ არსად მომისმენია. ეს მელოდიაც ჯეიმის მსგავსად სახლს მაგონებდა.. ბავშვობას, ყველა ბედნიერ შეგრძნებას ერთად.. ნოსტალგიური იყო.. სევდიანიც და ამავდროულად, ლამაზი… ძალიან ლამაზი მელოდია.

თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა მას ვუყურებდი, მის ერთდროულად ელეგანტურ და მკვეთრ მოძრაობებს. მომენტებში ბუმბულს ჰგავდა, მომენტებში შავ გედს.. ყველაფერი იდეალური იყო, ვუყურებდი და ვიცოდი ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა.. მთელი გულით ცეკვავდა და მთელ გრძნობებს აქსოვდა თითოეულ მიხვრა-მოხვრაში.

თანახმა ვიყავი ყოველ კვირას ფული გადამეხადა, ოღონდ დიდხანს მეცქირა ამ შთამბეჭდავი სანახაობისთვის. მინდოდა მეც მისი სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი.. ახლა კი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ცოტახნით ეს ასეც იყო..

ერთ მომენტში მაიკა მაღლა აეწია და შავ მელანს მოვკარი თვალი. ტატუ აქვს? ჯეიმი არასდროს მინახავს მაისურის გარეშე და რატომღაც მასზე ტატუ არასდროს წარმომედგინა. იმავე მომენტში, როდესაც სხეულით ტალღის მსგავსი რამ გააკეთა და იატაკს მთელი ტანით მიუახლოვდა, შემეშინდა, არ მინდოდა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა..

მუსიკა დამთავრდა, ჯეიმიმ თვალები დახუჭა და მე გაოგნებული და გაშეშებული დამტოვა ჩემს სკამზე.

ფეხზე წამოვდექი და მოურიდებლად ტაში დავუკარი. სახეზე მეწერებოდა რამხელა ზემოქმედება მოახდინა მისმა შესრულებულმა ნომერმა. მიყვარდა, მაგრამ ახლა, როცა მის მიერ შექმნილი ხელოვნების მომსწრე და მაყურებელი გავხდი, ვიცოდი ამ სიყვარულში უკან დასახევი გზა არ მექნებოდა და მუდამ მის გულშემატკივრად დავრჩებოდი.

– იდეალური ხარ. – ვუთხარი და ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი. სწრაფად სუნთქავდა, სახე ოდნავ გაოფლიანებოდა, მაგრამ მაინც იდეალური იყო.

– მართლა ესე ფიქრობ? – ისევ სიმორცხვემ იჩინა თავი.

– კი, ასეთი გარდასახვა მართლა არ მინახავს…- ძირს დავიხედე, მწვავდა მისი მზერა.

– მიხარია.. შენი აზრი ბევრს ნიშნავს ჩემთვის. – თქვა და გული გამითბა. გული, რომელიც მინიმუმ გაორმაგებული სისწრაფით მიცემდა.

– ეს მელოდია მთლიანად შენი დაწერილია?

– კი, მთლიანად. – გაეღიმა. ბედნიერი იყო მისი შემოქმედებით რომ ვინტერესდებოდი.

– Serendipity, ესე ჰქვია. – დაამატა.

– ძალიან მომწონს. – მეტ სიტყვებს უბრალოდ ვერ ვპოულობდი.

– შენი იყოს. – მოულოდნელად მითხრა და ვერ მივხვდი რა იგულისხმა.

– ჩემი?

– ჰო, შენი სიმღერა იყოს. – არ ვიცი მის სიტყვებში რას გულისხმობდა, მაგრამ თანახმა ვიყავი თავიდან ბოლომდე მიმეთვისებინა ეს მელოდია.

-მადლობა. – ჩამეცინა და ხელებით თმის წვალება დავიწყე. ნერვიულობის ნიშანია, როგორც ხვდებით.

– მინდა, რომ შენც გასწავლო.

– რა?

– მინდა, რომ ცეკვა შენც გასწავლო.

– ჰაჰ, არა… ხომ გითხარი ცუდი ცეკვის პარტნიორი და განსაკუთრებით ცუდი მოსწავლე ვარ მეთქი. – ხელი თმას გავუშვი და ამჯერად ზურგს უკან წავიღე.

– არაუშავს, მოვითმენ. – თბილად გამიღიმა და მოურიდებლად ამათვალიერა სახეზე.

– კარგი.. ოღონდ სხვა დროს იყოს. – დროებით უხერხულობა სხვა დღისთვის გადავინახე.

– მომენატრე. – მითხრა და თვალი თვალში გამიყარა. ჩემს მუცელში კი მთელმა ზოოპარკმა დაიწყო სიარული. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვუთხარი ის, რისი თქმაც მთელი კვირის განმავლობაში ასე ძალიან მინდოდა :

– მეც.

5. კოცონი

დინი. ტვინში გაუაზრებლად გავიმეორე მისი სახელი. თითქოს ამით გადავამოწმე, ეს მართლაც ის დინი იყო ვიზეც მე ვფიქრობდი თუ არა. ისიც არ ვიცი სახეზე ნერვიულობა რამდენად დამეტყო ან საერთოდ ამ სიბნელეში შესამჩნევი იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, პირველი, რაც ანაბელმა ტუჩისა და ხელის გაურკვეველი მოძრაობებით მანიშნა იყო ის, რომ დაუპატიჟებელ სტუმარს ჩემი სახლში არ ყოფნის მომიზეზებით უკან გაისტუმრებდა.

ანაბელი ვერ მიმხვდარიყო ასეთი ვინ იდგა კარების უკან, ვისმა სტუმრობამაც ასე ძალიან ამაღელვა. სინამდვილეში უბრალოდ მოულოდნელობამ გამაშეშა ადგილზე და ამ ყველაფერს სახლში გამეფებული უკუნითი სიბნელე და საშინელებათა ფილმებისთვის დამახასიათებელი მონოტონური კაკუნის ხმაც დაემატა…

ტვინში ერთდროულად ათასმა ფიქრმა შემოაღწია. ფაქტი კი ერთი იყო : წარმოდგენა არ მქონდა დინი რას აკეთებდა ამ დროს ჩემი სახლის კარებთან.. ერთადერთი გზა კი რითაც მის მოულოდნელ სტუმრობას ავხსნიდი მასთან შეხვედრა იყო.

ანაბელს ვანიშნე, რომ ყველაფერი რიგზე იყო და კარების სახელური თამამად ჩამოვწიე. ნოემბრის სუსხმა მაშინვე შემოაღწია ჩემს სახლში და ადგილზე გაყინული რომ არ დავრჩენილიყავი, დინი სახლში შემოვიპატიჟე.

როგორც კი პირისპირ შევხვდი მას კიდევ უფრო დავიძაბე. მეც არ ვიცი რა იყო ის, რაც ამ ადამიანთან ურთიერთობისას მაშინებდა. შეიძლება უბრალოდ ასეთი აურის მატარებელი იყო ან დანარჩენ ბიჭებთან შედარებით გაცილებით სერიოზული. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს ნებისმიერ წამს მოველოდი, რომ რაღაცას უხეშად მეტყოდა.. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შეიძლება ჩემი დანახვით ბედნიერი არასდროს გამხდარა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, უხეშად ნამდვილად არ დამლაპარაკებია.

ყავისფერი თმები ქარისგან ოდნავ აჩეჩილი ჰქონდა.. მხრებზე ღია ლურჯი ფერის ქურთუკი ჰქონდა შემოგდებული და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი თავდაჯერებულობას ასხივებდა.

– შემოდი. – თავაზიანად ვუთხარი და ყველანაირად ვეცადე მისი სტუმრობით გაკვირვება არ შემემჩნია.

ანაბელი გვერდიდან არ მშორდებოდა და შევამჩნიე, რომ დინს საჭიროზე დიდხანს მიაშტერდა.. დინის გვერდულმა ღიმილმა კი იმწამსვე დამიმტკიცა, რომ ერთადერთი არ ვიყავი ვინც ეს შეამჩნია.

– არ გიკვირს აქ რატომ მოვედი?- მითხრა და კარები ზურგს უკან გამოიხურა. იცოდა, რომ მასთან განმარტოვება მძაბავდა და ჩემი რეაქციებით დიდი ალბათობით ძალიან ერთობოდა.

– არც ისე. კარის მეზობელი ხარ და უფრო მაინტერესებს, ვიდრე მიკვირს. – თავდაჯერებულად გავეცი პასუხი და კმაყოფილი დავრჩი.

– ჰმმ..შენს მეგობარს არ ვიცნობ. – მოულოდნელად ყურადღება ანაბელზე გადაიტანა, რომელიც კვლავ ქვასავით გაუნძრევლად იდგა ჩემს გვერდით.

– ეს ანაბელია.. ეს კი დინ..

– თვითონ თავის სახელს ვერ მეტყვის? – დინმა წინადადების დასრულება არ მაცადა ისე მიუახლოვდა რამდენიმე ნაბიჯით ანაბელს. საწყალი გოგო, მის მაგივრად მე ავნერვიულდი, ამიტომ სიტუაციის გამოსასწორებლად დინის ყურადღება კვლავ ჩემზე გადმოვატანინე.

– მეტყვი აქ რას აკეთებ? – ხელები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე და ვკითხე. ყოველთვის, როცა ადამიანთან საუბარი მაღელვებს ასე ვიქცევი.. მეც არ ვიცი რატომ… ალბათ, ამით ერთგვარ დამცველ ფარს ვიქმნი.

– მთელი ქალაქის მასშტაბით შუქი წასული რომ არ იყოს, ალბათ, შენც იცი, რომ აქ არ ვიქნებოდი. – გაყინული მზერა მესროლა და ჩემს პასუხს დაელოდა.

– ანუ შუქის წასვლის გამო ხარ აქ? – ჩამეცინა, დინის სახეს კი სერიოზულობა არ დაუკარგავს. უზრდელი.

– შენმა ბიჭებმა შეხმიანება ვერ გაბედეს…

– ჩემმა ბიჭებმა? – წინადადება გავაწყვეტინე. არ მესიამოვნა როგორი ტონითაც და რა სიტყვებითაც მომმართა. არადა მეც ძალიან კარგად ვიცოდი რომელ ბიჭებზეც იყო საუბარი.

– ჰო. ძალიან კარგად იცი ვისაც ვგულისხმობ. მოკლედ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ იმის სათქმელად მოვედი, რომ ასეთ სიბნელეში მარტო სახლში დასარჩენად მეც კი შემეცოდე.

– შეცოდება არ მჭირდება. – ისევ ჩავეჭერი საუბარში.

– მემგონი არ გინდა გაიგო რის სათქმელად მოვედი, თორემ ასე დიდხანს ვიკამათებთ ელინეარ.

– მითხარი. – დავნებდი და ხელებიც ძირს ჩამოვუშვი.

– ბიჭებმა ცეცხლი დავანთეთ. დენი დილამდე არ მოვა. ჰოდა შენ და შენს მეგობარს კოცონზე გეპატიჟებით. – მითხა და ადგილზე გავშრი. ამ შემოთავაზების გარდა ყველაფერს ველოდებოდი. მითუმეტეს დინისგან. მეუცნაურებოდა ის ფაქტი, რომ თავისი ინიციატივით დამპატიჟა..ან იქნებ არც.

– ამმ.. – დავფიქრდი. ანაბელს გავხედე და მომეჩვენა თითქოს თვალებით მანიშნებდა დავთანხმებულიყავი.

– მთელი საღამო ასეთ სიბნელეში, ვფიქრობ, ძალიან მოიწყენთ. – ნიშნისმოგებით მიპასუხა.

ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე მინდოდა საათი შემემოწმებინა, მაგრამ გაშავებული ეკრანის დანახვამ შემახსენდა, რომ ყველაფერთან ერთად ტელეფონიც დამჯდარი მქონდა. ბევრი ფიქრი აღარ დამჭირვებია და როგორც ყველა მიხვდით, დინის შემოთავაზებაზე დავთანხმდი.

****

მე და ანაბელი ოდნავ ჩამოვრჩით დინს და სანამ ჯეიმის სახლს მივუახლოვდებოდით ანაბელმა ვერ მოითმინა და ყურში ჩამჩურჩულა :

– არ ვიცოდი ესეთი სიმპატიური მეგობარი თუ გყავდა. – მის კომენტარზე ჩამეცინა. კიდევ უფრო სასაცილი კი ის იყო, რომ თავის დროზე სანამ ანაბელს დავუახლოვდებოდი გავიფიქრე, რომ ანაბელი დინის გოგო ვარიანტი იყო.

დინს ნაბიჯები ავუწყვეთ და მალევე ჯეიმის სახლის კარებთან აღმოვჩნდით. გული გამალებით მიცემდა. არ ვიცოდი რა სიტუაცია და საერთოდ ვინ დამხვდებოდა იქ.. ისიც არ ვიცოდი რამდენად სასურველ სტუმარს წარმოვადგენდი, მაგრამ ყველაზე უცნაურ ფაქტად მაინც დინის მოულოდნელი სტუმრობა რჩებოდა.

გზა ჩაბნელებული ოთახებიდან სახლის უკანა ეზომდე ანაბელის ტელეფონის ფანრით გავიკვლიეთ. დინი წინ სიბნელეში ისე მიაბიჯებდა თითქოს ირგვლივ გველაფერი განათებული ყოფილიყო.

არ ვიცოდი მათ სახლს თუ უკან ამხელა ეზო ჰქონდა. რამდენიმე მეტრის მოშორებით თვალი მოვკარი დანთებულ კოცონს, რომლის ირგვლივ ბიჭები ისხდნენ. არც თუ ისე კარგი მხედველობა მქონდა, ამიტომ სანამ მოვუახლოვდებოდი სახეების გარჩევა გამიჭირდა..

სიცივეს ნერვიულობაც დაემატა და მალე კანკალი დავიწყე. არ ვიყავი მზად ჯეიმისთან შესახვედრად. თითქოს ჩემი ესოდენ ახლო მეგობარი სრულიად უცხო გამხდარიყო. მეგონა ჩემი დანახვა არც კი გაუხარდებოდა. წარმოდგენა არ მქონდა რას ვიგრძნობდი მისი ასეთი დამოკიდებულების დანახვის შემთხვევაში.

ანაბელი უკეთეს განწყობაზე ჩანდა. იქნებოდა კიდეც, არავისთან შეხვედრა მას არ აშინებდა და იმ წამს ყველაზე მეტად შემშურდა მისი.

ბიჭების ხმამაღალმა საუბარმა და სიცილმა მალე მთლიანად მიიპყრო ჩემი ყურადღება.. ორი ნაბიჯიც გადავდგი და უკვე ძალიან ახლოდან დავინახე იქ მყოფი ადამიანის სახეები.

ნოა და სტეისი ხელგადახვეულები ერთ ხის სკამზე იყვნენ მოკალათებული, მათ გვერდით სებასტიანი და მაიკლი ერთმანეთთან ლაპარაკში იყვნენ გართული, წრის შუაგულში კი ჯეიმი განმარტოვებით იჯდა.

ხელის გულები გამიოფლიანდა და სანამ უკან გამობრუნებას დავაპირებდი ნოას მხიარულმა ხმამ მისკენ გამახედა.

– ელის, რაკარგია რომ შენც მოხვედი. – მითხრა ნოამ, ოდნავ სკამზე მიჩოჩდა და ადგილი გაათავისუფლა ჩემთვის და ანაბელისთვის. სტეისიმ ხელი დამიქნია და როცა მათ მივუახლოვდი ორივეს გავუღიმე.

ჩემი სახელის გაგონებაზე და დინის დანახვაზე დანარჩენებმაც ჩვენკენ გამოატრიალეს თავები.

მაიკლს თვალები გაუფართოვდა და აღარ უსმენდა სებასტიანს, რომელიც რაღაცას გამწარებული უმტკიცებდა. მალე სებასტიანიც მიხვდა, რომ ახალი სტუმრები მოვიდნენ და როგორც კი დამინახა ხელი მაღლა ასწია და თვალი ჩამიკრა.

მეც მორცხვად ყველას ხელი დავუქნიე და ამ ჟესტით მივესალმე. მაგრამ ერთადერთი ვისკენაც არ გამიხედავს ჯეიმი იყო. თვალის კუთხიდან ვხედავდი, რომ მიყურებდა. ძალიან მწველი მზერით მიყურებდა. მაგრამ სანამ თვალებში შევეფეთებოდი, ნოას გვერდით მე და ანაბელი მოვკალათდით. დინი ანაბელს მიუჯდა და მალევე მასთან დიალოგი გააბა.

ანაბელს ეტყობოდა კომფორტულად გრძნობდა თავს. მე კი თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ჩემ წინ დანთებულ კოცონზე მწვავდნენ. ნოამ და სტეისიმ მაშინვე გააბეს ჩემთან საუბარი. ძალიან საყვარლები იყვნენ. ვერ წარმომედგინა, რომ ნოას ასეთი წარსული ჰქონდა გამოვლილი და ძალიან მიხაროდა, რომ ახლა ყველაფერი კარგად იყო.

ცოტახანში, როცა სასაუბრო თემა ამოიწურა სტეისიმ ორი პლედი მოგვაწოდა ერთი ჩემთვის, მეორე ანაბელისთვის და ამის შემდეგ შეყვარებულმა წყვილმა თავიანთ სასიყვარულო ბუშტში გადაინაცვლეს.

უხერხულობა ზენიტს აღწევდა. მინდოდა საკუთარი თავისთვის სილა გამეწნა, რადგან სამარცხვინოდ ვიქცეოდი. ჯეიმისთვის ზედაც არ შემიხედავს.. აქ ყოფნიდან 15 წუთის განმავლობაში.

ვიცი, მასაც არ გამოუჩენია ინიციატივა ჩემთვის მოემართა, მაგრამ თვალებში რომ შემეხედა დარწმუნებული ვარ მომესალმებოდა მაინც. მაგრამ არა. მე ხომ ყველაზე მშიშარა, გაუბედავი, მორცხვი და უაზრო ადამიანი ვარ მთელ მსოფლიოში. კისერში ბურთი მეჩხირებოდა, რადგან საკუთარ თავთან ბრძოლას ვაგებდი და წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, რომ როგორღაც მისთვის შემეხედა.

სებასტიანი და მაიკლი ერთმანეთთან კამათს მორჩნენ. არ ვიცი ვინ გაიმარჯვა, მაგრამ როცა მაიკლმა ორი ჭიქით ხელში ჩემკენ გადმოინაცვლა ბედნიერება აღბეჭდვოდა სახეზე.

მუცელში პეპლებმა გაიფრთხიალეს მის დანახვისას. ხაკისფერი ჰუდი და შავი შარვალი ეცვა. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ასეთ ჩაცმულობას ვფიქრობ ყველაზე მეტად იხდენდა.

მომიახლოვდა, ჭიქა მომაწოდა და თავზე რომ არ დამდგომოდა ჩემ წინ საყვარლად ჩაიცუცქა და ღიმილით მითხრა :

– ბოდიში, თავი ვერ დავაღწიე სებასტიანს.

– რა პრობლემაა. – ვუთხარი და მისი მოწოდებული ჭიქიდან სასმელი მოვსვი.
სახე ალბათ ყველაზე უშნოდ დავმანჭე, რადგან წვენის მაგივრად ალკოჰოლური სასმელი გადავუშვი ორგანიზმში.

– უფს, გაფრთხილება დამავიწყდა. – მითხრა და ჩაეცინა.

მაიკლი რაღაცას მეუბნებოდა, როცა ყურადღება ჩემ წინ მდგარი ადამიანის სილუეტმა მიიქცია. ჯეიმი სკამიდან ფეხზე წამომდგარიყო. ყავარჯენს ეყრდნობოდა და ისევ ისეთივე მწველი მზერით მიყურებდა.

შავი კაპიუშონი თავზე ჰქონდა ჩამოფარებული. ერთდროულად სევდიანი და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. გული მუცელში ჩამივარდა, როცა თვალებში შევხედე. ნამუსმა შემაწუხა. ძალიან შემაწუხა. იმის გამო, რომ ყურადღება არ მივაქციე. იმის გამო, რომ მის მაგივრად ახლა მაიკლს ვესაუბრებოდი. იმის გამო, რომ გაუაზრებლად ჩვენი ურთიერთობა ფერს და სიახლოვეს კარგავდა. მეშინოდა, რომ მეგობარს ვკარგავდი.

