12. სხვანაირი

იატაკი და მასთან ერთად ჩემი ორივე ფეხსაცმელი ტკბილი ფერადი სითხით გაიჟღინთა. -ამის დედაც. – ჩავილაპარაკე ჩემთვის და ცალი ხელი ქვედაბოლოზე შევიწმინდე. – აუ, ბოდიში. – უცნობი ბიჭი, რომელიც ცოტახნისწინ მთელი ძალით დამეჯახა უკნიდან, სიცილით მეუბნება და თან თავის გზას აგრძელებს. ვუყურებ, მის ცინიკურ ტონზე ვბრაზდები, მაგრამ ამდენი ხალხის თანდასწრებით სცენის გამართვის თავი არ მაქვს. –Continue reading “12. სხვანაირი”

11. გაორება

სახლის კარები ზურგს უკან მოვიჯახუნე. ქურთუკი გავიხადე, საკიდზე შემოვკიდე და სანამ ჩემს ოთახში გადავინაცვლებდი სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი. ძალაგამოცლილი და უფერული ვიყავი. ემოციურად იმდენად დავიღალე, რომ ბევრი ფიქრის თავი აღარც მქონდა. საძინებელ ოთახში შევედი, გამოვიცვალე, შუქი ჩავაქრე და დიდ ფუმფულა ბალიშში პირდაპირ თავით ჩავემხე. როგორ მძულს ეს მომენტი… როცა დაღლილი, ძალიან დაღლილი ხარ, გეძინება,Continue reading “11. გაორება”

10. ეველინი

ბევრი დრო არ უნდა დამეკარგა, ამიტომ მაშინვე საპირფარეშოში გადავინაცვლე და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ტკბილეული მქონდა ნაჭამი, კბილები ორჯერ გამოვიხეხე. შემდეგ თვალზე უშნოდ გაფერმკრთალებული ლაინერი შევისწორე, თმა გადავივარცხნე და სუნამოც შევისხი. არ მინდოდა ძალიან მძაფრი სუნი მქონოდა, ამიტომ ჰაერში ხელების უცნაური მოძრაობით სუნამოს ეფექტის განეიტრალებას ვცდილობდი. სარკეში კიდევ ერთხელ ავათვალიერე საკუთარი თავი და დასკვნა გამოვიტანე,Continue reading “10. ეველინი”

9. გიშრისფერი თმები

შემოსასვლელი კარები დავკეტე, საკეტი ორჯერ გადავატრიალე და სანამ მაიკლისკენ შემოვტრიალდებოდი, ღრმად ამოვისუნთქე. ჩემგან ოდნავ მოშორებით, უხერხულად იდგა, ხელები კვლავ ჯიბეებში ჩაეწყო და ჩემ მითითებას ელოდებოდა. – ქურთუკი შეგიძლია აქ დაკიდო. – შემოსასვლელთან განთავსებულ საკიდზე მივუთითე და თან ერთ პარკს დავავლე ხელი, რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე დავდე. უხერხული სიჩუმე იყო. მხოლოდ ქურთუკის ელვის გახსნის ხმა და პარკისContinue reading “9. გიშრისფერი თმები”

8. გაურკვევლობა

თვალები დახუჭული მქონდა… თბილი ტუჩები ეხებოდა ჩემს კისერს, თავი კედელზე მქონდა მიდებული და მოზღვავებული ემოციების გამო სუნთქვა მიჭირდა. ხელი თმაში შევუცურე, მინდოდა მისი თავი მაღლა ამეწია და თვალებში ჩამეხედა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მისი ხმამაღალი სუნთქვის მოსმენა გულის ცემის რიტმს მიჩქარებდა. მეორე ხელი კისერზე მოვკიდე, ძალიან თბილი იყო… თვალი გავახილე და…. შავგვრემანი ბიჭი შემრჩა ხელებში. ნაცნობContinue reading “8. გაურკვევლობა”