მაიკლმა კითხვა დამისვა. რეალობაში დამაბრუნა და სანამ გააზრებას მოვასწრებდი, როცა უკან გავიხედე ჯეიმი უკვე იქ აღარ იდგა.

– მიხარია, რომ აქ ხარ. ხომ არ გეწყინა ჩემ მაგივრად დინმა რომ მოგიპატიჟა?

– შენ გამოუშვი? – სიცილით ვკითხე.

– ჰო.. ვიფიქრე მე რომ მოვსულიყავი… ზედმეტად შეგაწუხებდი. – მორცხვად ძირს დაიხედა.

– მომწონს, რომ გულახდილი ხარ. – გაუაზრებლად ვუთხარი.

– რას გულისხმობ?

– იმას, რომ შეგეძლო ეს არც კი აგეხანა ჩემთვის და ისე მოგეჩვენებინა თავი თითქოს არ გაგახსენდი ან არ მოგინდა ინიციატივის გამოჩენა. – ეს სიტყვები ვუთხარი და ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები. მეც არ ვიცოდი ასე გახსნილად როგორ ველაპარაკებოდი მას. მაგრამ, ჯეიმისთან შედარებით მასთან კომუნიკაცია გართულებების გარეშე ბევრად მარტივი იყო.

ჯეიმი… გამახსენდა თუ არა მაშინვე ცუდად ვიგრძენი თავი. ან ახლავე უნდა გამომესწორებინა სიტუაცია ან არასდროს. ერთი ყლუპი მწარე ალკოჰოლისა კიდევ მოვსვი, მაიკლს მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ საპირფარეშოში შევიდოდი და მალე დავბრუნდებოდი. ანაბელი და დინი ზედმეტად იყვნენ ლაპარაკში გართულები, რომ ჩემთვის ყურადღება მოექციათ.

მაიკლმა თავი დამიქნია და ჩემ ადგილას, სკამზე ჩამოჯდა. ღრმად ჩავისუნთქე და სახლისკენ ავიღე გეზი, სადაც ვიცოდი ჯეიმი დამხვდებოდა.

*****

ამის დედაც, შუა გზაში გამახსენდა, რომ ჩემი ტელეფონი დამჯდარი იყო და რომ მეც დინის მსგავსად უკუნით სიბნელეში სწორ ნაბიჯებს ვერ გადავდგამდი. არ ვიცი რა სასმელი დავლიე, მაგრამ ეტყობა ჰაერზე უფრო მომეკიდა და გამართულად სიარული კიდევ უფრო მიჭირდა.

მეც არ ვიცოდი რის სათქმელად ვაპირებდი ჯეიმისთან შეხვედრას ან საერთოდ შევხვდებოდი თუ არა მას, მაგრამ რამენაირად მასთან ცივილურად დალაპარაკება უნდა მომეხერხებინა.

მინის კარები სანახევროდ ღია დამხვდა. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ჯეიმიმ სახლში გადმოინაცვლა. მთელი ორგანიზმი მეწვოდა შინაგანად, ერთდროულად თავბრუს ხვევისა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. ასე მაშინ მემართება, როცა რაღაცაზე ძალიან ვნერვიულობ.

სახლში შევედი, მინის კარები გამოვიხურე და ვცდილობდი როგორმე დიდ ოთახამდე მიღწევას.

სიჩუმესა და სიბნელეს მოეცვა მთელი სახლი… მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა არღვევდა მყუდროებას. ნაცნობ საპირფარეშოს ავუარე გვერდი და მივხვდი, რომ ახლა ნამდვილად დიდ ოთახში ვიმყოფებოდი.

ჯეიმის კვალი არსად ჩანდა, იქნებ დასაძინებლად თავის ოთახში გადაინაცვლა… სისულელეს ვაკეთებდი. მხოლოდ იმ წამს მივხვდი, რომ გამბედაობა არ მეყოფოდა მასთან დასალაპარაკებლად.

გადავიფიქრე… შემოვტრიალდი და კვლავ მინის კარებისკენ ავიღე გეზი. ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი გასასვლელს, როცა მოულოდნელად ქვასავით მაგარ მკერდს თავით შევეჯახე.

აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, სანამ ნაცნობი ტკბილი ხმა არ ჩამესმა ყურებში :

– აქ რას აკეთებ?

***

უკან დავიხიე, ოდნავ წავბორძიკდი და სიბნელის მიუხედავად კარგად დავინახე შავ კაპიუშონიან ჰუდში გამოწყობილი ჯეიმი, რომელიც ერთი ხელით ყავარჯენს ეყრდნობოდა, მეორეში კი სავარაუდოდ ალკოჰოლური სასმლით სავსე ბოთლი ეჭირა.

– ვაუ, შემაშინე. – ჩამეცინა და გულზე ხელი მივიდე.

– აქ რას აკეთებ? – კითხვა გამიმეორა. ოდნავი ღიმილიც კი არ გამკრთალა მის სახეზე.

– ამმ… საპირფარეშოსთვის გამოვედი. შენ? – ვიცრუვე და ამასთან ერთად უაზრო შეკითხვაც დავუსვი. საკუთარ სახლში იყო და სადაც უნდა იქ იქნებოდა. ყოჩაღ ელ, ჭკვიანური შეკითხვისთვის.

– ორი წუთის წინ გვერდი აუარე. – მშვიდი ტონით მითხრა, მე კი ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა. ალბათ, შემოსვლისთანავე დამინახა და სავარაუდოდ იცოდა კიდეც, რომ მას ვეძებდი. ახლა ნამდვილად ორმაგად სულელი აღმოვჩნდი და უარეს დღეში ჩავიგდე თავი. ვიცოდი, მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ სიტუაციიდან თავის დაძვრენის მიზნით მორიგი ტყუილი შევთხზი :

– ჰო… ამმ..მომეჩვენა, რომ ცუდად ვხდებოდი, მაგრამ მერე უკეთ ვიგრძენი თავი და ეზოში დაბრუნება გადავწყვიტე.

– მოგეჩვენა? – საყვარლად გაეღიმა. მისი ღიმილი კი ვფიქრობდი, კარგის მანიშნებელი იყო. იქნებ მე მეჩვენებოდა და საერთოდ არ არსებობდა არანაირი დაძაბულობა ჩვენ შორის? იქნებ მე გავაბუქე იმ დღეს განვითარებული მოვლენები და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ჯეიმის საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი…

– აჰამ.. – ძირს დავიხედე, უხერხულობა ზენიტს აღწევდა. იცოდა, რომ ვატყუებდი, რომ სინამდვილეში მასთან შეხვედრა მინდოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მეყო გამბედაობა და მასთან ურთიერთობის დასალაგებლად ვერაფერს ვაკეთებდი.

– ბევრი დალიე? – მოულოდნელად მკითხა, დისტანციას ინარჩუნებდა, მაგრამ მაინც კარგად ვგრძნობდი მის ტკბილ სუნს, რომელიც ალკოჰოლის სუნში ირეოდა.

– არა. თითქმის არ დამილევია. – სუნთქვა გამიხშირდა. ჩემი სხეული წინასწარ ემზადებოდა მოსალოდნელი დიალოგისთვის.

– მაშინ, ცუდად რატომ იგრძენი თავი? – მკითხა და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა. ირონიულად არ მესაუბრებოდა, მაგრამ შავ კაპიუშონიან ჰუდში გამოწყობილი ჯეიმი, რომელიც რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იდგა ჩემ წინ, ძალიან, ძალიან მაღელვებდა. მივხვდი, აზრი აღარ ჰქონდა უაზრო თამაშის გაგრძელებას. ამ დიალოგს თავს სამუდამოდ ვერ ავარიდებდი, ამიტომ სიმართლის თქმა გადავწყვიტე.

– შენი ნახვა… მინდოდა. – უკანასკნელი სიტყვა ჩუმად ძლივს წარმოვთქვი. ადგილზევე გავშრი და ცოტა მაკლდა, რომ სახლში უკანმოუხედავად გავქცეულიყავი.

– ვერ გავიგე? – არ ვიცოდი, მართლა ვერ გაიგო, თუ მაწვალებდა, მაგრამ ამჯერად ხმამაღლა ვუპასუხე :

– შენი ნახვა მინდოდა.

– ჰმმ, – თქვა და თავიდან კაპიუშონი მოიხადა – დარწმუნებული ხარ?

– რაში? – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ახლა უკეთ ვხედავდი მის სახეს, რომელსაც სახლში შემოღწეული მთვარის შუქი ანათებდა. თვალები უბრწყინავდა, მაკვირდებოდა და შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თავიდან ბოლომდე ესმოდა ჩემი ხმამაღალი ფიქრები.

– იმაში, რომ ჩემი ნახვა გინდოდა. – თქვა და ხელით თმა აიჩეჩა. მინდოდა მცოდნოდა რას გრძნობდა იმ წუთებში. ასევე არ ვიცოდი როგორ დამეცვა მეგობრობის ზღვარი, როგორ მესაუბრა მასთან ისე, რომ ჩემი ნამდვილი გრძნობების შესახებ ვერაფერი შეეტყო მას. შეიძლება მისი გადმოსახედიდან გაურკვეველი არაფერი ხდებოდა ჩვენ ურთიერთობაში. მე კი… იმ საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა ბოლო მომიღო და კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ როგორ მომწონდა ჩემი მეგობარი ჯეიმი.

– ამას რატომ მეკითხები? – თავი კვლავ სულელად მოვაჩვენე.

– იცი, რატომაც. – სერიოზული ხმით მითხრა, მე კი უფრო დავიძაბე.

– ვიცი… მართალი ხარ.. მეც ზუსტად ამაზე მინდა შენთან ლაპარაკი. – ორ წამიანი პაუზებით ველაპარაკებოდი, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და მერჩივნა ჩემი გულის ტკივილი გამეზიარებინა მისთვის.

– გისმენ. – თქვა და ბოთლი ტუჩებთან მიიტანა. ელოდებოდა, რომ ჯერ მე ვეტყოდი ჩემს სათქმელს. მე კი წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეთქვა მისთვის.

– არ მომწონს… არ მომწონს, რაც ხდება მე და შენ შორის. – ხელებს ერთმანეთს ვუჭერდი, რომ ძალა მომეკრიბა. სინათლის შუქზე ალბათ, ამ წინადადებას ჯეიმის ვერასდროს ვეტყოდი.

– მაინც, რა არ მოგწონს? – უემოციო სახით მიპასუხა. ვერ ვხვდებოდი რას ცდილობდა, რატომ მაწვალებდა.

– არ ვიცი… ის, რომ… – საჭირო სიტყვებს ვეძებდი, მაგრამ პირიდან არაფერი ამომდიოდა. მინდოდა მეთქვა, რომ არ მომწონდა როგორც მექცეოდა, რომ არასწორ სიგნალებს უშვებდა ხანდახან ჩემი მისამართით, რომ იმ დღეს მომეჩვენა მასაც უნდოდა რაღაც ეცადა ჩემთან, რომ გული მატკინა მისი გაუჩინარებითა და გაუცხოვებით. მე კი ამ ყველაფერს ვერ ვეტყოდი, რადგან ამ შემთხვევაში ჩემი ნამდვილი გრძნობებისთვის ფარდა უნდა ამეხადა.

– რომ..? – კვლავ აუღელვებლად მესაუბრებოდა, მე კი ათასნაირი ემოცია მიტევდა იმ წუთებში.

– ის, რომ…. ეს დღეები… უფრო გაცივდი ჩემ მიმართ.- ვუთხარი და მზერა ავარიდე.

– ვერ ვხვდები რას გულისხმობ – მიპასუხა და თავზე კვლავ კაპიუშონი წამოიხურა. ამ პასუხის გარდა ყველაფერს ველოდებოდი. ალბათ, მართლა მომეჩვენა ყველაფერი, მისი დღევანდელი მზერაც, როდესაც მე და მაიკლს შორიდან გვაკვირდებოდა, მისი სევდით სავსე თვალები, როცა გამომიტყდა, რომ მის მეგობარს მოვწონდი.. შეიძლება იმდენად გატაცებული ვიყავი ჯეიმით რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი გონებისა და ფიქრების ნაყოფი იყო და მეტი არაფერი.

– ჯეიმი… – თავი გავაქნიე, მინდოდა მეთქვა, რომ კარგად იცოდა რასაც ვგულისხმობდი, მაგრამ შეწინააღმდეგებისთვის ძალა აღარ მყოფნიდა.

– ელინეარ. – მანაც გაიმეორა ჩემი სახელი. გული ორ ნაწილად გამეყო, მივხვდი თვითონ არაფრის თქმას არ აპირედა. მე კი არ ვაპირებდი ჩემი გულის გადაშლას მისთვის. მეშინოდა, რომ ამ ლაპარაკში რაღაც წამომცდებოდა. მეშინოდა, რომ ჩემს გრძნობებში საბოლოოდ გამოვუტყდებოდი.

– რატომ მაწვალებ? – თვალებში შევხედე. მას გვერდულად გაეღიმა, ოდნავადაც არ იყო აღლვებული ჩვენი დიალოგით

– არ გაწვალებ. მინდა, რომ შენ მითხრა რა ხდება მე და შენ შორის.- სიტყვები მე” და შენ” უფრო გარკვევით წარმოთქვა.

– ფიქრობ, რომ ყველაფერი რიგზეა? – მინდოდა მასაც ელაპარაკა, მინდოდა გამეგო რას გრძნობდა, ან საერთოდ რას ფიქრობდა ამ სიტუაციაზე.

– არ ვფიქრობ… – თქვა და ისევ გაჩუმდა.

– მეც… და  ამაზე დასალაპარაკებლად მოვედი შენთან. არ შეიძლება…. რომ… გამოცანების გარეშე ვილაპარაკოთ?

– კი, შეიძლება.

– კარგი..- ვუთხარი, ტვინში დავალაგე სათქმელი, მაგრამ სანამ გავაგრძელებდი, დამასწრო :

– მაწყენინე.

– რა? – წარბები შევჭმუხნე, გული ისევ ამიფრიალდა.

– დღეს.. ცუდად მოიქეცი.

–   რას გულისხმობ? – სუნთქვა გამიხშირდა, არ ვიცოდი საითქენ მიყავდა საუბარი.

–   გამოცანებით ლაპარაკი აღარ გინდა, ჰო? – ბოთლი ძირს დადო და მხრით დერეფნის კედელს მიეყრდნო.

– არა.

– წეღან მითხარი, რომ მე გავცივდი შენ მიმართ, ხო ასეა? 

– კი. – მხოლოდ მოკლე პასუხების გაცემას ვახერხებდი. 

– მაშინ მიპასუხე. ფიქრობ, რომ ჩემი დაიგნორება კარგი საქციელია? 

– ჯეიმი.. – არ ვიცი სასმლის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ ასეთ აგრესიულს პირველად ვხედავდი.

– ჩემს სახლში მოდიხარ და გამარჯობის ღირსადაც აღარ მთვლი. შენი აზრით, ეს კარგი საქციელია? – ნელნელა საუბრის ტონს უფრო უწევდა და უფრო მიახლოვდებოდა.

– არა, უბრალოდ… 

   წინადადება ვერ დავასრულე, გაქვავებული ვიდექი და ტვინში აზრების დალაგებას ვერ ვახერხებდი. ჯეიმიც ჩუმად იდგა, სადღაც შორს იყურებოდა და ხმას არ იღებდა. მალევე ხელით თვალები მოისრისა, ღრმად ამოისუნთქა და ამჯერად უფრო  მშვიდად და თითქოს სევდიანი ხმით მიპასუხა :

– მარტო შენ ამას არ გაბრალებ … – ორი წამით გვერდზე გაიხედა, მერე ისევ თვალებში შემომხედა და განაგრძო :

– მეც პრობლემები მაქვს…და დრო მჭირდება… რაღაცების გადასახარშად. ცალკე ფეხის ამბავი მაწუხებს, მოკლედ… არ ვარ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპზე და…. არ მინდა, რომ შენც ჩემი ხასიათის ცვლილებების მოწმე იყო. 

– მე… მეგობარი ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ცხოვრების არასასიამოვნო ეტაპზე გვერდით დაგიდგეს.. – ხმა გამებზარა, გული მიკვდებოდა ესეთ სევდიანს რომ ვუყურებდი. საშინლად ვგრძნობდი თავს, ვხვდებოდი, რომ ჩემ განზე გაწევას ცდილობდა.

– ეხლა არავინ მჭირდება. – ყავარჯენს დაეწყრდნო, ზურგი მაქცია და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი. მეც არ ვიცი რა ძალამ მაიძულა, მაგრამ მხარზე ხელი მოვკიდე და შევაჩერე. 

– ჯეიმი.. – ჩემკენ შემოვატრიალე, შეიძლება სიბნელეში მომეჩვენა, მაგრამ მის ფაიფურისებრ ლოყაზე სისველე შევამჩნიე.

– ელის, გითხარი, რომ დრო მჭირდება. 

– რამე თუ გიჭირს მითხარი და დაგეხ..

– ვერ დამეხმარები. შენ განსაკუთრებით. – კისერზე ძარღვები გამოებერა, ხელი გაითავისუფლა და დაამატა :

– თუ შეგიძლია მარტო დამტოვე. 

– რამე შემეშალა? ჩემი ბრალია? – გული გამალებით მიცემდა, და თვალები დაუკითხავად ცრემლებით ამევსო. 

– არავის ბრალი არაა. – სევდიანად გაეღიმა, მომიახლოვდა, სახეზე კარგად ამათვალიერა, შემდეგ ჩემი თავი ერთ ხელში მოიქცია და ნაზად შუბლზე მაკოცა. მაშინვე გაუაზრებლად ცრემლები ჩამომცვივდა თვალებიდან, როცა დამშვიდობებამდე ჯეიმიმ ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა : 

– მაპატიე. 

*** 

ჯეიმი თვალს მიეფარა, სიბნელეში გაუჩინარდა და შეგრძნება დამეუფლა იმისა, რომ ზუსტად იმ წამს იგი ჩემი ცხოვრებიდანაც გაქრა.

   ოთახში უკვე მარტო ვიყავი… ჩემი გულის ტკივილის გამზიარებელი კი არავინ იყო. დერეფანში კედელს ზურგით მივეყრდენი, თავი მივადე და თვალები დავხუჭე. ვცდილობდი საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცებას, რომ ძლიერი ვიყავი და რომ ყველანაირად შევძლებდი მოზღვავებული ემოციების გამოხატვისგან თავის შეკავებას.

   ღრმად ვსუნთქავდი, ისევ დახუჭული მქონდა თვალები და მთელი გულით მინდოდა რაიმე უხილავ ძალას სახლში დავებრუნებინე. შორიდან მესმოდა სიცილის ხმები.. როგორც ჩანს, ეზოში მხიარულ დროს ატარებდნენ კოცონის გარშემო შემოკრებილი ჩემი მეგობრები..

  უფროსწორად რომ ითქვას ჯეიმის მეგობრები. მე კი სრულიად ზედმეტი ვიყავი აქ. ისიც დამავიწყდა, საერთოდ რატომ მოვედი ამ სახლში, რატომ შევხვდი მას და კიდევ ორმაგად რატომ გავიტეხე გული. ყელში ბურთი გამეჩხირა.

   საშინელი შეგრძნებაა… გეტირება, ძალიან გეტირება, მაგრამ შენი რაღაც ნაწილი ყველანაირად ცდილობს ცრემლების შეკავებას.. თავბრუ მეხვევოდა და საშინლად ვგრძნობდი თავს. მეგონა გავქრი და ყველასთვის უჩინარ არსებად გადავიქეცი. არც მინდოდა ვინმეს შევემჩნიე, არ მინდოდა ხალხში დაბრუნება, თავის მოჩვენება ვითომ ყველაფერი რიგზე იყო.. აღარ მინდოდა მის სახლში გაჩერება და იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე მეტრის მოშორებით ისიც აქ იყო. აქ იყო, მაგრამ ამავდროულად, ძალიან შორს.. განსაკუთრებით შორს ჩემგან…

    ხელით თვალები მოვისრისე, მეგონა ტკივილის ძლიერ ტალღას გადავურჩი, მაგრამ როცა თითებზე სისველე ვიგრძენი მივხვდი, რომ გაუაზრებლად ვტიროდი. იმ წუთებში მეზიზღებოდა ჩემი თავი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიჭის გამო არასდროს ვიტირებდი, ახლა კი….ცრემლები არ ჩერდებოდა, დაუკითხავად ტოვებდა ჩემს თვალებს და უკანასკნელ ძალას მაცლიდა ფეხებიდან. აქამდე მეგონა ჩემი ცალმხრივი გრძნობის გამო არ ვიტანჯებოდი, დღეს კი … დღეს კი აღარ ვიცოდი რამდენად მარტივად შევძლებდი ამ გრძნობასთან ერთად ცხოვრებას.

     ჯეიმი მიყვარდა. მხოლოდ ეს ვიცოდი დანამდვილებით. მართალია, აქამდე არავინ მყვარებია და შესაძლოა ის, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი სიყვარული არც ყოფილიყო… მაგრამ ახლა, როცა გულზე ცეცხლი მეკიდა, როცა მისი გაუჩინარებით ადგილზევე ვიწვოდი, ვიცოდი, რომ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა.

   უცნაურია არა? სიყვარულს პირველი ტკივილი რომ გაგრძნობინებს… სამწუხაროა, რომ თავის ხელში აყვანა ვერ შევძელი, საკუთარ თავთან დადებული პირობა დავარღვიე და უკვე მეორედ, შეიძლება მესამედაც, ვტიროდი ჩემი მეგობარი ჯეიმის გამო…

   ცრემლები ხელით მოვიწმინდე… სავარაუდოდ თვალები დასიებული და ცხვირი გაწითლებული მექნებოდა ტირილისგან. საბედნიეროდ, სიბნელე იყო, მაგრამ ეზოში კოცონთან დაბრუნებისას შესაძლოა დანარჩენებსაც შეემჩნიათ ჩემი მდგომარეობა, რაც ძალიან, ძალიან არ მინდოდა. მინის კარებს მივუახლოვდი, თმები ჩამოვიშალე და ჩემი სახე გრძელ კულულებში მაქსიმალურად ჩავმალე. სანამ მინის კარებს ჩემ უკან გამოვიხურავდი კიდევ ერთხელ შევიხედე სახლში, მაგრამ ჯეიმის ნაკლებობა ისევ ისეთივე ცხადი და მტკივნეული იყო, როგორც არასდროს.

* * * * * *

   ნელი ნაბიჯებით მივდიოდი კოცონისკენ. ბავშვების ხმა და მათი შეძახილები უკვე მკაფიოდ ჩამესმოდა ყურებში. არ მინდოდა ვინმესთვის განწყობა გამეფუჭებინა, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა დამეღწია თავი ამ ადგილიდან. ჯეიმი მუდამ ჩემი კარის მეზობლად დარჩებოდა, მაგრამ გადავწყვიტე ამიერიდან თავი ამერიდებინა როგორც მასთან, ასევე მის მეგობრებთან შეხვედრისთვის.

   მაიკლმა, რომელიც კვლავ ჩემ ადგილას იჯდა, მაშინვე შემამჩნია. ფეხზე წამოდგა და ანერვიულებული სახით ამათვალიერა. არ ვიცი მეტყობოდა თუ არა, რომ ცოტახნისწინ ჯოჯოხეთი გამოვიარე, მაგრამ მისი თვალები ვფიქრობ, ჩემ კითხვას დადებით პასუხს სცემდა.

– ცუდად ხომ არ ხარ? – მომიახლოვდა და მზრუნველი თვალებით შემომხედა.

– ჰო, მემგონი სასმლის ბრალია. – მოვიმიზეზე.

– ერთ ჭიქაზე მეტი არ დაგილევია.. მოდი დაჯექი. – მითხრა და ხის სკამზე მიმითითა. ჯერ წინააღმდეგობის გაწევის თავი არ მქონდა, ამიტომ დავთანხმდი და სკამს მივუახლოვდი. ანაბელმა მაშინვე შემიმჩნია და როცა მის გვერდით მოვკალათდი ჩუმად მითხრა :

– ელ, ყველაფერი რიგზეა?

პასუხის გაცემა სიტყვიერად არ შემეძლო. როდესაც ცუდად ვარ ან მეტირება, ყველაზე მეტად ამ შეკითხვას ვერ ვიტან, რადგან იმ წამსვე გული მეორედ მიჩუყდება და გაჩერება უფრო მიჭირს. ამიტომ ანაბელს უბრალოდ თავი დავუქნიე და მთელი ძალა მოვიკრიბე იმისთვის, რომ ყალბად გამეღიმა. მაიკლი მარცხენა მხრიდან მომიჯდა. ლაპარაკის თავი არ მქონდა, ამიტომ უბრალოდ ცეცხლის მოთამაშე ნაპერწკლებს ვაკვირდებოდი.

   სტეისი და ნოა კოცონთან აღარ ისხდნენ, სებასტიანი კი ცოტახანში ლუდის ჭიქებით ხელში მე, მაიკლს, ანაბელსა და დინს შემოგვიერთდა. ლუდის დალევაზე უარი განვაცხადე, ერთადერთი რაზეც იმ წამს მეფიქრებოდა ჩემი თბილი სახლი და საწოლი იყო. განმარტოვება მინდოდა, ძალიან მინდოდა, მაგრამ როდესაც მომღიმარ ანაბელს ვუყურებდი, მის შემდეგ კი მზერა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასევე მომღიმარ დინზე გადამქონდა, ვიცოდი, მეგობარს ჩემი გაჭირვების გამო ბედნიერ წუთებს ვერ წავართმევდი.

სებასტიანი რაღაცას გვიყვებოდა, ყველა იცინოდა, მე კი მხოლოდ ინსტიქტურად ვყვებოდი დანარჩენებს სიცილში, რადგან დროისა და სივრცის შეგრძნება დაკარგული მქონდა… მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, რომ ვკანკალებდი, როცა მხრებზე ვიღაცის თბილი ჟაკეტი მომედო. მარცხნივ გავიხედე და მაიკლის სახეს შევეფეთე.

– ისე კანკალებ… თუ გინდა… შიგნით გადავინაცვლოთ. – ვიცოდი ჩემზე ზრუნავდა და ძალიან ვაფასებდი ამას, მაგრამ სიტვყა „შიგნით” როგორც კი მომესმა, განგაშის სიგნალები ჩაირთო ჩემს ტვინში. ჯეიმისთან შეხვედრას მეორეჯერ თან ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვაპირებდი.

– არა, ეხლა აღარ მცივა. მადლობა. – გავუღიმე და ისევ კოცონს მივაშტერდი.

– მართლა ყველაფერი რიგზეა? – ისევ მკითხა.

– კი, უბრალოდ დავიღალე და ცოტა მეძინება. – ვუთხარი ისე, რომ მისკენ აღარ გამიხედავს.

– შეშა თუარ მოიტანეთ, მალე ჩაქვრება. – შორიდან მომესმა სებასტიანის ხმა.

– ხოდა მიდი, მოიტანე. – უთხრა მაიკლმა.

– ვერ ხედავ? ანაბელს კონკურსში გამარჯვების ისტორიას ვუყვები. – საყვარელი სახე მიიღო და მაიკლიც ვეღარ შეეწინააღმდეგა.

– მე წავალ. – თქვა დინმა და ფეხზე წამოდგა. ქურთუკის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და მოულოდნელად თავზე დამადგა.

– წამომყევი ელის, სიბნელეში გამინათებ. – მითხრა და თვალები გამიფართოვდა. დინი მე მთხოვდა სადმე გაყოლას? ვაღიარებ, ცოტა დავიძაბე, მაგრამ იმდენად არ მსიამოვნებდა ხალხმრავლობაში ყოფნა, რომ მერჩივნა დინსაც კი გავყოლოდი სამყაროს დასალიერში.

გვერდით მჯდომ ანაბელს გავხედე, რაღაცნაირად მისგან თანხმობას ველოდებოდი, არ მინდოდა სხვანაირად მიეღო მე და დინის განმარტოვება.. ანაბელმა თბილად გამიღიმა და ყურადღება კვლავ სებასტიანისკენ გადაიტანა, რომელიც მთელი აღტაცებით უყვებოდა თავის ისტორიას.

– იყავი, მე წავალ. – გვერდიდან ჩამესმა მაიკლის ხმა. ფეხზე წამოდგომას აპირებდა, მაგრამ უცბად ხელი მოვკიდე,  შევეწინააღმდეგე და ვუთხარი :

– არა, იყოს .. არ მეზარება.. თან ჯდომას სიარული მირჩევნია. – მეც არ ვიცი რატომ დავთანხმდი დინს, მაგრამ მალევე ერთმანეთის ნაბიჯებს ფეხი ავუწყვეთ და ბავშვები ზურგს უკან მოვიტოვეთ.

– სად მივდივართ?- ვკითხე.

– ნუ გეშინია, არ გიტაცებ. – არც შემოუხედავს ისე მიპასუხა.

უცბად გავჩერდი, დინიც მიხვდა, რომ უკან აღარ მივყვებოდი და როცა ჩემკენ შემოტრიალდა ვუთხარი :

– დებილი ვარ.

– ვიცი. – მის პასუხზე თვალები ავატრიალე და არ შევიმჩნიე.

– ვერ გაგინათებ, ტელეფონი დამჯდარი მაქვს.

– ეგეც ვიცი.

– მერე?

– რა მერე, ელის? – მოთმინებას კარგავდა იუნგი.

– მაიკლი გაიყოლე..ამ სიბნელეში დავიკარგებით.

– ორი ნაბიჯია გასავლელი, არ დავიკარგებით. შეშას ავიღებ და წავიდეთ.

– კარგი. – დავნებდი.

  მართლაც მივუახლოვდით ეზოს კიდეს, სადაც დაჭრილი შეშა ეგულებოდა იუნგის. რამდენიმე მე მომაწოდა, უფრო მეტი კი თავად აიღო ხელში. 
მართალია, სიბნელე იყო, მაგრამ სავსე მთვარე კარგად ანათებდა არემარეს და ვაღიარებ მსიამოვნებდა აქ განმარტოვებით ყოფნა.. ნუ დინს თუ არ ჩავთვლით.

– გითხარი ხო უკვე, რომ ჩემი ძმაკაცი მაგარი შტერია.

– ჰა? – კინაღამ ხელიდან გამივარდა შეშა.

– კარგი ამინდია. – წინადადება გადააკეთა და ჩაეცინა. კარგად იცოდა, რომ ზუსტად გავიგე რაც მითხრა ორი წამის წინ.

– ვინ არის შტერი? – ნაბიჯები უფრო შევანელე, მინდოდა ყველაფერი, რაც სათქმელი ჰქონდა, ეთქვა ჩემთვის.

– მაგაზე ხვალ დაგელაპარაკები. – ოდნავ წინ გამისწრო, მე კი სიმძიმის გამო ძლივს ვახერხებდი სწორი ნაბიჯების გადადგმას, რომ უკან არ ჩამოვრჩენოდი მას.

– რას ნიშნავს მაგაზე? – უკნიდან მივაძახე, დინი უცბად გაჩერდა, ჩემკენ შემოტრიალდა და სერიოზული სახით მითხრა :

– დღეს სხვა, უფრო საინტერესო და პირადი რაღაც მაქვს მოსაგვარებელი, – გვერდულად გაეღიმა და განაგრძო :

– და მაგ რაღაცაზე დასალაპარაკებლად არ მცალია.

– გამოცანებით ლაპარაკი ალბათ, მთელ სამეგობროს გიყვართ, ხო? – ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი.

– ელის, – ორი ნაბიჯი წინ გადმოდგა, ზემოდან გადმომხედა და მითხრა :

– მე და შენ მეგობრები არ ვართ.. მაგრამ ჩემი ძმაკაცები ბევრად მეტს ნიშნავს ჩემთვის, ვიდრე წარმოიდგენ.. ამიტომ.. ხვალ 12 საათზე პარკში შემხვდი, დავილაპარაკოთ. – თქვა, ისევ ზურგი მაქცია… მე კი გაშეშებული დამტოვა ჩემს შეშასთან ერთად.. 

4. ცუდი მეგობარი

– არამგონია.

– არაგგონია? – ეცინება, სახე ოდნავ კიდევ უფრო ახლოს მოაქვს და ისე მიყურებს შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემს სულში იხედება. მინდა გულახდილად ვუპასუხო და ვუთხრა, რომ არამგონიაში ჩემ მისდამი დამოკიდებულებას ვგულისხმობ… რომ მგონი მიყვარს და ამის გამო ბოლომდე უსიყვარულობას ვერ დავიჩემებ.

– ჰო. ალბათ, უფრო არა. შენ? – კითხვას ვუსვამ და სავარძელში ვსწორდები, მისი სიახლოვე მკლავს და მინდა ეს თემა მალე შევცვალოთ, რადგან ალკოჰოლიც თავისას შვება და რაღაც ძალა მაიძულებს გამოვუტყდე გრძნობებში. იმედი მაქვს ასე არ მოხდება.

– რას ნიშნავს, ალბათ? ამიხსენი. – მეგონა ჩემს კითხვას უპასუხებდა, მაგრამ ამის მაგივრად ჩემი პასუხით უფრო დაინტერესდა. იმედია ვერ ხვდება ვერაფერს. ლოყებში სიმხურვალეს ვგრძნობ და მზერას ვაშორებ. ფანჯრისკენ ვიხედები და ისე ვამბობ :

– ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. ალბათ, მაგას ნიშნავს.

– ანუ ვერ ხვდები ის ადამიანი გიყვარდა თუ არა? – წარბები შეჭმუხნა, ისეთი სახე მიიღო თითქოს ძალიან სერიოზულ ამოცანას ხსნიდა. უსაყვარლესი იყო.

– ჰო.. შენი აზრით, როგორ უნდა მიხვდე? – ლუდის ჭიქა ავიღე ხელში და უკანასკნელი ყლუპები ჩავცალე.

– გიყვარს თუ არა?

– ჰო.

– თუ ხშირად ფიქრობ მასზე, განსაკუთრებით ღამე ძილის წინ, მაშინ გიყვარს.

– ღამე ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ. – ჩამეცინა.

– ჰო, მაგრამ მაგ ბევრი რაღაციდან უფრო მეტს თუ მასზე ფიქრობ, გიყვარს.

– ჰმ, ამას შენი გამოცდილებიდან ამბობ?

– არა. მე დანამდვილებით ვიცი, რომ არ მყვარებია. – მითხრა და მისმა სიტყვებმა უკანასკნელი იმედიც გადამიწურა. ეტყობოდა, რომ გულახდილი იყო.

– ანუ შეყვარებული არასდროს გყოლია? – ალბათ, უაზრო შეკითხვა დავუსვი. ბიჭებს ჰყავთ შეყვარებულები, რომლებიც არ უყვართ. გოგოებსაც ჰყავთ შეყვარებულები, რომლებიც არ უყვართ. მე კი ამ კატეგორიის შეყვარებულებს ვერ ვიტან.

– არა.

– იტყუები. – სიცილით ვუთხარი. ის აღარ დავაყოლე, რომ ვერ წარმომედგინა მისნაირი ბიჭი აქამდე გოგოებს მარტო დაეტოვებინათ. მინდოდა ვენდიზეც მეკითხა, მაგრამ ჯერჯერობით თავი შევიკავე.

– ურთიერთობა მქონია, მაგრამ შეყვარებული არასდროს. რატომ გიკვირს? შენც მარტო ხარ. – ეს სიტყვა თქვა და მომეჩვენა, რომ ტუჩებზე დამხედა. მუცელში უცნაური შეგრძნება დამეუფლა და ყურადღების გადასატანად უცბად ვკითხე :

– ვენდი?

– მეგობარია. – ხელით თმა აიჩეჩა და სერიოზული სახით მომაშტერდა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი ამ თემაზე ეხლა რატომ ვსაუბრობდით.

– შორიდან სხვანაირად ჩანს. – ვთქვი და იმ წამსვე ვინანე ჩემი სიტყვები.

– რატომ? ჩვენც მეგობრები ვართ. გგონია ჩვენი ურთიერთობა შორიდან სხვანაირად ჩანს? – თვალები მოჭუტა და ცინიკური სახით შემომხედა. არ მესიამოვნა.

– კალთაში რომ გიჯდებოდე, შენს თმებს ხელით ვათამაშებდე და ისე გიყურებდე თითქოს შენ გარდა სხვა არავინ მაინტერესებს, მაშინ კი, ალბათ, სხვანაირად გამოჩნდებოდა. – ერთი ამოსუნთქვით მივაყარე ეს სიტყვები და ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა თუ რამდენად მაღიზიანებდა მათი ყველა ასეთი სცენა.

– ოჰო, მგონი ბევრს გვაკვირდებოდი იმ დღეს. – ლუდის ახალი ბოთლი გახსნა. შემპირდა მეტს აღარ დალევდა, მაგრამ ამჯერად ამის შეხსენებას მისთვის აღარ ვაპირებდი.

– არც ისე. დასაკვირვებლად სხვა მეგობრები უკეთესი გყავს. – ჩემი პასუხით კმაყოფილი დავრჩი, ჯეიმი – ნაკლებად. პასუხი არ გამცა. ლუდის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ბოლომდე ჩაცალა.

– ჯობია მეტი აღარ დალიო.

– მაგას მე გადავწყვეტ. – უხეშად მიპასუხა. თითქოს მთლიანად შეეცვალა ხასიათი.

– კარგი, როგორც გინდა. – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მალე უხერხულ სიტუაციას ისიც დაემატა, რომ უცბად მუსიკა გაჩუმდა სანამ შემდეგი სიმღერა ჩაირთვებოდა… ჩვენ შორის ჩამოვარდნილ დუმილი კი მეგონა საუკუნეს გაგრძელდა.

– ცეკვა მიყვარს. – მუსიკის ჩართვისთანავე ჯეიმიმ ჩუმად და სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა ეს სიტყვები. ჩუმად, მაგრამ საკმარისად იმისთვის, რომ მეც გამეგო.

– მალე ისევ იცეკვებ. – მივხვდი კვლავ თაბაშირში ჩასმულმა ფეხმა შეახსენა თავი და მინდოდა როგორმე ეს ტკივილი მისთვის შემემსუბუქებინა.

– მე ეხლა მინდა. – პატარა ჯიუტი ბავშვივით დაიწუწუნა. ცალი ხელით თვალი მოისრისა, ძილმორეული და ნასვამი კიდევ უფრო საყვარელო იყო.

– იმიტომ გინდა, რომ იცი არ შეგიძლია. ფეხი ჩვეულებრივად რომ გქონდეს ამ შუაღამეს არ მოგინდებოდა. – ჩემი ჭკუით გავამხნევე.

– მომინდებოდა. შენთან ერთად ვიცეკვებდი. ზუსტად ამ სიმღერაზე. ამ შუა ღამეს. – სანახევროდ გამიღიმა მე კი გული მუცელში ჩამივიდა. სავარაუდოდ გავწითლდი და ვერ ვხვდებოდი ჩვენი დიალოგი რა მიმართულებით აიღებდა გეზს.

– ცუდი მოცეკვავე ვარ, ამიტომ პარტნიორად არ გამოვდგებოდი. – სიცილით ვუთხარი, სიტუაციის განეიტრალება მინდოდა.

– შეიძლება საუკეთესო მოცეკვავე იყოს შენი ცეკვის პარტნიორი, მაგრამ თუ ერთმანეთს ვერ გრძნობთ არაფერი გამოვა.. – თქვა და ჭიქა მაგიდაზე დადო. მისი სიტყვები ცეცხლს მიჩენდა ორგანიზმში. იმედი მაქვს ამას ვერ ხვდებოდა. სანამ ვუპასუხებდი დაამატა :

– ცეკვა ურთიერთობაა. ურთიერთობა მუსიკასთან და შენს პარტნიორთან. ორივეს ბოლომდე უნდა გრძნობდე. მე კი ვფიქრობ, მუსიკას და შენ ყველაზე უკეთ ვგრძნობ. – მიყურებდა. თვალებით მაშიშვლებდა და იმ წუთებში უკვე კარგად ვხვდებოდი, რომ თვითონაც იცოდა რასაც მიკეთებდა.