7. ჯეკპოტი

მის სამყაროში დარჩენა ცოტა ხნით კიდევ მინდოდა.. დაუსრულებლად შევისწავლიდი მის ჰაეროვან მოძრაობებს, დავაკვირდებოდი და უბრალოდ დავტკბებოდი იმ ბედნიერი წამებით, რომელიც ცხოვრებამ, შეიძლება ითქვას, დაუმსახურებლად მაჩუქა.  მართალია, პირველი ორი ლექცია გავაცდინე, მაგრამ ვითომ გრძნობების გვერდზე გაწევითა და ოდნავ თავის დაფასების მიზნით, ბოლო ორზე მისვლა გადავწყვიტე. ჯეიმი ჩემ წინ იდგა, ვერცხლისფერ-ჩალისფერი თმები ცეკვისგან აბურდული ჰქონდა.. ჯერ კიდევContinue reading “7. ჯეკპოტი”

6. გადაშლილი კარტები და ცხოვრება, როგორც ატრაქციონი

თვალები გავახილე. სახლში ვიყავი და უაზროდ ჭერს მივშტერებოდი. გუშინდელი საღამოს გახსენების სურვილი ნაკლებად მქონდა, მაგრამ დინთან დათქმულ შეხვედრაზე ფიქრი თავიდან ვერ ამოვიგდე. გუშინ, როდესაც შეშით დატვირთულები მე და დინი ბავშვებს შევუერთდით, მალევე ყველა მიხვდა, რომ მაინც და მაინც კარგ განწყობაზე არ ვიყავი. ზოგმა გულის სიღრმეში დაახლოებით იცოდა ჩემი უხასიათობის ნამდვილი მიზეზი, უმეტესობას კი ეგონა, რომContinue reading “6. გადაშლილი კარტები და ცხოვრება, როგორც ატრაქციონი”

5. კოცონი

დინი. ტვინში გაუაზრებლად გავიმეორე მისი სახელი. თითქოს ამით გადავამოწმე, ეს მართლაც ის დინი იყო ვიზეც მე ვფიქრობდი თუ არა. ისიც არ ვიცი სახეზე ნერვიულობა რამდენად დამეტყო ან საერთოდ ამ სიბნელეში შესამჩნევი იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, პირველი, რაც ანაბელმა ტუჩისა და ხელის გაურკვეველი მოძრაობებით მანიშნა იყო ის, რომ დაუპატიჟებელ სტუმარს ჩემი სახლში არ ყოფნის მომიზეზებითContinue reading “5. კოცონი”

4. ცუდი მეგობარი

– არამგონია. – არაგგონია? – ეცინება, სახე ოდნავ კიდევ უფრო ახლოს მოაქვს და ისე მიყურებს შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემს სულში იხედება. მინდა გულახდილად ვუპასუხო და ვუთხრა, რომ არამგონიაში ჩემ მისდამი დამოკიდებულებას ვგულისხმობ… რომ მგონი მიყვარს და ამის გამო ბოლომდე უსიყვარულობას ვერ დავიჩემებ. – ჰო. ალბათ, უფრო არა. შენ? – კითხვას ვუსვამ და სავარძელში ვსწორდები, მისიContinue reading “4. ცუდი მეგობარი”

3. გაუცხოვება

ცხოვრებაში ყველას გვაქვს ისეთი დღეები, რომელიც ნაცრისფერია, მაგრამ არსებობს ისეთი დღეებიც, რომელიც უფრო მეტად ნაცრისფერია, ვიდრე სხვა დანარჩენი. სინამდვილეში ნაცრისფერი მიყვარს, სიმშვიდისა და სტაბილურობის ფერია ჩემთვის.. მაგრამ ალბათ, გულის სიღრმეში ზუსტად ამიტომ არ მიყვარს ნაცრისფერი.. ნაცრისფერი – მაშასადამე მშვიდი და სტაბილური დღეები. კერძოდ, დღეები ჯეიმის გარეშე. მისი მეგობრების გაცნობიდან ერთი კვირა გავიდა. მიუხედავად იმისა, რომContinue reading “3. გაუცხოვება”

Design a site like this with WordPress.com
Get started