– რას გულისხმობ? – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.

– როცა ფეხის ამბავი გამივლის გაჩვენებ..

– კარგი.

კვლავ დუმილი… მივხვდი ადგილზე ავფეთქდებოდი ცოტა ხნით რომ არ განვმარტოვებულიყავი, ამიტომ მარტივი გამოსავალი ვიპოვე.

– ორი წუთით საპირფარეშოში გავალ.

როგორღაც ავდექი სავარძლიდან და საპირფარეშოს კარებამდე მივაღწიე. გული კისერში მიცემდა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ ჯეიმის უკანასკნელმა სიტყვებმა და მისმა მზერამ სხვა სიგნალები მოიტანა ჩემამდე.

ნეტავ არსებობდა იმის შანსი, რომ მასაც მოვწონდი? იქნებ მეჩვენებოდა ან უბრალოდ სასმლის და ჰორმონების ბრალი იყო? იქნებ მართლა როგორც საუკეთესო მეგობარს ისე მოყურებდა და ასე გამოხატავდა თავის სიახლოვეს?
ვფიქრობ მუსიკას და შენ ყველაზე უკეთ ვგრძნობ. ეს სიტყვები გაუჩერებლად მეორდებოდა ჩემს ტვინში… კარგად ვიცოდი ცეკვა და მუსიკა რამდენს ნიშნავდა მისთვის.. ჩემი თავის მუსიკასთან გაიგივება კი ერთდროულად უცნაური და ამაღელვებელი იყო. რას მიკეთებ ჯეიმი?

სახეზე წყალი შევისხი. ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და მასთან შესახვედრად გავემზადე. გადავწყვიტე სახლში მალე დავბრუნებულიყავი..თორემ ამდენი უხერხული მომენტის ტვინში გამეორება მთელი კვირის განმავლობაში დამტანჯავდა.

თავს დავაჯერე, რომ სანერვიულო არაფერი იყო და რომ მე და ჯეიმის შორის არანაირი დაძაბულობა და უხერხულობა არ არსებობდა. ის ჩემი მეგობარი იყო, ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. ჯეიმისთვის მეც იგივე ვიყავი, უბრალოდ ახლო მეგობარი და მეტი არაფერი. მისი სიტყვებისთვის, რომელიც სიმთვრალეში წამოცდა, კუდის გამობმა კი ძალიან არასწორი საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან.

ვაღიარებ, ჩემს ადგილზე ვინმე სხვა გოგოს შეიძლება ეს სიტუაცია უკეთ გამოეყენებინა. ცოტა ფლირტს მაინც გააბავდა ბიჭთან, რომელიც სიგიჟემდე მოსწონდა…რომელიც ნასვამი იყო და ამ დროს მასთან ერთად ატარებდა. მაგრამ მე ეს არ შემეძლო.. რომც შემეძლოს არ ვიზამდი ამას. სიტყვა სიტუაციის გამოყენება უკვე ცუდად ჟღერს ჩემთვის. თუ ოდესმე ვინმესთან ურთიერთობა მექნებოდა ჩემი მხრიდან “შებმის” ტექნოლლგიების გამოყენებით არ და ვერ მოხდებოდა ეს.

როგორც კი გულის ცემის რიტმი ნორმას დაუბრუნდა კარების სახელური ჩამოვწიე.. ერთი ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო, რომ დიდ ოთახში გასასვლელ კარებამდე მისულიყავი, ამ ერთი ნაბიჯის მოშორებით კი ჯეიმი იდგა. ჯოხს ხელით ეყრდნობოდა, ზურგი კი კედელზე ჰქონდა მიდებული. ადგილზე გავშრი, რადგან აქ არ ველოდებოდი. მეგონა ისევ სავარძელზე მოკალათებული დამხვდებოდა.

კარები გამოვიხურე, ჯეიმი კი ფეხს არ იცვლიდა, ფაიფურის ფიგურასავით გაშეშებული იდგა და უბრალოდ მიყურებდა. თვალები ოდნავ ჩაწითლებული ჰქონდა, ხელზე რომლითაც ჯოხს ეყრდნობოდა ძარღვები გამოჰბეროდა. სიმპატიური იყო. იმდენად სიმპატიური, რომ საკმარისი გამბედაობის ქონის შემთხვევაში ამას აუცილებლად ვეტყოდი.

ნასვამ მდგომარეობაშიც კი იმდენად თვალის მომჭრელი იყო, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი მასთან არანაირი შანსი არ მექნებოდა. პამიდორივით გაწითლებული, ოდნავ აბურდული თმებით ვიდექი მის წინ და ყოველი წამის გასვლის შემდეგ ძალა მეცლებოდა ფეხებში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ იმ წამს უსიტყვოდ მელაპარაკებოდა. სევდიანი სახე ჰქონდა, თითქოს საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა რაღაცაში.

ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავდი, არადა შეიძლება მასაც უბრალოდ საპირფარეშოში უნდოდა და ჩემ გამოსვლას ელოდებოდა. მივხვდი, რომ ძალიან უაზროდ ვიქცეოდი.

უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ორი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ სანამ დიდ ოთახში გადავინაცვლებდი ჯეიმიმ მაჯაზე ნაზად მომკიდა ხელი.

ჩვენი მხრები ერთმანეთს ეხებოდა. მისი სუნთქვა კარგად მესმოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავი ჩემკენ შემოატრიალა და ხელით ოდნავ უკან გამწია, რომ მზერა მისთვის გამესწორებინა.

გულის ცემა იმდენად ამიჩქარდა დარწმუნებული ვიყავი ისიც გაიგებდა. ოღონდ ეხლა დამეღწია თავი ამ ადგილიდან მშვიდობით  და მერე, ალბათ, დალაგდებოდა ეს უხერხული სიტუაცია, რაც ჩვენ შორის ხდებოდა ამ წუთებში.

„ისე გიყურებს როგორც მეგობარს, გამორიცხულია აქ სხვა რამე ხდებოდეს.“ – ვფიქრობდი ჩემთვის და თან მოურიდებლად თვალებში ვუყურებდი.

ტუჩები ერთმანეთს დააშორა, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გაჩერდა. როგორ მინდოდა რამე ეთქვა, თუნდაც ერთი სიტყვა… მაგრამ ვერ გაბედა..
ჩემს მაჯაზე კვლავ თავისი თბილი ხელი ჰქონდა შემოხვეული. თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ კი მისი ყოველი შეხება ჩემს ხელზე აზროვნების უნარს მაკარგვინებდა…

ახლა კიდევ უფრო მეტად მომიჭირა ხელი. თითქოს ჩემი გაშვება არ უნდოდა და ამ შეხებით რაღაცის მინიშნებას ცდილობდა. ვიცოდი ნასვამი იყო, მაგრამ გულახდილი. როგორც ყოველთვის. ჯეიმი არ ჰგავდა იმ ბიჭებს, რომლებსაც თამაში უყვართ. ან შეიძლება საკმარისად კარგად არ ვიცნობდი და მე მეგონა ასე. მაგრამ იმ წუთას ვიცოდი ამას თამაშში ასაყოლიებლად არ აკეთებდა. არადა მეც არ ვიცი რა იყო ის, რასაც აკეთებდა.. მიკეთებდა – უფრო სწორად რომ ითქვას.

სახე ახლოს მოსწია, მოურიდებლად მათვალიერებდა.. და მეც ვაკვირდებოდი მისი სახის თითოეულ დეტალს. ვერცხლისფერ თმებს, სიკეთით სავსე და ამავდროულად სევდიან ნუშისებრ თვალებს… ყველაზე მეტად მინდოდა გამეგო რა ხდებოდა ახლა მის თავში…
რაზე ფიქრობდა, რატომ მაკვირდებოდა… რატომ მაწვალებდა თუ არაფერი უნდოდა ჩემთან.

იმდენად ახლოს იყო მეგონა ჩემს გულს ნავთი დაასხეს და ცეცხლი მოუკიდეს. ერთდროულად მტკიოდა და სიამოვნებას მგვრიდა მისი თვალების ზემოდან ქვემოთ მოძრაობა. მისი შეხება და მისი სხეულის სიმხურვალე.

ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო, მაგრამ ახლა როცა ჯოხზე იყო დაყრდნობილი, მისი ტუჩები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული ჩემგან.

მეგონა მაკოცებდა. ნეტავ იცოდეთ როგორ მინდოდა იმ წუთებში ეკოცნა.. თუნდაც ენანა შემდეგ ეს საქციელი ან სიმთვრალისთვის დაებრალებინა. მე ეს საერთოდ არ მაინტერესებდა.

იმდენად მომწონდა, რომ მისი ქმედების მიზეზების ძებნას არ დავიწყებდი. უბრალოდ დავტკბებოდი ამ მომენტით და უბედნიერეს გოგოდ ჩავთვლიდი თავს ჩემი პირველი კოცნა ჯეიმის რომ წაერთვა.

ახლოს არის, კვლავ მისი ცხელი სუნთქვა მელამუნება სახეზე, მაგრამ კოცნის მაგივრად დუმილს არღვევს და თითქოს ცოტა გაბრაზებული ტონით ამბობს :

– ცუდი მეგობარი ვარ.

ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და ხელს მიშვებს. მინდა ვუთხრა, რომ არ არის ცუდი მეგობარი, რომ შეგვიძლია ვცადოთ სხვანაირი ურთიერთობა, უფრო მეტი ვიდრე მეგობრობა.. რადგან ის მომწონს, ძალიან მომწონს..

პირს ვაღებ, რომ შევეწინააღმდეგო, რომ ვუთხრა არაფერი შეშლია, მაგრამ მისი შემდეგი სიტყვები ბოლოს მიღებს :

– მაიკლს მოსწონხარ.

თვალები გამიფართოვდა. არ ვიცი რა შეგრძნება დამეუფლა. მეწყინა? გამიხარდა? გული მეტკინა? ეს ყველაფერი ერთმანეთში მერევა. ფიქრებს და ემოციებს თავს ვერ ვუყრი. ვერც იმას ვხვდები ჯეიმი რას გრძნობს. რატომ მითხრა, რომ ცუდი მეგობარია?

ვის ცუდ მეგობრობას გულისხმობს? ჩემთვის არის ცუდი თუ მაიკლისთვის? ვიცი თუ აზრზე მინდა მოსვლა სახლში უნდა წავიდე. კისერში ბურთი მეჩხირება და არვიცი რატომ, მაგრამ გადაუდებელი ტირილის სურვილი მიჩნდება.

მინდა დავიცალო ემოციებისგან, ოღონდ არა მის თვალწინ. ჯეიმი ისევ კედელზე მოყრდნობილი დგას, სწრაფად სუნთქავს და თვალები ოდნავ უცრემლიანდება. მერე ძირს იხედება და ცოტა ხანში სერიოზული, უემოციო სახით მიყურებს.

– ამმ… გვიანია.. უნდა წავიდე, ხვალ ადრე ვარ ასადგომი. – მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ და შემოსასვლელი კარისგენ მივდივარ. საკიდიდან ჩემს ქურთუკს ვიღებ. მერე ჯეიმისკენ ვტრიალდები, რომელიც ნელნელა მიახლოვდება.

– კარგად. – ვცდილობ გავიღიმო. თვითონ არ მიღიმის. არ მინდა სევდიანი თავის ფიქრებთან მარტო დავტოვო. ისევ მე ვდარდობ მასზე.. რატომ ვფიქრობ ამდენს ამ ბიჭზე… იმედია ოდესმე ამ კითხვაზე პასუხს მივიღებ.

ქუჩაში სიწყნარეს ბიჭების სიცილი და ხმამაღალი ლაპარაკი არღვევს..მაგრამ სანამ იმის გააზრებას მოვასწრებ თუ ვინ არის, შემოსასვლელი ოთახის კარი იღება და დინი მაიკლთან ერთად შემოდის…

***

მაიკლთან შეხვედრა მოულოდნელი იყო. ძალიან, ძალიან მოულოდნელი.
ვიცოდი, რომ ჯეიმი დინთან და მაიკლთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ამ საღამოს, ამ სიახლის გაგების შემდეგ არანაირი ალბათობით არ ველოდებოდი მასთან შეხვედრას.

უკვე აღარ მახსოვს გული რამდენჯერ ამიჩქარდა დღის განმავლობაში. მაგრამ ეს აჩქარება ცოტა სხვანაირი იყო. ვერ აღვწერ როგორი, მაგრამ სხვანაირი იყო…

პირველად შევხვდი პირისპირ ადამიანს, რომელზეც გავიგე რომ მოვწონდი.
მე მოვწონდი. ელი ვიღაცას მოსწონდა. თან ეს ვიღაც, უბრალოდ ვიღაც არ იყო.

მაიკლს არ ვიცნობდი, არანაირი შეხება არ მქონია მასთან გარდა მისალმებისა და დამშვიდობებისა, მაგრამ თავიდანვე ყველაზე დიდი ყურადღება ჯეიმის მეგობრებიდან მან მიიქცია.

ვენდისა და ჯეიმიზე ეჭვიანობის დროს, თითქოს სამაგიეროს გადახდის მიზნით მხოლოდ მასზე გამეფიქრა.. არ გამფიქრებია სებასტიანზე, არც ოლივერზე, დინზე ხომ განსაკუთრებით, რადგან ეს ბიჭი ყველაზე მეტად მაშინებდა…

მაიკლი კი სხვანაირი იყო. სხვებისგან მარტივად გამოარჩევდი და აუცილებლად გაგიჩნდებოდა მასთან კონტაქტში შესვლის სურვილი.

ვაღიარებ, ძალიან სიმპატიური იყო…და განსაკუთრებით საყვარელი მაშინ, როცა იცინოდა. ადამიანებს დიდხანს ვაკვკრდები, მიყვარს უცხო სახეების თვალიერება.. მისი სახე კი იმ დღეს, თამაშის დროს ყველაზე დიდხანს შევათვალიერე..

მაშინვე შევამჩნიე თვალის ქვეშ მისი პატარა შრამი. უხდებოდა… მის იდეალურ გარეგნობას ეს პატარა “ნაკლი” უფრო ამშვენებდა. კონტრასტული იყო..

სიმპატიური სახის გარდა მაიკლს სხეულიც დაკუნთული და ნავარჯიშები ჰქონდა. სასიამოვნო იყო მისი ყურება. იმ დღეს მხოლოდ ეს გავიფიქრე.. სხვა არაფერი.

სულ რამდენჯერმე შევხვდი მას, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველაფერთან ერთად მაიკლს ძალიან სანდომიანი სახე ჰქონდა და შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ამ ადამიანთან მეგობრობა და დროის გატარება სასიამოვნო იქნებოდა.

ჰო, ვაღიარებ, რომ მაიკლზე უფრო მეტჯერ გამეფიქრა, ვიდრე სხვა ადამიანზე შეყვარებულ ადამიანებს უნდა გაეფიქროთ, მაგრამ ეს უბრალოდ ფიქრები იყო და მეტი არაფერი.

თან დღის ფიქრები იყო და არა ღამის.
ჯეიმიმ მითხრა, ის ვიზეც ღამე ძილის წინ ყველაზე მეტს ფიქრობ, გიყვარსო. მე კი ძილის წინ ყველაზე მეტს მხოლოდ ჯეიმიზე ვფიქრობდი. არ ვიცოდი ეს სიყვარულს ნიშნავდა თუ არა, მაგრამ ვფიქრობდი.

არა მხოლოდ ღამე, დილაც და შუადღეც ჯეიმიზე ფიქრს უკავშირდებოდა. გემრიელი ჩაის მომზადების, მუსიკის მოსმენისა და სასიამოვნო ფილმის ყურების დროსაც მასზე ვფიქრობდი.

დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში და ამ ფიქრის დროს სხვას ვერ დავუთმობდი… ან იქნებ მეგონა, რომ ვერ დავუთმობდი და ეს დროებითი იყო?
იქნებ ის ადამიანი, რომელიც გიყვარს, თუ შენით არ არის დაინტერესებული მალე გავიწყდება? როცა ხვდები, რომ არაფერს აზრი არ აქვს, რომ მასზე ფიქრით უბრალოდ იტანჯები და იცი არაფერი გამოვა, ერთადერთი გამოსავალი ხომ დავიწყებაა?

მაგრამ ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო. ჯეიმიზე ფიქრი არასდროს მტანჯავდა. პირიქით, ყოველთვის იმას ვამბობდი თუ რამხელა პოზიტივი შემოვიდა მისი სახით ჩემს ცხოვრებაში.. ცალმხრივი მოწონების თუ სიყვარულის გამო კი მასთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპირებდი.

არ ვაპირებდი მანამ, სანამ მაიკლი გამოჩნდებოდა. სანამ ჯეიმის თვალებში სევდა არ ამოვიკითხე, სანამ პირველად რეალობად არ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ შეიძლება მასაც მოვწონდი და მეგობრის გამო ვერ ბედავდა ამის თქმას. მაიკლმა ყველაფერი გაართულა. ჩემი ურთიერთობა ჯეიმისთან და საკუთარ თავთანაც, რადგან დავიბენი.

პირველად გავიგე, რომ ვიღაცას მოვწონდი. არ ვიცი თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ წარმოუდგენლად მომეჩვენა ესე უცბად მოვწონებოდი ვინმეს. ჯეიმის პირიდან რომ არ გამეგო ეს სიახლე, რამდენად ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი მოსმენა მესიამოვნებოდა. ალბათ, ყველას მოსწონს, როცა იცი, რომ ვიღაცას აინტერესებ, მოსწონხარ და შენთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებს.

ეს ემოციები ერთმანეთში ამერია და ყველაზე დიდი გაურკვევლობა იმან გამოიწვია, რომ ამ ფაქტის გაგებამ ბოლომდე გულნატკენი არ დამტოვა… ნამუსი მაწუხებდა. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ თუნდაც ამის გაფიქრებაც კი ჯეიმის ღალატად მიმაჩნდა. ერთად არც კი ვიყავით და ალბათ, არც არასდროს ვიქნებოდით ერთმანეთისთვის მეგობრებზე მეტი, მაგრამ იმის დაშვებაც კი, რომ სხვა მომწონებოდა, განსაკუთრებით კი მისი მეგობარი, ნამდვილ ღალატად მიმაჩნდა.

იმ საღამოს მაიკლი კიდევ უფრო სიმპატიურად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენი ბოლო შეხვედრისას. თმები ოდნავ დახვეული ჰქონდა, ხაკისფერი ზედა ეცვა და შავი შარვალი. ლამაზი სხეული ჰქონდა. შეიძლება უცნაური კომპლიმენტია, მაგრამ ასე იყო.

დამინახა და თავისი დიდი შავი თვალები გაუბრწყინდა. თითქოს გაკვირვებული იყო, არ ელოდა ჩემთან შეხვედრას, ისევე როგორც მე, მაგრამ ჩემგან განსხვავებით დაბნეული საერთოდ არ ჩანდა. პირიქით, თბილად გამიღიმა და გადამკოცნა. ადგილზე გავქვავდი, უკნიდან კი მეგონა ჯეიმის მზერა მწვავდა.

მის თვალწინ მაიკლის გადაკოცნაც ღალატად მიმაჩნდა. ვიცი, სულელი ვარ.

დინმა ჩემდა გასაკვირად თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. ხელში სასმელებით სავსე პარკები ეჭირა და ამიტომ გადაკოცნა აღარ უცდია. სამზარეულოსკენ აიღო გეზი და ოთახში მარტო მე მაიკლი და ჯეიმი დავრჩით.

მაიკლი კვლავ კარებთან იდგა და მიღიმოდა. მუცელი მიწრიალებდა შინაგანად და მინდოდა რაც შეიძლება შორს გავქცეულიყავი.

– ზუსტად ეხლა გავდიოდი. – თმა ყურზე გადავიწიე, რადგან უმოქმედოდ დგომა უარესად მხდიდა.

– ესე მალე მიდიხარ? დარჩი და ერთად დავლიოთ, თან დინი დღეს კარგ ხასიათზეა. – მელოდიურად ჩაეცინა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

ძალიან საყვარელი იყო… მისმა შემხედვარემ გავიფიქრე, რომ ჯეიმის აშკარად მოეჩვენა… მაიკლს ვერ მოვეწონებოდი.

– ამმმ..არა, ისედაც დიდი ხანია სახლში წასვლას ვაპირებ… ადრე ვარ ასადგომი. მადლობა, სხვა დროს იყოს. – ვუთხარი და უკან მოუხედავად გამოვედი მათი სახლიდან.

ჯეიმი აღარ დამინახავს, მაგრამ ვიცოდი ჩვენს საუბარს ისმენდა… ამ ერთმა საღამომ პატარა უფსკრული, დაძაბულობა და გაურკვევლობა გააჩინა ჩვენ შორის… პირველად გულახდილები არ ვიყავით ერთმანეთთან და ორივე ვერ ვბედავდით დუმილის დარღვევას და ჩვენი ნამდვილი გრძნობების გაზიარებას..

სწორედ ამიტომ შემეშინდა… არ მინდოდა ჩემთვის ასეთი ძვირფასი მეგობარი სისულელის გამო დამეკარგა..

*******

სახლში შემოსვლისთანავე საწოლზე დავენარცხე. 12 საათი გამხდარიყო. ჯეიმისთან ერთად საკმაოდ დიდი დრო გავატარე, მაგრამ მასთან ერთად გატარებულ საათებს მიღებული ემოციები აჭარბებდა.

მეზარებოდა, მაგრამ როგორღაც ავდექი საწოლიდან, მაკიაჟი მოვიცილე და დასაძინებლად გავემზადე.

ჭერს მივაშტერდი და კისერში ბურთი გამეჩხირა. მეტირებოდა, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ამის თავი არ მქონდა. საწოლში გვერდი ვიცვალე, იმედი მქონდა დავიძინებდი, მაგრამ მოულოდნელად ტელეფონის ვიბრაციამ დააფრთხო ჩემი მყუდროება.

უცხო ნომერი მწერდა…
მესიჯი გავხსენი და მაშინვე გამოვფხიზლდი.

სავარძელზე ჩანთა აღმოვაჩინე. ალბათ, შენ დაგრჩა და თუგინდა მოგაწოდებ. მაიკი 🙂 “

ორჯერ გადავიკითხე მესიჯი. მაიკი? ჩემმა შენელებულმა ტვინმა მოგვიანებით გაიაზრა მაიკი – მაიკლი იქნებოდა.

გამიკვირდა ჩანთის ამბავი ჯეიმიმ რატომ არ შემატყობინა, მაგრამ ბევრი ამაზე არ მიფიქრია. ხელების კანკალით ავკრიფე ტექსტი და გავაგზავნე.

ჰო სიჩქარეში დამავიწყდა..:) ხვალ გამოგართმევ მნიშვნელოვანი მაინც არაფერი მიდევს.”

კარგი

რამდენიმე წამში მიპასუხა. ტელეფონის დაბლოკვას და ძილის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვისვენე და ვკითხე.

ჩემი ნომერი საიდან?:))”

ვიცი სულელურ კითხვას ვუსვამდი, მაგრამ მინდოდა თავისი პირით ეღიარებინა, რომ ჯეიმიმ მისცა ჩემი ნომერი. მეწყინა, როცა დავრწმუნდი, რომ ჯეიმი თავის მეგობარს ჩემთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარებოდა.

„დინმა მითხრა

ყველაფერს ველოდებოდი ამ სახელის გარდა. ორჯერ გადავიკითხე ეს სიტყვები და მივხვდი, რომ ამით წაკითხული ტექსტი არ შეიცვლებოდა. დინმა? არამგონია ჩემი ნომერი ჰქონოდა მას… ფიქრს აზრი არ ჰქონდა… ამიტომ ეს მესიჯიც უპასუხოდ დავტოვე..

მთელი ღამე არ მეძინა, საწოლში ვწრიალებდი და ძილი მხოლოდ დილის 5 საათზე მომერია.. უნივერსიტეტში დამღლელი დღე მელოდებოდა. მაიკლთან მოსალოდნელ შეხვედრაზე ფიქრი კი მთავარი მიზეზი იყო ჩემი უძილობისა..

***

მაღვიძარამ 9:00-ზე დარეკა.. ლექცია 11 საათზე მეწყებოდა, მაგრამ სანამ უნივერსიტეტისკენ ავიღებდი გეზს უფრო მნიშვნელოვანი საქმე უნდა მომეგვარებინა.

დილას, როცა ახალგაღვიძებული ვარ ვერ ვნერვიულობ. ჰო, შეიძლება უნცაურად ჟღერს, მაგრამ როცა მეძინება არავინ და არაფერი არ მაინტერესებს. ამიტომ სანამ ესეთ განწყობაზე ვიყავი მაიკლს მესიჯი მივწერე :

თუ გცალია ეხლა გამოგართმევ ჩანთას.. გამახსენდა, რომ დამტენიც მანდ მაქვს და მჭირდება :)”

სანამ მაიკლი პასუხს მომწერდა საპირფარეშოში შევედი, მოვწესრიგდი და შემდეგ ღამის პერანგი გამოვიცვალე. ნოემბერი იწურებოდა, რაც ნორტფორდში საკმაო სიცივეს გულისხმობდა. ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი კაპიუშონიანი ჰუდი გადავიცვი და თმები დავიწენი.

მაკიაჟს დილას არ ვიკეთებ, უფროსწორედ ვერ ვასწრებ, რომ უნივერსიტეტში წასვლამდე გავიკეთო.. მაგრამ დღეს გადავწყვიტე მინიმალურად მაინც წამესვა სახეზე გასალამაზებელი პროდუქტები.

ღია ვარდისფერი პომადა, თვალის ლაინერი და შავი ტუში წავისვი. 
საკუთარი თავი მომწონდა იმის თაობაზე, რომ გამოუძინებელი ვიყავი.

სანამ ჩაის დავადგამდი ტელეფონი ავიღე ხელში, მაგრამ მაიკლს პასუხი მოწერილი არ ჰქონდა. ძალიან მჭირდებოდა დამტენი და ისიც კი ვიფიქრე, რომ ჯეიმი შემეწუხებინა, მაგრამ იმ საღამოს შემდეგ მასთან პირველი შეხმიანებას როდის და როგორ გავბედავდი არ ვიცოდი… ამიტომ ჩემს ერთადერთ იმედს კვლავ მაიკლი წარმოადგენდა.

ჩაი დავისხი, ტოსტერში ორი ნაჭერი პური გავხუხე და ალუბლის ჯემი გადავუსვი. პირველად ვისაუზმე ასე საფუძვლიანად სახლიდან გასვლამდე.

პირი ჯემით მქონდა მოთხვრილი, როცა ტელეფონზე მესიჯი მოვიდა :

ბოდიში ვერ გიპასუხე, ჯეიმის ვეხმარებოდი წამოდგომაში. პერსონალურ ძიძად ვიქეცი :)) მომწერე და გამოვალ

ლუკმა ძლივს გადავყლაპე. გული ამიჩქარდა ჯეიმის სახელის წაკითხვისას. ნეტავ ფეხი გაუუარესდა? შეიძლება ჩემთან არ იმჩნევდა და უფრო მეტად ტკიოდა ვიდრე მე ვიფიქრებდი. თან მესიჯის კითხვის დროს წარმოვიდგინე ფეხნატკენ ჯეიმის როგორ უჭირდა საწოლიდან წამოდგომა და როგორ ეხმარებოდა მაიკლი..

მინდოდა ყველანაირი უხერხულობა და გაუბედაობა გვერდზე გადამედო და მომენახულებინა. მაგრამ ცხადია, ამას ჯერ ვერ შევძლებდი სანამ თვითონ არ გამოიჩენდა ინიციატივას.

“5 წუთში შეგიძლია გამოხვიდე.”

პასუხი მივწერე და სანამ სახლიდან გავიდოდი საბოლოოდ ავათვალიერე თავი სარკეში. მივხვდი ნაწნავს მერჩივნა თმა გამეშალა და ასეც მოვიქეცი. დიდ ჩანთაში ლეპტოპი ჩავდე, მხარზე გადავიკიდე და სახლის კარი გამოვიხურე.

ნორტფორდისთვის დამახასიათებელი ცივი ამინდი იყო, მაგრამ გარეთ გამოსვლა მესიამოვნა. ჯეიმის სახლის წინ გავჩერდი და მოუსვენრად წინ და უკან დავდიოდი.

უცბად დიდ თეთრ ფანჯარაში მდგომ სხეულს მოვკარი თვალი. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მეგონა ჯეიმის შევეჩეხებოდი თვალებში, მაგრამ მის მაგივრად დინი დავინახე, რომელიც ჩაის ჭიქით ხელში იდგა და მიყურებდა.

სანამ დინზე ფიქრს მოვასწრებდი, კარები გაიღო და მაიკლი ლამაზი ნაბიჯებით ჩემი პატარა ჩანთით ხელში მომიახლოვდა. მისი დანახვისთანავე გაუაზრებლად ღიმილი ყურებამდე ამივიდა. ძალიან საყვარელი იყო. იმ წუთას ყველანაირი აღელვება დამავიწყდა. მაგრამ გულის ცემის რიტმი მაინც საკმაოდ აჩქარებული მქონდა.

– გიხდება – ჩემს ჩანთაზე მივანიშნე და გამეცინა.

– ვიცი, ამიტომ ვფიქრობ დაგიბრუნო თუ არა.- წარბები შეჭმუხნა და ზემოთ აიხედა, ვითომ ფიქრობდა.

– სამწუხაროდ, დათმობა მოგიწევს – ხელები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე და სერიოზული სახის მიღების ნაცვლად მაინც გამეღიმა.

– ამჯერად ვნებდები. – ჩაეცინა და ჩანთა მომაწოდა. ხელით თმები აიჩეჩა. ეტყობოდა ახალ გაღვიძებული იყო. თეთრი მაისური და სერი სპორტული შარვალი ეცვა. ვუყურებდი და ვფიქრობდი – ჯეიმი რომ არა, აუცილებლად მომეწონებოდი.

– რას ფიქრობ? – მკითხა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ გავშტერდი.

– ბოდიში, ვერ გავიგე რა მკითხე. – ალბათ, სულელი ან ყრუ ვეგონებოდი. ან კიდევ უფრო უარესი – იფიქრებდა, რომ მომწონდა და დავიბენი.

– უნივერსიტეტში თუ მიდიხარ გაგაცილებ და გზად ყავა დავლიოთ-მეთქი. – მორცხვად წარმოთქვა ეს სიტყვები და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

– ამმ, კი, რა თქმა უნდა. ლექცია ერთ საათში მეწყება. – ცხადია, უსიტყვოდ დავთანხმდი.

*******

მცდელობის მიუხედავად, მაინც მაიკლმა გადაიხადა ყავის საფასური. ცხელი ლატე ავიღე კარამელის არომატით. მაიკლმაც მომბაძა, რადგან დიდი რეკომენდაცია გავუწიე ჩემს საყვარელ ლატეს.

უნივერსიტეტამდე რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო ეს კაფე. ხშირად მოვდიოდი ხოლმე აქ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დილას ჩაძინების გამო ვერ ვასწრებდი წილი ყავის დალევას..

– მომიყევი შენზე. – მაიკლმა ფიქრებიდან გამომაფხიზლა.

– ჰმ, არვიცი რა მოგიყვე. – ჩამეცინა და ხელებზე დავიხედე. მეუცნაურებოდა ის ფაქტი, რომ მე და მაიკლი ერთად ყავის დასალევად ვიყავით გამოსულები.

– დიდიხანია ნორტფორდში ცხოვრობ? – მკითხა და თავისი ღიმილი ყავის ჭიქაში დამალა. სერიოზულ სახეს ვერც მე ვინარჩუნებდი მასთან საუბრის დროს. შეუძლებელი იყო. იმხელა პოზიტივს ასხივებდა, რომ ნოემბრის ცივი დღეც მოახერხა და დადებითი განწყობით დამაწყებინა.

– თითქმის 4 წელია… უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მარტო გადმოვედი საცხოვრებლად.

– მერე არ გაგიჭირდა სახლის დატოვება?

– გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. თუ სწავლა მინდოდა მაშინ ამ დათმობაზე უნდა წავსულიყავი. თან სიმართლე ვთქვა, მარტო ცხოვრებას მივეჩვიე და ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ.

– ჰო მესმის. მე დიდიხანია უკვე ბიჭებთან ერთად ვცხოვრობ. თან ყოველთვის სხვადასხვა ადგილას. – უკანასკნელ წინადადებაზე ჩაეცინა.

– ანუ ძალიან ახლოს ხართ ერთმანეთთან…- კინაღამ კონკრეტულად ჯეიმიზე ვკითხე. მინდოდა გამეგო რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

– ძმები ვართ სხვადასხვა მშობლებისგან. – დიდი თვალები მოჭუტა და თბილად გაიღიმა. – მართალია ხანდახან მეუფროსებიან, მაგრამ მაინც ყველა მიყვარს.

– გეუფროსებიან? – სიცილით ვკითხე.

– ჰო. მაგალითად, ჯეიმი მხოლოდ 2 წლით დიდია ჩემზე, მაგრამ ხანდახან ისე იქცევა თავი ჩემი მშობელი გონია.

ჯეიმის სახელის ხსენებაზე გული შემეკუმშა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

– ჰო ვერაფერს იტყვი. 2 წელი საკმაოდ ბევრია. – ჩემი აღელვების ხუმრობაში გატარება ვცადე.

– ჯეიმი ყოველთვის ბევრს ლაპარაკობდა შენზე. სანამ ნორტფორდში ჩამოვიდოდით გვითხრა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნო მგზავრობის დროს. – მითხრა და ცოტახანში მზერა მომაშორა, თითქოს შერცხვა.

– ჰო, უცნაურად გავიცანით ერთმანეთი. თან მე ფრენას ვერ ვიტან.

– ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ.

– ამდენს რატომ მოგზაურობთ? – დავუსვი ის შეკითხვა რაზეც ამდენი ხანია პასუხის მოსმენა მინდოდა.

– გრძელი ამბავია… – შევატყვე დასევდიანდა. არვიცოდი ჩაძიება ჩემი მხრიდან სწორი საქციელი იქნებოდა თუ არა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვუთხარი :

– ლექციის დაწყებამდე კიდევ ნახევარი საათია. მოასწრებ.

– ამ თემაზე ბევრს სხვებთან არ ვლაპარაკობთ. მაგრამ…

– თუ პირადულია, არ მითხრა.. – სინამდვილეში კი ერთი სული მქონდა ეს ამბავი მოეყოლა.

– არა.. შენ ახლობელი ხარ. – ისევ თბილად გამიღიმა და გული შემეკუმშა. ვერ ვხვდებოდი ესე რატომ მოქმედებდა მისი სიტყვები ჩემზე.

– მოკლედ… ნოა ხომ გახსოვს?

– კი.. მისი შეყვარებული სტეისიც. ძალიან საყვარელი გოგოა.

– ერთმანეთი ნოამ და სტეისიმ ერთერთ ასეთ მოგზაურობაში გაიცნეს.

– ვა, მაგარია. – ვუთხარი და თან უკვე გაციებული ლატე მოვსვი.

– 5 წლის წინ ნოას… მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.. ექიმები იმედს არ იძლეოდნენ.. ამბობდნენ, რომ არც თუ ისე ბევრი დრო ჰქონდა დარჩენილი. ნოამ ყველაფერი კარგად იცოდა და ამხელა ტრაგედიის მოუხედავად არ ტყდებოდა.. მოწყენილიც კი არ მახსოვს, წარმოგიდგენია?

– ძალიან ვწუხვარ. – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.

– ბიჭებს ერთად ცეკვა მაშინ ახალი დაწყებული გვქონდა და ნოა იყო ჩვენი მთავარი მოტივატორი, რომ დასახული მიზნისთვის მიგვეღწია. გვინდოდა წარმატებულ ჯგუფად ჩამოვყალიბებულიყავით.. ჯგუფად, რომელიც კონცერტებს გამართავდა მსოფლიოს გარშემო და რაც მთავარია სხვა ბავშვებასაც გაუზიარებდა ცეკვის გამოცდილებას.

ნოას ოცნებად ჰქონდა მოეარა მთელი მსოფლიო და წარმატების მიღწევისა და ფულის შოვნის შემთხვევაში საკუთარი ცეკვის სტუდიის გახსნა უნდოდა. ამ ამბის გაგებამ კი… ყველას მიწა გამოგვაცალა ფეხებ ქვეშ. ძალიან მძიმე დღეები გვახსოვს ყველას, მაგრამ ამას ნოასთან არ ვიმჩნევდით ხოლმე. ეს კიდევ უფრო რთული იყო.

ერთ-ერთ საღამოს ნოამ მხიარულად გვითხრა, რომ თუ მისი მხარდაჭერა გვინდოდა მაშინ ფეხი უნდა აგვეწყო მისთვის და მსოფლიოს დასალიერშიც კი გავყოლოდით. გვითხრა, რომ რა დროც ჰქონდა დარჩენილი უნდოდა მაქსიმალურად მოგზაურობაში გამოეყენებინა. ჩვენც ცხადია დავთანხმდით….

არ ვიცოდით რა გველოდა, მაგრამ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც არც კი ვიფიქრებდით რომ წავიდოდა. ალბათ, სასწაულებიც ხდება, რადგან რამდენიმე თვიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ გაირკვა, რომ ნოა მთლიანად გამოჯანმრთელდა. ამის მუხედავად, ჩათქმული სურვილის შესრულება არ გადაუფიქრებია. ჩვენც უფრო მოტივირებულები გავხდით და დასახული მიზნისკენ სწრაფვა უფრო აქტიურად დავიწყეთ.

ბიჭები ჩემი ოჯახის წევრებად იქცნენ. უამრავი ქვეყანა შემოვიარეთ ერთად, უამრავ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და საბოლოოდ ერთ-ერთ მათგანში გავიმარჯვეთ კიდეც. ნუ ისეთი სერიოზული არაფერი, უფრო დიდი გეგმებიც გვაქვს, მაგრამ ამ გამარჯვებამ მედიის ყურადღება მოგვიტანა, შესაბამისად სპონსორებიც. დღეს კი აქ ვართ, ჩვენი ცეკვის სტუდია გვაქვს რამდენიმე ადგილას, მათ შორის ნორტფორდში. ისეთი ადგილები შევარჩიეთ, სადაც ნაკლებად არის განვითარებილი ჰიპ-ჰოპი.. გვინდა ყველა მსურველი ჩვენთან ერთად ავაცეკვოთ და იმედია, გამოგვივა.

მაიკლის მონათხრობმა გაოგნებული დამტოვა. ვერ წარმომედგინა, რომ ნოას, ბიჭს, რომელიც მზესავით დადებითი აურის მატარებელი იყო, ასეთი წარსული ჰქონდა გამოვლილი. არც მათი სტუდიის ან კონკურსის შესახებ ვიცოდი რამე… როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამე მქონდა გასაგები ჯეიმის შესახებ.

– არც კი ვიცი რა ვთქვა… ნოა უამრავი ადამიანისთვის უნდა იყოს იმის მაგალითი, რომ დანებება ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი არ შეიძლება და რომ არაფერია შეუძლებელი…ძალიან მაგრები ხართ. იმისთვის, რომ ყველაფერი მიატოვეთ და ესე დაუდექით მხარში თქვენს მეგობარს. მართლა ყველანაირ წარმატებას იმსახურებთ. – მთელი გულით ვუთხარი ეს სიტყვები და ჯეიმის სამეგობროს მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემითა და სიყვარულით განვეწყვე.

– მადლობა. – გამიღიმა და თავი ჩახარა. მინდოდა ჩავხუტებოდი. არა როგორც გასაპრანჭ ობიექტს, არამედ როგორც ახლო მეგობარს, რომელიც სულ ახლახანს შევიძინე.

**********

ლექციაზე დაგვიანებით შევედი.. ლექტორმა საბედნიეროდ არ შემიმჩნია და მეც სწრაფადვე თალისას გვერდით მოვკალათდი.

თალისა იმ ადამიანების რიცხვს განეკუთვნებოდა, ვისთან ორ წუთიანი დიალოგის გამბის შემდეგაც მიხვდებოდით, რომ მასთან მეგობრობა აუცილებლად ღირდა.

თმები კარედ ჰქონდა შეჭრილი და ხშირად უყვარდა მისი სხვადასხვა ფრად შეღებვა. ამჯერად ვარდისფრად ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ თმის ფერის შეცვლა არასდროს მიფიქრია, თალისას შემყურე მეგონა მეც ასე ძალიან მოვიხდენდი ნებისმიერ ფერს.

– სად იყავი? – ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში.

– გრძელი ამბავია. შესვენებაზე მოგიყვები.

********
მეორე ლექცია თალისას გარეშე მქონდა. ასეთი ლექციები კი ყველაზე მეტად იწელებოდა ხოლმე. ფანჯრის მხარეს მოვკალათდი. დაწყებამდე კიდევ 10 წუთი იყო დარჩენილი.

გარეთ ვიხედებოდი და დაუკითხავად უამრავმა ფიქრმა შემოაღწია ჩემს თავში. ვფიქრობდი მონატრებულ სახლზე, რომელიც ამ დილით მაიკლმა შემახსენა. ვფიქრობდი მშობლებზე, ჯეინზე და მის ქმარზე… რაღაცნაირად არ მომწონდა. ვიცი, ჩემი საუკეთესო დაქალის მეუღლე იყო (ეს სიტყვა ჯერ კიდევ მეუცნაურებოდა), მაგრამ გულის სიღრმეში ბევრად უკეთესი ბიჭი მემეტებოდა მისთვის…

გამახსენდა მაიკლთან ერთად გატარებული დილა და  უცნაური შეგრძნება დამეუფლა მისი სახის წარმოდგენისას… გამახსენდა ჯეიმი… ის საღამო.. მისი სიახლოვე და…

– რაზე ხარ ესეთი ჩაფიქრებული? – ანაბელის ხმამ დამაბრუნა რეალობაში.

გამიკვირდა ჩემ გვერდით რომ დაჯდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ორს ნორმალური ურთიერთობა გვექნებოდა ერთმანეთთან.

– ბევრ რაღაცაზე. – თავი მისკენ შევაბრუნე და გამეღიმა, როცა მის სახეზეც ღიმილის კვალი შევნიშნე.

– პრეზენტაციაზე მუშაობა დაიწყე? – მკითხა და თვალები გამიფართოვდა.

– პრეზენტაცია?

– ხო, წინა ლექციაზე მოგვცა დავალებად არტურმა.

– აჰ.. წინა ლექცია გავაცდინე.

– გეკითხა და გეტყოდი რა გვქონდა დავალებად. – ნიშნის მოგებით მიპასუხა.

არ მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ საკმარისად ახლოს მასთან არ ვიყავი, რომ მომეკითხა.

– ანუ დღეისთვის გვაქვს?

– არა. 2 კვირაშია დედლაინი.. თუ ჯერ თემა არც შენ იცი.. თუ გინდა… – უჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა, ამიტომ ამოცანა გავუადვილე :

– გამიხარდება თუ ერთად გავაკეთებთ. – თბილად გავუღიმე და ცხოვრებაში პირველად, ან მეორედ, ანაბელმა გამიღიმა. ნამდვილი და გულახდილი ღიმილით.

******

ლექცია არც თუ ისე გაწელილად მომეჩვენა. ალბათ, ანაბელის დამსახურება იყო ეს, რადგან შიგადაშიგ ერთმანეთს რაღაცებს გადავუჩურჩულებდით ხოლმე, სანამ არტური ერთი თემიდან მეორეზე ელვის სისწრაფით გადახტებოდა.

ანაბელს შევთავაზე, რომ პრეზენტაციისთვის მზადება დღესვე დაგვეწყო. სახლში მივიპატიჟე, თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ როცა ვუთხარი, რომ მარტო ვცხოვრობდი ბევრი აღარ უფიქრია.

– მაგარია, მეც მინდა მარტო ვხოვრობდე…

– ჰო, მაგრამ ხანდახან რთულიცაა.

– დედაჩემთან თანაცხოვრებაზე რთული არამგონია იყოს. – მოღუშული სახით მითხრა. მინდოდა მეკითხა რატომ ამბობდა ასე, მაგრამ აღარ ჩავეძიე.

სახლამდე ფეხით მივისეირნეთ.. ორი წამით ჯეიმის სახლს შევავლე თვალი. ფარდები გადაწეული იყო და ვერაფერს ვხედავდი. შეიძლება ახლა ფეხნატკენი ჯეიმი მარტო იყო სახლში. დანარჩენები კი სავარჯიშოდ დარბაზში იქნებოდნენ. 
შეიძლება ძალიან მოწყელნილად და მარტო გრძნობდა თავს… ან იქნებ ვენდი ეწვია მას გასამხიარულებლად.

სანამ მომწამვლელი ფიქრები მთლიანად მოიცავდა ჩემს გონებას, ჯეიმის სახლს ზურგი ვაქციე და ანაბელი შემოვიპატიჟე.

– საყვარელი სახლი გაქვს. – შემოსვლისთანავე მითხრა. ესეც ანაბელის პირველი კომპლიმენტი.

– მადლობა. შეგიძლია ქურთუკი აქ დაკიდო. – საკიდზე მივუთითე. იქამდე კი სამზარეულოში გადავინაცვლე, რომ მეცადინეობის დაწყებამდე ჩაი მომედუღებინა.

– ჩაის ხო დალევ?

– ყავა მირჩევნია.

მეც ერთ ჭიქაში ყავა, მეორეში კი ჩაი ჩამოვასხი. კვლავ ტოსტის პურები გავხუხე და დილას ნაჭამი ალუბლის ჯემი გადავუსვი. ანაბელს თვალები გაუბრწყინდა მათ დანახვისას. მიხაროდა, რომ დადებითად განეწყო ეს ადამიანი ჩემ მიმართ.

ერთადერთი იყო ვისთანაც უნივერსიტეტში გატარებული მთელი 4 წლის განმავლობაში თითქმის კონტაქტში არ შევსულვარ.. მე კი მხოლოდ ეხლახანს მივხვდი, რომ ბევრი დამიკარგავს. იმედია ანაბელიც იგივეს ფიქრობდა.

– რადგან მარტო ცხოვრობ, მეგობრები, ალბათ, ხშირად მოგყავს სახლში.. – მითხრა და გემრიელად უკბიჩა გახუხულ ტოსტის პურს.

– არც ისე.. უფრო ხშირად ჩემს მეგობარს ვსტუმრობ ხოლმე.

– მეგობარს? – ალმაცერად შემომხედა. ალბათ, მარტივად შესამჩნევი იყო, რომ მეგობარში ბიჭი ვიგულისხმე.

– ჰო.. ცოტა გრძელი ამბავია. მერე მოგიყვები. – არ მინდოდა ტვინი კვლავ ჯეიმიზე ფიქრით დამეღალა. მასზე თითქმის არავისთან არ ვსაუბრობდი. არც ჯეინთან, არც თალისასთან. მეგონა ჩემი გრძნობების ხმამაღლა სხვასთან გაზიარება კიდევ უფრო უძლურს გამხიდა საკუთარი თავისა და ამ ახალი გრძნობის მიმართ.

ანაბელი კი ვფიქრობ, ერთადერთი იყო ვისთანაც პირველად სურვილი გამიჩნდა ჩემი გრძნობები გადამეშალა. არ ვიცი რისი ბრალი იყო… იმის, რომ კარგად არ ვიცნობდი თუ იმის, რომ კარგი მსმენელი ჩანდა და თვითონ ბევრს არ ლაპარაკობდა.. ალბათ, დროსთან ერთად ამ კითხვაზეც მივიღებდი პასუხს.

დრო მეცადინეობაში მალე გავიდა. პრეზენტაციაში უკანასკნელი შტრიხებიღა გვქონდა შესატანი, როცა მოულოდნელად სახლში შუქები ჩაქვრა და მხოლოდ ლეპტოპის ეკრანი დარჩა განათებული.

– ხოარ ღადაობთ. – ხელი თავში შემოვირტყი. მაინცდამაინც ეხლა, როცა ინტერნეტი ყველაზე მეტად გვჭირდებოდა პრეზენტაციის დასასრულებლად, დენი წავიდა და ჩვენც უინტერნეტოდ დავრჩით.

– არაუშავს, ხვალ გავაგრძელებთ. – ანაბელმა ჩემი დამშვიდება სცადა. მე კი ვერ ვერ ვიტანდი საქმის სანახევროდ მიყვანას. კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტანდი სრულ სიბნელესა და უინტერნეტობას.

– სანთლებს მოვიტან. – ანაბელს ვუთხარი და სანთლების საძებნელად გავემართე. მაგრამ მხოლოდ 10 წუთიანი ძებნის შემდეგ მივხვდი, რომ უშედეგო იყო და რომ სანთელი სახლში არ მომეპოვებოდა.

ტელეფონიც მიჯდებოდა. მართალია მაიკლს დილას დამტენი გამოვართვი, მაგრამ ვიფიქრე სახლში დაბრუნებისას დავტენიდი. წარმოდგენა არ მქონდა, რომ შუქი გაითიშებოდა.

– ლეპტოპმა იქნებ გაქაჩოს და მერე ჩემი ტელეფონით გავანათოთ… – წინადადება არ ჰქონდა ანაბელს დასრულებული, როცა ლეპტოპის ეკრანი გაშავდა და გამოირთო.

-არა, არა, არა!! – გიჟივით მივვარდი ჩემს ლეპტოპს.

– ნუ გეშინია. დამახსოვრებული ექნება.

-დარწმუნებული ხარ? დამახსოვრებისთვის არ დამიჭერია. – ანაბელს გავხედე, მაგრამ ამ სიბნელეში ძლივს ვარჩევდი მისი სახის ნაკვთებს.

– მე დავაჭირე. – ნიშნის მოგებით მიპასუხა.

– გენიოსი ხარ. – გაუაზრებლად გადავეხვიე იმდენად გამიხარდა.

ანაბელს საყვარლად ჩაეცინა და მეც გადმომედო მისი დადებითი აურა. გოგო, რომელიც ყველაზე უჟმური ადამიანი მეგონა მთელ მსოფლიოში ჩემს მეგობრად იქცა. იმედია ეს დამოკიდებულება ჩვენ შორის დიდხანს გაგრძელდებოდა.

ანაბელმა სახლში წასვლაზე უარი თქვა. მითხრა, რომ სანამ დენი არ მოვიდოდა ამ სიბნელეში მარტო, ინტერნეტისა და ტელეფონის გარეშე არ დამტოვებდა. ცხადია, უარი არ მითქვამს. ჩემთან დარჩენა შევთავაზე და ანაბელიც სიამოვნებით დამთანხმდა.

არ ვიცოდი დენი რამდენ ხანში მოვიდოდა, მაგრამ როცა ფანჯარა გადავწიე და ჯერ ჯეიმის, შემდეგ კი მეზობლების ჩაბნელებულ სახლებს გავხედე იმედი გადამეწურა. თითქმის მთელ ქალაქში იყო შუქი წასული.

სავარძელზე ანაბელის გვერდით მოვკალათდი. სხვადასხვა თემაზე ჭორაობა დავიწყეთ. იდეა გაგვიჩნდა საშიში ამბები მოგვეყოლა ერთმანეთისთვის, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ამისთვის ორივე ზედმეტად მშიშრები ვიყავით.

ანაბელი თავის სამსახურზე მესაუბრებოდა, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, როცა მოულოდნელად კარებზე ვიღაცამ ბრახუნი ატეხა. სავარძელზე ორივე შევხტით.

კიდევ კარგი საშინელი ისტორიების მოყოლა გადავიფიქრეთ, თორემ ეს კაკუნი ძალიან უდროო და უცნაური იქნებოდა. 
ერთმანეთს გავხედეთ და ორივე ხმას არ ვიღებდით. კაკუნი არ წყდებოდა, მე კი მივხვდი სანამ არ გავაღებდი უცნობი სტუმარი არ გაჩერდებოდა.

– გინდა მე გავაღო? – მკითხა ანაბელმა.

– უბრალოდ იკითხე ვინ არის. – ჩურჩულით ვუთხარი და ორივე ფეხაკრეფით მივედით კარებამდე.

– ვინ არის? – იკითხა ანაბელმა. კარების მეორე მხრიდან ჩუმი ხითხითი მოგვესმა. ბიჭის სიცილს ჰგავდა, მაგრამ ვინ იყო ჯერ წარმოდგენა არ მქოდნა. ჯეიმი ასე ჩუმად არ იცინოდა, მაშინვე მივხვდებოდი კარებთან ის რომ მდგარიყო…

– დინი. გააღე კარები ელინეარ.

3. გაუცხოვება

ცხოვრებაში ყველას გვაქვს ისეთი დღეები, რომელიც ნაცრისფერია, მაგრამ არსებობს ისეთი დღეებიც, რომელიც უფრო მეტად ნაცრისფერია, ვიდრე სხვა დანარჩენი. სინამდვილეში ნაცრისფერი მიყვარს, სიმშვიდისა და სტაბილურობის ფერია ჩემთვის.. მაგრამ ალბათ, გულის სიღრმეში ზუსტად ამიტომ არ მიყვარს ნაცრისფერი.. ნაცრისფერი – მაშასადამე მშვიდი და სტაბილური დღეები. კერძოდ, დღეები ჯეიმის გარეშე.

მისი მეგობრების გაცნობიდან ერთი კვირა გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმი ასე თუ ისე ჩემი ახლადშეძენილი მეგობარი იყო, თითქმის ყოველდღე მეკონტაქტებოდა. მის მოპირდაპირე სახლში ცხოვრება კი ჩვენს ამ ყოველდღიურ ურთიერთობას კიდევ უფრო უწყობდა ხელს. ცხადია, მეც არაფერი მქონდა საწინააღმდეგო და მასთან შეხვედრით ყოველდღიური ბედნიერების დოზას მადლიერად ვიღებდი.

მისი მეგობრების გაცნობის დღის შემდეგ კი ჯეიმი აღარ გამოჩენილა, რაც, ალბათ, მოსალოდნელიც კი იყო.. ან უბრალოდ თავს ვაჯერებდი, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. იმ დღის შემდეგ ერთი კვირა გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ კვირიდან კვირამდე დრო უსწრაფესად გადის, მაინც ჯოჯოხეთურად გაიწელა ეს უფერული, უფროსწორად ნაცრისფერი, კვირა ჯეიმის გარეშე.

მიკვირდა უნივერსიტეტში წასვლამდე მაინც რომ არ გადაიკვეთა ჩვენი გზები.. მეც მის კარებთან ლოდინს, ცხადია, არ ვაპირებდი.. ტელეფონზე უბრალო მესიჯის მიწერა კი გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა ჩემთვის.
მართალია, ძალიან ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, მაგრამ მხოლოდ ამ კვირაში მოვახერხე იმის გააზრება, რომ დიალოგის დაწყებისა და კონტაქტზე გამოსვლის ინიციატორი ყოველთვის ჯეიმი იყო. 
ამ გაუცხოვების კვირაში ჩემი მხრიდან პირველი ნაბიჯის გადადგმა კი უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა…ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.

დღე უნივერსიტეტში ძალიან გაიწელა.. სახლში მეცადინობა მეზარებოდა, ამიტომ ბიბლიოთეკაში დარჩენა გადავწყვიტე, რომ ძირითადი საქმე აქვე მომეშორებინა. 
კონსპექტების წერაში გართულს ჩემი ჯგუფელი – ანაბელი დამადგა თავზე, მე კი სანამ გამარჯობის თქმას მოვასწრებდი მან ცოტა უხეში ტონით მომმართა :
– მალე დაასრულებ? წიგნი მიჭირდება. – თავისი მწვანე თვალები მომაპყრო და მის ტუჩის კუთხეებს მოსალოდნელი ღიმილის კვალი საერთოდ არ დატყობიათ. კარგად არ ვიცნობდი, ამიტომ მის პიროვნებას ვერ განვსჯიდი, უბრლაოდ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მუდამ სერიოზული იყო.

არ ვიცოდი ღირდა თუ არა მისთვის წიგნის გაზიარების შეთავაზება, მაგრამ სანამ კარგად ავწონ-დავწონიდი უნებურად წამომცდა შემდეგი სიტყვები :
– ჯერ ახლა დავიწყე, მაგრამ თუ გინდა ერთად ვიმეცადინოთ.
ჩემს პასუხს მივხვდი არ მოელოდა, ცოტა ყოყმანი დაეტყო სახეზე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად დამთანხმდა.
– კარგი. – თავი დამიქნია, მაგიდასთან მდგარი სკამი გამოაჩოჩა და ცოტა დისტანციის შენარჩუნებით ჩემ გვერდით მოკალათდა.

არ ვიცოდი როგორ წარმემართა დიალოგი მასთან, ისიც არ ვიცოდი ასეთ დროს უზრდელობა იქნებოდა თუ არა, რომ მისი ახლოს გაცნობის სურვილი გამომეთქვა. სანამ ამ ფიქრებს ტვინში ვაწყობდი ანაბელმა დუმილი დაარღვია :
– ამმ, შენ თუ პირველ თავს კითხულობ, მე მაშინ მეორეს დავიწყებ და მერე გავუზიაროთ ერთმანეთს.
– კარგი. – მეც უბრალოდ დავთანხმდი და წერა განვაგრძე.

არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს გავჩერდით ბიბლიოთეკაში, მაგრამ როდესაც მეცადინეობასა და ერთმანეთისთვის ნასწავლის გაზიარებას მოვრჩით, გარეთ უკვე სიბნელე იყო. ჩემი ასოციალურობის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ ანაბელთან ერთად მეცადინეობა მესიამოვნა. თითქოს მისი უემოციო სახეს ფერები შეემატა და როცა ვხედავდი, რომ ყოველ ჩემ სულელურ ნათქვამზე ჩუმად ეცინებოდა, ერთგვარ მიღწევად მიმაჩნდა ეს ჩაცინება.
რატომღაც დავფიქრდი, რომ ანაბელი დინის გოგო ვარიანტი იყო, რომელთან დამეგობრებაც არც თუ ისე წარმოუდგენელ ფაქტად მეჩვენებოდა დღის დასრულების შემდეგ.

უნივერსიტეტიდან გამოსულმა სახლისკენ ავიღე გეზი. ტელეფონი რამდენჯერმე შევამოწმე იმის იმედით, რომ ჯეიმისგან რაიმე სახის შეტყობინება მაინც დამხვდებოდა, მაგრამ ეს იმედი მხოლოდ იმედად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანს დავეკონტაქტე, მათ შორის სერიოზულ და ცოტა უცნაურ ანაბელსაც, მაინც უხილავ არსებად ვგრძნობდი თავს. ამის ერთადერთ მიზეზად კი ჯეიმის დანაკლისს თუ დავასახელებდი. მომენატრა მისი სახის დანახვა, მისი სიცილის მოსმენა, მისი უაზრო ხუმრობები და უბრალოდ მასთან ურთიერთობა. თვალწინ დამიდგა ჯეიმის უნაკლო სახე და სითბოთი სავსე,  კეთილი თვალები.

მასზე ფიქრმა, მონატრებამ და გაურკვებლობამ მოსვენების საშუალება არ მომცა, ჩემი ქუჩა უხილავმა ძალამ გადამაჭრევინა და ჯეიმის სახლის ზღურბლთან გაუცნობიერებლად ამოვყავი თავი. გარეთ ციოდა, ხელები ჯიბეებში მქონდა ჩაწყობილი და გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი ღირდა თუ არა ზარის დარეკვა და მისი ასე დაუპატიჟებლად მონახულება. მისთვის მესიჯის გაგზავნაც კი მერიდებოდა, ახლა კი ჯეიმის სახლის კარებთან ატუზული ვიდექი იმის მოლოდინში, რომ ვინმე რაიმე მინიშნებას მომცემდა თუ როგორ მოვქცეულიყავი.

სამწუხაროდ, არანაირი მინიშნების კვალი არ ჩანდა, გარდა იმისა, რომ სიცივემ ჩემი თითები იმსხვერპლა და გამიყინა. სხვა გზა არ მქონდა, ან სახლში უნდა შევბრუნებულიყავი ან ზარი უნდა დამერეკა. მე მეორე ვარიანტი ავირჩიე.

ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ კარები გაიღო და სახლიდან ყვითელმა შუქმა გამოანათა. შავ ფერებში გამოწყობილი შავგვრემანი ბიჭი, საყვარელი ღიმილითა და დიდი, ჭკვიანი თვალებით შემომეგება, მე კი კვლავ უცნაური შეგრძნება დამეუფლა მუცელში მისი დანახვისას.
– გამარჯობა ელის, არ გელოდებოდი.
– ამმ..გამარჯობა მაიკლ. – გავუღიმე და უხერხული მოძრაობით თმა ყურს უკან გადავიწიე. მაიკლი უბრალოდ მაკვირდებოდა და სანამ სახლში შემომიპატიჟებდა კიდევ ერთი ადამიანის ხმა მომესმა.
– ოო, ვინ არის შემოუშვი. გავაგრძელოთ თამაში. – მაშინვე მივხვდი, რომ დინი იქნებოდა.

მაიკლი დაიბნა, კარი უფრო ფართოდ გამოაღო და მითხრა :
– ბოდიში, გაგყინე. შემოდი.
მეც ორი ნაბიჯი გადავდგი და როცა კარების გადაკეტვის ხმა გავიგე მივხვდი, რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა.
– ჯეიმის ნახვა მინდა…სახლშია? – მაიკლს ვკითხე, რომელიც დიდი ოთახისკენ გამიძღვა, სადაც სავარძელზე მოკალათებულ დინს მოვკარი თვალი. ხელში ჯოისტიკი ეჭირა და მაიკლის დაბრუნებას ელოდა, რომ თამაში გაეგრძელებინათ.
– გამარჯობა ელინეარ.- მომესალმა იგი და გამიკვირდა თუ საიდან ახსოვდა ჩემი სრული და ცოტა უჩვეულო სახელი.
დინს უბრალოდ ხელი დავუქნიე და ყურადღება კვლავ მაიკლზე გადავიტანე, რომელმაც მოულოდნელი პასუხი გამცა.
– ჯეიმი ცუდად არის..
– ცუდად? – არ ვაცადე წინადადების დამთავრება, გულის ცემა ყურებში გავიგე და ძალიან ავღელდი.
– ძალიან ცუდად არა, – საყვარლად ჩაეცინა, – უბრალოდ ვარჯიშის დროს ფეხი იტკინა და ახლა თაბაშირში აქვს.
-ამმ..როგორ..შეიძლება რომ ვნახო? – მუდარით სავსე თვალებით შევხედე იმის იმედით, რომ უარს არ მეტყოდა.

მაგრამ სანამ მაიკლი გამცემდა პასუხს, ტელევიზორზე მიშტერებულმა დინმა უცბად წამოიძახა :
– რა თქმა უნდა, შეიძლება. ყურადღებაზე მეტად არაფერი უყვარს ჯეიმის.. განსაკუთრებით კი გოგოების.

დინის სიტყვებზე ჩამეცინა და როცა კვლავ მაიკლს შევხედე მანაც თავი დამიქნია და ჯეიმის ოთახისკენ გამიძღვა. 
რომ ვთქვა მშვიდად ვიყავი-მეთქი, ძალიან მოგატყუებთ.. პირველ რიგში დაუპატიჟებელ სტუმრად ვგრძნობდი თავს, მეორე რიგში კი ჯეიმისთან შეხვედრა მაღელვებდა და იმედი მქონდა, რომ აქ მოსვლას არ ვინანებდი.
თან გული დამწყდა, რომ ესეთი რამე ჯეიმიმ არ შემატყობინა. რომ მცოდნოდა შეუძლოდ იყო, ალბათ, საკუთარ თავს გადავაბიჯებდი და იმ დღესვე მოვინახულებდი მას.

მაიკლმა კარებზე დააკაკუნა, რამდენიმე წამში კი ჯეიმის ხრინწიანი ხმა მოისმა კედლის მეორე მხრიდან, რომლის გაგონებამაც საკუთარი იდენტობაც კი დამავიწყა :
– შემოდი.

დაბნეულმა მაიკლს გავხედე, რომელმაც თავით მიმანიშნა, რომ ჯეიმის ოთახში შევსულიყავი.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაც უხილავი ძალა უკან მექაჩებოდა და სახლში გაბრუნებას მთხოვდა, ჯეიმის ოთახის კარების სახელური მაინც ჩამოვწიე და სანამ იმის გააზრებას მოვასწრებდი თუ რას ვაკეთებდი, მის ოთახში ამოვყავი თავი.

ოთახში თითქმის უკუნითი სიბნელე იყო, მხოლოდ საწოლის გვერდით არსებული მბჟუტავი განათება მაძლევდა მისი სხეულის დანახვის საშუალებას, რომელიც უღონოდ მისვენებულიყო დიდ ხისფერ საწოლზე. ჰო, ამ სიბნელეში ხის ფერი მომეჩვენა…

კარები უხერხულად გამოვიხურე ჩემ უკან და მზერა ჯეიმიზე გადავიტანე, რომელსაც ჯერ გაურკვევლობა, შემდეგ კი უხერხულობა დატყობოდა სახეზე. ფაქტია, არ მელოდებოდა.

მისი შემხედვარე სუნთქვა შემეკრა. სრუილად დამავიწყდა ყველანაირი გაბრაზება და მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა. წესით ახლა, როცა დავინახე ეს მონატრება უნდა განქარვებულიყო, მე კი სულელივით უმოქმედოდ ვიდექი, ჯეიმის ვუყურებდი და ვხვდებოდი თუ როგორი უძლური ვიყავი ამ ადამიანის წინაშე. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ესე ძალიან ცხოვრებაში არავინ მომნატრებია. არც ჩემი მეგობარი ჯეინი, რომელიც საზღვარგარეთ გადაიხვეწა, არც ჩემი მშობლები. ჰო, ალბათ, უცნაურად ჟღერს… ჯეიმის ხომ მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც ვიცნობდი. მისი მონატრება კი გაცილებით უფრო დიდი იყო ვიდრე ცოტა ხნის შეძენილი მეგობრის მონატრება. კარგად ვერ ავხსნი, ალბათ, მაგრამ მისმა უბრალოდ დანახვამაც ისეთი ბედნიერი გამხადა, რომ ვიცოდი ეს დადებითი ენერგია მომდეცნო კვირამდე მაინც აუცილებლად გამყვებოდა.

  ვაღიარებ, ძალიან აღელვებული ვიყავი და ამ აღელვებას ორი მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა.
პირველი ის, რომ არ ვიცოდი აქ რას ვაკეთებდი და თუ რის თქმას ვაპირებდი მისთვის ერთ კვირიანი გაუჩინარების შემდეგ. მეორე მიზეზი კი, რომელიც არანაკლებ მაღელვებდა ჯეიმის მდგომარეობა იყო. სახეზე კარგად ეტყობოდა თუ როგორი დაღლილი და ძალაგამოცლილი იყო. მე კი ვგრნობდი, რომ დისკომფორტსა და ტკივილს განიცდიდა, რისი შემსუბუქებაც ყველაზე მეტად მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო.

როცა კარებისგან ორი სანტიმეტრის მოშორებით მდგარი ჩემი გაქვავებული სხეული ჯეიმიმ კარგად შეისწავლა, დუმილი დაარღვია და ფიქრების ბურუსიდან გამომარკვია :

– შეგიძლია შუქი აანთო.

  მეც მის სიტყვებს დავემორჩილე, შუქი ავანთე და რამდენიმე წამში მივხვდი, რომ ნერვიულობის ტალღამ ახლა ორმაგად შემომიტია. ვიცოდი, სახეზე წითელი ფერიც დაადასტურებდა ჩემს დაბნეულობას, ჯეიმის სახის ნაკვთების უკეთესად დანახვა კი უკიდურესად ართულებდა არსებულ სიტუაციას.

ჯეიმი ოდნავ წამოიწია საწოლში, სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა… და ყოველ ჯერზე, როცა ასეთ სერიოზულს ვხედავდი, ვიაზრებდი იმას, რომ მას საკმარისად კარგად არ ვიცნობდი.

ჯეიმიმ საწოლის გვერდით მდგარი სადგამიდან წყლით სავსე ჭიქა აიღო, რამდენიმე ყლუპი ლამაზად დალია და ჭიქა კვლავ ტუმბოზე დააბრუნა. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჯეიმი ჩემთვის ყველა ჩვეულებრივ მოძრაობას ლამაზად და ელეგანტურად ასრულებდა, მაშინაც კი როდესაც თაბაშირში შეხვეული ფეხით, გაშეშებული, მოუხერხებლად იწვა საწოლზე.

– არ გელოდებოდი. – შემომხედა და მითხრა.

– არც მე. – ვუთხარი და როცა დავინახე, რომ ოდნავ ჩაეცინა, მხოლოდ მას შემდეგ გავიაზრე ჩემი ნათქვამი სისულელე და გამოსწორება ვცადე :

– აამ..მეც არ ველოდებოდი ჩემს თავს აქ..- ხელები ნერვიულობისგან ზურგს უკან ჩავჭიდე ერთმანეთს და მორიგი სისულელე დავაყოლე :

– უფროსწორედ მეც არ მეგონა თუ დღეს აქ მოვიდოდი. – სწრაფად მივაყარე ეს სიტყვები და სანამ გული იქვე გამისკდებოდა ჯეიმიმ პასუხი გამცა :

– მოდი, ჩამოჯექი. – თავით საწოლის კუთხეზე მიმანიშნა, მე კი მივხვდი, რომ ჩემი გული გასკდომას ჯერ ბოლომდე ვერ გადაურჩა.

– არა იყოს.. ვიდგები. – პასუხი რამდენადაც შემეძლო თავდაჯერებულად გავეცი.

– ელის. – წარბები ამიწია და მივხვდი, უარის თქმა უფრო მეტ უხერხულობას შექმნიდა.

   რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ჯეიმის საწოლს მივუახლოვდი.. ის ჩუმად იყო და ჩემ უხერხულ მოძრაობებს აკვირდებოდა. რამდენადაც შემეძლო მისგან მოშორებით მინდოდა დაჯდომა, მაგრამ სანამ ადგილს დავიკავებდი მითხრა :

– მანდ ფრთხილად, ფეხი მაქვს თაბაშირში. ცოტა ახლოს დაჯექი. – ხელით საწოლის შუა ნაწილზე მიმითითა, მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა.

სხვა გზა არ მქონდა, მასთან ახლოს მოვკალათდი და მალევე ვკითხე :

– რატომ არ მითხარი?

– რა უნდა მეთქვა? – ამჯერად მზერა ამარიდა და ტუჩები საყვარელი მოძრაობით შეჭმუხნა.

– ის, რომ ცუდად იყავი. – თავით მის ფეხზე მივანიშნე.

– აჰ, არაფერია..გაივლის. – სევდიანად გამიღიმა და ვიცოდი ეს პრობლემა ძალიან აწუხებდა.

– როგორ მოახერხე?

– ცეკვის დროს. – ისევ ცეკვა. ვიცოდი, მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო და გული მწყდებოდა, რომ აქამდე არასდროს მინახავს მისი ცეკვა.

– უფრო ფრთხილად უნდა იყო და თავს ძალიან ნუ და…-

– ჩემი ტრენერი ნუ იქნები ელის, ისედაც საკმარისად ვისმენ მსგავს რეპლიკებს. – გაბრაზდა, მე კი მისი სიტყვები მეწყინა.

– ჰო მართალია, შენი საქმის უკეთ იცი, უბრალოდ ვღელავ შენზე.

– ღელავ? – ირონიულად ჩაეცინა მე კი უკვე მეორეჯერ მეწყინა დღეს.

– ამმ..კი. – მისი ცივი ტონის გამო პასუხს ნამდვილად არ შევცვლიდი.

– ჩემზე რომ ღელავდე, აქამდეც გაგახსენდებოდი. – მოულოდნელად მითხრა და ღრმად ამოისუნთქა.

– აუჩ. მემგონი არასამართლიანი ხარ. – სიცილნარევი ხმით ვუთხარი და ვცდილობდი დაძაბულობის მიუხედავად დიალოგი მსუბუქად წარმემართა.

– მე ვარ არასამართლიანი? – მისი ტონი კვლავ სერიოზული იყო.

– ჰო..იმ დღეს ყურადღებაც არ მომაქციე ისე გაუჩინარდი…ვენდისთან ერთად. – თვალებით ძირს დავიხედე. არ მინდოდა ეჭვიანობა დამტყობოდა.

– ვაუ, ელის. მემგონი მაგას არ უნდა ამბობდე, როცა დამშვიდობების გარეშე დაბრუნდი სახლში.

– მაიკლს გადავეცი, რომ ჩემ მაგივრად დამშვიდობებოდა ბავშვებს. – ამჯერად ჯეიმის შევხედე და შევამჩნიე, რომ კისერზე ძარღვები გამოებერა.

– ბავშვებს? მე არ დამემშვიდობე და ეგ გამიტყდა. – მის სიტყვებში სევდა აშკარა იყო და რატომღაც მართლა დამნაშავედ ვიგრძენი თავი.

– ჰო, ალბათ, იმ დღეს ეგრე ვგრძნობდი თავს.

– რას გულისხმობ?

– იმას, რომ უხასიათოდ ვიყავი და კიდევ ხალხმრავლობაში შენი მოძებნის თავი აღარ მქონდა.

– კარგი. – მოკლედ მომიჭრა.

– კარგი?

– ჰო, გასაგებია შენი პოზიცია.

– მე კიდევ ის მეწყინა, რომ არ მითხარი ცუდად რომ იყავი. – ფეხი ფეხზე გადავიდე და თავდაჯერებულობას მოვუხმე.

– მოგეკითხე და გეტყოდი.

– ჯეიმი… რატომ ჯიუტობ?

– არ ვჯიუტობ, უბრალოდ ყოველთვის მე ვარ ვინც პირველი გკითხულობს. მაგაზე არ გიფიქრია? – მოულოდნელად მითხრა.

– რიგითობას რა მნიშვნელობა აქვს?

– აქვს.

– კარგი.

– კარგი? – გაიმეორა ჩემი სიტყვა.

– გასაგებია შენი პოზიცია. – მეც მისივე სიტყვებით კმაყოფილად ვუპასუხე.

– გამიხარდა შენი დანახვა. – უცბად მითხრა, მე კი პულსი კვლავ ამიჩქარდა.

არ ვიცოდი რისი ნიშანი იყო მისი სიტყვები. ის, რომ მართლა გაუხარდა ჩემი დანახვა თუ ის, რომ ამით დამშვიდობებას გულისხმობდა.

– მეც. – ვუთხარი და გაუაზრებლად ხელი მის თბილ ხელს დავადე. მომენტალურად რაღაც ძალამ დამიარა. თვალწინ აღმიდგა ის მომენტი, როდესაც აფრენის მოლოდინში უცნობმა ბიჭმა ჩემი ხელი მოიქცია საკუთარ ხელში და უდიდესი სიმშვიდე მომანიჭა. ალბათ, რაღაცნაირად მინდოდა მეც სიმშვიდის მიმნიჭებელი ძალა ვყოფილიყავი მისთვის..ჩემი ქმედება კი ზუსტად ამან განაპირობა.

ჯეიმი თითქოს ოდნავ შეკრთა, თავისი დიდი, სავსე ტუჩები ერთმანეთს დააშორა, როცა ოთახის კარები ვიღაცამ უხეშად შემოაღო. ხელი მაშინვე უკან წავიღე და ვიგრძენი სითბოს დანაკლისი. ჯეიმიმ მზერა ჩემ უკან გადაიტანა და არც ისე კმაყოფილი ჩანდა ჩვენი მომენტის დარღვევის გამო.

– ჯეი, შენი საყვარელი ფორთოხლის წვენი მოვიტანე. – მოლაპარაკე ხმას გავხედე და წითელი თმები შემეჩეხა თვალებში.

– ვენდი, ხო გითხარი სტუმარი ყავს-მეთქი. – კარებში მდგარმა დინმა მიაძახა უკნკდან და ვაღიარებ, მისი ამგვარი საქციელი გამიკვირდა.

ვენდიმ ერთი წამით შემომხედა და ვითომც არ ვარსებობდი ჯეიმისკენ გადაიტანა ყურადღება.

– მალე კარგად უნდა გახდე, თორემ აკლიხარ გუნდს.

გუნდს? გავიფიქრე ჩემთვის. ალბათ, ცეკვის ჯგუფთან რაღაც კავშირში იყო ვენდი..რისი გაგებაც, ვაღიარებ, დიდად არ მესიამოვნებოდა.

– ამ..მე წავალ. გამოჯანმრთელდი. – ვუთხარი ჯეიმის და სანამ პასუხს გამცემდა, ავდექი, ზურგი ვაქციე და კარებისკენ ავიღე გეზი.

კარებში კვლავ დინი იდგა, ჩაის ჭიქა ეჭირა ხელში და სანამ გვერდს ავუვლიდი კარგად გავიგე მისი სიტყვები :

– მაგარი შტერია ჩემი ძმაკაცი.

***

უნივერსიტეტი. გამოცდები. 
ორი სიტყვა, რომლის გვერდიგვერდ განლაგება და მათზე ფიქრიც კი ტვინს მტკენს. უამრავი არა საჭირო ინფორმაცია (ბოდიშს ვუხდი ჩემს ლექტორებს) , რომელიც ჩემს საწყალ ტვინში უნდა დაილექოს და გამოცდიდან მეორე დღეს უკვე უნდა დამავიწყდეს, ისედაც უაზრო ფიქრებისგან გადაღლილ გონებას კიდევ უფრო მიღლის და კონსპექტებში ჩამძვრალს ის აზრიც მებადება, რომ დიპლომი არ მჭირდება.

როცა ვხვდები, რომ მეტი აღარ შემიძლია პაუზას ვაკეთებ და ყავის მოსადუღებლად გავდივარ ჩემს პატარა სამზარეულოში. ყავა არ მიყვარს, ჩაი მირჩევნია, მაგრამ თავის მოტყუების მიზნით და იმაზე ფიქრით, რომ ყავა აფხიზლებს, მის მოდუღებას ვიწყებ.

ორ დღეში სერიოზული გამოცდა მაქვს ფილოსოფიაში და თუ დღეისთვის განკუთვნილ სასწავლო მასალას საკმარის დროს არ დავუთმობ, ძალიან ცუდ ადგილას ამოვყოფ თავს.
ეს მახსენდება და აზრზე მოვდივარ, რომ წუწუნის დრო არ არის. 
ყავის ჭიქით ხელში კვლავ დიდი ოთახის სავარძელზე მიყრილ კონსპექტებს ვუბრუნდები და მეცადინეობას ვაგრძელებ. ჰო, საწერ მაგიდასთან რატომღაც ვერასდროს ვმეცადინეობ.

გაუაზრებლად ვკითხულობ რამდენჯერმე ერთი და იმავე წინადადებას, დამახსოვრებას ვცდილობ და თან წინ, ფანჯარაში ვიყურები.

ჯეიმის სახლი ჩემი ფანჯრიდან კარგად მოჩანს. ვხედავ, რომ ერთერთ ოთახში შუქიც ანთია, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ახლა სახლშია თუ არა და საერთოდ რას აკეთებს.

გუშინ საღამოს მისი მონახულების შემდეგ აღარ შემხმიანებია. რაღაცნაირად გული მეტკინა და რატომღაც მეგონა, რომ ჩვენი შეხვედრის მერე ისევ იგივე სიხშირით მომიკითხავდა, როგორც ადრე.
სამწუხაროდ, შევცდი და სავარაუდოდ მალე იმ ფაქტსაც უნდა შევგუებოდი, რომ ჯეიმიმ ჩემთან მეგობრობის ინტერესი დაკარგა, რომ სავარაუდოდ მიხვდა თუ რამდენად მომწონდა ის და რომ….
აჰ, ისევ სხვა ყველაფერზე დავიწყე ფიქრი სამეცადინოს გარდა.

“ფილოსოფია – წერდა ბერტრან რასელი – უნდა შეისწავლებოდეს არა ზუსტი პასუხებისათვის იმ კითხვებზე, რომლებსაც ის სვამს, ვინაიდან, როგორც წესი, არავითარი ზუსტი პასუხის შეცნობა არ შეიძლება, არამედ…”
ჩემი მონოტონური საუბარი მობილური ტელეფონის მესიჯის ხმამ შემაწყვეტინა.
ეკრანს დავხედე და გამიკვირდა, როცა ანაბელის სახელს მოვკარი თვალი.
ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამომეხმაურა სოციალურ ქსელში.
დავალებასთან დაკავშირებით მკითხა რაღაც, მაგრამ მისი ჩემთან დაკონტაქტების სურვილი მაინც მაკვირვებდა და გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც.

ალბათ, უცნაურია ჩემი სიხარული, მაგრამ იმდენად მიჩვეული ვიყავი მარტოობას და ხალხთან კონტაქტისთვის თავის არიდებას, რომ ანაბელთან საერთოს გამონახვა ძალიან უცნაურ და საინტერესო გამოწვევად მიმაჩნდა.

როცა ანაბელთან სასაუბრო თემა ამოიწურა კვლავ დავუბრუნდი საგამოცდო საკითხს და ხმამაღლა კითხვა განვაგრძე :
“ფილოსოფია – წერდა ბერტრან რასელი…”

ისევ შემაწუხებელი მესიჯის ხმა!

როგორც ჩანს დღეს მეცადინეობა არ იყო ჩემი ბედი.
უკვე მეორეჯერ გაუაზრებლად დავხედე მობილურის ეკრანს იმ განწყობით, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ვუპასუხებდი და შემდეგ სამუდამოდ გამოვურთავდი ტელეფონს ხმას.

ამ შემართების მიუხედავად, როგორც კი მესიჯის ადრესანტის სახელს მოვკარი თვალი ყველანაირი გამოცდა და ყოფიერი საზრუნავი გადამავიწყდა.

Minmin : “ელისჯ რას აკეთვე?”

ეს სიტყვები ორჯერ გადავიკითხე და როცა ვერანაირი აზრი ამ წინადადებიდან ვერ გამოვიტანე, ჯეიმისთან გადარეკვა გადავწყვიტე.
ორი ზარი გავიდა თუ არა მიპასუხა :

– ჰელოოოოუ. – ოდნავ ჩახლეჩილი ხმით მითხრა და მაშინვე მივხვდი, რომ ნასვამი იყო.

– ჯეიმი?

– ჰე-ლოოოუ ელისაბედ. – საყვარლად ჩაიცინა მეორე ხაზზე და ზუსტად წარმოვიდგინე როგორ მოეჭუტა თავისი ღიმილიანი თვალები.

– ელისაბედ? ეს უკვე ახალია. – მეც გამეცინა და ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ძალიან მახარებდა ის ფაქტი, რომ ამჯერად თვითონ შემეხმიანა, იმის მიუხედავად მთვრალი იყო თუ არა.

– ჰოო მიყვარს სიახლეები. – თქვა და ჩაახველა.

– რამდენი დალიე? – პირდაპირ ვკითხე.

– მე?

– არა მე. – თვალები ავატრიალე, მაგრამ მივხვდი ვერ დამინახავდა.

– ჰმმმმ… შენ არ ვიცი რამდენი დალიე – ძლივს წარმოთქვა ეს წინადადება და მივხვდი, რომ მართლაც წასული იყო მისი საქმე.

– რა მომწერე ვერ მივხვდი.

– მოგწერე რო… ჩემთან გადმოდი. – მითხრა და ადგილზე გავშრი. სავარძლიდან წამოვდექი და ფანჯარას მოუახლოვდი იმის იმედით, რომ მის სილუეტს მაინც მოვკრავდი თვალს.

– ამ.. ვმეცადინეობ.

– პფფ.. რა დროს მეცადინეობაა, შაბათია.

– ორშაბათია ჯეიმი. – სერიოზული ტონით ვუთხარი, ვითომც არაფერი მაღელვებდა. სინამდვილეში კი ადგილზე ხტუნაობა დავიწყე. ვნერვიულობდი და არ ვიცოდი დღის ბოლოს მართლა მასთან სახლში ამოვყოფდი თავს თუ არა.

– კაი რა ელისსს. ცუდად ვარ, არ გახსოვს?

– მე მახსოვს, შენ როგორც ჩანს არა.

-რატომ? – გაკვირვებულმა მკითხა.

– იმიტომ, რომ ცუდად ხარ და მაინც დალიე.

– ელისსს.. – ისე საყვარლად დაიწუწუნა და ისე ესიამოვნა ჩემს ყურებს მისი პირით წარმოთქმული ჩემი სახელის გაგონება, რომ ვიცოდი რამდენიმე წამში მის გვერდით გავჩნდებოდი.

– რა?

– მოდი რა..ბიჭები ვარჯიშის მერე დასალევად წავიდნენ… მე კიდე… მე კიდე მარტო ვარ და მოვიწყინე. – წარმოვიდგინე წუწუნისას წინ როგორ წამოწია ქვედა ტუჩი.

– მერე სხვას თხოვე გაგართოს, მე ვმეცადინეობ. – თავში ხელი შემოვირტყი ეს წინადადება რომ წარმოვთქვი. სინამდვილეში ყველაზე მეტად მინდოდა მის გვერდით ყოფნა. მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში ჯეიმის ნახვა არ ვიცი რამდენად კარგი იდეა იყო.. ნასვამი თან არასოდეს მინახავს.

– სხვა არ მინდა. – სერიოზული ხმით წარმოთქვა ეს სიტყვები და იმ მომენტში მივხვდი, რომ წინააღმდეგობას უბრალოდ ვერ გავუწევდი. ვერც მას და ვერც საკუთარ თავს.

– კარგი.

– კარგი? – სიხარულით გაიმეორა ჩემი სიტყვები.

– ჰო გადმოვალ, ოღონდ მარტო 1 საათით. – ვიცოდი, მასაც ვატყუებდი და საკუათარ თავსაც.

– ჯერ მოდი და წასვლაზე მერე იფიქრე.

ბოლო წინადადება ბევრად უფრო გამართულად წარმოთქვა, ტელეფონი გამითიშა და ჟრუანტელმა დამიარა, როცა მივხვდი, რომ რამდენიმე წუთში მასთან პირისპირ შეხვედრა მომიწევდა.

***

ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა…. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა… რა მარტივი ამოცანაა თითქოს. ახლა კი რა რთულად მეჩვენება ეს ყველაფერი.

ქურთუკს ვიცვამ და ზემოდან გრძელ ყვითელ შარფს ვიკეთებ. სახლში დაბრუნებისას დაბანილი, ჯერ კიდევ ცოტა სველი თმები ამჯერად დაწნილი მაქვს, იმის იმედით, რომ ხვალ კულულებით გავიღვიძებ… ჩემს ოთახში შევდივარ და მივიწყებულ დიდ და შავ მრგვალ საყურეებს ვიკეთებ..

როდესაც მოწესრიგებას ვამთავრებ სარკეში ვიყურები და ჩემს თავს ვათვალიერებ. ვაღიარებ, და მიკვირს კიდეც, რომ ამჯერად იმედგაცრუებული არ ვრჩები.

ზოგადად საკუთარი თავი ხშირად არ მომწონს, ყოველთვის ვპოულობ რაიმე დეტალს, რომელიც ჩემს გარეგნობაში მაღიზიანებს…შეიძლება 100 წყვილი ტანსაცმელი მოვიზომო და არც ერთი მათგანი არ მომეწონოს… მაგრამ ამჯერად, ყველაფერი სხვანაირადაა.. დიდ სარკეში კვლავ ვუყურებ საკუთარ თავს და ცუდს ვერაფერს ვხედავ. უცნაურია.

ბედნიერი ვარ და ალბათ, ეს უნდა იყოს ამის მიზეზიც. ვფიქრობ ჩემთვის.. ძალიან მიხარია, რომ საღამოს იმ ადამიანთან ერთად გავატარებ, რომლის გვერდითაც ყველაზე ბედნიერად და სრულყოფილად ვგრძნობ თავს… ნეტავ მანაც იცოდეს ეს ყველაფერი. 
ვფიქრობ, გაუხარდებოდა… გაუხარდებოდა არა ის, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მეგობრულ სიყვარულს აღემატება, არამედ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებას წარმოადგენს ჩემთვის.. რომ ჩემს დეპრესიას, საკუთარ თავში ჩაკეტილობას, უკმაყოფილებასა და ნეგატიურ ემოციებს ჩემ მაგივრად ამარცხებს.

მასთან ურთიერთობისას ელი სხვანაირია. უფრო თავდაჯერებული და ამაყიც, რომ ესეთი მეგობარი ყავს. მეგობარი, რომელიც ხელს უწყობს მას, რომ თავი სრულყოფილად იგრძნოს.. რომ დაანახოს გზა სრულყოფილებისკენ, საკუთარი თავის სიყვარულისკენ.
ჩემი მეგობარი ჯეიმი ზუსტად ასეთია. ბედნიერების მომტანი და დადებითი მუხტის მატარებელი, ცისარტყელას ფერებისნაირი აურის მქონე..თბილი და უბრალოდ კარგი ადამიანი.

მალევე ვხვდები, რომ მასზე ფიქრს სახლში დაბრუნებისასაც გავაგრძელებ, ამიტომ სანამ ჩემს მეგობარს ჩემი მიპატიჟება არ გადაუფიქრია, ჯობია მალევე ვესტუმრო.

სახლის კარებს გარედან ვკეტავ და თან ორჯერ ვამოწმებ, ნამდვილად ჩაიკეტა თუ არა. როცა ვხვდები, რომ ყველაფერი წესრიგშია, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავდივარ და ჯეიმის სახლს ვუახლოვდები.

გარეთ სიცივეა, მაგრამ როდესაც ნორტფორდის ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, მსიამოვნებს და ამინდითაც კმაყოფილი ვრჩები. როგორც ჩანს, ჯეიმის ზარსა და მასთან მოსალოდნელ შეხვედრას მართლაც შეუძლია შავ-თეთრი, უფროსწორად ნაცრისფერი, დღეების გაფერადება.

კარებს ვუახლოვდები და ვფიქრობ, მობილურზე მივწერო თუ პირდაპირ ზარი დავრეკო. საბოლოოდ გამბედაობას ვიკრებ და ზარს ვრეკავ… 
მუცელში სიმხურვალეს ვგრძნობ, სიმხურვალე მალე ლოყებშიც ადის და სანამ ეიფორია ბოლომდე მომიცავს, ფეხის ნაბიჯების მოახლოვების ხმას ვიგებ და მალევე შემოსასვლელი კარებიც იღება.

ჯეიმის მხოლოდ თავი აქვს სანახევროდ გამოყოფილი და ერთი წამით იმასაც ვუშვებ, რომ არაფერი აცვია და ამიტომ იმალება.
თვალები უბრწყინავს და ისეთი განცდა მეუფლება, რომ ჩემი დანახვით ისიც ისეთივე ბედნიერია როგორც მე.
დაბნეული ვუყურებ და ველოდები როდის შემომიპატიჟებს..

მალე თვალები ეჭუტება, ეცინება და კარს უკვე ფართოდ აღებს. სერი მოკლემკლავიანი მაისური და შავი სპორტული შარვალი აცვია. ვერცხლისფერი თმები, რომელიც უკვე ქერაში გადადის, აჩეჩილი აქვს.. მე კი მისი შემხედვარე უდიდესი სურვილი მიჩნდება იმის, რომ მის რბილ თმებში ხელი შევაცურო და კიდევ უფრო მეტად ავუჩეჩო. მალევე ვამჩნევ და მახსენდება, რომ ფეხი თაბაშირში აქვს. ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობა და ამ სანახაობაზე გული მიკვდება.

ამის მიუხედავად ბედნიერი ჩანს…რაც სასმლის ბრალია, ალბათ…

– არ შემომიშვებ? – საბოლოოდ ვარღვევ დუმილს.

– ნწ. ჯერ არა. – თავს აქნევს და ისევ ეცინება. ვერ ვხვდები რას ცდილობს.

-ჰმმ.. ანუ წავიდე? – ხელით უკან, ჩემი სახლისკენ ვანიშნებ.. ჯეიმის სახე უსერიოზულდება, უცბად მაჯაზე ხელს მკიდებს და თავისთან ახლოს მწევს.

უცაბედ კონტაქტზე გული მიჩქარდება და მისი შეხებისას მგონია, რომ დენის ტალღა გადის ჩემს სხეულში. ნეტავ ხვდება თუ არა რამხელა გავლენა აქვს ჩემზე…

– ვხუმრობ. – ხრინწიანი ხმით მეუბნება, ჩემ უკან კარებს კარებს კეტავს და მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ უკვე მის სახლში ვარ.

ჯეიმი ჩემკენ ტრიალდება და ისევ მიღიმის. არ ვიცი სპეციალურად აკეთებს ამას თუ უბრალოდ სასმლის ზემოქმედების გამო მიყურებს ასე, მაგრამ ფაქტია, უცნაურად იქცევა და ვერ ვხვდები რას ელოდება ჩემგან.

– ფეხი როგორ გაქვს? – თაბაშირში ჩასმულ ფეხს ვუყურებ და როცა კითხვას ვუსვამ, მომენტალურად სევდიანდება.
თავს დაბლა ხრის და ჩუმად მეუბნება :

– ნერვებს მიშლის.

ამასობაში მე ქურთუკს ვიხდი და შემოსასვლელში საკიდზე ვკიდებ. ჯეიმი კვლავ კარებთან ატუზული და მოწყენილი დგას.

– უკეთ არ გრძნობ თავს? – ხელახლა ვეკითხები და ჯეიმი მზერას მისწორებს.

– არ ვიცი. ამ ფეხის დედაც. ჯერ არ მეუბნებიან როდის შევძლებ ვარჯიშს.

– კაი, დღეს მაგაზე არ იფიქრო. – ვეუბნები და უხერხულად ხელებს შარვლის უკანა ჯიბეებში ვიწყობ. ჯეიმის სახეზე ნაცნობი ღიმილი ბრუნდება, ჯოხზე დაყრდნობილი მიახლოვდება და ამბობს :

– ხო დალევ ჩემთან ერთად? – სახეზე მათვალირებს, ჩემს პასუხს ელოდება.

– ვერა.. ხვალ უნივერსიტეტში მივდივარ.

-დაიკიდე.

– ჰა-ჰა. რა სასაცილოა. -თვალებს ვატრიალებ და სანამ წინააღმდეგობას გამიწევს ვამატებ :

– ისე, მგონი ჯობია დაჯდე.

– არ წახვიდე ხვალ და ერთად დავლიოთ. გთხოვ. – მუდარით სავსე თვალებით მიყურებს… მე კი უძლური ვხდები და უარის თქმა მიჭირს.

ჯეიმისთან წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ამაში მასთან პირველივე შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი. იმ დღეს, როცა უფლება არ მომცა დიდი ჩემოდნებით დატვირთულს, აეროპორტიდან სახლამდე მარტო წავსულიყავი.

სწორედ ასე აღმოვჩნდი ახლაც მის სახლში, დიდ ოთახში სავარძელზე ლუდის ჭიქით ხელში მოკალათებული. დაბალ ხმაზე მუსიკაა ჩართული, ჯეიმი ჩემ გვერდით ზის და კმაყოფილი ჩანს, მე კი ღიმილი ყურებამდე ამდის მის მიერ წარმოთქმული თითოეული წინადადების გაგონებისას. მიუხედავად იმისა, რომ ნასვამ მდგომარეობაში წესიერად სიტყვებსაც კი ვერ აბამს ერთმანეთს…

– ვილაპარაკოთ. – მოულოდნელად მეუბნება, რაზეც სიცილს ვერ ვიკავებ. უსაყვარლესია, როცა მთვრალია.

– ისედაც ვლაპარაკობთ, ჯეიმი.

-არა. გულახდილად ვილაპარაკოთ. – ლუდის ბოთლს ტუჩებზე იყუდებს, მერე მაგიდაზე დებს და ჩემკენ ტრიალდება. 
სერიოზულია და სიმპატიური. ხელებზე ძარღვები ეტყობა, რამდენიმე ბეჭედიც უკეთია მარჯვენა ხელზე და რაც უფრო დიდხანს ვაკვირდები, კიდევ უფრო ხშირად მახსენდება ის ფაქტი, რომ მომწონს და რომ… მას არ მოვწონვარ.

– კარგი, ვილაპარაკოთ. – მეც უბრალოდ ვთანხმდები და სევდას უფლებას არ ვაძლევ, რომ ბოლიმდე მომიცვას. ალკოჰოლის ბრალია.. ოდნავ ჩაუშვებ ორგანიზმში და მაშინვე მაზოლზე უნდა დაგაჭიროს ფეხი. 
ჩემი თავდაჯერებულობაც თითქოს გაქრობას იწყებს და ქვეცნობიერი მახსენებს, რომ მას სხვანაირად არასდროს მოვეწონები.

– როგორ ფიქრობ, წარმატებას მივაღწევ? – ჯეიმის სიტყვები მისკენ მახედებს და ვერ ვხვდები ამას რატომ მეკითხება.

– ეგ ძალიან ზოგადი კითხვაა.

– ასეთი ფეხით, შენი აზრით, მალე შევძლებ ვარჯიშის გაგრძელებას? – წარბები შეჭმუხნული აქვს და ისე მეკითხება. მედიცინაში არაფერი მომეკითხება, ზუსტად ისიც არ ვიცი რამდენად ცუდ მდგომარეობაში აქვს ფეხი.. ჯეიმიმაც იცის, რომ ჩემს პასუხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მალე იმასაც ვიაზრებ, რომ მას უბრალოდ მხარდაჭერა და დაიმედება სჭირდება.

– რა თქმა უნდა, რომ შეძლებ. – დამაჯერებლად ვპასუხობ და ვხედავ, რომ თვალები უბრწყინდება. ახლა პატარა ბავშვივითაა და ვიცი, ბოლომდე ენდობა ჩემს სიტყვებს.

– მართლა?

– კი, ვფიქრობ, რომ მართლა. – მეღიმება და სანამ არ გავწითლდები, ლუდის ჭიქაზე გადამაქვს ყურადღება და რამდენიმე ყლუპს ვსავ.

– როცა ვიცი… როცა ვიცი, რომ ბიჭები ეხლა ვარჯიშობენ და მე ესე…აჰ.. ესე უმოქმედოდ ვზივარ.. არ მინდა. – ბოლის თითქოს ხმა უწყდება და მინდა ჩავეხუტო.
ჩავეხუტო?…. ოდნავ მისკენ ვიწევი, მაგრამ უაკნ ვიხევ. არა, ამას ვერ ვიზამ… უხერხულია….

– მესმის, რთულია, მაგრამ… რამენაირად ეცადე ამაზე არ იფიქრო.. – ვიცი, ადამიანების დამშვიდება არ გამომდის.

– კარგია… რომ აქ ხარ. – მეუბნება და მზერას კვლავ არ მაშორებს. მგონია ავფეთქდები, თუ საუბრის თემას არ შევცვლით.

– მეტი აღარ დალიო… – ვეუბნები, როცა მის მიერ ჩაცლილ ბოთლს ვუყურებ.

– ჰო. აღარ დავლევ. – შეწინააღმდეგების გარეშე მთანხმდება. 
მუსიკა ჩუმდება და სანამ შემდეგი ჩაირთვება უხერხული სიჩუმე ისადგურებს. ვთქვი ერთ საათში წავალ-მეთქი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მისი მარტო დატოვება არ შემიძლია.

ისეთი მოწყენილი ჩანს, შეგრძნება მრჩება, რომ აქ რომ არ ვიყო, რაღაცას გააფუჭებდა.

– ნაითვილი გენატრება? – ვეკითხები თემის შეცვლის მიზნით, მაგრამ ჯეიმი ყურადღებას არ მაქცევს, პასუხს არ მცემს და ამის სანაცვლოდ, კითხვას მიბრუნებს, რომელიც მიწას მაცლის ფეხებ ქვეშ :

– გყვარებია? – მისთვის დამახასიათებელი ჟესტით, ენით ტუჩებს ისველებს და სახეზე მათვალიერებს… გული ამოვარდნაზე მაქვს და სიმხურვალეს ვგრძნობ ლოყებში. არ მინდა დაძაბულობა შემატყოს, ამიტომ სწრაფადვე ვპასუხობ..

Design a site like this with WordPress.com
Get started